მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » ლონდონში მადონას ფილმ ”W.E.”- ს პრემიერა გაიმართა
12:45 PM
ლონდონში მადონას ფილმ ”W.E.”- ს პრემიერა გაიმართა
ლონდონში მადონას ფილმ "W.E."- ს პრემიერა გაიმართა. ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის, ედვარდ მერვისა და მისი საყვარლის, ამერიკელი ქალის, უოლის სიმფსონის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

პოპ ვარსკვლავი მადონა ლონდონურ პრემიერაზე კინოთეატრ "ოდეონის" წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებდა.

54 წლის ვარსკვლავი მკაცრი დიეტისა და ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის წყალობით კვლავაც შეუდარებლად გამოიყურება, მაგრამ ასაკობრივი პრობლემები თავს არ მალავს.

კისერი და ხელები ყოველთვის გასცემს ქალის ასაკს, ამიტომ მადონამ ლონდონურ პრემიერაზე სხეულის ეს ნაწილები საგულდაგულოდ დამალა - მომღერალს ხელებს წითელი ხელთათმანები, ხოლო კისერს და მკლავებს გრძელი მოსასხამი უფარავდა.

მადონა გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფებს გულუხვად არიგებდა. აღსანიშნავია, რომ ფილმი კინოკრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს.
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 552 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-01-13 Spam
amas 54 wli qalis neta ra etyoba:D:D:D