მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » Life is dangerous
11:07 PM
Life is dangerous

(ვისაც ძაან ნამეტანი სუსტი გული გაქვთ მუსიკასთან არ წაიკითხოთ,ისე მაგარია ძაან,სურატები არ არის არაფერი ვიდეოში)


დილა ისე გათენდა ვერც მივხვდი.....აზრზეც ვერ მოვედი ისე მოხდა ყველაფერი,ჯერ ისევ შოკში ვიყავი,არ ვიცოდი რა მეფიქრა,რაზე....მე ის ძალიან მიყვარდა,ერთადერთი მიზეზი და გამახალისებელი რაც იმ საშინელ სოფელში მაძლებინებდა და ხალისს მატებდა ჩემი ბებო იყო..

-მერი როგორ ხარ?

-რავიცი დედა როგორ უნდა ვიყო,ძალიან მეშინია

-რისი?

-იცი ბებო სანამ მოკვდებოდა ასე მითხრა ,,თავს გაუფრთხილდი,ცხოვრება საშიშია,, ისე მეუბნებოდა თითქოს რაღაცა იცოდა ჩემთვის საზინო და არ მეუბნებოდა

-ნუ გეშინია შვილო,მართალია ძალიან გვიყვარდა მაგრამ ეგ მის სიკვდილთან არანაირ კავშირში არაა მერი....მოხუცებმა ეგრე ყოველტჳის იცოდნენ

-ალექს! მოდი მოვიდნენ

-ხო ეხლავე.

ხალხი დილიდან მოდიოდა.მანდის (ბებო) შესახებ მთელმა სოფელმა გაიგო...დედას ნათქვამის არ მჯეროდა ,თითქმის დარწუმნებული ვიყავი რომ ბებომ რაღაცა დამალა....

ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა იმ დღეს,მაგრამ იმის მოსვლა ძალიან გამიკვირდა...

-მერი,მოდი მემგონი შენთან მოვიდნენ

წავედი და ვინ დავინახე...ეს ხომ ჩემი კლასელი იყო,მაიკლი,მე მას საერთოდ არ ვიცნობდი,მან უბრალოდ სახელი მკითხა მეტი არაფერი....მისი მოსვლა ძალზე გამიკვირდა და მეუცნაურა. სკოლაში სულ 2 კვირა დავდიოდი მხოლოდ ერთ გოგოს დავუახლოვდი ,იმასაც არც ისე რომ მეგობარი ერქვას.

-გამარჯობა მერი!

-აა მაიკლ.გამარჯობა

-გუშინ საღამოს გავიგე ეს საზარელი ამბავი

-ხოო მართლაც საზარელი...მოდი შემოდი

-ჰო კაი....მართლა ძალიან მწუხვარ

-მადლობა.სიმართლე გითხრა შენი მოსვლა ძალიან გამიკვირდა...

-არა რატო? შენ ჩემი კლასელი ხარ,რა მოხდა რომ ახალი?


-არა არც არაფერი..მადლობა დაფასებისთვის

-არაფრის,ყოველთვის გვერდით მიგულე

ის მალე წავიდა,მართლაც გამიკვირდა მისი მოსვლა,იმიტომ რომ ერთი დღის მომხდარი ამბავიც არ იყო,სკოლის ყურამდე საიდან უნდა მისულიყო....

მოკლედ მოსაღამოოვდა,ძალიან დაღლილი ვიყავი...მომხდარს ვერ ვაცნობიერებდი,როცა მახსენდებოდა ახლებურად ვიღებდი ამ ამბავს და იგივე სტრესს განვიცდიდი....

-მერი მოდი საუზმე მოვამზადე

-არ მინდა დე არ მშია ჩემს ოთახში ავალ.

-კარგი როგორც გინდა

 ჩემს ოთახში ავედი,ჯორჯი ჯერ არ იყო ამოსული....შხაპი მივიღე,დავწექი და მაშინვე დამეძინა....ღამის ოთხი საათი იქნებოდა რომ სახლის სახურავიდან საშინელმა ხმებმა გამაღვიძა...ეს ხმები გავდა ისეთ ხმებს როგორიცაა საშნელებათა ფილმებში....ეს იყო რაღაც უსაშინლესი,თითქოს ვიღაც ლაპარაკოდა ხმადაბლა მაგრამ ეს ხმადაბალი ლაპარაკი კედლებში ექოს გამოსცემდა და ჩემამდე კარგად მოდიოდა....ძალიან შემეშინდა,ნიკაპი ამიკანკალდა....გარეთ გასვლას ნამდვილად ვერ გავბედავდი,ის კი არა ლოგინში ვკვდებოდი შიშით,კარები ჩაკეტილი იყო ჩემი....უცებ ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა ვიღაცამ ჩემს კარებთან....ჩემს თავს ვაიძულებდი რომ როგორმე შემეკავებინა თავი და კივილი წივილი არ დამეწყო.....გავიდა 2 საათი,3 საათი იგივე ხმა აღარ გამეირებულა,მაგრამ გასვლავს ვერ ვბედავდი,ვერც ლოგინიდან ადგომას ვერ ვბედავდი,ყველას ოთახხი ერთ სართულზე იყო,მერე დედამ შემომიკაკუნნა და მხოლოდ მაშინ გავბედე ადგომა და გასვლა,ჩავიცვი ტანსაცმელი და გავედი,მინდოდა ეს ყველაფერი მომეყოლა,ჩავედი დაბლა,ბებოს სასახლე იქვე იდგა,შორიდან მას ძალიან უცნაურად მოვკარი თვალი,დავაკვირდი და ვაიმე...ოღონდ ეს არა....მეჩვენება თუ?? უკვე თავში დამარტყა,მივუახლოვდი ოდნავ და ჩემი კივილი მთელმა სოფელლმა გაიგო....მანდის გვამი დასახიჩრებული იყო,მთელი სახე დანით იყო ამოსერილი,ცხვირი მოჭრილი ქჰონდა და თვალები ამოთხრილი....უცებ ყველა გამოვარდა,მე სადაცაა გული წამივიდოდა,უკვე მუხლებში ვიკეცებოდი და სასწრაფოს დაურეკეს,შემდეგ ისე აღმოჩნდა რომ პოლიციაც დავინახე....რაღაცეები მკითხეს მარა არაფრის თავი არ მქნდა,ერთი ის ვუთხარი რაც ღამე გავიგონე და მოხდა.....მათ იფიქრეს რომ ეს რაიმე ძაღლი ან ცხოველი იყო,მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე იყო? ცხოველი საიდან? ის ხმები? იქნებ მართლაც ცხოველი რომელიც ისეთია როგორიც საშინელებათა ფილმებში?

By Tiiik

                                                                              დაამოწმა:anukaankam<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 654 | დაამატა: tik_lizi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-06-03 Spam
vaaimmee maaagarriiaaa.maallee maallee gaaagrdzele