მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 5 » Let's be friends..!! :))
0:31 AM
Let's be friends..!! :))

ძალიან მინდა რომ ყველა ამ საიტის წევრი გაგიცნოთ და დაგიმეგობრდეთ უფრო მეტად :))

გამარჯობათ! :))

მე ვარ თეონა ჩადუნელი.დავიბადე 1998 წელს 3 აპრილს თბილისში.ვარ 14 წლის :))

ვარ მხიარული...საშინლად არ მიყვარს მოწყენა...ხოლო თუ ვარ მოწყენილი მაშინ მხიარულ სიმღერას ვრთავ და მოწყენა მშორდება ეგრევე :დ:დდ ცოტა სასაცილოა მაგრამ მე ეგეთი ჩვევა მაქვს :დ:დდ


რა მიყვარს მე!

ე.ი. ეს იმდენია რომ რავიი...სასუსნავებიდან დაწყებული ხინკლით და მწვადით დამთავრებული :დ:დდ

მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს შოკოლადიი...აი შოკოლადები ისე მიყვარს ყუთებით მიდევს ხოლმე სახლში...



ასევე ნაყინი,ჩუპაჩუფსები და რავი...კიდევ ბევრია ეხლა ვერ ვიხსენებ რატომღაც :დ:დდ

კარტოფილიიი...


ისეე მიყვარს აიი ვაფრეენნ...ყოველდღე რომ მაჭამონ არ მომბეზრდება მაგრამ ეგრეც არ შეიძლება...

ხილი:მარწყვი,ატამი,გარგარი,ბანანი,მანდარინი,საზამთრო ნესვი...

 

კიდევ მიყვარს ბევრი მაგრამ ერთი გამორჩეული არ მაქვს სამწუხაროდ...რა ვქნა ეგეთი არ ვარ :დ:დდ



ინფორმაცია ჩემს შესახებ:

თბილისში დავიბადე და გავიზარდე...ვარ დედისერთა და ოჯახში ვართ დედა,მამა,ბებია და მე.მამა მუშაობს და დედა კი სისტემატიურად ჩართულია ჩემს გაკვეთილებში და ყველანაირად მეხმარება...ზოგჯერ ვიცინით რომ დედა სკოლის პერიოდს ახლიდან გადის...მაგრამ ეს წლები უკვე იმდენად აღარ ვარ,ალბათ უკვე მე-7 კლასიდან...მიყვარს სკოლაში სიარული,რადგან სკოლა ცხვირწინ მაქ... არ დამიჯერებთ მაგრამ მართლა :დ:დდ 2 წუთში იქ ვარ ხოლმე :დდ ბაღში რომ დავდიოდი კიდე 1 წუთში იქ ვიყავი ხოლმე...ისიც იქვეა...:დ;დდ სკოლა მიყვარს მეგობრბის გამო...ჩემი კლასი №1 გიჟ კლასად ითვლება :დ:დდდ

ვარ ათოსანი...მაგრამ არა "შკოლნიკა"...თავისუფალ დროს არ მინდა წიგნები და დამატბითი რაღაცეები...ან კომპიუტერი ან დაძინება...გაკვეთილებს ძალიან გვიან ვრჩები ხოლმე ეს კი იმის ბრალია რომ წელს მუსიკას ვამთავრებდი და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა...და საერთოდაც ამბობენ მე-8-9 კლასები ყველაზე დიდი საშინელებაა...მაგრამ არ ავფეთქდი მაინც...მუსიკაც წარმატებით ანუ წითელ დიპლომზე დავამთავრე და სკოლის გამოცდებიც 4 გამოცდა წარმატებით ჩავაბარე...კარგით ამით თავს აღარ მოგაბეზრებთ და სხვა თემაზე გადავალ...თორემ იმდენია მოსაყოლი დღეს ვერ მოვრჩები...


საშინლად მიყვარს ხატვა...და ეს მგონი კარგაც გამომდის :)) ბავშვობიდან ვხატავ და ეს ჩემი ჰობია...სკოლისთვის მაქვს გაკეთებული უზარმაზარი 3 პლაკატი ე.წ. ფორმატებს რომ ეძახიან...და თითოეულზე ალბათ 1 კვირა მჭირდებოდა...

მიყვარს ასევე კითხვა...ეხლა დავიწყე "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"-ს კითხვა,დეტექტივია და ძალიან მომწონს...ყოველ დილით ვკითხულობ ახალ გაღვიძებულზე...ისე მომწონს მგონი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი გახდება...:))

მყავს 3 დაქალი და სამივეს მარი ჰქვია...მათთან ყველაფერს ვამბობ და მეც მათი ყველა საიდუმლო ვიცი...ჩვენ 4 სულ ერთად დავბოდიალობთ სკოლაშიც და ეზოშიც...


ჩემი დადებითი თვისებები:ვარ მეგობრული,გამგები,მხიარული,ძალიანაც არა მაგრამ მაქვს იუმორის გრძნობა ეს კი ჩემი ერთ-ერთი დაქალის დამსახურებაა :დ:დდ რადგან ის სულ გვაცინებს და მაგის ხელში ზოგჯერ სიცილის დროს ცრემლები წამომსვლია...;ვარ სამართლიანი,ვერ ვიტან ტყუილს,არ ვარ პირდაპირი(არ მიყვარს ვინმესთვის გულის ტკენა...მაგრამ თუ გამაბრაზეს ოოოო :დდ)

უარყოფითი თვისებები:ადვილად ვღიზიანდები,გულუბრყვილო,ცოტა ეგოისტი,ზარმაცი,ძილისგუდა :დდ,ჯიუტი,გულჩვილი-ეს არ ვიცოდი ღირდა თუ არა აქ დამეწერა...ანუ ადვილად ვტირდები რა :დ:დდდ

ბავშვობაში ვიყავი ბუტია მაგრამ ახლა არა...ამაში შევიცვალე და რამე რომ მაწყენინონ გულში მაინც ვერ ვიდებ...:))

მშიშარა ვაარრ...ვაიიი თან როგორიი კურდღლის გული მააქვსს...სიბნელის ისე მეშინია რომ ახლაც მთელ ოთახებში შუქს ვანთეებბ... :დ:დდ

ჩემი ერთ-ერთი დაქალი ამბობს რომ ერთი სული აქვს გაიზარდოს მე კი ვეუბნები რომ მოენატრება ეს დრო რომელიც აღარასდროს დაუბრუნდება...მაგრამ მაინც თავისას იჩემებს...მე კი როცა ვფიქრობ რომ აღარ შეიძლება რომ ისევ3 წლის ბავშვი ვიყო თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე :(( არ ვიცი რატო მარა...ამიტომ არც მივიწევ იმისკენ რომ აუცილებლად მალე გავიზარდო...ვცხოვრობ დღევანდელი დღით...რადგან შეიძლება მეორე დღეს აღაც ვიარსებო...ეს კი სიმართლეა :)))


მოდაზე რა გითხრათ...მიყვარს მაგრამ ვერ ვიტან როცა თვალში მოსახვედრად გამოვიყურები...არც ხშირად დავდივარ "შოპინგზე"...შემიძლია იგივე მეცვას დიდხანს და იყოს ეს უბრალო...ამით ხშირად ჩემს თავს ბინდის ბელას ვამსგავსებ...მაგრამ თუ წამომიარეს ძალიან კარგადაც ვიცმევ...:დ:დდ


საყვარელი ფერია იასამნისფერი...


მიყვარს ზაფხული და ზამთარი...მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ზამთარი...ეს ჩემი არჩევანია და რა ვქნა მირჩევნია ზაფხულს :დ:დდ მაგრამ ზაფხულიც ძაან მიყვარს...


ცხოველებიდან მიყვარს ძაღლიიი...სხვა არაფერი :დ:დდ


ოცნების ადგილები:

პარიზი


New-York

ლოსანჯელესი


და ბევრი სხვაა :დდ


ახლა კი ჩემი საყვარელი მომღერალი-დემი ლოვატო!!!




ეს ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტაადდ...მისი ხმის,სიმღერების,სილამაზის,გულახდილობის გამო...)))

კიდევ მიყვარს მაილი და ბევრი სხვა...მაგრამ არა ისე როგორც ჩემი დემიი :*:**


საყვარელი კინო-მსახიობები: Twilight Saga-Kristen Steward Robert Pattinson...


აიი ეს კინოოო მიყვარს ყველაზე მეტაააააააადდდდ...ვგიჯდები,"მკეტება" სდა რავიიი...აი ამ კინოზე მართლა ვგიჯდებიიიი...მის მსახიობებზე ხო ვაფრეეეეეენნ...მაგარი წყვილია როგორც კინოში ისე ცხოვრებაში და მათ ყველაფერ კარგს ვუსურვეებ...:*:*:***



ასევე მიყვარს Camp Rock,Sonny with a chance,Princess Protection Program და ბევრი სხვაა...უბრალოდ ეხლა არ მაგონდება :((


აიიი ეს ვარ მეეე :დ:დდ


ეს დიდი არაფერი მაგრამ...ნახეთ უბრალოდ :))













სულ ეს იყო მეტი არც ვიცი რაღა დავწერო და იმედია დავმეგობრდებით...:)))

კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 1005 | დაამატა: DemzZz | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-07-05 Spam
vaime ra sayvareli xar<3 mara me radikalurad gannsxvavebuli ;D pirveli rac gulshi chavide is rom kargad xatav biggrin me ki xatvashi var CHLUNGI biggrin (hug) :*))) magrad xawav <3 garegnuladac sayvareli xar <3 exa meti ra gitxraa ;D chemia mpartavneba ar matqmevinebs biggrin (hug) (sun)