მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » ლექსი
7:22 PM
ლექსი

ხან წყაროსავით წყნარი ვარ,
ხან გიჟმაჟი ვარ თერგივით,
ხან კოცონივით მხურვალე,
ხან ცივი,აისბერგივით.

ხან მაღლა ცაში დავფრინავ,
ხან მიწას სულ ვერ ვცილდები,
ზოგჯერ სულ ყველას ვახსოვარ,
ზოგჯერ არავის ვჭირდები.

ხან ზღვა და ოკეანე ვარ,
ხან კი ცრემლივით პატარა,
ხან გაზაფხულმა დამკოცნა,
ხან ქარმა ხელით მატარა.

ხან ყვავილთ მეფის ტოლი ვარ,
ხან მინდვრის ყვავილს ვედრები,
ხან ერთი ჭიქა დამათრობს,
ხან სამი ჭიქით ვერ ვთვრები.

ხან შემოდგომის დარდი ვარ,
ხან გვირილების სიცილი,
ზოგჯერ სიკეთე გამათბობს,
ზოგჯერ ვკანკალებ სიცივით.

ზოგჯერ დაც კი არ მაჩვენებს
სულში გაჩენილ იარებს,
და ვიღაც უცხო,სულ უცხო
მოვა,დარდს გამიზიარებს.

ხან მეფედ მაქცევს განგება,
ხან მონადა ვარ ქცეული,
ხან გვერდით მიდგას სულ ყველა,
ხან ვრჩები სულ მთლად ეული.

...და მაინც ასე ვიქცევი,
მივყვები ჩემს გზას ოცნებით,
ხან ასეთი და ისეთი,
კიდევაც განვმეორდ
კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 791 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-02-26 Spam
magarii llleqsiaa :**