მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » Laugh..:))
8:45 PM
Laugh..:))
მეცნიერები და ექიმები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სიცილი, ისევე, როგორც ტირილი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სიცილი, არა მარტო, ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე ზრუნავს, არამედ – ჩვენს ჯანმრთელობაზეც. უსაფუძვლოდ ნამდვილად არ ამბობენ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ის ავარჯიშებს გულ-მკერდის კუნთს, ხელს უწყობს გულის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტის, მაღალ-წნევიანობის, ათეროსკლეროზის რისკს; სიცილი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც, ასუსტებს ალერგიას, ხსნის სპაზმებს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
საყოველთაოდ ცნობილია სიცილის ერთ-ერთი უცნაური სამკურნალო ეფექტის შესახებ – ის მკუნალობს დიაბეტს.

თავდაპირველად, ეს მხოლოდ მეცნიერთა ვარაუდი იყო, ხოლო მოგვიანებით, ამერიკელი მეცნიერებისა და ექიმების მიერ ჩატარებული ცდების წყალობით დადგინდა, რომ სიცილი საგრძნობლად ასუსტებს დიაბეტის დაავადებას და ხშირად უფრო უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მედიკამენტებს – ამ ცდის დროს, საცდელ პაციენტებს ნახევარ-საათიანი სიცილი გამოუწერეს (აყურებინებდნენ სასაცილო ფილმებს), რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თითქმის 8-ჯერ უკეთესი შედეგი გამოიღო.

სიცილი ეფექტური საშუალებაა მიკრობებთან და ვირუსებთან საბრძოლველადაც, ის ორგანიზმში ააქტიურებს იმ ნითიერებებს, რომლებიც მათ წარმოქმნას უშლიან ხელს, ამცირებს ანთების რისკსა და ქოლესტერინის წარმოქმნას, ასევე ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოშობას.

სიცილის ჯადოსნური ძალა მოქმედებს თავის ტვინზეც. მეცნიერები ამბობენ, რომ ის აუმჯობესებს აზროვნებას, მეხსიერებას, ეს კი იმის გამო, რომ სიცილის დროს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურად იწყებს მუშაობას.
სისტემას.

ამ სიკეთეებთან ერთად, სიცილი დაგეხმარებათ კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებაში, ის ხელს უწყობს წონის შემცირებას, გახდომას, aaa რადგან ნამდვილ აერობიკას არაფრით ჩამოუვარდება. სიცილი ამუშავებს მუცლის კუნთებს და წვავს კალორიებს. 10 წუთიანი სიცილი, დაახლოებით, 50-60 კ/კალორიას მოგაშორებთ.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 595 | დაამატა: nino305277 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-02-27 Spam
Vaimee:D:D Magariiaa:D Dgeidan Chemi Sicilii Wava:D biggrin :D:D:D