მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ქრისტე აღსდგა!!!
11:13 PM
ქრისტე აღსდგა!!!
 
ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია, მარადისობისთვის მომზადებაა. ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება იმისთვის მოგვეცა, რომ მომავალი, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მოვემზადოთ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია. ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან. ყველანი ღვთისკენ მიმავალ გზაზე ვართ და კარგად უნდა ვიფიქროთ ამაზე, რათა გზის მითითებები არ დაგვავიწყდეს. ადამიანი ღმერთი არ არის, მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა. ნუ მიეჯაჭვები წუთისოფელს – მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს. ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა. თუ მას უაზროდ, ცუდად დავხარჯავთ, ძალიან ვინანებთ, მაგრამ მეორედ ვეღარ ვპოვებთ. ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, მშვიდი სინდისით ვთქვათ: "ჩემი გული მზად არის”. თუ აქვე, ამ სოფელში არ დავიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფეველის დიდებას, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელშიც. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ ღმერთთან ურთიერთობაა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს” (ლკ. 17.21), – თქვა უფალმა. ჩვენ, ამ ანგელოზთა ხვედრს – სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დოისა, როცა მარადისობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი; რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების აზრი? იმაში, რომ თავი მოვამზადოთ ჩვენი სამშობლოს – ზეცისა და სამოთხისათვის. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა დაიჭიროს ცხოვრების ეს უღრმესი აზრი, ესაა სულის ცხონება. თუ ადამიანი ღმერთსა და მომავალ ცხოვრებას იწამებს, გააცნობიერებს, რომ ეს დროებითი ცხოვრება ამაოა და წარმავალი. ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ყველანი ამა სოფლის სტუმრები ვართ და რომ მალე უნდა წავიდეთ აქედან. აქ ფესვებს ვერ გავიდგამთ. ეს ჟამი იმისთვის არაა, რომ უდარდელად განვლიოთ, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრების გამოცდა ჩავაბაროთ და სხვა ცხოვრებაში ღირსეულად გადავიდეთ. ამიტომაც, ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების მიზანი ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა" (მარკ. 16, 15). მაგრამ, განა ყველა მისი სიტყვა ზეციური
სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? სახარება თავიდან ბოლომდე ადასტურებს და ლაპარაკობს ზეციური სამეფოს, როგორც ადამიანის ცხოვრებისეულ მიზანზე. სახარება არის წიგნი მიწიერი ცხოვრების აზრისა და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აზრის შესახებ, რადგან ჯერ უნდა იცოდე თუ საით, ხოლო შემდგომ კი – როგორ მიდიხარ. განა ყველა ემადლიერება ღმერთს და თანაც ყველაფრისათვის? არიან ისეთებიც, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, იკითხონ: „რისთვის მოგვცა ღმერთმა სიცოცხლე? ჯობდა არ დავბადებულიყავით". ღმერთმა სიცოცხლე მარადიული ნეტარებისთვის მოგვცა, უსასყიდლოდ მოგვცა და უსასყიდლოდვე აღგვჭურვა მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებელი საშუალებებით. ჯერი შენზეა, ოდნავ მაინც უნდა გაისარჯო. ამბობ: „მხოლოდ მწუხარება, სიღარიბე, სნეულება და შეურაცხყოფაა ჩემი ხვედრი". მაგრამ ესენი ხომ მარადიული ნეტარების მოსახვეჭი საშუალებებია? მოითმინე.. მთელი შენი ცხოვრება გაელვებაც კი არაა მარადისობასთან შედარებით. თუნდაც გამუდმებით გიწევდეს წვალება, ისიც არაფერია მარადისობის პირისპირ. შენ კი ნუგეშის წუთები მაინც გაქვს. აწმყოს კი არა, სამომავლო ხვედრს მიაპყარი გულისყური და იზრუნე, მისი ღირსი გახდე. მაშინ მწუხარებას ვერც კი შენიშნავ. მარადიული ნუგეშის იმედი ყველანაირ მწუხარებას გააქარწყლებს და შენს ბაგეებს უფლის სამადლობელი არ მოსცილდება. წუთისოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, ყველაფერს თვითონვე გვართმევს. ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორა. გონების თვალი აღაპყარ ზეციურ სამყაროს, მოიხილე მისი მკვიდრნი – ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა. „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11: 12). მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი არის ცოცხალი ღმერთი.
 უფალი გინათებდეთ წუთისოფელში ცხოვრების გზას, რათა იაროთ დაუბრკოლებლად მარადიული სიცოცხლისაკენ.. ამინ.. 

  
  
  
 

დაამოწმა და გაალამზა: -MaaR
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახტან ერტად ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ :*)

სალი ბოდიში რომ მეც მივაწერე ბრალოდ მეც მინდოდა მომელოცა :*მიყვარხართ:*
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 713 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-04-15 Spam
mec yvelas gilocavt