მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » ხალი....
9:46 PM
ხალი....
მე–18 საუკუნეში ხალი მოდას წარმოადგენდა.მშვენიერი ქალბატონები და მათი დახვეწილი კავალრები იხატავდნენ ხალს სახეზე სპეციალური ფანქრის გამოყენებით ან მოხაზავდნენ მათ ვარსკვლავის,მთვარის ან ნავის ფორმაზე.

ასეთი სილამაზის ლაქები დაიყო,ასე ვთქვათ თამამად და ბუნდოვნად.

მაგრამ რას ნიშნავს ბუნებრივი ხალი?

მაცდური–ხალი. მდებარეობს თვალების ზონასთან ახლოს.ასეთი ხალი ჩვეულებრივ მაცდურ ქალებს უჩნდებათ სახეზე.ის იძლევა სიგნალს: „ფრთხილად! მე საშიში ვარ სიყვარულში!"

ქედმაღლური–ხალი. შუბლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.ეს მიანიშნებს მიზნების სიმტკიცეზე და ენერგიულობისკენ სწრაფვაზე.ასეთი ხალი გვეუბნება:"თქვენ მე სათანადოდ ვერ მაფასებთ!მაგრამ მე გაჩვენებთ რა შემიძლია!"

ცვალებადი(მერყევი)–ხალი. ეს ხალი საფეთქელთანაა.ქალს,რომელსაც ამ ადგილზე აქვს ხალი დამახასიათებელია ცვალებადობა,ხასიათისა და აზრების ხშირი ცვლა.

სასარგებლო(პრაქტიკული)–ხალი. ეს ხალი კისრის შუაშია.ამ ადგილზე ხალის მქონე ადამიანებმა კარგად იციან სიყვარულის მნიშვნელობა.ასევე ხშირად იცვლიან პარტნიორებს და მათ მეგობრობის უფლებას აძლევენ.

ხალის თანამედროვე განმარტება შემდეგნაირია:

ხალი შუბლის მარჯვენა მხარეს მიუთითებს ნიჭიერებაზე,გამჭრიახ გონებაზე და სრულყოფილ ცოდნაზე

ხალი შუბლის მარცხენა მხარეს მიუთითებს სუსტ ნებისყოფაზე.ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და ესწრაფვის უთავბოლო და უცნაურ საქმეებს.

ხალი თვალების ზონაში ნიშნავს იმას,რომ ადამიანი არის ძალიან მოკრძალებული და კარგი ხასიათის.ის არ ხარჯავს ფულს უშედეგოდ.

ხალი მარჯვენა წარბთან ახლოს მიუთითებს მუდმივ სიყვარულსა და კეთილ განწყობაზე.ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები ცხოვრებაში პარტნიორს ძალიან ადრე ირჩევენ და მათი ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგაც არ დაჭკნება სიყვარული.

ხალი მარცხენა წარბთან ახლოს მიუთითებს უიღბლო ქორწინებაზე.ასეთ ხალხს უფრო სჯერა გრძნობების ვიდრე გონების.აცნობიერებენ შეცდომებს გვიან,მაგრამ მაინც არ ჰყოფნით გამბედაობა გაწყვიტონ ურთიერთობები.

ხალი ყურზე მოღალატე და უგუნურ ადამიანს აქვს.

ხალი მარჯვენა ლოყაზე ადამიანს პირდება წარმატებებს,გამართლებას და ბედნიერებას ქორწინებაში.

ხალი მარცხენა ლოყაზე მოწმობს იმ ფაქტს,რომ ადამიანმა(ვისაც აქვს ხალი ამ ადგილას)ყოველთვის უნდა დაძლიოს სირთულეები.ის ყოველთვის იმ პირობებშია,სადაც საკუთარ თავსაც ებრძოლება.

ხალი,რომელიც პირთანაა ეკუთვნის კარგი ხასიათის ადამიანს.ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგს უსურვებს სხვებს.

ხალი,რომელიც ცხვირზეა ადამიანს პირდება დიდ მომავალს,უამრავ მოგზაურობას.ზოგიერთი ასეთი ადამიანი ფლობს მაგიურ მიმზიდველობას და სექსუალურობას.

ხალი ზედა ან ქვედა ყბაზე სიგნალია იმისა,რომ ორგანიზმში რაღაც დაავადება არსებობს.

ხალი ყელის ზონაში ნიშნავს,რომ ადამიანი საკმარისად ამბიციურია,ენერგიულია და ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა.ასეთი ადამიანები ქორწინდებიან ანგარებით.

ხალი კისერზე ეკუთვნის ადამიანს,რომელიც იმუშავებს იმისთვის,რომ მიაღწიოს რამეს ახალგაზრდობაში.ის არავის მისცემს რამეს არაფრისთვის,მაგრამ მოწიფულობის ასაკში ადამიანი წარმატებით მოიმკის იმას,რისთვისაც დახარჯა ენერგია.

ხალი ხელზე ან მარჯვენა ხელის წინამხარზე(მაჯიდან იდაყვამდე) ადამიანს ცხოვრებაში წარმატებას პირდება.

ხალი მარცხენა წინამხარზე(მაჯიდან იდაყვამდე) ნიშნავს ფინანსურ სირთულეებს.

ხალი მხარზე გაფრთხილებთ მძიმე და რთულ ცხოვრებაზე,

ხალი მარჯვენა მკერდზე მიუთითებს ხშირ აღმართ–დაღმართებზე.
ხალი მამაკაცის მარცხენა მკერდზე მიუთითებს იღბალზე და ბედნიერებაზე.

ხალი ქალის მარცხენა მკერდზე ნიშნავს,რომ ქალი არის ნათელი ტემპერამენტის.ის ხშირად იცვლის პარტნიორს,რომ ზოგჯერ მაინც გამოიწვიოს არაგონივრული ურთიერთობები.

ხალი გულმკერდის შუაში პირობაა კარგი და უზრუნველყოფილი ცხოვრებისა.

აუცილებელია გახსოვდეთ,რომ დიდი ხალი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე.
პატარა ხალი მთლიან ტანზე ვრცელდება,თუმცა მას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს.

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 687 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-01-12 Spam
gaachnia ra adgilas biggrin