მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 20 » Katerina Pangani / Eko ♥
6:08 PM
Katerina Pangani / Eko ♥
 Ekaterina Pangani ♥ 
• ეკო ფანგანი •
ყველაზე მაგარი ადამიანი!!!!

ფოტოები...











რამდენიმე პროფესია აქვს და ასეთივე მრავალფეროვანია მისი ცხოვრებაც. ამჯერად ორი სხვადასხვა კომპანიის პიარმენეჯერი და ანსამბლ "ალილოს" პროდიუსერია. ეკო ფანგანისა და "ალილოს" ერთ-ერთი წევრის ბექა ჩხაიძის სიყვარულის ამბავი ორ წელს ითვლის, თუმცა მანამდე საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა. სამჯერ მოიტაცა ერთი და იმავე ადამიანმა და სამივეჯერ დამოუკიდებლად დაბრუნდა სახლში. მიიჩნევს, რომ ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ თავისზე ძლიერი მამაკაცის მოძებნა უჭირს. ძალიან უყვარს თავისუფლება და დაოჯახებაზე ჯერ არ ფიქრობს.

- ამბიციურობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან ძლიერ პირო­ვნე­ბად მივიჩნევ თავს, ისე, რომ ხანდახან არ მომწონს. კარგია, როცა ადამიანი ძლიერია, მაგრამ ქალს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, ხანდახან სუსტი იყოს. მე, როგორც სვანური გენის მატარებელს, ეს თვისება ალბათ თანდაყოლილიც მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანებს მაინც ცხოვრება აყალიბებს. 

- პირველად როდის დაგჭირდათ ცხოვრებაში ამ თვისების გამომჟღავნება, რა ბარიერი გადალახეთ?

- ყველანაირ პრობლემას მარტო ვაგვარებ, ერთადერთი ჩემი დამხმარე ძალა მეგობრები არიან. მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ, პირველი კლასიდან. ყველაზე მეტად ადამიანს მაინც სულიერად მხარში დგომა სჭირდება. 


- თავისუფალი ბავშვი იყავით?
- რა მეტყობა, რომ შებოჭილი ვიქნებოდი (იღიმება). თავისუფალი ვიყავი, მაგრამ არა პრობლემური, ამიტომ მშობლებთან უთანხმოება არ მქონია. ლაღი ვიყავი, სულ ვლაპარაკობდი, დეიდა ამის გამო "პრუტუნჩიკას" მეძახდა. ძმისშვილი გოგო მყავს, რომელიც ძალიან ცელქია და მეზობლები მეუბნებიან, შენ გგავსო. არადა, არასოდეს არაფერი გამიფუჭებია, წესიერი ბავშვი ვიყავი. მეორე კლასში გაზაფხულზე პიესა დავწერე ლექსებად. მამიდაშვილებს, მეზობლის ბავშვებს ვასწავლე, ეზოში სცენა მოვაწყვე, სადაც სპექტაკლს დადგამდი. შემდეგ მეზობლები ჩამოვიარე და ბილეთები გავყიდე, ამის გამო ბებია ძალიან გამიბრაზდა და მაიძულა, ფული უკან დამებრუნებინა. საბოლოოდ უამრავი სტუმარი მოვიდა, მთელი ეზო გაივსო. ორი სახლი გვქონდა, ვაკეში და რუსთაველზე. ხან მშობლებთან ვიყავი, ხან ბებია-ბაბუასთან. გაზეთსაც ვუშვებდი, რომელსაც ბეჭდური ასოებით საკუთარი ხელით ვწერდი. მოგვიანებით ვიპოვე ჩემი ჩანაწერები.

- რომელ პროფესიაზე ოცნებობდით?
- მხატვრობა მინდოდა, რადგან ბავშვობაში კარგად ვხატავდი. დედას დღემდე აქვს ჩემი ნახატები კედელზე გამოფენილი. 

- პირველი სერიოზული თაყვანისმცემელი თქვენს ცხოვრებაში როდის გამოჩნდა?
- ფანტასტიკური კლასი მყავდა, მსახიობი დათუნა გოცირიძე, მუსიკოსი ტუსია ბერიძე, რეჟისორი ნიკო ტარიელაშვილი, ოთარ იოსელიანის შვილიშვილი, თენგიზ აბულაძის შვილიშვილი, თორნიკე აბულაძე, რატი ამაღლობელის მეუღლე ლელა ცისკარიშვილი - ახლახან კლასი შევიკრიბეთ და მეცინება, ამდენი წლის შემდეგ რომ მითხრეს, თურმე სკოლაში ბევრს ვუყვარდი. 

- შემაწუხებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლიათ?
- დიახ, მყავდა ერთი ასეთი თაყვანისმცემელი, რომელმაც ცხოვრება გამიმწარა. სამჯერ მომიტაცა (იღიმება). ეს ამბავი ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საოცრებებს ვახდენდი, რომ თავი დამეღწია. მოტაცებული ვიღაცის სახლში ხომ მივყავდი და იქ ჭურჭელს, ავეჯს ვამტვრევდი. ცუდი ის იყო, რომ მისი მეგობრები ჩემი მეგობრებიც იყვნენ. მეუბნებოდნენ, ჩვენ გვრცხვენია, ქალაქში ვეღარ გამოვდივართ, წაგიყვანს, უკან მოდიხარო. თან არ მინდოდა, ამ ამბავში მამა ჩარეულიყო. ისე ვახერხებდი, რომ საღამომდე უკან ვბრუნდებოდი, მაგრამ ერთხელაც სახლიდან გამაქრეს, მამას დაბადების დღე იყო. ჩემებმა რომ გაიგეს, გაგიჟდნენ. 

- მამის დაბადების დღიდან მოგიტაცეს?
- დიახ (იღიმება), ყველა მეძებდა, მაგრამ ვერ მიპოვეს. ბოლოს ისევ მე დავბრუნდი და ვთქვი, რომ იმ ადამიანებს არაფერი უნდა დაშავებოდათ. 

- არ გიყვარდათ ის პიროვნება, თუ უბრალოდ, გათხოვება არ გინდოდათ?
- ორივე და რომც მნდომებოდა, საერთოდ, რა წესია მოტაცება. მოტაცებული ვამბობდი, ათი წელი რომ დამაბათ, მაინც ასე ვიჯდები-მეთქი. ის ადამიანი ჩემ გარშემო ყველას სცემდა, ვინც გამარჯობას მეუბნებოდა. მერე მასზე ძლიერი გამოჩნდა და გააჩერა. 

- პროფესია როგორ შეარჩიეთ?
- ბევრი პროფესია მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო სამართალსა და ურთიერთობებზე ჩავაბარე. საიდან გამიჩნდა ეს აზრი, არ ვიცი. ორატორი ვარ და შემიძლია, შავზე თეთრიაო დავამტკიცო. არადა, მსახიობობა მინდოდა. მამიდა მირჩევდა, მხატვარი ან დიზაინერი გამოვსულიყავი. მეორე კურსიდან მუშაობა დავიწყე და ბევრი წელი საკონსტიტუციო სასამართლოში გავატარე. მერე იტალიაში წავედი სასწავლებლად. პერუჯის უნივერსიტეტში იტალიური ენა და კულტურა შევისწავლე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პიარტექნოლოგიაზე ჩავაბარე. 

- ხელოვნების კუთხით მაინც არ წახვედით?
- როგორ არა, ჯგუფ "ალილოს" პროდიუსერი ვარ, მოდის ბიზნესში ვმოღვაწეობ, ლექსებსაც ვწერ. კრებულის გამოშვებაზე თუ მიფიქრია? ხშირად უთქვამთ მეგობრებს, მაგრამ თუ დავაგროვებ იმ რაოდენობას, რომ მე მომეწონება, შეიძლება გავრისკო, ისიც მხოლოდ მეგობრებისთვის. პოეტობაზე პრეტენზია არ მაქვს. 

- ეკა, ერთი ძმა გყავთ?
- დიახ, ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. მასზე უფროსი ვარ და გამოვზარდე. დაოჯახებულია, სამი შვილი ჰყავს და ახლა მისი მეუღლე მეოთხეს ელოდება. 

- ჭორების ობიექტი ხშირად გამხდარხართ?
- პატარა ვიყავი, მაშინ მამა თურქეთის საელჩოს მთავარი ეკონომიკური მრჩეველი იყო და ანკარაში ვცხოვრობდით, საელჩოში. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა გოგონამ დამირეკა და რაღაც ჭორები მითხრა ჩვენზე, საერთო მეგობრებზე. მაშინ პირველად შევეჯახე ასეთ რამეს. ნერვები მეშლება, მაგრამ ჭორსაც გააჩნია, მთავარია, არ დაგაზიანოს. შეიძლება, ჩემზე ცუდი თქვან, მეგობარმა ან ოჯახის წევრმა გაიგოს და რაღაც დოზით დაიჯერონ. მეც დამიჯერებია, სხვაზე რამე რომ გამიგია, მაგრამ სულ მივიჩნევ, რომ თუ მე მიცნობ და ჩემზე რაღაც ჭორს იჯერებ, ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი. 

- თავისუფლების მოყვარული ხართ?
- დიახ, მიჭირს მისი დათმობა, ეს ჩემი პირადი ცხოვრებიდანაც ჩანს. ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს. მგონია, რომ მარტო შემიძლია ყველაფრის გაკეთება. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გარშემო ჩემზე ძლიერი ადამიანი არ მინახავს, ამ შემთხვევაში მამაკაცს ვგულისხმობ.

- მარტო ცხოვრობთ?
- არა, მშობლებთან ერთად. მიყვარს მარტოობა, მაგრამ მამას სულ ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ ხშირად არ იყო სახლში. ახლაც დედ-მამა წასულია. დედა რომ არ არის, მაინც ისე ვერ ვარ. ის არის ადამიანი, რომელიც იმისთვის ცხოვრობს, რომ ჩვენ კომფორტი შეგვიქმნას. 

- ხშირად ნანობთ გადაწყვეტილებებს?
- არ ვიცი, გადაწყვეტილებებს სწრაფად არ ვიღებ. ასეთი დევიზი მაქვს, რაც გააკეთე, ის არ უნდა ინანო, რაც არ გააკეთე, შეიძლება, ის ინანო, რადგან შანსი გაუშვი.

- გქონიათ არჩევანი დაოჯახებასა და თავისუფლებას შორის?
- დიახ, რამდენჯერმე, ერთი თვით ადრე რომ გადაიფიქრებ (იღიმება).

- და არ გინანიათ?
- არ ვიცი, კაცმა არ იცის. 

- შურისძიების გრძნობას თუ შეუპყრიხართ?
- დიახ, მაგრამ ჩემში არ ზის. მიფიქრია, ამას ახლა რას ვუზამ-მეთქი, რადგან უსამართლობას შევჯახებივარ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სუსტი ადამიანი და თან კაცი, ცოდოა. მით უმეტეს მე, - ქალიც ვარ, კაციც და საერთოდ მგონი, უცხოპლანეტელი ვარ. მაინც მივიჩნევ, რომ ყველას თავისი მიეზღვება. ემოციური ვარ და აფექტის დროს თვალებში ცეცხლი მენთება, მაგრამ მალე მივლის და ბოროტებაში არ გადადის.


- ახლა შეყვარებული ხართ... ბექამ თვითონ შეგამჩნიათ?
- კი, ეს მოხდა 2010 წელს, მოდის კვირეულზე, ბექა როსტოსა და სხვა მეგობრებთან ერთად მოდიოდა. მოხდა ისე, რომ სა­ერთო სამეგობრო წრის მიუხედავად, ახლოს არ ვიცნობდი. ერთ დღეს იქიდან რამდენიმე მეგობარი ერთად წამოვედით, საღამო სხვაგან უნდა გაგვეგრძელებინა, ბექა ჩემს მანქანაში აღმოჩნდა. იმ დღიდან დაიწყო აქტიურობა და თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. უამრავი სიურპრიზი მომიწყო, სახლთან მიმღეროდა.

- ბოლოს რას სიურპრიზი მოგიწყოთ?

- განსაკუთრებული არაფერი, რაღაც ფეხსაცმელი მომწონდა და საჩუქრად მომიტანა. იცით, როგორი ადამიანია, უნდა, ასეთი რაღაცების გაკეთება, მაგრამ ცოტა ვერ ხვდება, როგორ უნდა გააკეთოს (იღიმება).

- იყო რაიმე დაბრკოლება თქვენს ურთიერთობაში?
- თავიდან არა, შემდეგ არ ვიცი, ბექას ცხოვრების ისეთი წესი აქვს. 

- ხშირად ქეიფობს რესტორნებში?

- დიახ, ხომ იცით, როგორ ხდება მომღერლებთან. ჩემნაირი ტაშფანდურა ბევრი არ არის, მაგრამ საქმესაც ვახერხებ. ყველა ამას ურეკავს, მის გარეშე საჭმელს არ ჭამენ, რა სჯობია, როცა ამღერდება. 

- რთულია ხელოვანის სიყვარული?
- მე საერთოდ არ მგონია, რომ ბექა ჩემზე მეტი ხელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალია (იღიმება). მთავარია, ადამიანი შინაგანად როგორ გრძნობს თავს. ბექა ძალიან მაგარი მომღერალია, ისეთი, რომ ვამაყობ მისი ხმით, სმენით, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ შეიძლება, შინაგანად მე უფრო ხელოვანი ვიყო. ხომ გითხარით, მსახიობობა მინდოდა. დღეს მეუბნებიან ჩემი მსახიობი მეგობრები, შეიძლება, ბევრი დაკარგეო. ჩემი ოცნებაა თეატრში თამაში. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და მთელი ბავშვობა რუსთაველის თეატრში მაქვს გატარებული. ყველა სპექტაკლი ნანახი მქონდა, "კავკასიური ცარცის წრე" ხუთჯერ ვნახე, "თეთრი ბაირაღები" შვიდჯერ, აქედან ხუთჯერ შევიპარე. კიბეზე ვიჯექი ხოლმე (იღიმება). ჰოროსკოპით ტყუპი ვარ და ორმოცდაათი ადამიანი ცხოვრობს ჩემში. 

- გაკლიათ რამე ცხოვრებაში?
- ცოტა სიმშვიდე, რაც არასოდეს მექნება, მაშინ მეც მშვიდი უნდა ვიყო. საქმიანობა უნდა შევიცვალო, ბექას ნაცვლად მშვიდი ადამიანი ვნახო, ალბათ მაინც ვერასოდეს ვერ ვიქნები კარგად იმიტომ, რომ თვითონ არ ვარ ასეთი. 

- როგორი მეუღლე იქნებით?
- მშვენიერი (იღიმება). როცა ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა გაქვს, საკუთარ თავს ოჯახურ რაღაცებშიც ხედავ. თან პატარა ბავშვი ხომ არ ვარ. 

- არ ფიქრობთ დაოჯახებაზე?
- ჯერ სხვა გეგმები მაქვს პროფესიული თვალსაზრისით. როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ლოგიკურად დგება ეგ მომენტიც, მაგრამ მაგას სჭირდება თავისი წილი პასუხისმგებლობა. ძველი თბილისური ტრადიციული ოჯახი მაქვს, წლების განმავლობაში კვირა დღეს ნათესავები ერთად ვიკრიბებით. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია - სახლი, რომელიც სახლს არ ჰგავს და ოჯახი, სადაც მხოლოდ ნაყიდი საჭმელებია, ამას ვერ ვიგებ. ბექასაც ტრადიციული ოჯახი აქვს და ძალიან ვაფასებ. 



ჩემი პატივისცემით =დ დაუმესიჯეთ ეკოს და რეზოს. აი რომ იცნობდეთ,,მიხვდებით რომ ყველაზე,ყველაზე კეთილი და მაგარი ადამიანია . . . .. ♥ ვგიჟდები!!!!!!!!!!!!!!
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1156 | დაამატა: ❤cinderella❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2012-11-20 Spam
6. Tày Sama   ( Tày[??????]

kargi siaxlea smile