მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 1 » ქალთევზა
9:56 PM
ქალთევზა

წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფებინიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს.


დასავლეთი ევროპაში

გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუძთ. არსებობს 5-ე საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილა ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც "პატარა ქალთევზა" ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: "ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს".
შოტლანდიურ მითოლოგიაში ადამიანისმაგვარ სხვა არსებებსაც ვხვდებით, რომელთაც შელკები ჰქვიათ, ისინი უფრო მეტად ზღვის ლომები არიან და ქალთევზებს ჩამოჰგვანან.
გერმანული ქალთევზა — უნდინა — ძირითადად უკუდოა და ლამაზი, ღია ქერა თმა აქვს. მას უფრო მდინარის წყლებში ხვდებიან.
გერმანული ფოლკლორისა და ლიტერატურის პერსონაჟი ლორელეი — ლამაზი გოგონაა, რომელიც თავისივე სახელის მქონე გორაკზე ზის რაინისნაპირას და ოქროსფერ თმას ივარცხნის, მისი ხმატკბილი გალობა კი მეთევზეებს ატყვევებს. სიუჟეტი ჰაინემაც დაამუშავა, არსებობს ოპერა და ბალეტი.




წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უგულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მომკვდარიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუმს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად.





ამერიკელებმა ქალთევზების არსებობა ირწმუნეს

ოკეანოლოგიის და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს შეტყობინება „წყალქვეშ ჰუმანოიდების არსებობის დადასტურების შესახებ."

ინფირმაციაში აღნიშნულია, რომ ქალთევზები მართლაც არსებობენ და ბინადრობენ მსოფლიოს ყველა სახის წყალში.

სააგენტოს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქალთევზათა უმრავლესობა ძირითადად, თბილ წლებში ბინადრობს, განსაკუთრებით, ხმელთაშუა ზღვისა და კარიბის ზღვის აუზებში. ისინი, ასევე, შენიშნულები არიან წყნარ ოკეანესა და ანტლანიის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ხელისუფლებას აკვარიუმში მოთავსებული ჰყავს 7 ქალთევზა, რომლებსაც იკვლევენ. აკვარიუმის ადგილმდებარეობა კი, არ სახელდება.







ეს არის ჩემი პირველი გაფორმებული სიახლე. იმედი მაქვს მოგეწონებათ :)) 

შეასწორა Katie♥ - მ
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1081 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-11-02 Spam
Kargii siaxleeaa ^^
armjera maraa miindaa ro arsebobdneenn ^^:d