მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » კრისტენ სტიუარტი რობერტ პატინსონისგან ბავშვს ელოდება
3:11 PM
კრისტენ სტიუარტი რობერტ პატინსონისგან ბავშვს ელოდება
კრსტნ სტიუარტ რრტ პნსსგნ შვლს ?
  

                              
ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები, რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი, ეკრანზე უკვე გახდნენ მშობლები, თუმცა ამჯერად საქმე რეალურ ცხოვრებას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტენი რობერტისგან ბავშვს ელოდება. ამბობენ, რომ სიახლე "ბინდის" პროდუსერთა სატყუარაა და ის ფილმის მიმართ ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად.

კრისტენის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი ОК! ავრცელებს. რამდენიმე თვის წინ კი ყვითელი პრესა სტიუარტის ღალატის შესახებ წერდა, რაც წყვილის დაშორების მიზეზი გახდა. ისინი სექტემბერში შერიგდნენ.
ჟურნალი ასევე იტყობინება, რომ რობერტი და კრისტენი უკვე საბავშვო ოთახს აწყობენ და შვილის გაზრდას დიდ ბრიტანეთში აპირებენ. პატინსონი ინგლისელია. ამერიკელ კრისტენს კი მიაჩნია, რომ ბავშვის გაზრდა ევროპაში, განსაკუთრებით კი ინგლისში, უმჯობესია.
                                    
როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერს, 26 წლის პატინსონს დედა თხოვს, რომ სტიუარტზე მალე დაქორწინდეს - კონსერვატორ დედამთილს სურს, რომ კრისტენმა შვილი კანონიერი მეუღლის სტატუსით გააჩინოს. 


გაალამაზა: SmilerMegi-მ
                         
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 790 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 8
2012-11-30 Spam
კარგი სიახლეა <3 მაგრამ ვიცოდი წავიკითხე ;დ