მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » კო პი პი.
6:09 PM
კო პი პი.
PHI PHI კუნძულები მდებარეობს ტაილანდში, დიდ კუნძულ პუკეტსა და დასავლეთ ანდამანის ზღვის სანაპიროს შორის. კუნძულები მიეკუთვნებიან კარიბის პროვინციას. კო პი პი დონ არის ყველაზე დიდი კუნძული ამ ჯგუფში და ერთადერთი, რომელზეც მოსახლეობა მუდმივია. თუმცაღა დიდი პოპულარობით სარგებლობენ პლიაჟები, რომლებიც მიეკუთვნებიან სიდიდით მეორე კუნძულს კო პი პი კი-ს, ეს კუნძულები ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად ვერ დაიჩივლებენ. დანარჩენი კუნძულები არ არიან გამორჩეუული, თუმცა მაინც წარმოგიდგენთ მათ სახელებს: Bida Nok, Bida Noi, Bamboo. 

კო პი პი დონის თავდაპირველი მოსახლეები იყვნენ მუსლიმი მეთევზეები, 1940 წლის შემდეგ კი ეს ადგილი ქოქოსის პლანტაციად იქცა. 

კო პი პის კუნძულები არ იყო საერთაშორისოდ ცნობილი 2000 წლამდე. 2000 წელს აქ გადაიღეს ბრიტანულ-ამერიკული ფილმი ”პლიაჟი”, ამ ფილმმა ცნობილი გახადა ეს კუნძულები და ტურისტებმაც არ დააყოვნეს, მცირე დროში ამ კუნძულებს ათიათასობით ტურისტი ეწვია. 

კლიმატი კუნძულებზე არის ტროპიკული, სულ არის ორი სეზონი. ცხელი და წვიმიანი. ცხელი _ იანვრიდან აპრილამდე, წვიმიანი _ აპრილიდან დეკემბრამდე. წლის საშუალო ტემპერატურა არის 25-დან 32 ცელსიუსამდე. 

კო პი პის გააჩნია ულამაზესი პლიაჟები, ძალიან სუფთა და ლამაზი წყალი, ლამაზი ბუნება და საინტერესო ტრადიციები, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ ტურისტებს. 

ეს ადგილი ცნობილია აგრეთვე როგორც ყველაზე მორგებული ადგილი diving-ისთვის, აქ მისი სკოლებიც კი არის გახსნილი. 

ახლა კი დატკბით სურათებით :):)

mariko1
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 800 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-04-18 Spam
samotxea :O