მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » კაცი რომელსაც 37 წელია არ უბანავია
6:19 PM
კაცი რომელსაც 37 წელია არ უბანავია


წარმოშობით ინდოელ გურუს კაილაშ სინგჰს 37 წელია არ უბანავია. მას გულწრფელად სჯერა, რომ დაუბანლობა ვაჟის ყოლაში დაეხმარება, - გურუს 7 ქალიშვილი ჰყავს.


სინგჰს 1974 წლის შემდეგ, რაც დაქორწინდა, ერთხელაც არ უბანავია. კაილაში თავის დღეებს ნახირის მწყემსვაში ატარებს და ყოველ საღამოს ე.წ. ცეცხლის აბაზანებს იღებს, რაც სხეულის დეზინფექციაში ეხმარება. ამ პროცედურას კაილაში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას იტარებს. ამ რიტუალის შემდეგ ის ცეცხლის გარშემო როკავს და ინდურ ღმერთს, შივას ადიდებს.

"უამრავი ადამიანი დამცინის. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. მათთვის ჩემი გადაწყვეტილება გაუგებარია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ჩემი კი არა, უფლის არჩევანია", - ამბობს კაილაში.

მისი მეუღლე კალავატი დევი ყვება, რომ ცდილობს ქმარს ბანაობა აიძულოს, მაგრამ კაილაში მუდმივად ხელიდან უსხლტება.

"ის მეუბნება, რომ მხოლოდ ვაჟის შეძენის შემდეგ იბანავებს, ახლა კი შხაპის მიღებას სიკვდილი ურჩევნია", - ყვება დევი.

ცოლი კაილაშს არაერთხელ დამუქრებია, რომ თუ არ დაიბანდა, მასთან არ დაწვებოდა, მაგრამ ამაოდ.

კაილაშის 16 წლის ქალიშვილის თქმით, ის სკოლაში პოპულარული მამამისის წყალობით გახდა: "ჩემს თანაკლასელებს მამაჩემის გაცნობა სურთ, აინტერესებთ, დაუბანელმა ამდენი წელი როგორ გაძლო. ეგ მეც არ მესმის", - ამბობს გოგონა.


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 835 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2012-03-22 Spam
Vaime !!! :Xx