მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » კამერონ დიასმა მკერდი გაიდიდა
12:34 PM
კამერონ დიასმა მკერდი გაიდიდა
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, კამერონ დიასმა მკერდში სილიკონი ჩაიდგა. დიასი სპორტული აღნაგობით ყოველთვის გამოირჩეოდა, მის სხეულს დღემდე მრავალი ქალი შენატრის, თუმცა კამერონის მკერდის ზომა თვალშისაცემი არასდროს ყოფილა. ამ დღეებში მსახიობი პაპარაცებმა ჰავაის პლაჟზე გადაიღეს - ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ პლასტიკურმა ქირურგმა მსახიობის სხეულს მეტი სექსუალურობა და ქალურობა შესძინა.

მას შემდეგ, რაც კამერონი საყვარელმა მამაკაცმა მიატოვა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. სხვა მრავალი ქალის მსგავსად, განახლების ძიებაში დიასმა იმიჯი შეიცვალა. მკერდთან ერთად მას ახალი ვარცხნილობა აქვს.

39 წლის კამერონი ყოველთვის აცხადებდა, რომ პლასტიკური ოპერაციის წინააღმდეგია, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში.

"ცხვირი სამჯერ მაქვს გატეხილი, ორჯერ სერფინგის გაკვეთილების დროს, ბოლოს კი შინ, მინის კარს შევეჯახე", - ასე განმარტა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა პლასტიკურ ქირურგთან საკუთარი ვიზიტები.

მკერდის გადიდების სურვილი მსახიობს სპორტსმენ ალექს როდრიგესთან დაშორების შემდეგ გაუჩნდა. დაშორებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში როდრიგესი მექსიკის სანაპიროზე ახალ საყვარელთან ერთად ირუჯებოდა. ქერათმიანი გოგონა დიასზე ათი წლით ახალგაზრდა ჩანდა და მკერდიც უფრო დიდი ზომის ჰქონდა. ამან კამერონის თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა.
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 548 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-13 Spam
:D:D:d magari new-sia