მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » justinis axali interviu
2:32 PM
justinis axali interviu
ჟურნალ "V"–ის ინტერვიუ. ნაწილი 1. სანამ კითხვას დაიწყებთ, გთხოვთ ბოდიში თუ გრამატიკული შეცდომებია. უბრალოდ ჩემთვის ძალიან ძნელი სათარგმნი იყო ეს ინტერვიუ.. მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო! ♥
ელიოტ დევიდი არის ჟურნალისტი რომელმაც ჩამოართვა ჯასტინს ინტერვიუ. შემდგომში მას მე მოვიხსენიებ როგორც "ედ" ხოლო ჯასტინს "ჯბ". (: 
ელიოტ დევიდი: როგორ ხარ? 
ჯასტინ ბიბერი: დაღლილი ვარ. 
ედ: რამოდენიმე დღეა რაც ქალაქში ხარ?
ჯბ: გუშინდელიდანაა. მე წინა ღამეს ჩამოვედი. 
ედ: ეს ძნელია..
ჯბ: ძნელია, მაგრამ ამას ვაკეთებთ ჩვენ.
ედ: ხშირად ბრუნდები ხოლმე კანადაში? 
ჯბ: ძალიან იშვიათად. მე ვაპირებ იქ დაბრუნებას მადლიერების დღესასწაულისთვის, რომ ჩემი ოჯახი ვნახო. მაგრამ იქამდე არა.
ედ: მე ერთხელ წავიკითხე რომ შენ კვირაში ორ დღეს ისვენებ. კიდევ ასეა?
ჯბ: მე ვცდილობ ახლა ერთი დღე დავისვენო მაინც. როცა ალბომს ვუშვებ, მე საერთოდ არ მაქ დასვენების დღეები, იმიტომ რომ ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ამის გარდა, ვცდილობ ორი დღით დავისვენო..
ედ: და რას აკეთებ ხოლმე? 
ჯბ: მე უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვერთობი, კინოში დავდივარ. ლოს–ანჯელესში თუ ვარ – ჯეიდენს ვსტუმრობ ხშირად.
ედ: ტეილორ ლოტნერმა ერთხელ მითხრა რომ ის ცდილობს არ გავიდეს გარეთ ხშირად, გააფთრებული ფანების გამო, ერთი ადამიანიც კი თუ იცნობს მას, უკვე ძალიან ცუდი სიტუაციაა. შენ ამბობ რომ ხშირად გადიხარ გარეთ, მაგრამ სულაც არ გადარდებს რომ გიცნობენ, ან თუნდაც ‘’დაგეტაკებიან’’?
ჯბ: არც ისე. მე სულაც არ ვგრძნობ თავს ასე. მე იმას ვაკეთებ რაც მინდა.
ედ: ჯანმრთელად ჟღერს, მაგრამ ცოტა სარისკოა. მოდი განვიხილოთ როგორ მოაღწიე აქამდე. შენ წყვდიადიდან მიაღწიე Madison Square Garden–ის გაყიდვამდე, სულ რაღაც 2 წელიწადში...
ჯბ: დიახ, მე ვიყავი წასული ტეილორ სვიფტის კონცერტზე Madison Square Garden–ში, სკუტერთან ერთად, და ყველა ხელებს აქეთ–იქეთ იქნევდა – ის აკეთებინებდა მათ ამას. მე ვთქვი რომ მეც მინდოდა აქ კონცერტის ჩატარება და მეც მინდოდა რომ რამე ასეთი გამეკეთებინა მათთვის. და სკუტერმა მითხრა: ოდესმე. და მხოლოდ, 2 წლის შემდეგ მე გავყიდე 22 წუთში Madison Square Garden–ი. 
ედ: ანუ შენ მიზანი დაისახე და გამოგივიდა, და ახლა შენზე წარმატებული არავინ არის. Under the Mistletoe აპირებს გამოსვლას, და მოდი ვთქვათ რომ ეს გახდება ნომერი პირველი ჩარტებში. და შენი შემდეგი ალბომიც მალე გამოდის, და მოდი ვთქვათ რომ ესეც პირველ ადგილს იკავებს. ესაა შენი ახალი მიზანი ? რა მოხდება მომავალ 3 წელიწადში ?
ჯბ: სხვადასხვა მიზნები მაქვს. მაგალითად, ოკეანის იქეთ, ლონდონში, მე გამოვედი O2–ის არენაზე. მე ვიმედოვნებ რომ რეკორდს დავამყარებ ყველაზე გაყიდვად კონცერტებში.
ედ: მაგრამ რას ნიშნავს ეს შენთვის? უბრალოდ მიზანია? 
ჯბ: ჩემი მიზანი ახლა არის რომ ვიყო წარმატებული და ჩინებული იმაში რასაც ვაკეთებ. მაგრამ საბოლოოდ მე მინდა ვიყო საუკეთესო! მე მინდა ვიყო საუკეთესო მსოფლიოში. მე მინდა ყველას ვაჯობო ამ საქმეში. და წესრიგი რომ დავიცვა, მე უნდა ვცადო რომ ვიყო საუკეთესო, ვიყო კარგი ხალხისთვის და პატივისცემით მოვეპყრო მათ, და ვიმუშაო რაც შემიძლია ბევრი. იმიტომ რომ ჩემთვის, მე ძალიან ბევრს ვმუშაობს და ეს ცხოვრებას მინადგურებს, არ იქნება ღირებული თუ არ ვიყავი საუკეთესო. 
ედ: და ვინ არის საუკეთესო ახლა?
ჯბ: ახლა? მე ვთვლი მაიკლ ჯექსონს საუკეთესოდ. მე რომ მის დონეზე ვიყო... მაგრამ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო იქამდე. მე არ ვამბობ რომ ეს მოხდება მომავალ 3 წელიწადში, მაგრამ ვიმედოვნებ 30 წლის ასაკში ხალხი დამიმახსოვრებს. მე ვფიქრობ, ხალხი ახლაც დამიმახსოვრებს, მაგრამ მე არ მინდა რომ მათ ჩემზე იფიქრონ უბრალოდ როგორც თინეიჯერი სენსაცია. იმიტომ რომ, მე შეიძლება ახლა გავყიდო ალბომი, და მომავალი 2 წელიწადი ახალი არაფერი ჩავწერო, და უბრალოდ გავხდე ჯასტინ ბიბერი – თინეიჯერი სუპერვარსკვლავი. მაგრამ მე არ მინდა ეს ვიყო. მე მინდა გადავადგილდე, და ყველას ვაჯობო. 
ედ: ამაზე მინდა რაღაც გკითხო: გადაადგილება. შენ ხდებ 18ის მარტში. ეს ბევრს ნიშნავს. ბავშვობიდან დიდობისკენ. ფიქრობ რომ შენ ისევ ბავშვი იქნები ?
ჯბ: აი რა ხდება: მე ვფიქრობ რომ არაფრის გაკეთება მომიწევს. ხალხია რომლებიც ძალიან ადრე იზრდებიან – ისინი 18ის არიან და ამბობენ რომ ბავშვებო აღარ არიან. ხალხმა უნდა იცოდეს რომ მე ბავშვი აღარ ვარ. მაგრამ არც სრულიად გაზრდილი. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ, მე ისე გავიზრდები როგორც ღმერთი ინებებს. მე არ დავუშვებ რომ ხალხს იმედები გავუმართლო, ხალხს რომელიც ფიქრობს რომ მე გავალ და ალკოჰოლს მივეძალები. მე მინდა ჩემი ნაბიჯი გადავდგა. მაგრამ მე არასოდეს გავხდი ჩემს თავს ისეთს რომ მშობლების და ბავშვების უპატივცემულობა დავიმსახურო. არიან მომღერლები რომლის კონცერტზეც ბევრი მშობელი არ უშვებს შვილებს, რადგან გონიათ ისინი ცუდ ზეგავლენას მოახდენენ მათზე. მე მინდა ისე გავაკეთო როგორც მაიკლი – ის ყოველთვის სუფთა ტექსტს მღეროდა (ანუ უზრდელურ სიტყვებს არა) – და ყოველთვის პატარებს უყვარდათ მაიკლი, მაგრამ ასევე ბებიებს და ბაბუებსაც უყვარდათ მაიკლი. მე არ მინდა სიმღერა დავიწყო სექსზე, ნარკოტიკებზე, ან გინებაზე. მე სიყვარულში ვარ ჩაფლული, მაგრამ როცა უფრო გავიზრდები მეტ სიყვარულს დავთესავ. და მე მინდა ვიყო ადამიანი რომელსაც პატივს სცემენ. იმიტომ რომ დღესდღეობით, ახალი თაობა ქმნის საზოგადოებას. ახალი თაობა განსაზღვრავს რა არის ‘’მაგარი’’. ახალი თაობა განსაზღვრავს რა უნდა იყოს მოდაში. ამიტომ მე ახალ თაობას ვუდგავარ მხარში.

ჟურნალ "V"–ის ინტერვიუ. ნაწილი 2. (არ ვიცოდი თუ ამხელა იქნებოდა, ამიტომ მომიწევს მესამე, თუმცა პატარა, ნაწილის დადებაც. ახლა ვთარგმნი იმ ნაწილს)
ედ: ალბათ იცი რომ მაიკლი გაგიჟდა. ბევრი ხალხი გიჟდება. არის ეს რაღაც რაზეც ფიქრობ ან ღელავ ?
ჯბ: მაიკლს საშინელი ბავშვობა ჰქონდა. მე კიდევ ბედნიერი ვარ არაჩვეულებრივი ბავშვობით. დედას ვუყვარდი. მამას ვუყვარდი. მე ახლა თინეიჯერი ვარ და სულაც არ ვფიქრობ რომ რამე გამომრჩა ცხოვრებაში. მე ყველაფერი დავაგემოვნე, რაც კი შემეძლო. მე არ მიწევს გავიხედო წარსულში და ვიფიქრო: აჰ, ნეტა ეს გამეკეთებინა. ალბათ მაიკლმა ბევრი რამ გამოტოვა, ამიტომ ის ცდილობდა ეცხოვრა ბავშვობით როცა ის ზრდასრული იყო. მაგრამ მე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მიდგას გვერდში და არ ვღელავ ამიტომ. 
ედ: შენ საუბრობ მუსიკის შექმნაზე ყველასთვის და გაწმენდილ სიმღერის ტექსტზე, მაგრამ ბევრი არტისტი რომელსაც ბაძავ მაგალითად: ლილ ვეინი, კენი ვესტი – ყველა ესენი რეპავენ ნარკოტიკებზე, სექსზე და ფულზე. რა მოგწონს შენ მათში ? მუსიკა? რიტმი? 
ჯბ: მე ვერ ვიტყვი რომ მათ ვბაძავ, მაგრამ მე მომწონს რასაც ისინი აკეთებენ. მე ვფიქრობ რომ ისინი არაჩვეულებრივები არიან. მაგრამ არიან თუ არა ისინი მაიკლის დონეზე? მე ვფიქრობ, ისინი არ არიან მაიკლის დონეზე. 
ედ: უთხარი შენ ეს კენის...
ჯბ: კენი სხვა დონეზე. მე ვფიქრობ კენი ჩემი საყვარელი პროდუსერია. ის გენიოსია. მაგრამ არ არის მაიკლის დონეზე. მე ვფიქრობ, მაიკლის დონეს რომ მიაღწიო უნდა შეეხო იმდენ ხალხს რამდენსაც თვითონ მაიკლი ეხებოდა. კენი ამდენ ხალხს არ ეხება. ვერავინ ეხება ამდენ ხალხს. 
ედ: ამ მომენტში, ძირითადად გოგონები უსმენენ შენს მუსიკას. როგორ აპირებ უფრო დიდი მსმენელის მოპოვებას? 
ჯბ: ყველაფერი დამოკიდებულია კარგი მუსიკის შექნაზე. ხალხს ვძულვარ იქამდე სანამ ჩემს მუსიკებს მოისმენენ. მე ვიცი, ბევრი ამბობს რომ სძულთ ჯასტინს ბიბერი, მაგრამ საერთოდ არ აქვთ მოსმენილი ჩემი მუსიკისთვის. მათ არ ვძულვარ მე, უბრალოდ ჩემი არსებობის იდეა სძულთ. მე ახალგაზრდა ვარ, სიმპატიური – არ მინდა ზედმეტად თავდაჯერებულად ჟღერდეს – მაგრამ მათ გონიათ რომ მე ცნობილი მხოლოდ ამიტომ ვარ. მხოლოდ იმიტომ რომ კარგად გამოვიყურები და გოგონებს მოვწონარ, მაგრამ მუსიკა აქ არაფერ შუაშია. აი რა ხდება: მე ვიყავი 13ის, 14ის ვხდებოდი როცა ჩემი პირველი ალბომი ჩავწერე. და გამოვუშვი 14–15 წლის ასაკში. პირველად ჩავწერე მაშინ მე მუსიკა, და ყველაფერი კარგად გამოვიდა. ჩვენ გამოვუშვით და ფანებს შეუყვარდათ. მაგრამ მე ძალიან ძალიან პატარა ვიყავი. მეორე ალბომი გამოვიდა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი ფანების რიცხვი. მე ვფიქრობ რომ, რაც უფრო მეტ ალბომს გამოვუშვებ მით უფრო მეტი ხალხი მიხვდება რომ ეს კარგი მუსიკაა. მე არ ვდარდობ ბიჭ ფანებზე რადგან ისინი შემომიერთდებიან მალე. თუ ისინი ჩემს მუსიკას მოუსმენენ და მოეწონებათ, სულაც არ მადარდებს რომ ისინი ითამაშებენ თითქოს არ მოვწონვარ, სახლში რომ დაბრუნდებიან მაინც ჩემს მუსიკას მოუსმენენ. 
ედ: გინდა გარეპვა დაიწყო ?
ჯბ: არა, მე ამას მხოლოდ გართობისთვის ვაკეთებ. უბრალოდ იმიტომ რომ ვფიქრრობ ეს გასართობია. 
ედ: რატომ არა? 
ჯბ: მე არ ვფიქრობ რომ ხალხი სერიოზულად მიმიღებს თუ ამას გავაკეთებ. მე უბრალოდ გამოვუშვებ რეპს და ხალხი დაიწყებს ‘’ძალიან მაგარია’’. ეს უბრალოდ ერთ–ერთია რისი გაკეთებაც შემიძლია. მაგრამ მე არ ვაპირებ რეპის ალბომის გამოშვება. და კიდევ მე მინდა ხალხმა რომ იცოდეს: მე თვითონ ვწერ ჩემი სიმღერის ტექსტს. არავინ წერს მას ჩემთვის. მე ყველაფერს ჩემს iPhone–ში ვიწერ. და როცა ხალხი ამბობს ‘’ოჰ ჯასტინ ბიბერი, მას სიმღერა შეუძლია მაგრამ სხვისი დაწერილი", ისინი ცდებიან. მე ვწერ. 
ედ: ამის გარდა შენ თვითებსაც თვითონ წერ...
ჯბ: ეს იმიტომ რომ, ჩემი ფანები საქმის კურსსში იყვნენ. მე მინდა მათ იცოდნენ რომ არაფრით ვარ მათზე უკეთესი, და მოვუყვე მათ ყველაფერი რაც ხდება. ინფორმირებული რომ იყვნენ. როცა შენ მე თვითერზე მომყევბი – შენ მიყვები ჩემს ცხოვრებას. ეს ძალიან მაგარია. 
ედ: შენ ძალიან ბევრს მუშაობ. და როგორც თქვი ეს ცხოვრებას გინადგურებს. საიდან ამდენი ძალა? მე ვიცი რომ შენ რელიგიური ხარ, ხომ? 
ჯბ: მე არ ვფიქრობ რომ მე რელიგიური ვარ. მე ეკლესიური ვარ. მე მჯერა რომ იესო აცვეს ჯვარზე ჩემი ცოდვების გამო. მე მჯერა რომ მისი დამსახურებაა მე დღეს როგორიც ვარ, და სადაც ვარ. და მე მას ყოველთვის ვადიდებ ამისათვის. მაგრამ მე არ ვთვლი ჩემს თავს რელიგიურად. "ბევრი რელიგიური ადამიანი ხშირად სულით დაკარგულია... ისინი დადიან ეკლესიაში, მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს დაანახონ.. მე სულაც არ ვცდილობ უპატივცემულობა გამოვხატო მათ მიმართ... მაგრამ პირადად მე, უფრო ფოკუსირებული ვარ ლოცვაზე და უფალთან ლაპარაკზე... ჩემთვის არ არის საჭირო ეკლესიაში სიარული. მე დიდი ხანია რაც ეკლესიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ მე მაინც მაქვს ურთიერთობა უფალთან. ხალხი ამბობს: ‘’თუ ეკლესიაში არ დადიხარ, როგორ ხარ ქრისტიანი?’’ მაგრამ მე ვარ. მე მას ველაპარაკები და ესაა და ეს.
 წყარო: Justin Bieber Georgian Fans

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 595 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-01-12 Spam
magari interviua. me swored aseti jastini miyvars! ubednieresi viqnebi rodesac jastini miagwevs mizans anu ava maiklis doneze da eyoleba bevri fani rogorc gogonebi aseve bichebi