მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 29 » JUST TUN
8:05 PM
JUST TUN

-

იცოდე მაინც მოგიწევს ყველაფრის ახსნა-გავამფრთხილე მეთიუ და მკაცრად გავხედე

-ვიცი-თავი დამიქნია

-მაშინ დაიწყდე

-ყველაფერი დაახლოებით ორი წლის წინათ დაიყო,როდესაც მაგ სახლში ერთი ოჯახი გადმოვიდა,გრინები,ორი შვილი ჰყავდათ,ელეონორი და ჩარლზი,ორივე ჩემს კლასში სწავლობდნენ და დავმეგობრდით,მკვლელობის სეირია მათი გადმოსვლიდან ორი კვირის შემდეგ დაიწყო,ჯერ უცნაური შემთხვევები,როგორც შენ დაგემართა,კარების თავისით გაღებები,ღამე ფეხის ნაბიჯები და ასე შემდეგ...

ელეონორი ძალიან შეშინებული იყო ამ ამბით,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც სერიული მკვლელის შესახებ და მაგ სახლის ყოფილ მეპატრონეებზე გაიგო,ყოველთვის ცდილობდა რომ სალში ხშირად არ მისულიყო,მხოლოდ მას სჯეროდა რომ ისინიც ისევე მოკვდებოდნენ როგორც დანარჩენები,ჩარლზს ეს არ აინტერესებდა,მისის და მიტერ გრინები კი მხოლოდ იმას იჯერებდნენ რისი დამტკიცებაც მეცნიერულად შეიძლებოდა,ამიტომაც ელეონორის შიშს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ.

მე და ელეონორი იმ დროისთვის ძალიან დაახლოებულები ვიყავით,ხშირად ჩემთან რჩებოდა და ვცდილობდით ამ მკვლელის შესახებ რამე ახალი გაგვეგო,გვინდოდა გამოგვეძებია ეგ საქმე როგორც ახლა შენ აკეთებ,ერთ ასეთ საღამოს ბიბლიოთეკაში ვიყავით შესულები და ქალაქის ისტორიას ვეძებდით როდესაც ერთ-ერთ  წიგნში რომელიც მოგვიანებით შენ წაიღე ბიბლიოთეკიდან აღმოვაჩინეთ ისტორია ამ სახლზე,ყველაფერი ასე დაიწყო,დიდი კვლევები ჩავატარეთ,შენ წარმოიდგინე სპირიტიზმიც კი შევისწავლეთ იმის გასაგებათ შეიძლებოდა თუ არა რომ მკვდარი სულები დაბრუნებულიყვნენ,რა თქმა უნდა ეს რაღაც სხვა იყო,ის რისი ახსნაც შეუძლებელია.

ერთ საღამოს,ამ დროისთივს მე და ელენორი ერთად ვიყავით,მისი დაჟინებული მოთხოვნით სახლში მიმყავდა,როდესაც მანქანა ეზოში გავაჩერეთ იქ პოლიციის მანქანები და სასწრაფო დახმარება დაგვხვდა,მაშნვე მივხვდი რაც ხდებოდა,მისტერ გრინი და ჩარლზი ტყეში დახოცილები ეპოვნათ.

ელეონორი პანიკაში ჩავარდა და სასწრაფოდ მოითხოვა ის და დედამისი იმ სახლიდან გადასულიყვნენ,ასეც მოიქცნენ,ვთხოვე რომ ჩემთან გადმოსულიყვნენ მაგრამ ამჯობინეს იქვე ახლოს პატარა სახლი ეყიდათ,ერთი თვე სრული სიმშვიდე იყო,გვეგონა რომ თუ სახლი დატოვეს აღარაფერი ემუქრებოდათ,მაგრამ მეორე დილით საშინელი ამბავი გავიგე,ელეონორიც და დედამისიც დამწვარი იპოვეს სახლში,ცეცხლის გაჩენის მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს,არცერთი მოწყობილობა მწყობრიდან არ იყო გამოსული,კარები კი გარედან იყო ჩაკეტილი,ამიტომაც ვერ მოახერხეს გამოქცევა.

ზუსტად ერთი წელი გავიდა რაც სამარა არ გამოჩენილა,ეს ის დროა როა მის სახლს არავინ მიკარებია,მაგრამ გადმოდით თქვენ და ყველაფერიი თავიდან დაიწყო,დროის ამთვლელი მანქანა ისევ ჩაირთო და სანამ სამარა თავისას არ მიიღებს მანამ არ გაჩერდება.

ამირომ გითვალთვალებდი,შენი გადმოსვლის დღეს ქალაქში არ ვიყავი,ამიტომაც არ ვიცოდი თუ იმ სახლში ვინმე დასახლდა,მაგრამ როცა ჩამოვედი მაცნობეს იმ დის დაღუპვის ამბავი ვიფიქრე რომ სამარა დაბრუნდა და გავიკითხე და მითხრეს რომ სახლის ახალი მეპატრონეები თქვენ იყავით,იმ წუთიდანვე დამაინტერესე,თან ელეონორსაც ძალიან მიგამგვანე,შეიძლება ითქვას გითვალთვალებდი,მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

მაშინ,შენ და დენიელი ბიბლიოთეკაში რომ შედით,ვიცოდი რასაც ეძებდი,მიხვედრილი გოგო ხარ და ვიცოდრი რომ ყველაფრის გარკვევას მოინდომებდი,ის წიგნიც ვიცანი,მაშინ შენ დამინახე და ალბათ ჩემზე კარგი არ გიფიქრია,რამდენიმე ადამიანს ქალაქში დღესაც მე ვგონივარ მკვლელი და ირწმუნებიან რომ მამაჩემი ხელს მაფარებს.ახლა უკვე ყველაფერი იცი და იმედია შენც მკვლელი არ გეგონები-ნაღვლიანი ღიმილით გამომხედა და მოყოლა დაასრულა

-ძალიან ვწუხვარ-გულწრფელად ვუთხარი

-რაზე?

-ელეონორზე

-ააჰ-წამოიძახა-არაუშავს,იმედია შენც მასსავით მორიგი მსხვერპლი არ იქნები,ამიტომ მინდა დაგეხმარო

-რა აზრი აქვს?ჩვენ უკვე დაწყევლილები ვართ,ვერ დაინახე დღეს რა მოხდა?-ვკითხე და უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის ფეხზე დავიდე ხელი

-რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს,ყველაფრეს აქვს მეორე მხარე და სანამ სამარა შენამდე მოვა უნდა გავიგოთ რა არის ეს მეორე მხარე

-ასე ძალიან რატომ გინდა ჩემი დახმარება?

-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა-ალბათ იმიტომ რომ მგონია შენ ყველაფერს შეძლებ

არაფერი მიპასუხია,უბრალდო ამივიოხრე,ამის იმედი დიდად არ მქონდა,მაგრამ დღეს თუ გავაცერე სამარა,იქნებ მომავალშიც გამომსვლოდა?შეიძლება,ყოველ შემთხვევაში რაც მოხდა მოხდა,ჩვენ შევაღეთ ამ სახლის კარი და წყევლა ჩვენზე გადმოვიდა,ახლა ვერაფერს ვერ შევცვლიდი უბრალოდ უნდა მებრძოლა იმისთვის რომ გადავრჩენილიყავი.

მანქანამ სვლა შეანელა და ბოლოს გაჩერდა,ფანჯარაში გავიხედე,დიდი,სამ სართულიანი თეთრი სახლის წინ ვიდექით.

-მოვედით-ხმადაბლა ჩაილაპარაკა მეთიუმ და მანქანიდან გადმოვიდა,ჩემი მხრიდან მოვიდა და ჩამოსვლაში მომეხმარა.

სახლის კარი შევაღეთ,პირველი სართული მთლიანად გაერთიანებული იყო და დიდ მისაღებად ექციათ,იატაკი მუხის ხის იყო,სახლის დასავლეთ ნაწილშიც კედელზე კე იყო გაკრული,დიდი ბუხარი უფრო მეტ მყუდროებას ნიჭებდა სახლს,ეტყობოდა რომ ყველაფერი ძალიან დიდი გემოვნებით და სისათუთით იყო მოწყობილი.

-წამო წემოთ ავიდეთ-წელზე ხელი მომხვია მეთიუმ და მეორე სართულისკენ წამიყვანა,სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში ავედით.

-ჯერ ფეხი უნდა მოიბანო,სააბაზანო ოთახი იქეთაა-ხელით მანიშნა-მე წავალ და საჭირო რაღაცეებს ამოვიტან

-კარგი-თავი დავუქნიე და სააბაზანოსკენ გავაბოტე

ფეხზე გავიხადე და მარცხენა ფეხი ცხელ წყალს შევუშვირე,მაშინვე ამწვა და წამოვიყვირე,საშინელება იყო,ისე მქონდა ფეხი გახეული რომ არ მეგონა ამას რამე თუ მოკერავდა.

ოთახში მეთიუ ამოვიდა

-რა მოგივიდა?შენი ხმა გავიგონე-შეშინებული ჩანდა

-არაფერი,ფეხი მეტკინა და

დიდი ვაი ვაგლახის შემდეგ მაინც მოვახერხე ჭრილობის მოსუფთავება და საწოლზე წამოვწექი

-შენ რა იცი როგორ უნდა გამიკერო?-დაეჭვებით გავხედე

-დამიჯერე,როდესაც გჭირდება ბევრ რამეს ისწავლი,შარშან ზაფხულში საავადმყოფოში ვმუშაობდი დამხმარედ და ბევრი რამე ვისწავლე

-შენ?საავადმყოფოში რა გინდოდა?მე მეგონა გაქანაბული ნარკომანი იქნებოდი-ჩავიფხუკუნე

-არც მე არ მინდოდა მაგრამ მამაჩემის პიარ კამპანიისთვის იყო,ვითმ სამაგალითო შვილი ჰყავს-მასაც გაეცინა

-ესეიგი მაინც ნარკომანი ხარ

-არა,არ ვარ-თავი გაიქნი-დიდი ხნის წინათ ვიღებდი მაგრამ შევეშვი

-სახლში არავინ არის?-შევეცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა

-არა,მშობლები  ლონდონში არიან წასულები

-ააჰ-სიტუაციის განსამუხტად ჩავიბურტყუნე

სანამ მეთიუ ჩემს ფეხს კერავდა მანამ მე მაგარ რომს ვსვამდი,ტკვილის მიყუჩებდა და მემგონი ბოლოს იმდენი დავლიე რომ დავთვერი კიდეც

-იმედია ძალიანაც არ გატკინე,შევეცადე ფრთხილად მემუშავა

-საერთოდ არაფერი გამიგია-მოვატყუე

-დაგიჯერე-ჩაიცინა

-საშინელი მატყუარა ვარ,ყოველთვის მეტყობა როცა ვიტყუები

-მიდი დაიძინე-მირჩია მეთიუმ

-არ მინდა,მეშინია

-რისი?

-მარტო დარჩენის და მემგონი სამარასიც

-ნუ გეშინია,მ დავრჩები შენთან

-მართლა?

-ჰო-თავი დამიქნია და გვერდით მომიწვა-ახლა შეგიძლია მშვიდად დაიძინო


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 821 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-05-31 Spam
maleeee