მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » Just The Way You Are. Part =5=
9:22 PM
Just The Way You Are. Part =5=

Just The Way You Are. Part =5=
"საქორწილო სამზადისი"(3)
ეს თავი -Mary -ს




-ბლეიქ! ამოდი რა შენი დახმარება მჭირდება-დამიძახა ლეიტონმა, მე კი პასუხი არც გამიცია, თვალს ვერ ვწყვეტდი ჯეიკსა და ჩეისს და თან კიბეებს ნელა მივუყვებოდი..

-თითქოს სულ სხვა ადამიანია-ჩავილაპარაკე ოთახში შესვლისას

-ჩეისზე ამბობ?-მკითხა ლეიტონმა და თან ნაყიდ კაბებს კარადაში კიდებდა

-ხო მასზე.. იცი, ჯეიკთან ურთიერთობისას იმდენად.. იმდენად..

-მხიარული და უშუალოა არა?-სიტყვა შემაშველა ლეიტონმა 

-ზუსტად-საწოლზე წამოვჯექი

-არც არის გასაკვირი, მთელი ცხოვრება მამობაზე ოცნებობდა და როცა ამის შანსი მიეცა, მისმა შეყვარებულმა,  ტეილორმა აბორტი ისე გაიკეთა, რომ ჩეისისთვის არაფერი უთქვამს

-ღმერთო ჩემო, არც მიკვირს ჩეისი, რომ ასეთ სასტიკ ადამიანად გადაიქცა..-უეცრად  ჩემი შვილი გამახსენდა და თვალზე ცრემლი მომადგა, რადგან ლეიტონმა ჩემი ამბავი უკვე იცოდა, მაშინვე მიხვდა ჩემს მდგომარეობას, კაბებს თავი მიანება, გვერდით მომიჯდა და თავი მის კალთაში ჩამადებინა

-რატომ მოხდა ისე, რომ უფალმა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი წამართვა-ცრემლების შეკავება არც მიცდია და თან გაბრაზებული ვლაპარაკობდი ტეილორზე, გოგონაზე, რომელმაც ჯერ არდაბადებული ბავშვი გაწირა-იმ გოგოს კი არც უფიქრია დედობა რამხელა ბედნიერებაა და არც საყვარელი მამაკაცის გრძნობებისა და ოცნებებისთვის მიუქცევია ყურადღება

-მეც დედა ვარ, და წარმომიდგენია რა მძიმე დღეშიც ხარ..-ლეიტონი თავზე ხელს მისვამდა და ჩემს დაწყნარებას ცდილობდა

-დედა, დედა!-ოთახში ჯეიკი შემოვარდა, მეც სწრაფად ავწიე თავი და ცრემლები მოვიწმინდე, მაგრამ ბავშვებს ვერაფერს გამოაპარებ

-ტიროდი ბლეიქ?-ჯეიკი მომიახლოვდა და ჩამუხლულს ლოყაზე ხელი გადამისვა

-არა საყვარელო-შევეცადე მაქსიმალურად მომღიმარი და ბედნიერი ქალის იერი მიმეღო, ამასობაში კი კარებთან ჩეისიც გამოჩნდა და ჩვენს საუბარს უგდებდა ყურს, მეც უნებურად მისკენ გამექცა თვალი, ჯეიკს ლოყაზე ვაკოცე, ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოში მოსაწესრიგებლად შევედი

-ჯეიკს სადილი უნდა და არ მოისვენა, სანამ შენთან არ ამოვედით-ჩეისი ლეიტონს ზევით ამოსვლის მიზეზს უხსნიდა და სააბაზანოში შესვლამდე თვალს არ მაცილებდა

-აბა ქვევით ჩავიდეთ, პატარა ღორმუცელას საყვარელი სადილი მოვუმზადოთ-თანდათან ხმები მიწყდა და მეც უფლება მივეცი ჩემს თავს ტირილით გული მეჯერებინა

-ხვალინდელი ქორწილის გამო ასე ცუდად გრძნობ თავს?-სააბაზანოში ჩეისმა შემოყო თავი

-მე? სულაც არა, ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩემს საყვარელ მამაკაცს მივყვები ცოლად-დავიწყე ირონიულად და თან ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე, შემდეგ კი სახე წყლით ჩამოვიბანე

-შენს ცინიზმს საზღვარი არ აქვს-კედელს მიყრდნობილმა ჩეისმა ამჯერად ჩემსკენ დაიწყო სვლა და როცა სახეზე შემახო ხელი, შიშისა თუ მოულოდნელობისაგან ოდნავ შევკრთი და განზე გავდექი-არა რა.. ადამიანების შეშინება ნამდვილად კარგად გამომდის-ჩაეცინა თვითკმაყოფილს

-და მერე ვინ გითხრა, რომ შენი მეშინია

-სარკეში ჩაიხედე საყვარელო

-საყვარელო? ჩვენ მხოლოდ..

-კარგი რა.. ყოველ სემხვედრ გოგოს ასე მივმართავ, ასე რომ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი-სათქმელი არ დამამთავრებინა

-გასაგებია თვითკმაყოფილო იდიოტო

-ეჰეი, არავითარი შეურაცხყოფა

-კარგი რა.. ყოველ შემხვედრ მამაკაცს ასე მივმართავ, ასე რომ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი-არც მე დავუთმე და საბოლოოდ ორივეს გაგვეცინა

-არ მინდა, რომ თავი წამებულად მიგაჩნდეს-მითხრა მცირე ხნის დუმილის შემდეგ და ჩემთან ერთად ნიჟარას მიეყრდნო

-სიმართლე გითხრა, ამჯერად შენ არაფერ შუაში ხარ, უფრო სწორედ..-ამოვიოხრე და გვერდიდან ავხედე-ლეიტონმა მითხრა შენზე და ტეილორზე, უფრო სწორად თქვენს შვილზე და..-ვხედავდი შვილის ხსენებისას, როგორ შეეცვალა სახე, ადრინდელზე უფრო გაუმკაცრდა და შეუვალი გაუხდა

-ამაზე ლაპარაკი არ მინდა-სწრაფად წამოიწია და კარებისკენ წავიდა, მე კი ადგილი არ მიცვლია, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა და ისე, რომ უკან არც მოუხედავს მკაცრი ტონით მითხრა:

-დიდად დამავალებ, თუ ამაზე სიტყვას აღარ დაძრავ-სააბაზანოდან ისე გავიდა, რომ ნორმალურად თქმაც არ მაცალა, მაგრამ შვილის დაკარგვით გამოცდილი გრძნობა უკვე გამოცდილი მქონდა და მშვენივრად მესმოდა მისი, მისი მდგომარეობის, ამიტომაც შეჩერება არც მიცდია.

სააბაზანოდან გამოსვლისას გეზი პირდაპირ სამზარეულოსაკენ ავიღე, სადაც ლეიტონი და ჯეიკი უკვე სადილს მიირთმევდნენ

-ჩემი საყვარელი ბიჭი სადილს მიირთმევს არა?-ჯეიკს ლოყაზე ვაკოცე და გვერდით მივუჯექი

-და ჩეისი სად არის?-ვიკითხე მაგიდასთან დაჯდომისას, როცა ჩეისი ვერსად შევნიშნე

-გიჟივით გავარდა კარებში და არც დაუბარებია სად მიდიოდა

-ტეილორზე და მათ შვილზე ჩამოვუგდე სიტყვა და..

-გაგრძელება არც არის საჭირო-ლეიტონმა ჭამა განაგრძო-ყოველთვის ერიდება ამაზე ლაპარაკს, ამიტომ გირჩევ ამ თემაზე მასთან გასაუბრება არც სცადო

-ხო თვითონაც იგივე მითხრა-როცა პირველი ლუკმა ჩავიდე პირში მივხვდი, რომ სადილობას ვეღარ გავაგრძელებდი, ჩემს თავს იმდენი რამ ხდებოდა, რომ მადაც საბოლოოდ დამეკარგა

-ლეიტონ ჯობს ზევით ავიდე, ცოტას წავუძინებ, თორემ ძალიან გადავიღალე-წამოვდექი და სამზარეულოდან გამოსვლამდე ჯეიკს კიდევ ერთხელ ვაკოცე

-კი მაგრამ არაფერი გიჭამია-პირგამოტენილმა ლეიტონმა ჩემს თეფშზე მიმითითა

-არა, არა ვერ შევჭამ მართლა, მოგვიანებით იყოს-კიბეები ნელა ავიარე, საძინებელ ოთახში შევედი, წამოვწექი და დაღლილ-დაქანცულს მალევე ჩამეძინა, გამოღვიძებულმა კი კარებში მდგარი ჩეისი დავინახე, უკვე ბნელოდა, ამიტომ ტუმბოზე მდგარი ნათურა ავანთე, წამოვჯექი, თვალები მოვისრისე და ვკითხე

-გინდა რამე?

-ლეიტონს ველაპარაკე-ვიფიქრე ლეიტონმა ჩემს შვილზე უთხრათქო რამე და სახე შემეცვალა-ვიცი, რომ ქალები ქორწილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქცევთ, ამიტომ არ მინდა უგულო გეგონო, შეგიძლია მეგობრებს დაურეკო და დაპატიჟო-მისმა სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა, კიდევ კარგი ჩემს წარსულზე ლეიტონს არაფერი უთქვამს, ამიტომ ოდნავ დამშვიდებულმა ვუთხარი:

-მეგობრები არ მყავს, არც ნათესავები, ამიტომ შეგიძლია ჩემზე არ იდარდო

-მე მხოლოდ შემოგთავაზე-მითხრა უემოციოდ

-გმადლობთ შემოთავაზებისთვის, ახლა შეგიძლია დამტოვო! შხაპი უნდა მივიღო-წამოვდექი და სააბაზანოში შევედი

-ლეიტონი ვახშამს ამზადებს და მოგვიანებით ჩამოდი-მომაძახა და მისი ნაბიჯების ხმა თანდათან მიწყდა, მეც სწრაფად მივიღე შხაპი და სავახშმოდ ჩავედი, მაგიდასთან მხოლოდ ლეიტონი და ჩეისი დამხვდნენ

-და ჯეიკი სად არის?-ვიკითხე მაგიდასთან დაჯდომისას

-ძალიან დაიღალა და მალევე ჩაეძინა-არაფერი მიპასუხნია, ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, ჩეისმა ბოდიში მოიხადა და ვახშმის დასასრულს ზევით ავიდა, მე კი ლეიტონს მაგიდის ალაგებასა და თეფშების გარეცხვაში დავეხმარე, თან ძალიან ბევრი ვილაპარკეთ ჩვენს მომავალზე, ლეიტონს ძალიან უხაროდა, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩეისის გვერდით ახლა მე ვიყავი, რაც შემეხება მე ძალიან მიხაროდა, რომ ლეიტონისნაირი მეგობარი შევიძინე, ზევით შუაღამისას ავედით დასაძინებლად, თუმცა ძილი არ მომეკარა, ამიტომ მანქანის ხმაზე საწოლიდან წამოვდექი, ფანჯრიდან გადავიხედე და სახლისკენ მომავალი გოგონა დავინახე, რატომღაც ცნობისმოყვარეობამ მძლია, ხალათი მოვიცვი და ქვევით ჩასვლა დავაპირე, თუმცა ქვევით აღარ ჩავსულვარ და კიბეებთან გარინდული ვუსმენდი ჩეისისა და უცნობი გოგონას საუბარს

-ჯესიკა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სახლში მარტო არ ვარ, ამიტომ..

-დავიჯერო სულ არ მოგენატრე საყვარელო?-ახლადმოსული ჩეისს კისერზე ეხვეოდა და ტუჩებში კოცნიდა, ის კი აშკარად მის მოცილებას ცდილობდა

-როგორ არა, ძალიან მომენატრე, მაგრამ დღეს მართლა არ შემიძლია, მოგვიანებით დაგირეკავ

-იცოდე შენს ზარს დაველოდები-უთხრა „ჯესიკამ" და ოთახიდან გავიდა, ჩეისმაც გააცილა და რამდენიმე წამში უკანვე შემობრუნდა, მეც ვეღარ მოვითმინე და ქვევით ჩავედი

-დავიჯერო სულ არ მოგენატრე საყვარელო?-ვცადე ჯესიკას ხმისთვის მიმებაძა და თან კიბეებს მომღიმარი მივუყვებოდი

-არ მჯერა, რომ აქ იყავი და გვისმენდი-ჩეისმა კარი დახურა და კიბეებისკენ წამოვიდა, თუმცა მე არ გავჩერებულვარ ისე განვაგრძე გზა სამზარეულოსკენ

-ესღა მაკლია შენი და შენი საყვარლების საუბარს დავუგდო ყური-მომგებიანი ღიმილით ჩავუარე გვერდით 

-მაშინ შენს კომენტარს რას დაარქმევდი?-ისიც უკან ამედევნა

  

-რა უნდა დავარქვა? ხვალ ცოლს ირთავ, დღეს კი საყვარელს ხვდები, დასკვნების გამოტანას შენ მოგანდობ..-მაცივრის კარი გამოვაღე და წვენი გამოვიტანე

-ჰაჰაჰ! ბლეიქ ლაივლი ეჭვიანობს-ჩემს მიერ ჭიქაში ჩასხმული წვენი აიღო და თავად მოსვა, ამიტომ კარადა გამოვაღე, რათა ახალი ჭიქა გამომეტანა, თუმცა შემობრუნება ვერც მოვასწარი, რომ კარი ჩეისმა დახურა, კარადასთან მიმიმწყვდია, ორივე ხელი მის კარს მიაყრდნო და მათ შორის მომაქცია

-მგონი შეძლებ ამაღამ მისი ადგილი დაიკავო..-მისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს იყო, აზროვნების უნარი წამერთვა, გამალებით ვსუნთქავდი, თან თვალებს არ ვაშორებდი და ვხედავდი როგორი ნდომით უცქერდა ჩემს ტუჩებს, თითქოს მის დაწაფებას ლამობსო...


ძალიან გამახარეთ ბავშვებო, წინა თავს შედარებით მეტი კომენტარი ქონდა და -Mary❤-ს და SaLLoMe-ს კომენტარმა ხო განსაკუთრებით გამახარა. თუ ვინმეს გინდათ შემდეგი თავი მოგიძღვნათ კომენტარებში დაწერეთ, ყოველი თავის ბოლოს დავწერ ყველაზე მეტად რომელი მომხმარებლის კომენტარი მომეწონა.

კიდევ ერთხელ მადლობა და იმედია მოგეწონათ :*


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1077 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-04-14 Spam
dzalian dzalian momewonaa <33