მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 11 » Just The Way You Are. Part =4=
9:45 PM
Just The Way You Are. Part =4=
Just The Way You Are. Part =4=
"საქორწილო სამზადისი"(2)
ეს თავი ჩემს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მკითხველს
PrettyLittleLiar-ს





-არა! არ დავუშვებ რომ ეს მოხდეს!-მტკიცედ გაიმეორა და ოთახიდან გავიდა, მე კი თითქოს იმედი მომეცა და ისე, რომ არც გამომიცვლია საწოლზე მჯდარმა მის დაბრუნებას დავუწყე ლოდინი.....
დიდი ხანი სულაც არ მიცდია, კარები მალე გაიღო და ლეიტონის ნაცვლად ხელში გაცეცხლებული ჩეისი შემრჩა:
-ჰეი! როგორ გაბედე ჩემი დისთვის ყველაფრის თქმა?!-მთელს ხმაზე გაჰყვიროდა
-ჯერ ეს ერთი ხმას დაუწიე და მერე მეორეც, შენ ვინ ხარ, რომ ლაპარაკს მიკრძალავ?!-თავის დაცვას შევეცადე
-თუ არ გახსოვს შეგახსენებ, რომ ხვალიდან ჩემი ცოლი ოფიციალურად გახდები, რაც იმას ნიშავს, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩემს მითითებებს შეასრულებ!
-უკაცრავად?-მისმა ნათქვამმა ძალიან გამაბრაზა-ის ფაქტი, რომ ცოლად მოგყვები, სულაც არ ნიშნავს, რომ შენს მონობას ვაპირებ
-შენ მე კარგად არ მიცნობ!-მითხრა ნიშნის მოგებით და თან დაამატა-ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი
-ცოლად არ გამოგყვები!-ვუთხარი, როცა ოთახიდან გასვლა დააპირა
-როგორ?!-ნელა მოტრიალდა
-ვერ გაიგე?! არ ვაპირებ ცოლად გამოგყვე, არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება დავანგრიო შენნაირ მონსტრთან თანაცხოვრებით
-შენ მე უარს ვერ მეტყვი-ნელი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა
-იმედია გამბედაობა გეყოფა იმის საღიარებლად, რომ ამჯერად დამარცხდი, შენსას ვერ გაიტან-ჩემი სიტყვების მიუხედავად ახლა უკვე მეშინოდა იმისი, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, მეშინოდა მასთან ახლოს ყოფნის და იმ მზერის, რომელიც ჩემკენ იყო მოპყრობილი, ამიტომაც ადგილი სწრაფად ვიცვალე და სააბაზანოში შებრუნება, ტანთ ჩაცმა და აქედან სამუდამოდ წასვლა გადავწყვიტე
-გითხარი უარს ვერ მეტყვითქო-ხელი მკლავში ძლიერად ჩამჭიდა და მისკენ მიმაბრუნა. ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, მე მას თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს წინ   თავდაჯერებული, თვითკმაყოფილი, ამაყი, ამპარტავანი, დაუმორჩილებელი და შეუდრეკელი ადამიანი იდგა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დანებდებოდა და ჩემგან თანხმობის მიღების სანაცვლოდ ყველაფერზე იყო წამსვლელი, რადგან პირველ რიგში ეს მას „ღირსების საქმედ" მიაჩნდა, ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელი იყო თავი მეკონტროლებინა და შიშისაგან ლამის ცახცახი დავიწყე
-მტკივა!-ძლივსღა წარმოვთქვი და მისგან თავის განთავისუფლებას შევეცადე, მანაც ხელები სწრაფად მომაცილა და მომეჩვენა, თითქოს ბოდიშის მოხდაც უნდოდა იმისათვის, რომ თავის გაკონტროლება ვერ შეძლო, მე კი ნატკენ მკლავზე ხელი მოვისვი, ჩეისი კარებისაკენ სწრაფად დაიძრა
-ჩემი ბრალი არ არის, თუ არავის უყვარხარ-გავიბრძოლე უკანასკნელად, ჩეისმა სვლა შეანელა, ვნახე როგორ მომუჭა მუშტი, თუმცა უკან არ მოუხედავს ისე გავიდა ოთახიდან
-ღმერთო ჩემო!-ხმამაღლა ამოვიგმინე და საწოლზე ჩამოვჯექი, ტირილი არ მინდოდა, თუმცა ცრემლებმა უნებურად დაიწყეს დინება
-ყველაფერი გავიგე
-ლეიტონ?-ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და მისკენ შევბრუნდი, თუმცა საწოლიდან არ ავმდგარვარ
-ჩეისს ველაპარაკე და ყველაფერი მითხრა-არაფერი მიპასუხია-შეგეძლო გეთქვა, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო დათანხმდი
-ფულის გამო?-გაუცებული წამოვდექი ფეხზე
-ხო ფულის გამო, 5 მილიონს ერთ წელიწადში ბევრი ვერ გადაგიხდის-განაგრძობდა მთელი ცინიზმითა და ირონიით, რისი გამოხატვაც კი შეეძლო და თან თვალებს არ მაშორებდა
-იცი რა? სულაც არ მაინტერესებს რას იტყვის ჩეისი, გინდა გაიგო რა მოხდა სინამდვილეში? მშვენიერია! მთელს ჩემს ისტორიას მოგიყვები და მერე გადაწყვიტე ვის დაუჯერებ-ჩეისს თუ მე-გამოვუცხადე უნდობლობით შეურაცხყოფილმა და მთელი ჩემი წარსული ვუამბე ტეილორის გაცნობიდან გუშინდელ დღემდე
-ბლეიქ.. მე.. არც კი ვიცი რა გითხრა, ჩეისმა მითხრა, რომ.. და მეც დავუჯერე. ჰაჰ!-სიმწრისაგან ჩაიცინა და განაგრძო-თითქოს არ ვიცნობდე, ძალიან ვწუხვარ-მომიახლოვა და ჩემი ხელი დაიჭირა, შემდეგ კი გადამეხვია და მითხრა-შენთან ასე არ უნდა მელაპარაკა
-შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი-ამოვიოხრე და სააბაზანოსკენ წავედი-ახლა კი უნდა ჩავიცვა და ქორწილისთვის მოვემზადო, კაბა მაქვს შესარჩევი-თვალი ჩავუკარი და სააბაზანში შევედი
-შეიძლება გამოგყვე?-დახმარება შემომთავაზა ლეიტონმა
-მეც სწორედ ეგ უნდა მეკითხა: შეგიძლია გამომყვე?-სააბაზანოდან თავი გამოვყავი და მომღიმარ ლეიტონს შევხედე
-იცი მემგონი ჩემი მომავალი რძალი უკვე ძალიან მომწონს-თვალი ჩამიკრა
-იცი მგონი მეც მომწონს ჩემი ქმრის და-ფეხსაცმლის მორგება დავიწყე
-კარგი ახლა წავედი მეც გამოვიცვლი და 10 წუთში ქვემოთ დაგელოდები
ჩაცმა მალე დავამთავრე, ისევე როგორც ლეიტონმა და მისივე მანქანით წავედით კაბების შესარჩევად, ყველაფრის მიუხედავად ძალიან მიხაროდა, რომ ასეთ მძიმე წუთებში ლეიტონი მყავდა გვერდით და ცდილობდა შესაძლებლობების ფარგლებში გავემხნევებინე. კაბების შერჩევის პარალელურად ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ,
 გავიგე, რომ ლეიტონს 5 წლის შვილი ჰყავს და მასთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, რაც შეეხება მის ქმარს, გაყრის შემდეგ მან ლოს ანჯელესში არჩია დარჩენა და პატარა ჯეიკიც ახლა მამასთან არის, ლეიტონმა მასაც შეურჩია სამოსი და ცენტრალურ პარკში წავედით იმისათვის, რათა მამამისს შევხვედროდით და ჯეიკი სახლში წაგვეყვანა.
-ლეიტონ, ჯეიკმა ვიქენდებზე სანაპირო სახლში მთხოვა წაყვანა და იმედია წინააღმდეგი არ იქნები, თუ რასაკვირველია მანამდე არ აპირებთ..
-არა ედ, მე და ჯეიკი რამდენიმე თვეს გავატარებთ ლოს ანჯელესში, ასე რომ.. ხო მართლა, ედ გაიცანი ეს ბლეიქია, ჩემი სარძლო, ბლეიქ! ეს ედია, ჩემი ყოფილი მეუღლე-კიდევ კარგი ლეიტონმა დროზე გამაცნო თავისი ქმარი, თორემ მთელი ამ დროის განმავლობაში თავს ზედმეტად უხერხულად ვგრძნობდი
-ძალიან სასიამოვნოა!-გულბილად გამომიწოდა ხელი ედმა, რაზედაც ისეთივე გულთბილად ვუპასუხე:
-ჩემთვისაც სასიამოვნოა! და ამ უსაყვარლეს არსებას არ გამაცნობთ?-ჯეიკის წინ ჩავიმუხლე, ცხვირზე ხელი მოვუსვი და ლოყაზე ვაკოცე
-მე ჯეიკი მქვია-მოზრდილი ადამიანივით გამომიწოდა ხელი ჯეიკმა
-ძალიან სასიამოვნოა ჯეიკ!-მეც გულითადად ჩამოვართვი ხელი და მის ღიმილს ღიმილითვე ვუპასუხე
-შენ ბიძაჩემის ცოლი უნდა გახდე? -მკითხა შემდეგ დიდი ინტერესით
-გაგიხარდება თუ გეტყვი, რომ კი-უკვე ჯეიკს ისე აღვიქვამდი, როგორც თანატოლს
-ძალიან ძალიან გამიხარდება, შენნაირი ლამაზი ბიცოლა ხომ ბევრს არ ჰყავს-თავი მოიწონა ჯეიკმა,რაზეც ყველას ერთად გაგვეცინა
-თქვენთან ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ შეხვედრაზე მეჩქარება, აბა იმედია უქმეებზე გნახავთ-დაგვემშვიდობა ედი, ჯეიკს შუბლზე აკოცა და წავიდა
-ლეიტონ, შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ.. შეიძლია მითხრა რატომ დაშორდით?-ვკითხე, როცა ლეიტონმა მანქანა სახლთან მიაყენა და ჯეიკობმა ეზოს გადარბენა მოასწრო
-ჯეიკ ფრთხილად! -მიაძახა ლეიტონმა, მანქანის კარები მიიხურა და ჩემთან ერთად ნელა გაუყვა ბილიკს-სათქმელი არც არაფერია, ოჯახისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა, ვერც საერთაშორისო შემოთავაზებებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე ამბობდა უარს, ხშირად ისეც ხვდებოდა, რომ თვეში რამდენჯერმე ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას, ასე რომ გადავწყვიტე, რომ კარიერა მისთვის ყოველთვის ნომერ პირველ ადგილზე იქნებოდა და არ მინდოდა ხელისშემშლელი ფაქტორი გავმხდარიყავი
-და სიყვარული? ვერ უარყოფ, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა ჯერ არ განელებულა-სახლის კარები შევაღე და მისაღები ოთახისკენ გავუყევით გზას, თუმცა ჯეიკმა აქაც არ გვადროვა, დერეფანი სულ სირბილით გაიარა და ოთახში შევარდა
-Hey Buddy!-მისი ნახვით აღტაცებული ჩეისი სწრაფად წამოდგა სავარძლიდან, ჯეიკი ხელში აიტაცა და მასთან ერთად დიდხანს ტრიალებდა, შემდეგ კი თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა
-ძია ჩეის, რატომ არ მითხარი, რომ ასეთი ლამაზი საცოლე გყავდა-ხელები გადააჯვარედინა ჯეიკმა და გაჯავრებულის იერით ჩეისს შეხედა
-ეს ბავშვი ნამდვილი სასწაულია-გაეღიმა ლეიტონს და ზევით ავიდა, მე კი ერთ ადგილას ვიდექი და უეცრად გამოცვლილ ჩეისს შევყურებდი
-აჰა, ესე იგი ასე არა?..-ჩეისმა მე გამომხედა, შემდეგ კი ჯეიკი ტახტზე წამოაგორა და დიდხანს უღიტინებდა*,  გამხიარულებული ბავშვიც მთელი გულით იცინოდა და მე მეძახდა
-ბლეიქ! ამოდი რა შენი დახმარება მჭირდება-დამიძახა ლეიტონმა, მე კი პასუხი არც გამიცია, თვალს ვერ ვწყვეტდი ჯეიკსა და ჩეისს და თან კიბეებს ნელა მივუყვებოდი..

მადლობა ბავშვებო, რომ კითხულობთ ჩემს მოთხრობას, ძალიან მინდა მაქსიმალურად მკაცრი და უხეში პერსონაჟი/ები აღვწერო და შეიძლება ზოგჯერ დაშვებულ ნორმებსაც გადავაბიჯო, მაგრამ რატომრაც ეს მოთხრობა ძალიან შემიყვარდა და ძალიან მინდა მოულოდნელად და განსხვავებულად დავასრულო
კომენტარები არ დაგავიწყდეთ:* <3:*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 681 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-04-13 Spam
dzaan momwons <3
yochag,nichieri xar dzaan <3
umagresi motxrobaa <3