მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 24 » Just The Way You Are. Part=32=
8:11 PM
Just The Way You Are. Part=32=
Just The Way You Are. Part=32=
Dirty თავია, ამიტომ 13+სრულიადში

 


-Oh shit!-ერთი კარგად შეიკურთხა, ხელი ძლიერად მომკიდა და სირბილით გამაქანა გაურკვეველი მიმართულებით-ტაქსი!-შესძახა უცებ, ხელი ტაქსის მანქანას აუწია, რომელმაც გაჩერება არ დააყოვნა, ჩვენც სწრაფად ჩავსხედით და ტრიუმფალურ თაღთან მიყვანა ვთხოვეთ

-როდესაც ტრიუმფალურ თაღზე ვფიქრობ, უნებურად რემარკის ნაწრმოები მახსენდება-ვუთხარი ჩეისს, როდესაც ტაქსიდან გადმოვედით და ნელი ნაბიჯებით დავუყევით გზას ტრიუმფალური თაღისაკენ

-ძალიან გთხოვ არ მითხრა, რომ რავიკთან გაჯიბრება მომიწევს-ცალი ხელი მხარზე მომხვია და გულთან მიმიკრა

-აჰამ..-ვუთხარი დაუფიქრებლად-მოიცა.. შენ რა „ტრიუმფალური თაღი" წაკითხული გაქვს?-გაკვირვებულმა მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე და თვალებში ჩავხედე

-რატომ გიკვირს?-მკითხა ერთგვარი შეურაცხყოფილი ხმით

-არ ვიცი.. უბრალოდ არ მეგონა კითხვა თუ გიყვარდა..მითუმეტეს სასიყვარულო ჟანრის ნაწარმოებების..-ვუთხარი და მის მკლავებში ძველ მდგომარეობას დავუბრუნდი

-ჩემზე ბევრი რამ არ იცი, მაგრამ არაუშავს, ამასაც გამოვასწორებთ-მითხრა თუ არა თავზე მაკოცა და სხეულში იმხელა სითბო ჩამეღვარა, რომ უნებურად დავხუჭე თვალები.

ამბობენ მარტოობამ შეჩვევა იცისო, სანამ ჩეისს შევხვდებოდი ვგრძნობდი, რომ ამ ფრაზის ძალას მეც ვემორჩილებოდი. უკანასკნელი წლები ჩემი ცხოვრება მხოლოდ სამსახურით შემოიფარგლებოდა, მეგობრებიც არ მყავდა, არც სურვილი მქონია მყოლოდა, თუ ოდესმე ვინმესთან გამოსაუბრება მომინდებოდა, ისიც ზოგად საკითხებზე, ჩემს ასისტენტ სარას მივმართავდი, მაგრამ როგორც კი მივხვდი ჩემს სულიერ სამყაროსთან ზედმეტად ახლოს რომ მოვუშვი, მის მიმართაც სწრაფად შევიცვალე დამოკიდებულება და დარწმუნებული ვარ მისთვისაც ტიპიური ბოსის  განსახიერებას წარმოვადგენ განმგებლობის ტირანული მეთოდებით. საოცარია, მაგრამ  სამსახურეობრივ ჭრილს მიღმა იმ ადამიანებზე არასოდეს მიფიარია, ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია. არ მინდოდა ვინმე ახლოს მომეშვა და ჩემს შესახებ მეტი გაეგო, ვფიქრობდი ასე უფრო სუსტი გამოვჩნდებოდი და დღემდე მეგონა, რომ ჩემი ამ ქმედებებთ „რკინის ლედის" სახელი დავიმკვიდრე. პრინციპში ეს ასეც არის, უფრო სწორედ იყო, რადგან ჩეისმა, უხეშმა, თავქარიანმა, დაუმორჩილებელმა და ოდესღაც ჩემთვის საძულველმა ადამიანმა მოახერხა, რომ თავი ნამდვილ ქალად მაგრძნობინა, ქალად, რომელსაც ისევე სტკივა, განიცდის და უმძიმს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს და დღეს ამას ნაკლად სულაც არ მიიჩნევს, პირიქით, ახლა მეტ თავდაჯერებულობას ვგრძნობ, ვგრძნობ სილაღეს, თავისუფლებას, კმაყოფილებას და რაც მთავარია ბედნიერებას, დიახ, მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს, ადამიანი, რომელიც ჩემში საოცარ შეგრძნებებს იწვევს, რომელსაც მზად ვარ ჩემი შინაგანი მე გავაცნო, რომლის მკლავებში ტირილისაც არ მერიდება და რომლის გვერდითაც თავს დაცულად ვგრძნობ. ალბათ ვგიჟდები, მაგრამ თანახმა ვარ ვატარო გიჟის სახელი, რადგან ჩეისს ასეთიც ვეყვარები, ეყვარება მასზე სიყვარულისაგან გაგიჟებული ბლეიქ ლაივლი...

-მემგონი ჯობია დავბრუნდეთ! მალე ალბათ გათენდება კიდეც, გადაღლილი იქნები და უკეთესი იქნება თუ დაისვენებ-მითხრა ჩეისმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ და ფიქრებიდანაც გამომიყვანა. საპასუხოდ არაფერი მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ფეხით დავუყევით სასტუმროსკენ მიმავალ გზას, რადგან მივხვდით, რომ შუაღამისას ტაქსისთვის ლოდინს აზრი არ ჰქონდა

-ძილი ნებისა საყვარელო-მითხრა ჩეისმა, როდესაც ჩემი ნომრის კარი შევაღე

-ძილი ნებისა ჩეის-ვუთხარი საპასუხოდ და ვიგრძენი როგორ დამწყდა გული ჩეისი რომ მისი ნომრისკენ დაიძრა-Hey!-მივაძახე დაუფიქრებლად და მცირედი ყოყმანის მიუხედავად მისკენ სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი-you forgot your goodbye kiss-ვუთხარი დაბალ ხმაზე, მისი სახე ხელებში მოვიქციე, ჯერ მისი განცვიფრებული და იმავდროულად კმაყოფილებით აღსავსე თვალები, შემდეგ კი ვარდისფერი, სქელი ტუჩები შევათვალიერე და მის ბაგეებს დავეწაფე

-ჭკუიდან მშლი ბლეიქ ლაივლი-შუბლი ჩემსას მიადო, ხელები თმებში შემიცურა, დერეფნის კედელს ზურგით ამაკრო და გახშურებული სუნთქვის ფონზე განაგრძო ჩემი კოცნა.

ხელები თმებში შევუცურე და ძლიერად მოვქაჩე, ჩეისმა მარჯვენა ხელით თავი დამიჭირა, მარცხენა კი თეძოებთან ჩააცურა, ვგრძნობდი როგორ მიხშირდებოდა სუნთქვა და როგორ თანდათან ძლიერდებოდა სურვილი იმისა, რომ სულითაც და ხორცითაც ჩეისის გავმხდარიყავი, თუმცა ამავდროულად მეშინოდა, მეშინოდა იმისა, რომ ზედმეტად ვჩქარობდი და ადრე თუ გვიან ამ საქციელს ვინანებდი

-არ შემიძლია-ჩეისმა კოცნა შეწყვიტა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია-კიდევ ცოტაც და გეფიცები თავს ვეღარ შევიკავებ-თქვა და სიტუაციის განსამუხტავად გაიღიმა, თუმცა მიხვდა რომ ღიმილი უადგილო იყო და სახეზე ერთგვარი შიში და იმავადროულად მოუთმენლობა გამოეხატა

-რისი გაკეთება გინდა ჩეის?-ვკითხე სრულიად დარწმუნებულმა, რომ მისგან იმას მოვისმენდი, რისი გაგონებას მეტ გამბედაობას შემმატებდა

-ნუ მეკითხები იმას, რისი პასუხიც წინასწარვე იცი

-მინდა ეს შენგან მოვისმინო..-არ ვეშვებოდი

-გაინტერესებს რა მინდა?..-ჩეისმა ღრმად ამოისუნთქა და უცნაურად აელვარებული თვალებით განაგრძო-მინდა გაგჟიმო, ხო ბლეიქ, მინდა მთელი სხეულით გიგრძნო, სიამოვნების ექსტაზში მყოფმა მინდა ჩემი სახელი იყვირო.. ღმერთო ბლეიქ.. მინდა ისევე გადახვიდე ჭკუიდან, როგორც მე, როცა მეხები.. ეს რაღაც სიგიჟეა.. არ მჯერა, რომ ამას გეუბნები ბლეიქ-თქვა თუ არა, სახეზე ისევ ძველებური ღიმილი გადაეფინა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მის სიტყვებს ნანობდა, რადგან ეშინოდა რეაქციისა, რომელიც შეიძლებოდა მქონოდა

-ჰოდა გააკეთე ის, რაც ცოტა ხნის წინ მითხარი-ვუთხარი სრული თავდაჯერებით და ჩემი თავის გამიკვირდა, რომ მისი ბინძური აზრების გაცნობისათვის სილა არ გავაწანი ან არ ვეჩხუბე, მაგრამ ალბათ ეს ის იყო, რისი მოსმენაც მისგან მინდოდა

-ბლეიქ..

-just do it!-ვუბრძანე და მასთან ახლოს მივედი, ისე რომ სულ რამდენიმე სანტიმეტრიღა გვაშორებდა ერთმანეთს, ჩემი თითები მისაში ავხლართე და თვალებში ჩავხედე

-მისმინე.. არ მინდა რაიმე გაიძულო.. ის ფაქტი, რომ შენთან ღამის გატარება მინდა, სულაც არ ნიშნავს, რომ...

-I wanna do it.. as much as you do..-ყურთან ვუჩურჩულე და ცალი ხელი კისერზე მოვხვიე

-საკუთარ თავს დააბრალე-ხრინწიანი ხმით ნათქვამმა მისმა სიტყვებმა ჩემში სასიამოვნო ღიმილი გამოიწვიეს და მის კოცნას მეც კოცნითვე ვუპასუხე. ჩეისმა ხელები ბარძაყებზე მომკიდა და ფეხები მისი წელისთვის შემომახვევინა, ხელები თმებში შევუცურე და მისი სიახლოვისაგან გაბრუებულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ მივუახლოვდით ჩემი ნომრის კარებს. ჩეისმა კარები შიგნიდან ჩაკეტა, ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია და საწოლისკენ წამიყვანა. საწოლზე გულაღმა მწოლიარეს ჩეისმა სწრაფად გადამაძრო მაისური, კოცნის პარალელურად შევეცადე ჩეისისთვის თავად გამეხადა ზედატანი, მაგრამ ხელები თმებში ამეხლართა და ჩემი დაწყებული საქმე ჩეისმა განაგრძნო, მალე ჩემი და ჩეისის შარვლები ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდნენ იატაკზე მომოფანტულნი

-ჩეის..-დავუძახე ოდნავ შეცბუნებულმა, როცა სხეულზე ამობურცულობა ვიგრძენი

-Don’t worry.. you’re gonna like it..-ჩაღიმებით მითხრა, როდესაც მიხვდა, რამაც გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია

ჩეისმა ტუჩებიდან ჯერ ყელზე გადმოინაცვლა, შემდეგ კანის წოვა დამიწყო და კოცნით მკერდამდე ჩავიდა, მალე ზურგზე ჩეისის შეხება ვიგრძენი, რომელმაც წამის უსწრაფესად შემიხსნა ლიფი და ოთახის სიღრმეში მოისროლა. ლიფს მალე ჩემი და ჩეისის ტრუსებიც მიჰყვნენ და მის წინაშე სრულიად შიშველი აღმოვჩნდი

-ჩეის..-წამოვიყვირე სიამოვნებისაგან, როდესაც ჩეისი კოცნით ამოუყვა ფეხებს, შემდეგ მუცელზე გადაინაცვლა და როგორც კი ტუჩებამდე ამოაღწია ვიგრძენი როგორ შემოვიდა ჩეისი ჩემში...



ვაიმეო რა მოხდაო ამ თავშიო?? ნუ იმედია 13+ხართ ყველა, ნუ მთლად ეგეთი Dirty-ც არ იყო ახლა, მაგრამ მაინც..:დ
ნუ მოკლედ მადლობა კომენტარებისთვის, მართლა გამიხარდა,რომ საიტზე კიდევ დარჩით ამ მოთხრობის მკითხველები, როგორც კი 5 კომენტარი აუგროვდება შემდეგ თავს დავდებ..
აბა ტქვენ იცით, კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები <3:*))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 839 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2014-02-01 Spam
ohoo ^^
momnatrebia es motxroba :*** dzaaliaan kargia :**