მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 19 » Just The Way You Are. Part=31=
5:12 PM
Just The Way You Are. Part=31=
Just The Way You Are. Part =31=
მოთხრობის მკითხველები სრულიადში))

 


-თორე ისე ძალიან შემიშლიდა.. დაველაპარაკები დღეს ალბათ..-კარზე ზარი გაისმა და მეც საუბრის პარალელურად კარის გასაღებად გავემართე-მოგვიანებით დაგირეკავ-სწრაფად გავუთიშე და კარებთან ორ კაცზე გაწყობილ მაგიდას დავაშტერდი, რომელიც ყვავილებითა და სანთლებით იყო მორთული, მალე კი  მაგიდის მეორე ბოლოში, ჩემგან ზურგით მდგარი მამაკაცი შემობრუნდა, ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ეჭირა, შემობრუნებისას ვარდის გვირგვინს აკოცა და გამომიწოდა

-სულ მცირედი, რითიც ჩვენი პარიზული ცხოვრების დასაწყისი მინდა აღვნიშნოთ..

-ჩეის..-სახეზე სიამოვების ღიმილი გადამეფინა, თავი დავხარე და ვარდის სურნელება შევიგრძენი-შემოდი-დროზე მოვეგე გონს და ვანიშნე ოთახში შემოსულიყო

-დიდი ხანია გღვიძავს?-სკამი გამომიწია, მეც ნელი ნაბიჯებით დავიძარი და მაგიდას მივუჯექი

-არც ისე-ვუთხარი და მადლობის ნიშნად გავუღიმე-სხვათაშორის, სანამ კარს გავაღებდი მაილის ველაპარაკებოდი, მითხრა ლეიტონს უნდოდა თქვენთან დალაპარაკებაო

-ამას წინათ დამირეკა ლეიტონმა, პარიზული თაფლობისთვის დასაწყისი მოგვილოცა-ეს თქვა თუ არა ქვემოდან ამომხედა მომნუსხველი თვალებითა და ისეთი საოცარი ღიმილით, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი

-როდის ელაპარაკე?-წითელი ღვინო მოვსვი და შევეცადე მშვიდად განმეგრძო საუბარი, ვერ ვხვდები ასე უცებ რა შეიცვალა ჩემში, მაგრამ საკუთარ თავს უეცარ გარდატეხას ვატყობდი, ასეთი მორცხვი და გაუბედავი ჩეისთან არასოდეს ვყოფილვარ..

-როგორც კი ნომერში შევედი მობილურმაც დარეკა, გამოსვლა მინდოდა, მაგრამ გადავწყვიტე აღარ შემეწუხებინე-არ ვიცოდი მისი ამ ნათქვამისთვის რა მეპასუხა, ამიტომ თბილი ღიმილით შემოვიფარგლე და კიდევ ერთხელ მოვსვი ღვინო

-რამდენი ხანი ვაპირებთ პარიზში დარჩენას?-ვკითხე მცირე ხნის დუმილის შემდეგ და ვახშმობა განვაგრძე

-სავარაუდოდ სამი დღე-მშრალად მიპასუხა, მაგრამ შევნიშნე თითქოს რაღაცის დამატებას აპირებდა, შემდეგ კი უეცრად გაჩუმდა, მეც დანა-ჩანგალი თეფშს შემოვუწყვე, რამდენიმე წამი მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი გავჩერდი, მერე ფეხზე წამოვდექი, ოთახის მეორე ბოლოსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, თუმცა მალევე შემოვბრუნდი

-ჩეის, არ ვიცი რა მჭირს..-დავიწყე საუბარი და შევნიშნე, რომ ჩეისს სახე ეცვალა, გაოგნებული და ოდნავ შეშფოთებული სახით მიყურებდა, თითქოს უსიამოვნო სიახლის მოლოდინში გაირინდაო-არა, არა არ მინდა აღელდე, რაიმე დრამატულის მოყოლას არ ვაპირებ.. ო, ღმერთო!-წამოვიძახე ჩემთვის, ერთი ხელი შუბლზე მივიდე, მეორეთი კი დოინჯი შემოვირტყვი, შემდეგ სწრაფად დავიძარი მაგიდისკენ და ჩემს ადგილას მოვთავსდი-მოკლედ.. ძალიან მიჭირს ახალ ბლეიქთან და ახალ ჩეისთან შეგუება, ორივე ძალიან შევიცვალეთ, რაც ერთი მხრივ თითქოს მომწონს, ძალიან თბილი და ყურადღებიანი გახდი, უბრალოდ არ ვიცი რამდენად ვარ მზად ამ ყველაფრისთვის, არ ვიცი მას შემდეგაც მოგინდება ჩემთან ყოფნა თუ არა რაც ნამდვილ ბლეიქ ლაივლის გაიცნობ?-ჩეისი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, როგორც კი ჩემამდე მოვიდა ჩაიმუხლა და ჩემი ხელები მისაში მოაქცია, მე კი კვლავ განვაგრძობდი-მე ხომ ყოველთვის უხეში, თავხედი, დაუმოჩილებელი ვიყავი.. ისიც კი არ იცი საწოლში როგორი ვარ.. რა გაცინებს?-ვკითხე, როცა ჩემმა ბოლო ნათქვამმა გულიანად გააცინა-არ მინდა ჩემთან იწვე და სხვა ქალზე ფიქრობდე, სხვას მადარებდე..-ჩეისმა ტუჩებზე თითი დამადო და გაგრძელების ნება არ მომცა

-ურთიერთობა, რომელიც იწყება საწოლში, მთავრდება საწოლშივე, ეს კარგად დაიმახსოვრე და არც ის დაივიწყო, რომ მე ქალის იდეალი უკვე ნაპოვნი მყავს და დარწმუნებული იყავი: ბლეიქ ლაივლი, რომელიც ახლა ჩემს გვერდითაა, რომელსაც ვეხები-ხელზე მაკოცა- რომლის სურნელსაც შევიგრძნობ-სახე ახლოს მოსწია და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა-რომლის მომნუსხველი ხმაც საუკეთესო მელოდიად ჩამესმის და რომლის თვალებიც უკიდეგანო სივრცეში ჩანთქმას მიქადის, მთელი მისი შინაგანი სამყაროთი, დადებითი და უარყოფითი თვისებებით, მისი ბავშვური გამოხტომებით, ქალური ეჭვიანობითა და მბრძანებლური, თუმცა იმავდროულად მოსიყვარულე კილოთი სიკვდილამდე ჩემი ქალის სახელს ატარებს.

ჩეისის ნათქვამმა მთელი სამყარო თავდაყირა გადამიტრიალა, სიამოვნებისაგან სახე გამებადრა, თითქოს მუცელში პეპლების ფრენა ვიგრძენი,  ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ქვეყანა ჩემი და ჩეისის, ჩვენს სამფლობელოდ ქცეულა, თითქოს სრულ სიჩუმეში ანგელოზების ხმა გაისმა, ანგელოზებისა, რომლებიც ჩვენს სიყვარულს უგალობდნენ და ადიდებდნენ.

გულმა გონებას ფიქრი შეაწყვეტინა, თითქოს ყველა დამაბრკოლებელი ფაქტორისთვის გაუმჭვირვალე ფარდა გადააფარებინაო და გამარჯვებული გულის კარნახით ჩეისის იმ ტუჩებს დავეწაფე, რომელსაც ჩემი თვალები კარგა ხანია გემრიელ ლუკმად მოიაზრებდნენ.

blake lively, chace crawford, gossip girl, nate, serena

სხეულის ყოველი ნაწილი თავის ნებაზე მივუშვი და ნება დავრთე ბოლომდე დახარჯულიყვნენ. ცალი ხელი კისერზე მოვხვიე, მეორე კი თმაში შევუცურე და მთელი ტანით მას მივეკარი, თითქოს მაგნიტი მიზიდავდა და მისგან განთავისუფლებას ვერ ვახერხებდი..

ჩეისის ხელები ჩემს წელზე დასრიალებდნენ, ვგრძნობდი, რომ ეს ვნებით სავსე კოცნა მალე უფრო სერიოზულში გადაიზრდებოდა, ერთი მხრივ მინდოდა ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ მეორეს მხრივ არ მინდოდა დილით გაღვეძიბულს ჩემი საქციელი მენანა და ამით ყველაფერი გამეფუჭებინა, ამიტომ კოცნა შევწყვიტე, მაგრამ ჩეისს არ მოვშორებივარ, ჩემი შუბლი მისას მივადე და რამდენიმე წამი გახშირებულად ვსუნთქავდი, მინდოდა ჩეისისთვის რამე მეთქვა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ვერც ადგილიდან ვიძროდი, ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე და ძლიერად მოვეხვიე.

-მაგიჟებ ბლექი ლაივლი-მიჩურჩულა ძალიან ნაზად, რამაც ჩემდაუნებურად ღიმილი მომგვარა, მომწონდა რომ მისთვის სასურველი ვიყავი, რომ გაგებით ეკიდებოდა ჩემს პოზიციას, რომ ცდილობდა ეჩვენებინა- მისი გრძნობა ყოველგვარ მატერიალურ ფასეულობაზე მაღლა იდგა, მინდოდა მეყვირა მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ეს სიტყვა ბევრად უფრო ძვირად მიღიდა, ვიდრე ვნებას აყოლილი გულის უეცარი წამოყვირება..

blake lively, chace crawford, gossip girl

-მოდი დღეს სასეირნოდ გავიდეთ, წამოხვალ?-მკითხა, როცა თავი მისგან გავინთავისუფლე და მორიდებით დავაცქერდი მის თვალებს

-ასეთ დროს?-ვკითხე და საათს დავხედე, ღამის თორმეტი სრულდებოდა

-რატომაც არა, ეს ხომ პარიზია პატარავ-მიპასუხა და წარბები მაცდურად აათამაშა

-კარგი, მაშინ ცოტა ხანი დამელოდე, გამოვიცვლი და გამოვალ-ცალი ხელით ვანიშნე გასულიყო

-რა საჭიროა, ისედაც მშვენივრად გამოყურები-თვალი ჩამიკრა, ხელი ჩამკიდა და კარებისკენ წამიყვანა

-კი მაგრამ...

-არავითარი მაგრამ, დაუჩქარე!-ხელით ოდნავ წინ მიბიძგა, სწრაფად გამიღო კარი და დერეფანს ხელიხელჩაკიდებულნი გავუყევით, ლიფტისთვის დიდხანს არ გვიცდია, რაც შეეხება ქვედა სართულს, აქ მცირე ხნით შევყოვნდით, თავი რამდენიმე პაპარაცს მოეყარა, ალბათ რომელიმე ჩვენგანის დაფიქსირებას ლამობდნენ; მათი სასტუმროში ყოფნა მაშინ შევნიშნე, როცა ლიფტის კარების გაღებისთანავე ჩეისმა წელზე ხელი მომხვია და კიბეებისკენ გამაქანა

-ფრანსუა მოიტანე რაც გთხოვე?-ჰკითხა მომსახურე პერსონალის ფორმაში გამოწყობილ, სასიამოვნო გარეგნობის მქონე ორმოციოდე წლის მამაკაცს,რომელიც ლამის არსაიდან აიტუზა ჩვენს წინ და  რომელმაც თანხობის ნიშნად გაგვიღიმა და სათვალეები და კეპები მოგვაჩეჩა, მეც დიდხანს არ მიყოყმანია, მალევე მივხვდი რაშიც იყო საქმე, კეპი და სათვალე მოვირგე და ჩეისს ავეკარი

-გამომყევით-გვითხრა ფანსუამ და გორგოლაჭებიანი დიდი ყუთით, რომელშიც ოთახის დასალაგებელი ნივთები იდო მთავარი შესასვლელისკენ დაიძრა, ჩეისი მას გვერდით მიჰყვა, მე კი ჩეისს პიჯაკში ჩავაფრინდი და სანტიმეტრების მანძილზე მივყვებოდი უკან

-სწრაფად!-შემომძახა ჩეისმა და კარებს გავცდით თუ არა ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ-აი ასეთი მარტივია პაპარაცებიც გაცურება-სიცილში ამყვა ჩეისიც

-გენიოსი ხარ ჩეის-მხარზე ხელი დავკარი და სასტუმროს შესასვლელისკენ გავახედე, საიდანაც პაპარაცები ჩვენი მიმართულებით მორბოდნენ

-Oh shit!-ერთი კარგად შეიკურთხა, ხელი ძლიერად მომკიდა და სირბილით გამაქანა გაურკვეველი მიმართულებით-ტაქსი!-შესძახა უცებ, ხელი ტაქსის მანქანას აუწია, რომელმაც გაჩერება არ დააყოვნა, ჩვენც სწრაფად ჩავსხედით და ტრიუმფალურ თაღთან მიყვანა ვთხოვეთ...




როგორც იქნა 'საზაფხულო პაუზის' შემდეგ გადავწყვიტე ახალი თავი დამედო, ძალიან მომენატრეთ აიფანელებო და მიხარია საიტზე დაბრუნება, იმედია ისევე გააქტიურდებით, როგორც უწინ.
..ბევრი ვიფიქრე განმეგრძო თუ არა წერა და საბოლოოდ გადავწყვიტე ეს ერთი თავიც დამედო, თუ 8-ზე მეტი კომენტარი ექნება შემდეგ თავსაც დავდებ

აბა თქვენ იცით, თქვენი კომენტარები ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ ველოდები შეფასებებს)))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 888 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2014-01-03 Spam
ahahahhahhahahahhah biggrin
ra magariaa happy
ramdeni xani velodii axal tavs da uraa <333
dzalian magari iyoo rogorc yoveltvis ♥
martlaa happy
uzomod momewona <33
da dzalian gtxoov aii amrtla dzalian )))
gaagrdzele raa )))