მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 31 » Just The Way You Are. Part=25=
6:26 PM
Just The Way You Are. Part=25=
Just The Way You Are. Part =25=
"Passenger-Let Her Go"
 


http://24.media.tumblr.com/tumblr_m3vma875991qii7i0o2_500.png


-შენ რა სერიოზულად ამბობ?!-ვიცოდი ასე ჩემს გასაბრაზებლად იქცეოდა და არ მინდოდა ავყოლოდი, მაგრამ ამ წვეულებაზე წასვლა ძალიან მინდოდა, ჩეისი კი მთელს ჩემს, უფრო სწორად ჩვენს გეგმებს ცვლიდა, რადგან მის გარეშე ჩვენ სამსაც დარჩენა გვიწევდა
-რა მეტყობა, რომ ხუმრობის ხასიათზე ვარ?-როცა სამზარეულოში შევედი ვაშლს ჭამდა და გამომწვევი თვალებით შემომხედა
-შენ არ შეგიძლია ასე მომექცე, ასე მოგვექცე  ყველას-ოთახში მაილიც შემოვიდა
-ჩეის, ჩემი ხათრით მაინც-გაიბრძოლა მაილიმაც
-ასე ძალიან გინდა წასვლა?-ჰკითხა მაილის, რომელმაც საპასუხოდ თავი დაუქნია და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო-კარგი ჯანდაბა, გადავდებ ჩემს საქმეს-თქვა უცებ და გახარებულ მაილის შუბლზე აკოცა, ოთახიდან კი ისე გავიდა, რომ ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს
-ნახე?-მითხრა მაილიმ მისი გასვლისას-წამოსვლას დათანხმდა, შენ კიდევ ცხვირ-პირი ჩამოგტირის
-ასეთი წამოსვლა თუ მიღირდეს რამედ..-უკმაყოფილო გამოვდიოდი სამზარეულოდან
-კარგი რა.. ვერ  ხედავ შენს გაბრაზებას რომ ცდილობდა?-გამომყვა მაილიც
-მოახერხა კიდეც და გთხოვ მასზე გადაკრულად ნუღარ დამიწყებ ლაპარაკს.-
პასუხის გაცემა აღარ ვაცადე ისე ავედი კიბეებზე, სადაც გვერდით ლამის ჩამიქროლა აჩქარებულმა ჩეისმა, რომელსაც მზერა მანამ გავაყოლე, სანამ შემოსასვლელ კარებს გაიხურავდა, შემდეგ კი ჩვეული გზა განვაგრძე, საძინებელში შევედი და საწოლზე წამოვწექი. რადგან დილით ადრე გავიღვიძე, შესაბამისად შესანიშნავი საშუალება მომეცა კარგად გამომეძინა და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე კიდეც, საკმაოდ დიდხანს მეძინა, საღამოს როცა გამომეღვიძა ქვევით ჩავედი და მაილის ვახშმის მომზადებაში, შემდეგ კი მაგიდის გაწყობაში დავეხმარე და ლიამმა, მე და მაილიმ ერთად ვივახშმეთ-ჩეისი ჯერაც არ იყო დაბრუნებული, ბევრზე არაფერზე გვილაპარაკია, მაილი ახალი ალბომის გამოშვებაზე ფიქრობდა და სამომავლო გეგმები გაგვაცნო, სასაუბრო თემაც ძირითადად სწორედ მაილის ახალი ალბომი იყო.
როცა ვახშმობას მოვრჩით დაღლილი ლიამი პირდაპირ დასაძინებლად წავიდა, მე და მაილიმ კი სამზარეულო მოვაწესრიგეთ, დაახლოებით ერთ საათში ლიამს მაილიც აჰყვა და ქვევით მარტო დავრჩი, ცოტა ხანი სოციალურ ქსელებში სიახლეებს ვათვალიერებდი, ჩემზე და ჩეისზეც ვნახე რამდენიმე სტატია, თუმცა მათი თვალიერების თავი არ მქონდა, ამიტომ სწრაფად დავხურე ლეპტოპი და ღამის პირველი საათისთვის დასაძინებლად ავედი, რადგან ჩეისი არც ამჯერად იყო მოსული, ვიფიქრე ალბათ ღამეს არ გაათევს სახლშითქო, კარები ჩავკეტე, ფანჯრებიც შევამოწმე და მშვიდად ჩამეძინა. შუაღამისას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა
-ბლეიქ ჩეისი ვარ, გასაღები დამრჩა და შეგიძლია კარი გამიღო?
-არა!-მოკლედ მოვუჭერი, ყურმილი დავუკიდე და თავი ბალიშში ჩავრგე, თუმცა მობილურზე ზარები არ წყდებოდა, რამაც საბოლოოდ გამომაღვიძა და ადგომა მაიძულა, ფანჯრიდან გადავიხედე და ქვემოთ მდგარი ჩეისი დავინახე, რომელიც გამწარებული რეკავდა ჩემთან და თვალები ჩვენი ოთახისთვის არ მოუცილებია, როგორც კი შემამჩნია ხელით მანიშნა გავსულიყავი, მე კი ცოტა ხნით გართობა გადავწყვიტე, ფანჯარა გავაღე და დაცინვა დავუწყე, შემდეგ თავში რაღაც აზრი მომივიდა, მობილური ავიღე, კვლავ ფანჯარასთან დავბრუნდი, ხელით რაფას ჩამოვეყდენი და ხმამაღლა, ჩეისის გასაგონად დავიწყე საუბარი
-მგონი ერთ სკანდალს კროუფორდების ახალ შექმნილი ოჯახი აიტანს..
-რას აკეთებ?-ჩეისს მაილისა და ლიამის გაღვიძება არ უნდოდა, ამიტომ ლამის ჩურჩულებდა, მაგრამ რომ შეძლებოდა დარწმუნებული ვარ ყვირილით მთელს მაიამის დააყრუებდა
-პოლიციაში ვრეკავ, უნდა ვითხრა, რომ ჩემს ფანჯარასთან მთვრალი მამაკაცი დიდი ხანია დგას და მეტად საეჭვოდ იქცევა, ეს ამბავი ჟურნალისტების ყურამდეც მიაღწევს და როცა გაიგებენ, რომ ეს ვითომ მთვრალი მამაკაცი ჩეის კროუფორდია დარწმუნებული ვარ კონტრასტულ და მრავალგვარ ჭორს მოიფიქრებენ ამ მოვლენის ასახსნელად-მობილური ყურთან მივიდე
-ბლეიქ არ გაბედო-როცა ჩემს მომღიმარ და უდარდელ სახეს შეხედა ოდნავ მოლბა-გთხოვ..
-მე არ მაქვს გარანტიები, რომ ხვალინდელ წვეულებაზე თავდაჭერილი იქნები-გამომეტყველება არ შემიცვლია ისე ვუთხარი
-გპირდები, რომ ყველაზე თავდაჭერილი ვიქნები, ვისაც კი ოდესმე შეხვედრიხარ
-შენი დაპირებების არ მჯერა-თავზე ხელი გადაისვა, ერთხელ დატრიალდა, ალბათ რომ შეძლებოდა ადგილზე აფეთქდებოდა, მეც მომბეზრდა თამაში, მეგონა მიხვდებოდა და იქაურობას მოშორდებოდა, მაგრამ რადგან ასე არ მოხდა, ჩემს ისედაც გამორთულ მობილურს ფორმალურად დავაჭირე გამოსართავ ღილაკზე თითი და ჩეისს ვუთხარი ქვევით დამლოდებოდა. ხალათი მოვიცვი, ფეხზე ჩავიცვი და ქვევით ჩავედი
-შემდეგისთვის დაიმახსოვრე, რომ სახლში ადრე უნდა დაბრუნდე, ან მინიმუმ გასაღები მაინც უნდა წაიღო-კიბეებს ამოვუყევი და ჩეისიც უკან გამომყვა
-ყოველშემთხვევაში შენი თამაში მაინც დამამახსოვრდება
-უკაცრავად?-მისკენ არც მიმიხედავს ისე შევაღე საძინებლის კარი, ხალათი იქვე გადავკიდე, ფეხზე გავიხადე და საწოლში ჩავწექი
-ახლა მაინც ნუღარ თამაშობ, თითქოს არ ვიცოდე რისი გამკეთებელიც ხარ-ქამარი შეიხსნა, შარვალი გაიხადა, იქვე გადააწყო, მაისური ზედ გადაკეცა და გვერდით მომიწვა
-შენს მსახიობურ ნიჭსა თუ მიხვედრილობას აშკარად ვერ ვაფასებ სათანადოდ
-იმედი მაქვს დღეიდან მაინც შეიცვლება ამ მხრივ ვითარება
-რათქმაუნდა, მითუმეტეს, რომ შემდეგში თამაში აღარ დამჭირდება, მესამე შანსს აღარ ვიძლევი
-ვერც მაგაში დამარწმუნებ
-ჩემს გამოცდას არ გირჩევ-გვერდულად შევხედე და მის საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი.
ამის შემდეგ არც ერთს არაფერი გვითქვამს, სულელურად მომღიმარს ჩამეძინა და დილით ადრე გამეღვიძა, ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩეისი კვლავ გაურკვეველ ადგილას იმყოფებოდა, ლიამი გადაღებებზე იყო, მე და მაილი კი სახლში ხან რას ვაკეთებდით, ხან რას, რომ როგორმე საღამომდე გაგვეყვანა დრო.
ლიამი სახლში ადრე დაბრუნდა, ჩეისსაც ადრევე ველოდით, ამიტომ მზადება დავიწყეთ და სულ რამდენიმე წუთში ჩეისს დავუწყეთ ლოდინი.
მალე ხუთი სრულდებოდა, ჩეისი კი არსად ჩანდა, უკვე ძალიან ვბრაზობდი მასზეც და ვეღარც მაილის სიტყვები ახერხებდნენ ჩემს დამშვიდებას, მობილურზე ზარი შემოვიდა, მეგონა ჩეისი იქნებოდა, მეტყოდა მალე მოვალ დამელოდეთო, მაგრამ შევცდი,ჩემთან დაკავშირებას იანი ცდილობდა, რომელსაც აინტერესებდა როდისთვის მივიდოდით, გაბრაზებული ვაპირებდი მეთქვა ვეღარ მოვალთქო, მაგრამ როცა მაილის გავხედე ძალიან შემეცოდა, რადგან მას ჩემზე ნაკლებად როდი უნდოდა წასვლა, ჰოდა იანს ვუთხარი ჩემი მეგობარი მაილი და მისი შეყვარებული ლიამი მოვლენ, მე თავს შეუძლოდ ვგრძნობ და თუ უკეთესად შევიქენი მოვალთქო.
ცალკე ლიამისა და მაილის დარწმუნებამ მომიწია, უჩემოდ წასულიყვნენ, თავს მხნედ ვაჩვენებდი, მაგრამ რომ შემძლებოდა სიმწრი ცრემლებს გადმოვაფრქვევდი, თავის შეკავებამაც დიდხანს არ მომიწია, როგორც კი მაილი და ლიამი წავიდნენ მარტო დავრჩი და ცრემლებმა დაუკითხავად იქყეს დენა, ეს ცრემლები იყო სიბრაზის, სიმწრის, აუხდენელი სურვილის, რომ იანის წვეულებაზე წავსულიყავი.
ზემოთ ავირბინე და საწოლზე გავიშხლართე, ცრემლები ბალიშს ასველებდნენ და არც გაჩერებას აპირებდნენ.
-კიდევ კარგი დროზე მოგისწარით, ლიამი და მაილი სად არიან?-ჩეისის ხმა იყო, თუმცა თავი არ ამიწევია-ბლეიქ, გძინავს?-მომიახლოვდა და მხარზე ხელი შემახო...


ვიცი პატარაა, ამიტომ დადებაც არ მინდოდა, მაგრამ ისედაც დავიგვიანე, თან ცუდად გამომივა, მაგრამ დაწერის მუზა როდის მომივა არ ვიცი და ახლა ვამჯობინე დამედო.
ეს თავი ჩემს ყველა მკითხველს და ninaa-არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აგღნიშნო, რამხელა კომენტარი იყო, ახლაც მახსოვს :დ :*
აბა თქვენ იცით, კომენტარები არ დაგავიწყდეთ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 742 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-06-02 Spam
male gaagrdzele