მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 26 » Just The Way You Are. Part=23=
9:43 PM
Just The Way You Are. Part=23=
Just The Way You Are. Part =23=
for PrettyLittleLiar and MissBarnes
 









-ეგ არ თქვა..-ჩემთან ერთად გაეცინა, მერე კი ისევ დასერიოზულდა-ნიკი ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ემილის გამო ჩემთანაც არ გაწყვიტა კონტაქტი
-შენთანაც არ გაწყვიტა?? არ მესმის რაზე ლაპარაკობ
-მგონი დრო დადგა ნიკზე მოგიყვე....
-ყურადღებით გისმენ-ცალი ფეხი კიბის იმ საფეხურზე შემოვიკეცე, რომელზეც ვიჯექი, მეორე ფეხი ქვედა საფეხურზე მედო, ზურგით სახელურს ვეყრდნობოდი და ასეთივე პოზაში მჯდარ მაილის გაფაციცებით ვუსმენდი
-ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, ემილი და ნიკი დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ.. ერთ დღესაც, როცა ნიკი მივლინებიდან ნაადრევად დაბრუნდა და ემილის მიაკითხა იქ სხვასთან წაასწრო
-ვერ ვიჯერებ!-გაოცებისაგან ხელი პირზე ავიფარე
-ნამდვილად ასე იყო და წარმოიდგინე რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ისედაც ლამის მზად იყო მთელს სამყაროზე ეთქვა უარი ემილის გამო, რომელიც ყველასთან ცივი და უხეში იყო, ამის შემდეგ კი მთლიანად შეიცვალა, არავის ნახვა აღარ უნდოდა, აზიაში ჩავიდა რამდენიმე თვით, რათა ყველას განრიდებოდა, სმა დაიწყო, ყველგან ზიფათს დაეძებდა, როცა მიხვდა ქვეყნიდან გაქცევა საქმეს ვერ მოუგვარებდა უკან დაბრუნდა და მცირე ხანი ლოს-ანჯელესში დაჰყო, ამ დროისათვის ჩვენი კონტრაქტი უკვე გაუქმებული იყო, მაგრამ იმდენად დავახლოვდით, რომ არ შემეძლო ასეთ მდგომარეობაში მიმეტოვებინა, ჩემსავით მოიქცა ბევრი მისი ერთგული მეგობარი და ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ყოველშემთხვევაში ამის მცდელობა ჰქონდა, თუმცა სწორედ ამ დროს გამოჩნდა ემილიც და ნიკთან შერიგება სცადა..
-და მაშინათვე მიაღწია საწადელს-ვთქვი უსიამოვნოდ
-არც მთლად ასე იყო საქმე, ყველა იმას ვურჩევდით ნიკს არ შერიგებოდა და თავდაპირველად ასეთი გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ როგორც ასეთი ტიპის ქალებს ჩვევიათ ხოლმე ადვილად არ დანებდა და შედეგიც მიიღო
-არ მეგონა ნიკი ასეთი სუსტი და უნებისყოფო იყო-იმედგაცრიუებულმა ვუთხარი
-ასე ხდება, როცა გულით გიყვარს.. ყველაზე უარესი ის არის, რომ ემილის გამო თითქმის ყველა მეგობარი დაკარგა, საკუტარ მშობლებსა და დასაც კი ეჩხუბა, ერთადერთი ვისაც არასოდეს მიუტოვებია და ვინც მის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს სცემდა ბებია ელისაბედია
-არც მიკვირს, რომ ასეთი ახლო ურთიერთობა აქვთ, ბებია ელისაბედი საოცარი ქალია და ნიკს გაუმართლა, ასეთი მხარდამჭერი რომ ჰყავს გვერდით-ოდნავ შურსაც კი ვგრძნობდი მათი ურთიერთობის გამო
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ასეთი ურთიერთობა ბებიასა და შვილიშვილს შორის არც ისე ხშირი შემთხვევაა-მგონი მაილიც იგივეს ფიქრობდა
ამ ღამეს ძალიან ბევი ვილაპარაკეთ ნიკზე, ემილიზე და ბებია ელისაბედზე, ლეიტონზე, ედზე და ჯეიკზე, ლიამის, ჩეისისა და ტეილორის დღევანდელ „ტრიოზე", მაილიმ ისიც მითხრა ლიამს როლზე უარის თქმაც კი მოვთხოვეო, მაგრამ მაშინათვე გადაუთქვამს, როგორც კი მის დასამშვიდებლად ლიამი დიდი წუხილის მიუხედავად მაინც დათანხმდა ამ მოთხოვნას.
ვისაუბრეთ იანზეც და ჩემი გაოცება და აღფრთოვანება არ დამიმალავს მისი პიროვნებისადმი, ისიც ვუთხარი ხვალ კიდევ ვაპირებთ შეხვედრას მინდა მისი ნაწარმოებები გადავიკითხოთქო.
აცივდა, მაგრამ საუბარში გართულებს სახლში შესვლაზე არც გვიფიქრია. ალბათ ამიტომაც იყო, რომ კარებში ლიამი გამოჩნდა პლედით ხელში
-თუ აქ აპირებთ ღამის გათევას ჯობს მოიხუროთ-მაილიმ კმაყოფილებით სავსე თვალები მიანათა და სამადლობელად აკოცა
-მადლობა ლიამ-ვუთხარი მეც ჩემის მხრივ-მაგრამ ჯობია შიგნით გავაგრძელოთ არა? თან ცოტა არ იყოს მომშივდა
-მეგონა შუაღამისას ჭამა დაშვებულად მარტო მე მიმაჩნდა და უკვე ვნერვიულობდი-მაილი ლიამს გადაეხვია და ჩემი სახლში შესვლისთანავე ზღურბლს თავადაც გადმოაბიჯეს
-ვიფიქრე უკვე ეძინებათქო და გამეხარდა-ტახტზე გვერდით მივუჯექი, პულტი ხელიდან გამოვტაცე და სხვა არხზე გადავრთე, რაც დიდად არც მაინტერესებდა, ის კია, რომ ჩეისის გაბრაზებას ვცდილობდი
-ხოდა სულ ტყუილად იფიქრე-პულტი უკანვე გამომართვა და იმავე არხზე გადართო
-კარგი რა ბლეიქ! საჭმელად არ შემოვედით..-უკმაყოფილო მაილი ტახტის კიდეზე ჩამოჯდა, ლიამი კი ჩეისს მიუჯდა გვერდით
-მართალი ხარ, ხასიათის გაფუჭება ნამდვილად არ მინდა-წამოვდექი, მაილის ხელი მოვკიდე და ერთად წავედით სამზარეულოსკენ
-ამათი გაკეთებული საქმე ვინ ნახა?-მაილიმ სამზარეულოს მაგიდაზე მიუთითა, რომელიც ვახშმობის შემდეგ ჯერაც აულაგებელი იყო, ვახშმობით კი მხოლოდ ჩეისმა და ლიამმა ივახშმეს, ამის მიუხედავად სამზარეულოს მოწესრიგებაზე დიდად არც უზრუნიათ
-It’s men’s thing-სკამზე დაჯდომისას ცალი ფეხი შემოვიკეცე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მსუბუქად ვაპირებდი მევახშმა, მაილიც ასევე მოიქცა, ჯერ სამზარეულოდან გაციბული კერძი გააცხელა, შემდეგ კი ჩემს პირდაპირ დაჯდა-არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ამაღამ ძილი არ მეკარება-კვლავ მე განვაგრძე საუბარი
-მეც ეგეთ დღეში ვარ..იქნებ ფილმისთვის გვეყურებინა-შემომთავაზა ბოლოს
-კარგი აზრია, რამე განსაკუთრებული მინდა ვნახოთ
-ზუსტად ვიცი რისი ყურებაც ღირს, როცა ოთხივე ერთად ვართ-მაილიმ წარბები უცნაურად აათამაშა-ლიამ!-დაიძახა ბოლოს
-გისმენ მაილი!-ლიამმა სასტუმრო ოთახიდან გამოსძახა
-ლიამ, თუ არ შეწუხდები ინტერნეტში „Love Me If You Dare"-მოძებნე და ლეპტოპი ტელევიზორთან შეაერთე ვუყუროთ
-რამე ახალია?-ფეხის ხმა გავიგე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლიამი უკვე მოქმედებაზე იყო გადასული
-10 წლის წინანდელი ფილმია, მაგრამ ისეთია, რომ ამაღამ მისი არნახვა უდიდესი შეცდომა იქნება
-1000%-ით გენდობი-ამით დასრულდა მათი გადაძახილ-გადმოძახილი, ჩვენც მოვრჩით ვახშმობას, მაგიდა ავალაგეთ, ჭურჭელი დავრეცხეთ და ტახტზე კომფორტულად მოვკალათდით, ლიამი და მაილი კიდისკენ ისხდნენ ერთმანეთის გვერდი-გვერდ, შესაბამისად მე და ჩეისსაც ერთად მოგვიწია ჯდომამ.
მაილის მალევე ჩაეძინა, ამიტომ ლიამმა ხელში აიყვანა და ზევით ავიდა, თან დაამატა, რომ თვითონაც დაძინებას აპირებდა და მარტოს გაგვეგრძელებინა ყურება, თავიდან ადგომა და დაწოლა მომინდა, მაგრამ ჯერ ეს ერთი ძალიან მეზარებოდა, ისე კომფორტულად ვიყავი ტახტზე მოკალათებული და მეორეც, ეს იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ჩეისს გავურბოდი, მე კი იმის მტკიცებაში ვიყავი შემიძლია ჩეისზე საერთოდ არ ვიდარდოთქო.
ფილმი ისეთი იყო, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ: გიჟური რომანტიკა, ხელოვნურად შექმნილი დრამა.... რაც მთავარია საოცარი მსგავსება იყო ჩემი და ჩეისის ფილმის მთავარ პერსონაჟთებთან, ჩვენც მათსავით ვცილობთ გამუდნებით ერთმანეთს ვატკინოთ გული და ბევ სისულელესაც ვაკეთებთ, მაგრამ ფილმს  ორი საოცარი დასასრული ჰქონდა
„ასე დავამთავრეთ ჩვენი თამაში: ბედნიერებმა, ერთად, ბეტონის ბლოკის სიღრმეში. ბოლოს და ბოლოს ავისრულეთ ჩვენი ბავშვოის ოცნება-ოცნება მარადიულ სიყვარულზე"-ამბობს ჟულიენი ნებაყოფლობითი სიკვდილის მოახლოების წუთებში, მაგრამ ნეტა მე თუ შემეძლება ოდესმე ამის თქმა, თქმა, რომ ვეზიარე მარადიულ სიყვარულს, მაგრამ არა ბეტონის ბლოკის სიღრმეში, არამედ ზუსტად ისევე, როგორც ფილმის მეორენაირ დასასრულშია, როცა თამამად შეიძლება თქვა, რომ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, ღრმა სიბერემდე, სანამ უსუსურმა სიკვდილმა დროებით არ დააშორა ისინი..
უკვე ძალიან დავიღალე, თან სანამ გათენდებოდა ცოტა გამოძინება მაინც ნამდვილად მჭირდებოდა, ამიტომ თავი ვაიძულე ავმდგარიყავი, ჩეისი არც განძრეულა, მეც სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე, გამოსულს ჩეისი ტახტზე წამოწოლილი დამიხვდა, როცა დავხედე თვალები დახუჭული ჰქონდა, როგორც ჩანს უკვე ეძინა, ვიფიქრე ასე უკეთესი იქნებოდა, აღარ მომიწევდა მის გვერდით წოლა, ამიტომ არც გამიღვიძებია, მაგრამ ცოტათი შემეცოდა და წამოსვლამდე ლიამის მიერ ჩემთვის და მაილისთვის ჩამოტანილი პლედი გადავაფარე, მეც მშვიდად ავედი და ისე ჩავწექი ლოგინში, რომ შხაპი არ მიმიღია.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, გულდაღმა ვიწექი და ადგომა საშინლად მეზარებოდა, ამიტომ ტუმბოზე ხელის ფათური დავიწყე, მობილურს გადავწვდი და ვუპასუხე
-გისმენთ!
-ბლეიქ შენ ხარ?
-ბლეიქი ვარ! თქვენ რომელი ხართ?-თავი ოდნავ წამოვწიე და თვალები მოვისრისე
-იანი ვარ ბლეიქ დღევანდელთან დაკავშირებით გირეკავდი, მაგრამ როგორც ჩანს დრო ვერ შევარჩიე, მოგვიანებით დაგირეკავ
-არა, არა იან, არ დაკიდო, ახლავე ავდგები, შხაპს მივიღებ და დაახლოებით ერთ საათში  ჩემს სახლთან(ასე ვეძახდი ლიამის მაიამის სახლს) დაგელოდები
-მშვენიერია, ნუ იჩქარებ-ყურმილი დაკიდა, მეც სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან, გიჟივით შევვარდი სააბაზანოში, სადაც ნახევრად შიშველი ჩეისი დამხვდა
-Oh my God!-სასწრაფოდ წარმოვთქვი, თვალებზე ხელი ავიფარე და უკან ოთახში შემოვბრუნდი
-რა გიჟივით გამოვარდი სააბაზნოდან, კაცი იფიქრებდა მოჩვენება დაინახაო-აშკარად დასცინოდა ჩემს რეაქციას
-ასეც იყო-დავეჭყანი, სააბაზანოში შევედი და კარები ჩავიკეტე.
ასე სწრაფად ალბათ ჯერ არ გამოვსულვარ სააბაზანოდან, ტანსაცმელი იქვე მქონდა დაწყობილი:ჯინსის შორტები, უბრალო მაისური და სანდლები ჩავიცვი და ქვევით ჩავირბინე
-ყველას დილამშვიდობისა-სწრაფად დავჯექი მაგიდასთან, სადაც უკვე უჩემოდ დაეწყოთ საუზმობა
-არ მეგონა ასე ადრე თუ ადგებოდი-მითხრა მაილიმ და კარაქი გადმომაწოდა
-არც მე მაგრამ იანს შევპირდი დღეს შეგხვდებითქო და..-ლაიმისა და ჩეისისთვის ყურადღება არ მმიქცევია ისე ვუთხარი
-და იანი ვინ არის?-იკითხა ლიამმა და ყავა მოსვა
-ჩემი ახალი მეგობარი-სწრაფად ვუპასუხე და როგორც კი ტელეფონზე იანისაგან შემოსული ზარი ვნახე, მივხვდი, როგორც ჩანს მოვიდათქო, სწრაფად წამოვხტი სკამიდან, ფანჯრიდან გავიხედე და ჩემი ჰიპოთეზა დავადასტურე, შემდეგ კი ისევ სამზარეულოში შევბრუნდი დანარჩენებს სასწრაფოდ დავმშვიდობე და დავუბარე არ ვიცი როდის დავბრუნდებითქო
-დიდი ხანი გალოდინე?-კიბეები სწრაფად ჩავირბინე და მისალმების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე
-ხუთი-ათი წუთი აღსანიშნადაც არ ღირს-ჩაიღიმა და ერთად დავადექით გზას
-Wow! ეს შენი სახლია?-სახლში ფეხის შედგმისთანავე იქაურობის თვალიერება დავიწყე-დიდი გემოვნებითაა  მოწყობილი
-მართალია, მაგრამ მალე გადაკეთება მომიწევს
-მოგიწევს? რატომ?-ლარნაკის თვალიერებას თავი მივანებე და იანის პირისპირ დავდექი
-For a couple reasons!-ჩაილაპარაკა და კიბეს აუყვა-აქ დამელოდე, ჩემს ახალ მოთხრობას ჩამოგიტან
-დიდ ხანს  არ მალოდინო-გავუღიმე და ჩემი საქმიანობა განვაგრძე.
სახლი მართლა გასაოცარი გემოვნებით იყო მოწყობილი, არც ერთი ზედმეტი ნივთი, არავითარი შეუხამებელი, ზედმეტად გადატვირთული ფერები...
იქვე კიბის ქვევით პატარა ტუმბო იდგა, რომელზეც შემთხვევით ლარნაკის უკან დადებული ფოტო ვიპოვე, რომელზეც იანი ვიღაც გოგოსთან ერთად იყო გადაღებული
-ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა-ვუთხარი, როცა მომიახლოვდა
-აჰა-მშრალად მიპასუხა და სახე შეეცვალა
-და ვინ არის?-მივხვდი მისი უეცრად შეცვლილი გამომეტყველების მიზეზი სწორედ ამ ფოტოზე გამოსახული გოგონა იქნებოდა
-შენთვის საინტერესო არ არის-ფოტო გამომართვა და იქვე ტუმბოზე დადო
-მაპატიე თუ უტაქტოდ გამომივიდა-თავი დამნაშავედ და უხერხულად ვიგრძენი
-მიპატიებია-ნიკაპზე ხელი ჩამომისვა და გზა ტახტისკენ გააგრძელა, მეც უკან გავყევი
-ეს ჩემი ახალი წიგნია „Uncertainty" ჰქვია-ოდნავ კიდისკენ ჩაიწია და მეც გვერდით მივუჯექი
-"Uncertainty”-გავიმეორე-იმედია ისეთივე შინაარსი ექნება, როგორიც სათაური
-მგონი ჯობია ამაზე მკითხველმა იმსჯელოს
-აუცილებლად, დღესვე წავიკითხავ და ჩემს აზრს გეტყვი
-გამეხარდება შენი აზრის გაგება-ტახტზე ცალი ხელი გადადო და კომფორტულად მოეწყო
-ისე რაზეა, მაინც რომ ვიცოდე, სანამ კითხვას დავიწყებ და მოუთმენლობა მომკლავს
-დრამატული სიყვარულის ისტორია
-დრამა?! იცი, სასიყვარულო თავგადასავლები ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი ცხოვრება იმდენად დაემსგავსა დრამას, რომ ეს ჟანრი წიგნსა თუ ტელეეკრანებზე ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა-ჩამეცინა
-როცა ცხოვრებისეული დრამის მონაწილე გახდები, ისიც გაიხსენე, რომ ყველაფერი მალე გაივლის
-ყველაზე მეტად სწორედ ამაში მეპარება ეჭვი: დრო გადის და არაფერი იცვლება
-ეს ალბათ შენ ვერ ამჩნევ.. შეუძლებელია ყველაფერი ისე იყოს, როგორც ხუთი-ათი წლის წინ იყო
-ჩემი დღევანდელი მდგომარეობა სულაც არ ჰგავს ხუთი წლის წინანდელს, თუმცა არც უკეთესია მასზე
-ყველაფერი ერთბაშად არ ხდება, მხოლოდ უნდა დაიცადო და ირწმუნო, რომ..
-იცი, წუხელ სწორედ ამ მოთმინებასა და რწმენაზე მესაუბრებოდა ჩემი მეგობარი
-მაგ მეგობარს აუცილებლად გავიცნობ-გაფრთხილების გრძელი კილოთი წარმოთქვა იანმა
-რა ხდება?!-უეცრად საუბრის ხმა შემოგვესმა, მე და იანი ფეხზე წამოვდექით და ფანჯარასთან მივედით, სადაც...


წინა თავზე ვერც წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ <3
ამ თავში ბევრად მეტის ჩატევა მინდოდა, მაგრამ ისედაც დიდი გამოსულა, ამიტომ შემდეგისთვის გადავინახე ცოტა :დ ამის შემდეგი თავი და თუ არადა მაგის მომდევნო იქნება აი ძალიან მაგარი რა.. იდეაში უკვე მიზის და ვნახოთ ისევე თუ აღვწერ,რაც მთავარია დრამა არ იქნება :დ
ეს თავი ყველა წინა თავის დამკომენტარებელს :დ განსაკუთრებით დიანას(პმ წავიკითხე და მადლობა, თან კომენტარებიც მახსოვს))PrettyLittleLiar-ს(შენც გცოდნია აფეთქებების სერია :დ) და MissBarness
აბა თქვენ იცით, არც ახლა დამაღალატოთ :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 725 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-05-31 Spam
კარგი იყოო <33 ახლაშემდეგებს წავიკითხაავ :**