მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » Just The Way You Are. Part=15=
6:15 PM
Just The Way You Are. Part=15=
Just The Way You Are. Part=15=
 



40/100 photos of Nate & Serena

                       
     

http://24.media.tumblr.com/tumblr_m3vma875991qii7i0o2_500.png

http://24.media.tumblr.com/tumblr_m3pblajuUM1rp4duqo1_250.gif http://25.media.tumblr.com/tumblr_m3pblajuUM1rp4duqo2_250.gif




-უბრალოდ მეგობრები, მგონი ასე უკეთესია
-იყოს ასე, უბრალოდ მეგობრები-დამეთანხმა ჩეისი-თან იდეუალური ცოლ-ქმარი
-იდეალური საზოგადოების თვალში, სინამდვილეში არავითარი სიყვარული, არავითარი სექსი
-სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება სასურველ პარტნიორთან
-მხოლოდ არა საერთო საძინებელში-სწრაფად დავამატე და თან გუშინდელი გავახსენე
-მგონი შევთანხმდით, არც ისე რთული ყოფილა არა?
-ხო ნამდვილად-დავეთანხმე და მცირედი დროით სიჩუმე ჩამოვარდა, რომ უცებ გამახსენდა დღეისთვის დათქმული შეხვედრა სამანტასთან-ჯანდაბა ჩეის დღეს მაილის უნდა შევხვედროდი, ალბათ უკვე ნერვიულობს-ვიცრუე, რომ როგორმე ჩეისის გამოწერამდე დანიშნულ ადგილამდე მისვლა და სამანტას ნახვა შემძლებოდა
-მერე რა პრობლემაა დაურეკე
-მობილური დამრჩა, არც შენი წამომიღია ასე რომ ჯობია სასტუმროში მივიდე, თან გამოსაცვლელსაც წამოგიღებ რამეს
-კარგი როგორც გინდა-ძლივს თავიდან მოვიშორეთქო და სიხარულით ჩანთას ხელი ვტაცე და კარებისკენ წავედი-მმ.. რაღაც დაგავიწყდა-საჩვენებელი თითი ლოყაზე მიიდო
-დროებით-ფეხისთრევითა და მომღიმარი იერით მივედი საწოლამდე, ნელა დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე
-ახლა უკეთესია, შეგიძლია რამდენი ხანიც მოგინდება იმდენით დაიგვიანო
-საავადმყოფოში რომ არ იყო რამეს ვიფიქრებდი-გამეცინა და კარი მოვიხურე
გარეთ გამოსულმა სწრაფად გავაჩერე ტაქსი და მისამართი ვუთხარი, უკვე თითქმის პირველი სრულდებოდა, ამიტომ შემეშინდა იქნებ სამანტა არ დამელოდოსთქო და მძღოლს აჩქარება ვთხოვე. რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილას ჩამოვედი, მღოლს საფასური გადავუხადე და კაფეში შევედი, საბედნიეროდ სამანტასაც მალე მოვკარი თვალი. როგორც კი მის მაგიდას მივუახლოვდი ფეხზე წამოდგა, მოკითხვითა და მისალმებით თავი დიდად არც შემიწუხებია
-იჯექი!-ცივად ვითხარი, ჩანთა გვერდითა სკამზე დავდე და ოფიციანთს რძიანი კაკაოს მოტანა ვთხოვე
-დიდხანს ვფიქრობდი მოვსულიყავი თუ არა-შეშინებულმა დაიწყო
-კარგი ქენი, რომ მოხვედი-გამარჯვებულის იერითა და მბრძანებლის კილოთი ვუთხარი, როცა მიმტანმა შეკვეთილი კაკაო მოიტანა, მეც მომღიმარმა ერთი ყლუპი მოვსვი და დავიწყე
-ვაპირებდი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მეთხოვა, მაგრამ მგონი ჩემი გეგმები ცოტათი გადაიწევს
-და მაინც რას გულისხმობ? არაფერი მესმის..-მითხრა კიდევ უფრო დაბნეულმა
-არც არის საჭირო!-იდაყვი მაგიდას დავაყრდენი, მუშტი შევკარი და სახე დავაყრდენი-სავარაუდოდ მალე დამჭირდები, მაგრამ შენი ზუსტი კოორდინატები მჭირდება-არაფერი უპასუხია ისე ამოიღო სავიზიტო ბარათი და გადმომცა
-ძალიან კარგი-სწრაფად გამოვართვი და ისე სასხვათაშორისოდ გადავავლე თვალი-აუცილებლად შეგეხმიანები
-და იქნებ სულაც არ მინდა შენს გეგმებში მივიღო მონაწილეობა-სწრაფად მომაყარა, როცა წამოვდექი და იქიდან წამოსვლა დავაპირე
-ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს მე ვარ, მგონი არ უნდა გაგიხარდეს თუ შენი მშობლები-ფრჩხილებზე დავიხედე-მეგობრები, ახლობლები და მთელი დანარჩენი მსოფლიო შეიტყობს, რომ..
-კმარა!-დაიყვირა, მაგრამ ტონი მალევე შეარბილა-გთხოვ ეს არ გააკეთო
-ასეც ვიცოდი-კმაყოფილი იერით ზევიდან დავხედე-რასაკვირველია ამის გაკეთება არც მე მინდა, თუ რასაკვირველია იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი-საპასუხოდ მხოლოდ თავი დამიქნია-ასეც ვიცოდი-ხელი ნიკაპზე მოვუსვი და ჩემი გზა გავაგრძელე.
თუმცა მის თვალში დესპოდად გამოვედი და ამ მხრივ ჩემს მიზანს მივაღწიე, ძალიან მეცოდებოდა, მან ხომ არც იცოდა ჩემნაირი ადამიანისაგან რა იყო მოსალოდნელი. ჩემი გეგმების დაწვრილებით მეგობრულად მოყოლა ნამდვილად ჩემს მდგომარეობას არ შეეფერებოდა, თან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ უარს არ მეტყოდა, ან საერთოდ ჩეისს არ ჩაუკაკლავდა ყველაფერს, ამიტომ ყველაფრის ისე დატოვება გადავწყვიტე, როგორც იყო.
სასტუმროში მალე მივედი, ჩეისისთვის ტანსაცმელი მოვამზადე, მობილურები ავიღე და საავადმყოფოში წავედი.
-მაილი?-პალატაში შესვლისას მაილი დამხვდა, მივედი და გადავკოცნე-აქ რა გინდა?-ვკითხე გაოცებულმა და ოდნავ შეცბუნებულმა, საავადმყოფოში მის ნახვას ნამდვილად არ ველოდი
-მეც ეგ უნდა მეკითხა, ბლეიქ სად იყავი?-მის ნაცვლად საყვედურის კილოთი ჩეისმა მომმართა
-მე? სასტუმროში ჩეის, ხომ გითხარი-ისე ვუთხარი თითქოს გულმავიწყობას ვსაყვედურობდი
-მაილიც იქიდან მოდის, საათზე მეტი გელოდა სასტუმროში და..
-და მომსახურე პერსონალს ძლივს დავაცდევინე თქვენი ადგილსამყოფლის შესახებ და მეც აქეთკენ გამოვემართე-დაასრულა მაილიმ-ალბათ გზაში ავცდით-„მთელი საათით? მაილი გადამრევ"-გავიფიქრე ჩემთვის
-ხო მთელი დილა არაფერი მეჭამა და კაფეში შევლა გადავწყვიტე-ოდნავ წამოვწითლდი, მაგრამ ტყუილს ნამდვილად არ ვამბობდი, უბრალოდ სიმართლის ნაწილს ვმალავდი, ამიტომ თავი სწრაფად დავიმშვიდე
-კარგი ბავშვებო თქვენი ნახვა ძალიან გამეხარდა -რათქმაუნდა არა ასეთ სიტუაციაში-ჩეისის სანუგეშებლად უცებ დაამატა და ორივე გადაგვკოცნა-შენ ქალბატონო მოგვიანებით დაგელაპარაკები, ხო მართლა სახეზე რა გჭირს?-კოცნის შემდეგ მოულოდნელად სახეზე დამაკვირდა და მაკიაჟის მოცილება სცადა, რასაც რასაკვირველია ვერ დავუშვებდი და ფრთხილად მოვიცილე
-სველი სააბაზანოს იატაკი, ხომ გესმის-უხერხულად გავიღიმე
-აჰამ-დაეჭვებით დამეთანხმა, ჩეისს გადახედა და საბოლოოდ დაგვემშვიდობა
-ექიმი არ შემოსულა?-ვკითხე ჩეისს მაილის წასვლის შემდეგ უხერხული სიჩუმის დასარღვევად, თან შევამჩნიე, რომ მაილის ბოლო კითხვამ ჩეისი ძალიან დაანაღვლიანა და თავი დამნაშავედ აგრძნობინა
-ჯერ არა-და ისევ დუმილი ჩამოწვა
-ჩეისს! ამ ტელეფონს სანაგვეზე მოვისვრი-ჩანთიდან მისი მობილური ამოვიღე-7 გამოტოვებული ზარი, 2 ხმოვანი შეტყობინება, 1 წერილი და ისევ ზარი-ზარმა გამაღიზიანაო ვერ ვიტყვით, უბრალოდ სავარაუდოდ წარმოდგენილი მქონდა ვინც უნდა ყოფილიყო და ღიმილის გარდა სხვა მოქმედებით ვერ გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას
-შეგეძლო გეპასუხა-სასხვათაშორისოდ მითხრა
-სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევი ასე რომ..-მობილური გავუწოდე
-უცანაურია, რომ სხვებს არ ჰგავხარ, ყველა ვისაც თუნდაც ერთი ღამე ჰქონდა გატარებული ჩემს მობილურში დაძვრებოდა-ჩემდა გასაკვირად წითელ ღილაკს დააჭირა და გაუთიშა
-რატომ გათიშე?-ვკითხე გაოცებულმა, მეგონა „თოჯინის" ხმის გაგება გაუხარდებოდა
-ორმაგი თამაში არ მჩვევია ძვირფასო, რადგან ჩემს მეუღლესთან ვარ ბოლომდე მისი ერთგული ვიქნები
-ოჰო! მაშ ასე არა-გულით გამეცინა, ისევე ოგორც მას და ამ ნოტის შესანარჩუნებლად ხელახლა შემოსულ ზარს სწრაფად ვუპასუხე
-გისმენთ!
-ბლეიქ! დამიბრუნე-ჩეისმა მობილურის წართმევა სცადა, მაგრამ როცა მიხვდა აზრი აღარ ჰქონდა შემეშვა და მომღიმარი სახით დაუგდო ყური ჩემს საუბარს
-ჩეისს სთხოვეთ თუ შეიძლება
-შეიძლება ვიკითხო ვინ კითხულობს?
-არ შეიძლება
-უუ! ასე უხეშად!-აშკარად დავცინოდი
-ჩეისს დაუძახეთ სალაპარაკო გვაქვს
-და მაშინ რას იზამ თუ გეტყვი, რომ ახლა მის უსაყვარლეს მეუღლეს ელაპარაკები თანაც სექსიდან 5 წუთის შემდეგ და..-უცნობმა ტელეფონი სრაფად გათიშა და მეც მთელი გულით გამეცინა-დაკიდა-ირონიული გაოცებით ვამცნე ჩეისს, თუმცა სიცილს ვერ ვწყვეტდი, ისევე როგორც ჩეისი, არადა მართლა რა საცოდავი იყო, როცა ვუთხარი ჩეისის ცოლი ვართქო
-და ამის მერე მე მეტყვი ბინძური აზრები გაწუხებსო-მითხრა ჩეისმა ოდნავ ჩამცხრალი სიცილის ფონზე 
-კარგი რა, უწყინარი ხუმრობა იყო, მაგრამ... ჩეისს! ნეტა გაგეგონა მისი ხმა როცა ვუთახარი, რომ.. არა რა.. ამის გახსენება არ შემიძლია-ხელი მუცელზე მეკიდა-რა იყო?-ვკითხე როცა მისმა დაჟინებულმა მზერამ შემაწუხა
-სიცილი საოცრად გიხდება
http://25.media.tumblr.com/tumblr_lrwg8qyyph1r09371o1_500.gif
-Oh! Thanks!-
http://25.media.tumblr.com/tumblr_m6hd3rlDRW1rp4duqo4_250.gif
თავი ოდნავ დავხარე, თუმცა სხვა არაფერი მითხვამს, ოთახში ექიმი შემოვიდა, ბოლოჯერ გასინჯა ჩეისი, მე კაბინეტში საბუთებზე ხელის მოსაწერად დამიბარა, ჩეისს კი უკვე უნდა გამოეცვალა
-იმედი მაქვს ჩაცმას მარტო მოახერხებ-ექიმი წინ გამოძღვა და სანამ კარს მივიხურავდი ჩეისისთვის ამის თქმაღა მოვახერხე
-არა შემიძლია დაგეხმარო-რამდენიმე წამში უკან მოვირბინე და კარში შევყავი თავი
-გიჟო!-კარებისკენ გაშლილი ხელებით წამოვიდა, მაგრამ მოახლოება არ ვაცადე კარები სწრაფად გავიხურე და ექმს დავედევნე
ფორმალური საკითხები სულ რამდენიმე წუთში მოგვარდა და დაახლოებით 1 საათში უკვე სასტუმროში ვიყავით. ჩეისი ნომერში დავტოვე და მე სასტუმროს რესტორანში ჩავედი და ისეთი სადილი შევუკვეთე, ჩეისის მდგომარეობისთვის შესაფერისი რომ იქნებოდა
-არ მეგონა ასეთი მზრუნველი მეუღლე თუ იქნებოდით მისის ლაივლი-კროუფორდ!-ლანგრით ხელში როგორ კი დამინახა საწოლიდან ოდნავ წამოიმართა და ხელების სრესა დაიწყო
-ჩემს შესახებ ბევრი რამ არ იცით მისტერ კროუფორდ!-ლანგარი საწოლზე დავდე-დღეს ჩემი პაციენტი იქნები, თან ასეთ უსუსურს ყოველდღე ხომ არ გხედავ?-დავეჭყანე, სუპით სავსე თეფში ავიღე და პირველი კოვზი პირისკენ წავიღე
-უსუსური?-პირი სწრაფად გამიღო და პირგამოტენილმა განაგრძო საუბარი-იმედი მაქვს არ მთხოვ საპირისპირო დაგიმტკიცო-ფეხები მოკეცა და ხელები წელისკენ წამოიღო და მომიხიცინა
-ჩეის არა! გთხოვ-სიცილით ვკვდებოდი, თან ცალი ხელით მის მოსორებას ვცდილობდი, მეორეთი კი თეფში მეკავა სუპით სავსე, რომლის დაჭერაც ვეღარ შევძელი და ორივეს გადმოგვეღვარა
-ჩეის! ხომ გითხარი არა?-ვუთხარი საყვედურის კილოთი
-უპს-გაეცინა და კვლავ ჩემსკენ წამოვიდა
-ჩეის არა გთხოვ, ჩეის!-უკვე სულ ტყუილა ვეძახდი, ბოლოს კედელთან მიმიწყვდია და როცა ორივენი დავიღალეთ და ჩეისმა შეწყვიტა ხიცინი ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა
-მგონი ჯობია შხაპი მივიღოთ-დროზე მოვიშორე თავიდან
-მართალი ხარ-სწრაფადვე დამეთანხმა და სააბაზანოში შემომიძღვა
-მე ვიგულისხმე ცალ-ცალკე უნდა მივიღოთთქო შხაპი, ჩეისს!-შხაპი მოვუშვი და მის გასვლას დაველოდე
-ბლეიქ-მუდარით სავსე თვალებით ამომხედა
-ჩეის გადი!-საჩვენებელი თითით კარებისკენ მივუთითე
-Okay! Okay!-უკმაყოფილოდ დაიძრა კარებისკენ-ან შენ რას გიჯერებ-უცებ მოტრიალდა, ხელში ამიყვანა და თვალის დახამხამებაში ორივე ტანსაცმლით აღმოვჩნდით შხაპის ქვეშ
http://24.media.tumblr.com/tumblr_m7qgjuJtbM1qf4nt5o2_250.gifhttp://24.media.tumblr.com/tumblr_m7qgjuJtbM1qf4nt5o2_250.gif
-იდიოტო!-ხელი მსუბუქად დავარტყი მკერდზე, თუმცა უკვე გვიან იყო, მე კედელთან ვიდექი, ჩეისს კი ჩემთვის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული, ორივენი მძიმედ ვსუნთქავდით, ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან და ჩვენი ტუჩები გაუანალიზებლად უახლოვდებოდა ერთმანეთს...


ჰა ეხა არ მითხრათ ესეც პატარა იყოო, თან ნახეთ რა კარგად დავასრულე :დ
ხო "ხიცინი" რომ დავწერე იმედია სწორი სიტყვა იყო, იმედია მიმიხვდებით თუ არადა ბოდიშს გიხდით უფრო სწორი მითხარით და მალევე გადავაკეთებ :დ
ხო რა მინდოდა მეთქვა, უფრო სწორად ნეტა არ მქონდეს სათქმელი, მაგრამ.. ნუ მოკლედ წინა თავი ყველაზე არარეიტინგული იყო, ამიტომ როგორც კი გადახარისხებაზე მივა საქმე მოთხრობის გაგრძელების საშუალებას არ მომცემენ, ამიტომ თუ მართლა გინდათ რომ გაგრძელდეს(და მე მას ჩემი ნებით არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ) ჩემტან ერტად უნდა იაქტიუროთ((
ხო რაც შეეხება ამ თავის მიძღვნას, ყოველთვის აქტიურობს ადამიანი, რომლისთვისაც მგონი ეს თავი არ მიმიძღვნია, მაგრამ მისი კომენტარები ყოველთვის ძალიან მამხნევებს და მსიამოვნებს, ამიტომ ეს თავი შენ mari_miley
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 871 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2014-05-07 Spam
ufro gitini