მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 5 » Just The Way You Are. Part =13=
9:24 PM
Just The Way You Are. Part =13=
Just The Way You Are. Part =13=
for Ann


-ეგ ტყულები ჩემზე არ ჭრის-გავუღიმე და ნაბიჯს ავუჩქარე, მაგრამ ჩემდაუნებურად ისევ მოვიხედე, ჩეისი ცდილობდა გაცურვას, თუმცა აუზის ცენტრში ძლივს ახერხებდა რამდენიმე წუთით ამოეყვინთა, მალე ეს „ბრძოლა გადარჩენისთვისაც" შეწყვიტა, უმაძროად ჯერ ფსკერისკენ დაიძრა, შემდეგ კი მისი სხეული ისევ ზედაპირზე ამოტივტივდა და გულდაღმა დაიწყო ტივტივი
-ჩეის!-ძლივს ამოვილუღლუღე, მაგრამ როცა პასუხი არ გამცა სწრაფად გავიქეცი აუზისაკენ და ტანსაცმლიანად გადავეშვი
-კიდევ ცოტაც და მართლა დავიხრჩობოდი-როგორც კი წყლის ზედაპირზე მოტივტივე ჩეისს ხელი შევახე სწრაფად ამოყო თავი წყლიდან, როგორც ჩანს სუნთქვის შეკავება ძალიან გაუჭირდა და წყალიც ჰქონდა გადაყლაპული, ამიტომ ხველებას ვერ წყვეტდა
-იდიოტო! ხხ..-ხელები წყალზე დავარტი და გაბრაზებულმა ფსკერზე სიარულით დავიწყე სვლა აუზის კიბისაკენ-როგორ დავიჯერე, რომ მართლა იხრჩობოდა-ვსაყვედურობდი ჩემს თავს
-კარგი რა ბლეიქ! ნუთუ უწყინარმა ხუმრობამ ასე გაგაღიზიანა-მომღიმარ ჩეისს ხელი გაეშალა და ისე მელაპარაკებოდა, მე კი ტანზე მიკრობილ კაბას ქვევით ვქაჩავდი და თუმცა საოცრად ლანდავდა, ვცდილობდი ჩეისის გაშტერებული თვალები არ შემემჩნია და საუბრის დასრულებისთანავე შუა თითი ვაჩვენე, ცალი წარბი ზევით ავწიე და სასტუმროში უკანა შესასვლელიდან შევედი.
მესოდა, რომ ჩეისმა რაღაც მომაძახა, თუმცა უკვე იმდენად შორს ვიყავი, რომ აღარ მესმოდა.
სასტუმროში შესვლისთანავე თვალების ცეცება დავიწყე, არ მინდოდა ვინმეს ასეთ ფორმაში ვენახე, საბედნიეროდ უკვე გვიან იყო, ამიტომ დერეფანი ცარიელი დამიხვდა და მეც პირდაპირ ლიფტს ვეცი და შესაბამის სართულს დავაჭირე ხელი, რომ ლიფტის წინ ნიკი აეტუზა
-ნიკ?!-წარმოვთქვი გაოცებულმა
-ვაუ! ბლეიქ!.. ტანსაცმლით ბანაობა მოდაში შემოვიდა და მე გამომრჩა?-გვერდით ამომიდგა და პირდაღებული და სახემოცინარი მესაუბრებოდა
-ჰაჰა!სასაცილოა-დავეჭყანე და კაბის გასწორება კიდევ ერთხელ ვცადე, თუმცა აზრი არც ქონდა და მიხვედრილმა ნიკმა მისი პიჯაკი მომაცვა-მადლობა ღმერთს-თითქმის უკმაყოფილომ ვუთხარი, თითქოს ვსაყვედურობდი აქამდე სად იყავითქო მაშინ, როცა სასაყვედურო მასთან არც არაფერი მქონია. საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მსუბუქად გაიღიმა
-მადლობა ნიკ!-როცა ლიფტი ჩემს სართულზე გაჩერდა ცერებზე დავდექი, ლოყაზე ვაკოცე და პიჯაკის დაბრუნება ვცადე
-Keep it!-გამიღიმა და ისევ მომაცვა
-აუცილებლად დაგიბრუნებ-ლიფტის დახურვამდე ხელი დავუქნიე და ჩემს ნომერში შევედი
-ეს პიჯაკი ჩემი არ უნდა იყოს..-აბაზანიდან გამოსვლისას ჩეისი დავინახე, რომელსაც ჩემს მიერ საწოლზე დატოვებული პიჯაკი ეჭირა
-რათქმაუნდა არა!-პირსახოცი იქვე საწოლზე დავაგდე პიჯაკთან ერთად, რომელიც ლამის ხელიდან გამოვტაცე და კარადიდან ჩემოდანი და ტანსაცმლები გადმოვყარე
-რას აკეთებ?-მკითხა გაშეშებულმა ჩეისმა
-ცალკე ნომერში გადავდივარ
-ასე ვერ მოიქცევი
-ჰაჰ მართლა? იქნებ მიზეზიც მითხრა-მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე ტანსაცმლის ჩალაგება განვაგრძე
-არ დავუშვებ ხალხმა ჩვენზე იჭორაოს-ტანსაცმელი ხელიდან გამომგლიჯა და ძირს დააგდო-დაანებე-მეთქი თავი მაგ სისულელეს თუ მთლად დაყრუვდი!!-ყვირილი დაიწყო
-ჩეის თავი დამანებე-საუბრის ტონს ვერც მე ვაკონტროლებდი-არ შემიძლია იმავე საწოლში ჩავწვე, რომელშიც ღმერთმა იცის ვისთან წევხარ და საერთოდ რატომ არ გინდა გაიგო, რომ ვერ გიტან, ერთი სული მაქვს შენგან თავი დავაღწიო, შენი ყოველი მოქმედება, ყოველი სიტყვა ჩემში ერთადერთ გრძნობას იწვევს და იცი ამ გრძნობას რა ჰქვია? ზიზღი. ხო ჩეის მეზიზღები, ვერ გიტან, შეუძლებელია შენი შეყვარება, შეუძლებელია ტეილორის გამტყუნება, კარგი ქნა რომ დაგშორდა, თქვენი შვილიც ბედნიერია, რომ შენნარი.. მამის გვერდით არ მოუწია ცხოვრებამ-არ ვიცი ასე რამ გამაბრაზა, გვიან მიხვდი, რომ იმ ადგილს შევეხე, რომელიც ჩეისისთვის ყველაზე მტკივნეული იყო, თუმცა არც საუბრის დამთავრება და არც გონზე მოსვლა არ მაცალა, რომ ბრაზისაგან გონდაკარგულმა მთელი ძალით გამაწნა სილა, თან ძალმოუზომლობისაგან კონცენტრაცია დავკარგე და იატაკზე აღმოვჩნდი გაშხლართული
-ჯანდაბა! რატომ ცდილობ მოთმინებიდან გამომიყვანო-უცებ შეტრიალდა და სკამს ისე ძლიერად ჰკრა ფეხი, რომ წააქცია, მე კი ტკივილისაგან ცრემლები გადმომცვივდა, ოდნავ საწოლისაკენ წავჩოჩდი და მას ავეკარი, ჩეისი ბრაზისაგან ადგილს ვერ პოულობდა, მე კი შეშინებული ერთად ადგილას გავშეშდი, ვერც ხმას ვიღებდი და ვერც წამოდგომას ვახერხებდი, ის კი როგორც ჩანს იმის გაანალიზებას იწყებდა, რაც ჩაიდინა, ნელ-ნელა მომიახლოვდა, ჩაიკუზა, ჯერ თავზე მსუბუქად გადამისვა ხელი, შიშმა კანკალი დამაწყებინა, ამიტომ წინააღმდეგობა არც გამიწევია, შემდეგ უფრო ახლოს მოვიდა და გულში ჩამიკრა
-მაპატიე გთხოვ..-თავზე მაკოცა-გეფიცები არ მინდოდა.. გაუცნობიერებლად მომივიდა, უბრალოდ ისეთ საკითს შეეხე, რომელიც..-სიტყვებს ვერ პოულობდა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა თავის გამართლებასა და ჩემს დამშვიდებას, მე კი თავიდან ვერაფრით ვახერხებდი ცრემლების შეკავებას და ყოველი დასამშვიდებელი სიტყვის გაგონებისთანავე სლუკუნს ვუმატებდი, ზუსტად ისე, როგორც ბავშვები იქცევიან ხოლმე, როცა მშობლები უჯავრდებიან, შემდეგ კი მათ დამშვიდებას ცდილობენ.
არ ვიცი ასე გაუნძრევლად რამდენი ხანი ვიყავით იატაკზე გაშხლართულნი, გონს სწრაფად მოვეგე, ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსკენ ცოცხალ-მკვდარივით წავედი, კარები ჩავკეტე, სარკესთან მივედი და ჩემი თავის თვალიერება დავიწყე, არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი, მაგრამ ამ წუთში ჩეისზე მეტად ჩემი თავი მძულდა, „ ეს მე გავაკეთე! საშინელებები ვუთხარი, უარესს ვიმსახურებ!"-თავს ვისჯიდი და უემოციო სახეზე ცრემლები თავისით მიიკვლევდნენ გზას.
სააბაზანოში დიდი ხანი დავყავი, სახეზე წყალი შევისხი და საზინებელში დაბრუნდი, ჩეისი ტახტზე მჯდარი დამიხვდა, თავი ხელებში ჩაერგო, თუმცა ჩემი გამოჩენისთანავე ფეხზე წამოდგა, ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, თითქოს მის მოახლოებას ველოდი, მაგრამ როცა ჩემს პირისპირ აღმოჩნდა თავი ისევ მე დავხარე და დამნაშავესავით ნელი ნაბიჯებით წავედი საწოლისაკენ, მან ხელი ნაზად მომკიდა და შემაჩერა, შემდეგ კი უკვე გაწითლებულ ლოყაზე ხელი გადამისვა, რამაც ცოტათი შემაკრთო და ნაბიჯი უკან გადავდგი
-Don’t be scared of me babe-ამ სიტყვებმა ძალით შეჩერებული ცრემლებს სურვილი აღუძრეს კვლავ დაუსრულელად ესეირნათ ლოყებზე, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, თავს ძალა დავატანე და საწოლზე წამოვწექი
-I should say sorry for..-სიტყვები ყელში გამეჩხირა და საუბრის გაგრძელების საშუალება ცრემლებმა აღარ მომცეს, არც ერთ სხვა შემთხვევაში ბოდიშს არ მოვიხდიდი, მაგრამ მე ბავშვს შევეხე, მის გარდაცვლილ შვილს, რომელიც ასე მძიმე მოგონებებს იწვევს მასში, მე კი ეს მოგონება საბოლოოდ შეურაცხვყვე.
ცოტა ხანი ხმა არ გაუცია, არც მისი ნაბიჯების ხმა გამიგია და რადგან მისგან ზურგშექცევით ვიწექი და ვერ ვხედავდი, ვიფიქრე ალბათ დიდ ბრძოლას განიცდის შინაგან თავთანთქო.
ეს ბრძოლა მალევე შეწყდა, სწორედ მაშინ როცა უკნიდან შეხება ვიგრძენი, თვალები გავახილე და შეწინააღმდეგება არ მიცდია ჩეისისთვის, რომელიც მთელი ძალით მეკვროდა, მიხვდი ეს ჩახუტება პატიებასა და ბოდიშს ერთდროულად გამოხატავდა. თვალები ისევ დავხუჭე და დაძინება ვცადე, მაგრამ უცებ ყურადღება ისევ ჩემს გვერდით მწოლიარეს მივაქციე
-ჩეის! ჯერაც არ გამოგიცვლია, ისევ სველი ხარ-ხმა არ გაუცია, ამიტომ მისკენ შევბრუნდი, ჩეისს უკვე ეძინა, ამიტომ აღარ გამიღვიძებია. 
შუაღამისას ისევ გამომეღვიძა, ჩეისს პოზა არ ჰქონდა შეცვლილი, მაგრამ შეხებისას ვიგრძენი, რომ ოფლში ცურავდა,შუბლზე ხელი მივადე და არც იყო გასაკვირი, რომ სიცხის ნიშნები ჰქონდა
-ჩეის გაიღვიძე-ხელი ფრთხილად ვკარი და გამოღვიძება ვცადე, შემდეგ კი ტუმბოზე მდგარი სანათური ავანთე-ჩეის-ისევ დავუძახე და ამჯერად მისი გამოღვიძება შევძელი, ვთხოვე ფეხზე დამდგარიყო და სააბაზანოში შევიყვანე, რათა ცივი შხაპი  მიეღო, მე კი სასწრაფოდ ჩავიცვი და მაკიაჟი გავიკეთე, რომ უკვე დალურჯებული ადგილები დამეფარა და სასწრაფოდ აფთიაქში გავვარდი, საბედნიეროდ ჩვენ ნიუ-იორკის ცენტრში ვიყავით, ჩეისს ჯიბიდან გასაღები ამოვაცალე და დიდ ხანს ვეძებე აფთიაქი, სასწრაფოდ ვიყიდე წამლები და დიდი სისწრაფით უკან გამოვქანდი, ჩეისს უკვე მიეღო აბაზანა საწოლში ჩაწოლაც კი მოესწრო, უკეთესობა არ ეტყობოდა, ხველებაც კი დაეწყო, თავიდან მინდოდა ექიმისთვის დამერეკა, მაგრამ თავი შევიკავე და წამლები ლამის ძალის ძალად გადავაყლაპე.
დრო ადიოდა ჩეისს კი უკეთესობა არ ეტყობოდა, სხვა გზა არც მქონდა, სასწრაფოში დავრეკე და მათ მოსვლას დაველოდე, თუმცა დრო ძალიან გაიწელა, ჩეისი კვლავ ცუდად იყო ექიმი კი არსად ჩანდა...


პირველ რიგში ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამ დღის მადლი გფარავდეთ <3
ძალიან დიდი მადლობა მოთმინებისთვის :დ
ვიცი ძალიან დამაგვიანდა და ვერ იმას გეტყვით ღირდა თუ არა ამ თავისთვის ლოდინი, თავიდან სულ სხვა შინაარსის თავის დადება მინდოდა, მაგრამ წერა რომ დავიწყე აი ეს გამომივიდა და არ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს ჩხუბი ძალიან მომეწონა, თან კიდევ ერთი ახალი იდეა მაქვს და იმედია ყურადღებით წაიკითხავთ შემდეგ თავებს(წინა თავშიც იყო მინიშნება)..
ნუ მოკლედ ვიცი ბევრს ვლაპარაკობ და ბარემ მეც წინასწარ გეტყვით: ვიცი, რომ პატარა თავია" მაგრამ მერე ძალიან დიდი გამომივიდოდა და აქ გავჩერდი, თუ კომნტარებით იშევ გამახარებთ შემდეგ თავს ხვალვე დავდებ :*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 720 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 10
2013-05-06 Spam
aaaaa rogor miyvars es motxroba ver warmoidgeeeen <3333
dzalian kargi tavi iyo da blake imsaxurebda kidec if you ask me.
hooo, rac shegexeba shen, ukve ici rogor vgijdebi shenze :*** da moutmenlad geli