მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 29 » JUST RUN
12:16 PM
JUST RUN

მე და მეთიუ სახლისკენ გავეშურეთ,გაჭვარტლულ გზაზე ძლივს მივიკვლევდით გზას,თავი ამტკივდა,რაღაც დიდი მიზიდავდა სახლში,რაღაც მაგნიტის მსგავსი.

გზიდან გადავუხვიეთ და ტყეში შევედით,ნელ-ნელა ხშირი ხეები ჩამოგრჩნენ და გაკაფულ მდელოზე გავედით,სახლიც გამოჩნდა.

ირგვლივ ბნელოდა,არც შიგნით ოთახებში ენთო შუქები.

-მოვედით-ჩუმად თქვა მეთიუმ და ხელი მაგრად ჩამკიდა-ახლა რას ვშვებით?

-აქ სადღაც მამა და დენიელი იქნებიან-გადავუჩურჩულე და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე.მეთიუც გამომყვა.

ყველაფერი გადაწყვეტილი იყო,ან დავიხოცებოდით ან გადავრჩებოდით.

პარმაღზე შევდექი და ძლიერად ვკარი ხელი კარებს,მაგრამ სულ ტყუილად,ისედაც ღია აღმოჩნდა.

მისაღებში შევედით,ირგვილივ სრული სიჩუმე სუფევდა,არაფერი იმის მანიშნებელი რომ აქ სულიერი ჭაჭანებდა,მეთიუს გავხედე და ორივენი ერთად მეორე სართულის კიბეებს ავუყევით,ვიცოდი რომ აქ აუცილებლად იქნებოდნენ დენიელი და მამაჩემი,ამას გული მიგრძნობდა.

დერეფანში გავედით,ჩემი ოთახის კარები შევაღე,იქ არაფერი დამხვდა,კარები არ მომიხურავს,დენიელის ოთახი შევაღე და შვებით ამოვისუნთქე.

საწოლში ვიღაც იწვა,ვიცოდი რომ დენიელი იქნებოდა,სწრაფად მივუახლოვდით მას და ჩემსკენ გადმოვატრიალეთ

-ღმერთო!-წამოვიკივლე,დენიელი შეშინებული თვალებით მიყურებდა,პირში რაღაც გაეჩრათ მისთვის და ამიტომ ვერ ლაპარაკობდა.

ჩქარა გავუხსენით ხელ-ფეხი და წამოვაყენეთ

-რა მოხდა?-მაშნვე ვკითხე

-მან აქ წმოგვიყვანა,მაგრამ სამარა არ ყოფილა,მოჩვენება ამას ვერ იზამდა,მემოგნი ვიღაც კაცი იყო,გაგვთიშა და საწოლებში ჩაგვაწვინა

-კაცი?-ენა დამება-ესეიგი კიდევ ვიღაც არის

-ჰო,მამა სად არის?-უცებ გაახსენდა დენიელს

-არ გვინახავს ჯერ-თავი გაივქნიე და სასწრაფოდ მაიკლის ოთახისკენ გავეშურეთ,იქაც იწვა ვიღაც საწოლში.

ყველაზე წინ მე გავიქეცი,მხარში ვტაცე ხელი და გადმოვაბრუნე

-რონი,არ შეხედო-იღრიალა მეთიუმ,ხელი ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა მაგრამ მე მაინც მოვასწარი დანახვა და კივილი დავიწყე.

-ვაიმე...მამაჩემი...დენიელ-ბოლო ხმაზე ვყვიროდი

მამაჩემი მკვდარი იყო

მეთიუმ პირზე ხელები ამაფარა და ჩემი ხმა ჩაახშო

-უნდა გავიდეთ აქედან-თქვა და ოთახიდან ძალით გამათრია.კიბეებზე სულ ძალით ჩამიყვანა

-გამიშვი,გამიშვი ხელი-ვუკივოდი

-წამოდი რონი

-არა,არა,მამაჩემთან უნდა დავრჩე,გამიშვი-გამალებით ვიბრძოდი

-ჩქარა ჩადი კიბეებზე რონი-მკაცრად გამიმეორა დენიელმა-აქედან რაც შეიძება სწრაფად უნდა გავიდეთ

ორივემ გამათრიეს სახლიდან

-ცხედარი მაინც გამოიტანეთ იქედან-ბოლოს როცა დავმშვიდდი ვთქვი

-გამოვიტანთ მაგრამ მანამდე ეს სახლი უნდა დაინგრეს,დღესვე-მკაცრად და მტკიცედ თქვა დენიელმა და მეთს გახედა

იმან ვიღაცის ნომერი აკრიფა და ლაპარაკი გააბა.

ნახევარ საათში სახლს დიდი ბულდოზერი მოადგა,ახლაღა მივხვდი რა ხდებოდა.

ბიჭები სახლში შევიდნენ და მაიკლის ცხედარი გარეთ გამოიტანეს და ტყის პირას დაასვენეს

-უნდა დავკრძალოთ

-სად?

-სასაფლაოზე რა თქმა უნდა-განცვიფრებულმა წამოვიძახე

-თქვენ რა არ იცით ქალაქში რა ხდება?-მძღოლმა აგდებულად გვითხრა

-სკოლის შენობა ხომ დაინგრა და ორმოცდაათი ადამიანი არის მკვდარი,წეღან პოლიციის შენობა და კინსველტის ქუჩის სალები მთლიანად გადაწვეს,სულ სამასი ადამიანი არის მკვდარი,ქალაქი სასკალოს დაემსგავსა,თითქმის არავინ არის ცოცხალი

-რა??-სამივემ გაოცებულებმა წამოვიძახეთ


ესეიგი სამარა თავისას ასრულებდა და მთელს ქალაქს ხოცავდა

-კარგი,მაშინ რაც შეიძლება მალე დაანგრიეთ ეს სახლი-მტკიცედ ვთქვი მე

 

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 874 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-07-02 Spam
dzalian magari iyoo:** male gaagrdzele