მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » JUST RUN
12:03 PM
JUST RUN

სრულიად მარტო აღმოვჩნდი ამ კვამლში,ვერაფერს ვხედავდი,ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო რომ პატარა განძრევასაც კი გავიგონებდი.

თავზე ხელი მოვისვი და ვიგრძენი რომ რაღაც ბლანტი თბილი სითხე დამეღვარა თითებზე,კარგად დავაკვირდი,ეს სისხლი იყო,ესეიგი  დაშავებული ვიყავი.

ფეხზე წამოვდექი და ირგვლივ მომივიხედე,თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა.ისეთ დაბნეული ვიყავი,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,დანარჩენბი სად გაქრნენ ან რა ჯანდაბა უნდოდა ამ დაწყევლილ სამარას.

წინ წავსულიყავი თუ უკან? რა მნიშვნელობა ჰქონდა მაინც არ ვიცოდი რა მომელოდა.

გამბედაობა მოვიკრიბე და დავიძახე

-მეთიუ...დენიელ...მაიკლ..-ჩემი ხმა ექოთ გაისმა მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა

როგორც იქნა ჩემი თავი შთავაგონე რომ არაფერი ცუდი არ ხდებოდა და წინ წავიწიე.მივდიოდი მაგრამ არც მე არ ვიცი სად,კვამლი კი თითქოს უფრო ძლიერდებოდაო.ბოლოს თვალები ამეწვა და ცრემლები წამომივიდა.გამოსახულება ხან მიორკეცდებოდა ხანაც გამირბოდა.

ბოლოს ვიგრძენი რომ ვიღაც მომყვებოდა,მისი ფეხის ნაბიჯები ერთდროულად მძიმე და თანაბარი იყო,ადგილზე გავჩერდი და შემოვბრუნდი

მე კი ვიცოდი რომ სამარა იყო,ამისთვის არანაირი მხედველობა არ მჭირდებოდა,მის სუნს კილომეტრიდან ვგრძნობდი

-მაინც მომაკითხე?-ცინიკურად ჩავიცინე-აქ ვარ,მორჩა აღარ გეწინააღმდეგები,ვნებდები

ბოლო სიტყვები ვთქვი,ბოლოჯერ ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.

ის მომიახლოვდა,ხელები მაგრად მომიჭრა მკლავზე და

-თვალები გაახილე-ჩუმად ჩამჩურჩულა

თავიდან ვიფიქრე რამე ხომა რ მეჩვენებათქო?მეთიუს ხმას მივამგვანე

-რონი,გაახილე თვალები,მე ვარ-კიდევ ერთხელ შემანჯღრია

მეც გავახილე თალები და მეთიუ დავინახე,სულ სისხლში იყო მოსვრილი

-ღმერთო შენ ხარ?-სიხარულისგან შევყვირე და მაგრად მოვეხვიე

-ჰო დამშვიდდი-მანაც მომხვია ხელები-მე ვარ

-დანარჩენები? მამა და დენიელი,სად არის?-შეშინებულმა ვიკითხე-ან შენ რა გინდა აქ? სამარა იყო,ის მოდიოდა ჩემსკენ

-სამარა?-გაიოცა-მე არაფერი დამინახია,კი მაგრამ...ეხლა სად არის?-და უკან მიიხედა მაგრამ არავინ იყო,კვამლი თითქოს იფანტებოდაო-არ ვიცი რონი,არც მაიკლი და არც დენიელი არ მინახავს

ცოტა ხანი გონს ვერ მოვდიოდი,იქნებ სამარა მათთან მივიდა? უკვე მეორეჯერ გადავურჩი სამარას,რაში იყო საქმე?რატომ ხდებოდა ასე?

კვამლი გაიქანტა და ცემდა გასაკვირად მე და მეთიუ გზატკეცილზე ვიდექით,ვერ ვხვდებოდი აქ რა გვინდოდა მაგრამ ერთი ვიცოდი,ეს გზა პირდაპირ ჩვენი სახლისკენ მიდიოდა,ესეიგი ეს რაღას ნიშნავდა

-უნდა წავიდეთ-ხელი ჩავკდიე მეთიუს და ვუთხარი

-სად?

-ჩემს სახლში-მტკიცედ წარმოვთქვი

-მერე მამაშენი და დენიელი?

-ისინიც იქ იქნებიან-ჩემს თავში დარწმუენბულმა ჩავილაპარაკე და ორივენი სახლისკენ გავემართეთ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 741 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-06-27 Spam
cota patara tavi iyo.. gaagrdzele awii