მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 17 » JUST RUN
9:08 PM
JUST RUN

მაიკლი კარგა ხანი გვიყურებდა ისეთი სახით თითქოს აქ რაღაც დიდი გაუგებრობა ომდარიყოს და თვითონ შემთხვევით აგვრეოდა ვიღაც სხვაში,ერთიანად გამწვანებული ხან მ გამომედავდა,ხან დენიელს და ხანაც მეთიუს.

შემდეგ ცოტა გონზე რომ მოვიდა ღრმად ჩაისუნთქვა და გვითხრა

-და ეს ყველაფერი რაც თქვენ მომიყევით სიმართლეა?

-რათქმაუნდა-ერთხმად დავეთანხმედ სამივე

-და სულებიც არსებობენ?

-როგორც სჩანს-მხრები აიჩეჩა დენმა

-და ახლა ის სამარსა ჩვენს მოკვლად ცდილობს?ანუ დაწყევლილები ვართ?

-ჰო-მშვიდად მივუგე მე

-და ჩემს სიკვდილს უნდა დაველოდო ასე გაუნძრევლად?-აღშფოთებულმა წამოიძახა

-მაგას არც ჩვენ ვაპირებთ,ამიტომ გვინდა იმ სახლის დანგრევა მამა

-მერე როდის აპირებთ მაგას?

-ხვალ-უთხრა მეთიუმ

-ამდენიმე რამ რომ სიუზენზეც გვცოდნოდა იქნებ გადაგვერჩინა-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მაიკლმა

მე მინდოდა რომ რაღაც მეთქვა მაგრამ დენიელმა გამაჩერა და ლაპარაკის საშუალება არ მომცა.

-კარგი ბავშვებო,მეც თქვენთან ვარ,უსხეულო მოჩვენებას ვერ მივცემ უფლებას მომკლას-გახუმრება სცადა მაიკლმა

-ჰო,ჩვენც მანდ ვართ-დაეთანხმა დენიელი

-კარგი მე წავალ დავწვები-თქვა მაიკლმა და დასაძინებლად მეორე სართულზე ავიდა

მოთენთილი მივესვენე სავარძელში,რაკი მას გავაგებინეთ ყველაფერი ახლა ოდნავ უფრო დამშვიდებულას ვგრძნობდი თავს,თითქოს ტვირთის ნახევარი მხრებიდან ჩამომეხსნასო,შეკრული თმები გავიხსენი და თვალებ მილულული მოვდუნდი,ბუხარში ცეცლი გიზგიზებდა,ხმელ შეშას განსაკუთრებული ტკაცანი გაუდიოდა.

დღემ ძალიან დაძაბულად ჩაიარა,იმდენი რამ მოხდა რომ ნორმალურად გააზრებაც კი ვერ მოვასწარი,ერთი შეხედვით ადვილია იცხოვრო მიყრუებულ ქალაქში რომელშიც ზედაპირულად არაფერი ცუდი არ ხდება არასდროს მაგრამ აქ ცხოვრება ლომიხ ხახაში საკუთარი ხელით თავის შეყოფას გავდა.

ღრმად ამოვისუნთქე და მერე ისევ ჩავისუნთქე

-დაიღალე?-უცებ მომესმა მეთიუს თბილი ხმა

-ჰო-თავი დავუქნია და წამოვჯექი-იმდენი რამ მოხდა რომ...

-არაუშავს,მალე ყველაფერი მოგვარდება-გამიღიმა და სახეზე ჩამოყრილი თმები გამისწორა

-ამის იმედი მაქვს-ნაღვლიანად დავეთანხმე და სახე მკერდზე მივადე

-რონი,გიყვარვარ?

-დღეს ხომ გითხარი რომ მიყვარხარ-გამეცინა მის ნათქვამზე

-იცი,თავიდან მეგონა რომ მომატყუე-თვითონაც გაეცინა

-რატომ?-ჭარბები შევჭმუხნე

-რავიცი-მხრები ავიჩეჩე-არ მეგონა შენნაირი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემზე თუ იფიქრებდა

-მემგონი აჭარბებ-ღაწვები შემეფაკლა-განსაკუთრებული ადამიანი შენ ხარ

-რა საწყენია შენც რომ იმას ვერ ვედავ რასაც მე-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა-მაშინ შენს თავზე ასე არ იფიქრებდი

-და მაინც რას ვერ ვხედავ?-ტუჩეპ მოწრუწულმა ვკითხე

-რას და იმას რომ კეთილი ხარ-თითებზე ჩამოთვლა დაიწყო-უძლიერესი ადამიანი იმათ შორის ვინც მე ოდესმე შემხვედრია,არ მესმის ამდენს როგორ გაუძელი და ჯერ კიდევ მყარად დგახარ,მამაცი ხარ ძალიანა,თბილი,მორცხვი,სიცოცხლის მოყვარული,შენნაირი უნიკალური ადამიანი ჯერ არ შემხვედრია

-მართალი იყო დედაჩემი რომ მეუბნებოდა სიყვარულმა გადარევა იცისო-ჩავილპარაკე მე-პირველი სიპტომი სიბრმავეაა,ხოდა აგერ შენც დაბრმავდი

-მაგ სიბრმავეს თუ რონი ქვია მაშინ ძალიან მოხარული ვარ რომ ეგ სენი შემეყარა-გამიღიმა და ვნებიანად მაკოცა.


-მეც მსიამოვნებს რომ ეგ სენი შეგეყარა-სიცილით ვუთხარი და ისევ მივეხუტე.

ორივენი გავჩუმდით,მე მეთუს გულის ცემას ვუგდებდი ყურს,ახლა ლაყბობის თავი ნამდვილად არ მქონდა,ვინ იცის რამდენი დრო გვქონდა დარჩენილი ერთმანეთისთვის,სიმართლე გითხრათ? მე სულაც არ მჯეროდა იმის რომ თუ სახლს დავანგრევდით რამე რეზულტატს მივიღებდით,ეს სრული აბფსურდი იყო,ისიც კი არ ვიცოდით რა უდნა გაგვეკეთებინა მაღაროს გათხრის შემდეგ,არანაირი გამოსავალი არ არსებობდა,ყველა დავიხოცებოდით,ამაში ეჭვი არ მეპარებოდა,არანაირი იმედი არ არსებობდა,უბრალოდ რადგანაც სვებს სჯეროდათ და ეგონათ რომ რამე შეიცვლებოდა მეც არ ვწყვეტდი გულს და თავს ისე ვაჩვენებდი რომ ყველაფერი გამოვიდოდა,არადა ასე არ იყო,არ მინდოდა სიკვდილი,ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვიყავი,მეშინოდა საშინლად,არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,მეშინოდა მეთის დაკარგვის,დედა უკვე დავკარგე და ამას ბოლომდე არ შევგუებივარ და ახლა ვერ გადავიტანდი რომ კიდევ ერთი უსაყვარლესი ადამიანი დამეკარგა,ეს დიდი დარტყმა იქნებოდა,სულაც არ ვიყავი ისეთი ძლიერი როგორიც მეთმა ამღწერა,უბრალდო ეს ყველაფერი გარეგნული ფასა...

-რონი-უცებ ფეხზე წამოხტა მეთიუ და კარებთან მიირბინა

-რა მოხდა?-შეშინებულმა ვიკითხე და ოთახს მოვავლე თვალი

-ხმა არ გესმის?

-რისი ხმა?

-განგაშის-სმენა დავძაბე-ეს სიგნალი მხოლოდ მაშინაა როცა რამე იწვის

-კი მაგრამ ახლა რა იწვის?-ვიკითხე აფორიაქებულმა

-არ ვიცი-თავი გაიქნია-რაღაც დიდი უნდა იყოს რაკი ეს განგაშის სიგნალი ჩაირთო,ეტყობა ცეცხლი იმდენად დიდია რომ ვერ აქრობენ.

შეშინებულმა გავხედე მეთს,უცებ მეორე სართულიდან ხმაური მოგვესმა,კიბეებეზე მაიკლი და დენიელი ჩამოდიოდნენ

-რაღაც ხმაური შემოგვესმა,რა ხდება?

-განგაშია-სწრაფად ვუთხარი მე-რაღაც იწვის,რაღაც ძალიან დიდი

ერთი წუთით ჩავფიქრდი და მერე სახეზე უდიდესი შიში გამომესახა

-სკოლა-შეძრწუნებულმა წამოვიყვირე

-რა სკოლა?-დაიბნა მაიკლი

-სკოლა იწვის-დავიყვირე მე

-ჰო,რა თმქა უნდა-დამეთანხმა დენიელი-სწრაფად წავედით

ოთხივე მანქანაში ჩავსხედით და სწრაფად ავიღეთ გეზი სკოლისკენ,ვიცოდი რომ ესეც სამარაც მორიგი რიკები იყო,არ ვიცოდი რას აპირებდა მაგრამ მემგონი მთელი ქალაქის სასაკლაოდ ქცევა უნდოდა,მკვდრების ქალაქად,სავარძლის ხელებს ჩავაფრინდი რადგანაც მაიკლმა მკვეთრად მოუხვია და კვამლიც გამოჩნდა,ესეიგი არ შევმცდარვარ მართლაც რომ სკოლის შენობა იწვოდა.

დიდ კვამლში შევედით,არაფერი არ ჩანდა მაგრამ ხალხის ხმები ისმოდა,ალბათ მეხანძრეები და ადგილობრივი მოსახლეობა იქნებოდნენ.

რამდენიმე მეტრი გავიარეთ ასე ბურუსში და მერე მანქანა გაგვაჩერებინეს,იმის იქით აღარ გაგვიშვეს,ამიტომაც მანქანიდან გადმოვედით და ფეხით განვაგრძეთ გზა.

ცხვირზე ჟაკეტის სახელო ავიფარე რადგანაც აქ სუნთქვა შეუძლებელი იყო,ხველება ამივარდა და ხელით მეთს დავეყრდენი.

ნელ-ნელ მივუახლოვდით სკოლის შენობას,რაც შეიძლებოდა ახლოს მივედით,იმისთ იქით გადაკეტილი იყო და მხოლოდ მეხანძრეები მუშაობდნენ,მაგრამ ცეცხლს ვერ აქრობდნენ,პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდა და უძალიანდებოდა მათ.

ქალაქის მოსახლეობა გაოცებული უყურებდნენ ამ ყველაფერს,ერთ დღეში მთელი სკოლა ნაცარტუტად იქცა და მიწასთან გასწორდა.

შეძრწუნებული ვუყურებდი ამ სანახაბას.

სამარას ნამდვილად არ უნდოდა რომ ის სახლი დაგვენგრია და ხელს გვიშლიდა.

უცებ ვიღაცის განწირული ხმა გაისმა

-გაიქეცით-ყვიროდა ის და თან აკრძალული ზონიდან მორბოდა-გაიქეცით,სკოლის შენობა ინგრევა...

გიასმა საშნელი ჭახანი,სკოლის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა და ის მეხანძრეც შიგ ჩაიტანა,მერე კიდევ დიდი ჭახანი გაისმა და მასხოვს როგორ გადავვარდი გვერდზე,ირგვლივ საშინელი ბუღი იდგა,მიწაზე ვგრძნობდი რომ ხელი გავიჭერი,ვერაფერს ვხედავდი,სუნთქვა ჭირდა.

უცბად სრულიად მარტო აღმოვჩნდი...



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 820 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2012-06-19 Spam
Vaimee Dzaaliaan MAgari iyoo ♥ Yochaag ♥
Male Dadee gtxoov :X ♥