მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » JUST RUN
10:15 PM
JUST RUN

დილით დაზაფულს გამომევიძა,რაღაც საშინელი სიზმარი დამესიზმრა,ვითომ მე ვიყავი სამარა და ჩემი მეგობრების მოსაკლავად სკოლაში მივდიოდი,რაღაც უაზრობა იყო მაგრამ მაინც შემაშინა.

გვერდზე მივიხედე,მეთიუ არ იწვა,ალბათ ქვევით ჩავიდა-თქო გვიფიქრე და მეც კიბეებს ჩავუყევი,დღეს ფეხი ისე არ მაწუხებდა როგორ გუშინ.

-უკვე გაიღვიძე?-ჩემთან მოვიდა მეთიუ,თურმე ბუხარი დაენთო და სავარძელში იჯდა-მე მეგონა ცოტა ხანს კიდევ იძინებდი

-არ მიყვარს დილაობით ძილი-განვუმარტე და მეც მის გვერდით ჩამოვჯექი-დღეს სკოლაშ არ მიდიხარ?

-არა-თაივ გაიქნია-მარტო რანაირად დაგტოვებდი

-რატომ?მე სახლში წავიდოდი-მხრები ავიჩეჩე

-კიდევ ვერ ისწავლე ჭკუა ხომ?-ჩაიცინა მაგრამ სერიოზული სახე მიიღო-მარტო იმ სახლში შენი გაჩერება იმის ტოლფასია საკუთარი ხელით რომ მოიკლა თავი

-თუ საჭიროა სამარა ამ სახლშიც მშვენივრად მოვა-ვუთარი და გვერდულად გავხედე,თითქოს ცინიკურად ვიცინოდი


-ჰო-თავი დამიქნია-მაგრამ აქ მაინც უფრო უსაფრთხოდ მგონიხარ რომ იქნები ვიდრე იქ

აღარ შევეპასუხე და გაჩუმება ვამჯობინე,ვიცოდი მაინც რაღაცეებს მოიმიზეზებდა აქ რომ დავეტოვებინე მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდებოდა,აუცილებლად მომიწევდა სახლში დაბრუნება და როცა ეს მოხდებოდა მაშინ...

ჩემი ფიქრები ვეღარ დავასრულე და თავი გავიქნიე,ახლა და ახლა უფრო მოვდიოდი აზრზე და უფო და უფრო მიპყრობდა შიში.

მაგრამ სანამ ყველაფერი დამთავრდებოდა ვხვდებოდი რომ წინ დიდი გასაჭირი მელოდა,თ მინდოდა რომ მეცოცხლა უნდა მებრძოლა,ბროლა კი მსხვერპლის გარეშე შეუძლებელი იყო,გამაჟრჟოლა,ნეტა ვინ იქნებოდა შემდეგი?

რეიგანი?არა,ამის წარმოდგენაც კია რ მინდოდა,ის პირველი იყო ვინც გავიცანი და გვერდით დამიდგა,საოცრად გულისხმიერი ადამიანი იყო

დენიელი?ამის გაფიქრებაზეც კი კრუნჩხვებში ვვარდებოდი,ერთადერთი ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,მის გარეშე სამყაროს არსებობა ვერც კი წარმომედგინა.

დედა და მამა?დედაჩემი ერთხელ უკვე გადაურჩა სიკვდილს,მას მარტო აღარ დავტოვებდი,მამა? მერჩივნა მე მომკვდარიყავი

მეთიუ?ის ახლახანს გავიცანი მაგრამ უკვე ვგრძნობ რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,ადამიანი რომელსაც ჩემს სიცოცხლეს უნდა ვუმადლოდე,მის სიკეთეს ვერასოეს გადავიხდი,იმი მიუხედავად რომ მას ბევრ რამეს ვუმადლი ამის გამო სულაც არ მინდა რომ გადარჩეს,მას აქვს რაღაც,რაღაც ისეთი რაც მხიბლავს,ძალიან გამიმძიმდება თუ ის იქნება მომდევნო მსხვერპლ,მაგრამ რატომთაც მეგონა რომ ასე არ მოხდებოდა,მას ხომ ადრეც ჰქონდა სამარასთან შეხება,შეყვარებული მოუკლა,მაგრმა იგი გადარჩა,არამგონია ახლაც მომკვდარიყო მაგრამ როცა მას ვუყურებ,ჩემს გვერდით ზის და სრულიად მშვიდ სახეზე ღიმილი ეფინება რაღაც ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში,ღრმად ჩამარხულს.

საერთოდაც შეიძლება პირველი მე მომკვდარიყავი,ვერაფერს ვიტყოდი დანამდვილებით,თუმცა ყველანაირად შევეცდებოდი რომ მაქსიმალურად მეტი გამეგო სამარაზე.

საღამო ახლოვდებოდა მამაჩემს რომ დავურეკე და მოვიკითხე

-როგორ ხარ?-ვკითხე

-კარგად ძვირფასო-დაღლილმა მითხრა-ახლა ვაპირებდი სამსახურში გასვლას და რაღაც საბუთების წამოღებას,მერე სახლშ გავივლი,შხაპს გადავივლებ და ისევ დავბუნდები საავადმყოფოში

-არა,არა,სახლში არ წახვიდე გთხოვ-შევეხვეწე,გული ცუდს მიგრძნობდა

-რატომ?

-ხომ ხედავ დედას რა დაემართა?მეშინია შენც არ მოგივიდეს რამე

-დამშვიდდი საყვარელო,მე კარგად ვიქნები

-მაინც ვნერვიულობ,არ წახვიდე რა სახლში,მეც მალე მოვალ საავადმყოფოში

-კარგი,კარგი-აგდებით ჩაილაპარაკა,ვიცოდი რომ არ დამიჯერებდა

-ახლა საავადმყოფოში წასვლას აპირებ?-მკითხა მეთუმ როცა ყურმილი გავთიშე

-აბა რა ვქნა?დედას მარტო ვერ დავტოვებ,მაგრამ არც მამა მინდა რომ იმ სახლშ დარჩეს

-ჯერ კიდევ კოჭლობ-შემახსენა

-არაუშავს-ხელი ავიქნია-მაინც ვერავინ დამინახავს,დენიელი ქალაქშია და ხვალ დაბრუნება,მამა სამსახურში...-მოიცა-უცებ წამოვიძახე-შეგიძლია რომ სახლთან დაიმალო მანქანით?იმ შემთხვევაში თუ რამე საეჭვოს შენიშნავ მაშინვე მიეშველებოდი

-კარგი,კარგი-ჩაიცინა-გეტყობა სერიოზულად ხარ შეშინებული

-რა,ცოტა მიზეზი მაქვს ამისთვის?-თვალებშ ჩავხედე,მისმა ტონმა გამაღიზიანა-თუ არ გინდა ნუ წახვალ,ჩემითაც მოვახერხებ რამეს


-ჰეი,დამშვიდდი-მკლავზე დამადო ხელი-მე ეგ არ მთვამს უბრალოდ ცოტა დაწყნარება გჭირდება,ძალიან ხარ განერვიულებული,შენს სახლშიც აუცილებლად წავალ,არ მინდა შენი ოჯახის რომელიმე წევრს რამე შეემთხვეს,მაგრამ დედაშენთანაც არ მინდა მარტო დაგტოვო

-ორად ვერ გაიხლიჩბი-ცოტა მოვლბი-რაც მოსახდენია ადრე თუ გვიან მაინც მოხდება,ასე რომ ყველას ვერ დაგვიცავ მეთ

მეთიუმ არაფერი მიპასუხა,უბრალოდ უკმაყოფილოდ შემომხედა და მერე ავტო ფარეხისკენ წავედით.

მანქანაში ჩავსხედით და საავადმყოფოსკენ ავიღეთ გეზი

-ფრთხილად იყავი-ვუთხარი მეთიუს-გთხოვ,ვიცი მაინც არ გააკეთებ ამას მაგრამ თ რამე მოხდება დამირეკე

-გპირდები რომ დაგირეკავ-შემპირდა და მანქანის კარები გავაღე,ვიფიქრე მოვეხვევი-მეთქი მაგრამ შემდეგ თავი შევიკავე და მანქანიდან გადავედი.

პალატაში შევედი,დედაჩემს ეძინა,ამიტომ გადავწყვიტე არ გამეღვიძებინა და იქვე კუთხეში სავარძელში მოვკალათდი,მაგიდაზე რაღაც ჟურნალები ეწყო,ერთ-ერთს გადავწვდი და უაზროდ დავაშტერდი,არც კი ვკითხულობდი უბრალოდ ვცდილობდი დრო გამეყვანა.

თუმცა უაზრო სტატიები იყო,მოდელებზე,პოლიტიკოსებზე,შეტაკებებზე,არავინ არ წერდა რომ შოტლანდიის ერთ პატარა ქალაქში ხალხი გაურკვეველი მიზეზით იღუპება და ეს ყველაფერი ძალიან საშიშია,არც ის არ იციან რომ არსებობს ხალხი რომელიც ამის გარკვევას ცდილობს,და ვერ იამს წარმოიდგენენ რომ სულების არსებობენ.

ძნელი გასააზრებელი იყო ის ფაქტი რომ არსებობდა ადამიანები ისეთ ადამიანები რომლებიც,მხიარულობდნენ,ცეკვავდნენ და აზრზე არ იყვნენ და არც ადარდებდათ თუ ცოტა ხანში სიცოცხლეს რამდენიმე ადამიანი გამოეთხოვებოდა.

ერთ საათში ყველა ჟურნალი გადავათვალიერე და მერე ისევ უკან დავაბრუნე,დედას ჯერ კდიევ ეძინა,ტელეფონს დავხედე,არავის დაურეკავს,არც რაიმე შეტყობინება დაუტოვებიათ.

წამოვდექი და წინ და უკან სიარული დავიწყე,ფანჯარას მივუახლოვდი,უკვე კარგად ბნელოდა.

ვერ მოვისვენე და დედაჩემს მივუახლოვდი,ხელზე მოვეფერე და ლოყაზე ვაკოცე,მინდოდა მასთან უფრო დიდი დრო გამეტარებინა,თითქოს ვერ ვძღებოდი მისი სიყვარუ

ით,ასეთი რამე არასოდეს მეგრძნო,ალბათ ახლაღა ვაცნობიერებდი თუ რამდენს ნიშნავდა ის ჩემთვის,თუ როგორ გამიჭირდებოდა არსებობა მის გარეშე,მისი სითბოს და დარიგებების გარეშე.კიდევ ერთხელ ვაკოცე და მერე შემოვბრუნდი,მინდოდა მეთუსთვის დამერეკა მაგრამ სანამ ტელეფონამდე მივიდოდი უცებ სრულ სიბნელეშ აღმოვჩნდი.შუქები ჩაქრა.

მოულოდნელობისგან შევკივლე და დედაჩემთან მივვარდი,მას არაფერი გაუგია,გათიშულს ეძინა,მე კი შიშისგან გამაკანკალა.

კარებთან მივირბინე და დერეფანში დავიძახე

-არის მანდ ვინმე?ექთანი გვესაჭიროება-დავიყვირე და ცოტა ხანი დავუცადე,თუმცა არავის გაუცია ხმა.

მეუცნაურა და კიდევ ერთხელ დავიძახე.

ჩემი ხმა ექოთ გავრცელდა დერეფანშ მაგრამ არავინ გამოჩენილა,მხოლოდ სიბნელე,უკუნი სიბნელე,ვინმე რომც მომახლოებოდა ვერ დავინახავდი.

-არის მანდ ვინმე?-აკანკალებულმა დავიყვირე და ოდნავ წინ გამოვიწიე

რაღც ხმაური მომესმა,თითქოს ვიღაც შიშინებდა,სისინებდა,საოცრად მეცნო ეს ხმა და ადგილზე მივეყინე.

ვიგრძენი როგორ მიიხურა დედაჩემის პალატ,ის კარები.

მაშინვე იქითკენ გავექანე და კარს დავუწყე ჯაჯგური,შიგ ვიღაც იყო,სამარა იყო

-დედა,დედა,გამიღე კარები,სიუზენ-მთელი ხმით დავიყვირე-ღმერთო!გამიღეთ კარები

პანიკაში ჩავვარდი და ისტერიული კივილი დაივწყე,ვიცოდი რომ ის დედაჩმს კლავდა ოთახშ მე კი აქ ვიდექი დერეფანში და არაფრის გაკეთება არ შემეძლო,გაშმაგებით დავუწყე რტყმა კარს.

უცებ რაღაც წამოყვირების მსგავსი მომესმა,მერე კვნესა და ხმა მიწყდა.

რაღაც საშნელება დამემართა,გაისმა მტვრევის ხმა,ის გარბოდა,ფანჯარა ჩაამტვრია,ტყეში შევიდოდა.

და მეც გავიქეცი,არ ვიცი სად,რა მიმართულებით მაგრამ ჩემი ვარაუდით გასასვლელისკენ,დავედევნებოდი,აუცილებლად ვიპოვიდი,არ მივცემდი ამის უფლებას

ჩემს ცხოვრებაშ პირველად ვყვიროდი,რაღაც ისეთი ხმით რომელიც არასოდეს გამიგონია,ეს იყო ისეთ რამ რასაც ვერასოდეს ავღწერ,როცა ერთდროულად ყველანაირი შიში გიქრება,და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ,რამენაირად გადაარჩინო შენთივ საყავრელი ადამიანი.

როგორ იქნა მთვარის შუქზე გავედი,ავტოსადგომი დაცარიელებული იყო,ნეტავ სად გაქრა ეს ხალხი?კი მაგრამ რა ხდებოდა?

პირდაპირ ტყეში შევვარდი,უკვე მეორედ მივზდევდი მას,მეორედ მაგრამ ამჯერად ტყუილ უბრალოდ არა,ძალიან მეშინოდა მაგრამ ამად ღირდა,დედაჩემის სიცოცხლე ჩემი სიცოცხლის საფასურად ღირდა.

ნისლიანი ტყე დღეს განსაკუთრებით საშიში ჩანდა,ირგვლივ ბნელი სიბნელე ჩამოწოლილიყო და მხოლოდ მთვარის შუქი თუ შემოაწევდა ალაგ-ალაგ ფოთლებს შორის და უცნაური კუთხით ეცემოდა მიწას,თითქოს რაღც საშიშ ფიგურებს ქმნისო.

ირგვლის მიმოვიხედე,ისეთ სიჩუმე იდგა,მხოლოდ ჩემი სუნთქვა ისმოდა,ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონდა,მაშინებდა,თითქოს ის მითვალთვალებდა.

რაღაც არასასიამოვნო ხმები შემომესმა,თითქოს ღრენის ან რაღაც მაგდაგვარი,უცებ ქარმა დაუბერა და გაშეშებული ფოთლები მიმოფანტა,შემცივდა და გამჟრჟოლა,ყურში ჩურჩული ჩამესმა,ნაბიჯებს მოვუმატე და ისევ გავიქეცი.

ხელებით ვიცილებდი გზიდან ათასნაირ ხე-მცენარეს,რაღაცას წამოვედე და წავიქეცი,ერთი წამით შევყოვნდი შემდეგ კი ისევ განვარგძე სირბილი.

ვერ გეტყვით რამდენი ხანი მივრბოდი,უკვე იმედიც კი მქონდა დაკარგული რომ დედაჩემს ცოცხალს მივუსწრებდი,გული მომეწურა.

ორი საათის შემდეგ

Metiu’s book

-რონი,რონი,შემომხედე,თვალებში შემომხედე,დამშვიდდი,მე ვარ,მეთიუ ვარ,დამშვიდდი-მთელი ძალით ვცდილობდი რონი გამომეფხიზლებინა და გამეჩერებინა,გაუთავებლად კიოდა,უკვე ნახევარი საათ იყო ვერ გავაჩერეთ.

შოკში იყო,არც მიკვირდა,დედამისი მკვდარი ნახა,არა მკვდარი არა,დანაწვრებული,მისი სხეულის ნაწილები ტყეშ იყო მიმოფანტული,სახე კი მთლიანად დასახიჩრებული.

ვნერვიულობდი,სამარამ კიდევ ერთ ადამიანი მოკლა,არ უნდა დამეტოვებინა რონი მარტო,მამამისს არაფერი უჭირდა,უფრო სწორად ახლა მთელს ოჯახს უჭირდა,ვერაფერს გავაწყობდით,ახლა ერთადერთი რაც მინდოდა იყო რომ რონი როგორმე გამეჩერებინა.

-არაფერი გემუქრება,გთხოვ დამშვიდდი,მე შენთან ვარ-მუდარით შევევედრე და მოვეხვიე.

მთლი ძალით მომიჭირა ხელები მხრებზე,ისე მაგრად რომ მეტკინა კიდევ მაგრამ არ გავძალიანებივარ,უაზროდ დაიწყო რაღაცეების ბურბუტს,მერე შეჩერდა,მხოლოდ ქანაობდა,ალბათ ვერც კი აცნობიერებდა რას აკეთებდა.

ვცდილობდი მისი გაყინული სხეული გამეთბო მაგრამ არ გამომდიოდა,წამით მისი სახე ხელებში მოვიქციე შევეცადე შემეხედა მაგრამ შიშმა შემიპყრო,საშინელი შესახედი იყო,თვალები მთლიანად დაძარღვული ჰქონდა,სახეზე კი შეშლილის გამომეტყველება ჰქონდა.

-ღმერთო! რონი,ეს როგორ დავუშვი-გამწარებულმა ჩავილაპარაკე და ისევ მკერდზე მივიკარი,მისგან რეაქცია ნული იყო,შემეშინდა კიდეც მისი,მკვლელს გავდა,შემეშნდა რამე არ მოემოქმედებინა.

არაფრით არ დავუშვი რომ რონი სახლშ წაეყვანათ,ჩემთან წამოვიყვანე,რონის მამაც შოკში იყო,გიჟს გავდა,პირშ სიტყვას ვერ აბრუნებდა,ახლა მთელს ოჯახს უჭირდა,დენიელი გზაში იყო,მალე ჩამოვიდოდა.

რონის მამამ უარი მითხრა სახლში წამეყვანა მაგრამ შემეხვეწა რომ რონისთივს მიმეხედა,მემოგნი უკვე მანაც დაიჯერა რომ ყველაფერი ისე არ იყო,ეს მკვლელობების სერიები რაღაცას ემსახურებოდა.

მანქანით სწრაფად მივდიოდი,მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე გამერიდებინა რონი იქაურობას,მეშინოდა შეტევა არ დაწყებოდა.პოლიციელებს უნდოდათ მისი დაკითხვა მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო,ახლა არც რონის ტვინი და არც გული არ მუშაობდა.

როგორც იქნა სახლამდე მივაღწიეთ,რონი ხელში ავიყვანე და ისე შევიყვანე სახლში,შუქები ავანთე და დივანზე წამოვაწვინე,ხმას არ იღებდა,სწრაფად გადავაფარე სქელი ადიელა,ბუხარი დავანთე და გვერდით მივუჯექი.მხარზე ხელი გდავხვიე და მთელი ძალით მივიკარი მკერდზე,მინდოდა სცოდნოდა რომ ვიღაც მაინც იყო ვისი იმედიც შეეძლო ჰქონოდა.

ღამის სამი საათი იქნებოდა,არცერთს არ გვეძინა,თვალზე რული არ მეკარებოდა,ისევ დაზაფრული ვიყავი,ცოტა ხნის წინ სახლის წინ პოლიცია დადგა,უსაფრთხოების მიზნით და ახლა უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს მაგრამ რონიზე ვღელავდი,ხმას არ იღებდა,ერთიანად გაყინული იყო.

-გესმის ჩემი?-ჩუმად დავჩურჩულე

მან უეცრად ამომხედა და შიშ ნარევი მით მითხრა

-შემდეგი შენ იქნები


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 731 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-06-07 Spam
Vaaimee Deda : S Damaajrjolaaa :S ronis ra daemaartaa : (( ai dzaaan dzaaan dzaaan dzaaan gtxooov maole dade gttxxxxxov :(( vaime metiu ar mokvdes tore gavchedav an denieli : (( sawyali roni ra dgeshia :(( gepicebi yvelapers roca amas vkitxulobdi wammoovidgine yvela is momenti rac aq gaq agwerili es me xshirad ar memarteba tu dzaan ar momewoona ramis wakitxva verapriit ver warmovidgeen verc ert epizoods aq ki ise iyo agwerili yvelaperi rom megona me viyavi roni :* martla yochaaag mapanateeebs am motxrobaze : *