მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 26 » JUST RUN
10:33 PM
JUST RUN

-აქ ხარ?-კიდევ ერთხელ დავიყვირე-ნუ იმალები

თუმცა ჩემი ცდის მიუხედავად პასუხი არსაიდან იყო,არადა მე ხომ ვიცოდი რომ ჯერ კდიევ არ წასულიყო,ამას ვგრძნობდი

-გამოდი-დავიჩრუჩულე და პირველად დავუძახე-სამარა,შენ ხარ?

მაშინვე მომესმა სამზარეულოდან ჭიქების მტვრევის ხმა,შევშინდი,მაგრამ ძალა მოვიკრიბე და იქითკენ გავიქეცი,სამზარეულოში შევედი,ორი ჭიქა დამტვრეული ეგდო,ირგვლი არავინ ჩანდა,უცებ თვალი კარებისკენ გამექცა,ვიღაც გარბოდა,ტყეში თეთრი კაბა გაკრთა

არც კი დამიყოვნებია მეც უკან გავეკიდე

-სამარა,სამარა მოიცადე-ვუძახოდი და რატომღაც იმედი მქონდა რომ გაჩერდებოდა,ყველაზე გასაკვირი კი ის იყო რომ მე მისი არ მეშინოდა,პირიქით სიბრალულს ვგრძნობდი

ხშირ ტევრში შევედი,აქ უკვე მზის სხივები ვეღარ აღწევდნენ,ბნელოდა,არცერთი ფოთლი არ შრიალებდა,არცერთი ჩიტი არ ჭიკჭიკებდა,ყველაფერი მკვდარი იყო,ეს ადგილი უსულო იყო.

ირგვლი მიმოვიხედე,რაიმე ხელში ჩასაჭიდს ვეძებდი რომ გზა გამეკვლია,თუნდაც პატარა მინიშნებას.

-სამარა,დამენახვე-ბოლოს სასოწარკვეთილმა წამოვიძახე.

ჩემს მხნეობაშ ეჭვი შემეპარა,ვაი თუ ღამითაც აქ გაჩერება მომიწევდა,თუ დავიკარგებოდი?ის მიპოვიდა და მომკლავდა,მას არ ადარდებდა ჩემი სიბრალულის გრძნობა,როცა დავედევნე ამზე არ მიფიქრია,მეგონა რომ შევაჩერებდი,რაღაც შეუძლებელს შევძლებდი.

თან ვფიქრობდი თან გავრბოდი,გაურკვეველი მიმართულებით იმ იმედით რომ გასასვლელს ვიპოვიდი,ისეთი ადგილი იყო როგორც საშინელებათა ფილმებში,მაინც და მაინც ახლა ამომიტივტივდა გონებაში ყველაფერი რაც კი ოდესმე საშიში ან წამიკითხავს ან მიყურებია.

სადაცაა პანიკაში ჩავვარდებოდი,ავკანკალდი,ფეხები მომეკეცა

-სამარაა!!!-მთელი ხმით დავიკივლე-სამარა,სამარა

თავზე ხელები წავიჭირე,ყველა მხარეს ვიხედებოდი...

უცებ მზერა გამიშეშდა,პირდაპირ,ასი მეტრის დაშორებით,ხეებს შორის იდგა,ოდესღაც თეთრი,მაგრამ ახლა ჭუჭყიანი კაბა ეცვა,გრძელი შავი გაწეწილი თმები მთელს სახეს უფარავდნენ მაგრამ მისგან რაღაც გულის გამგმირავი ხმა ამოდიოდა,რაღაც აუხსნელმა შიშმა მომიცვა,თითქოს ერთ ადგილზე მივებორკე,გაშტერებული შევცქეროდი მხოლოდ მას,ის კი არ იძვროდა,პატარა სამარა,გოგონა რომელიც ცოცხლად დამარხეს ახლა შურს ძიობდა,მკვდარი იყო მაგრამ ცოცხალს გავდა,ეს რაღაც ეშმაკისეული იყო,შემაძრწუნებელი.

არ ვიცი რამ იმოქმედა მაგრამ უცებ ჩემი ყველა რეფლექსი ამიმუშავდა,გონება განწირული მთხოვდა რომ გავქცეოდა,გადავრჩენილიყავი და მეცოცხლა

არა სიკვდილს არ ვაპირებდი,თუ არ გავიქცეოდი ის მომკლავდა,თუ გავიქცეოდი დამეწეოდა და მაინც მომკლავდა.

ამ ორი არჩევნიდან უკანასკნელი ვამჯობინე,მერჩივნა მეცადა ვიდრე ასე უბრალოდ მომკვდარიყავი,თუმცა გადარჩენის იმედი და არც შანსი არ მქონდა.

მარჯვენა ფეხი გვერდზე გადავდგი და გავჩერდი,ის არ დაძრულა,უბრალოდ მიყურებდა და იღრინებოდა.

აღარ დავიცადე და გავიქეცი.

არ ვიცი რამ გადამრია ან საერთოდ რამ მაფიქრებინა რომ მას გავასწრებდი,თუმცა ისე გავრბოდი როგორც არასდროს,ისეთ ძალა ვიგძენი ფეხებში თითქოს სასიკვდილოდ განწირული უკანასკნელ ძალებს ვიკრებდი,უკან გახედვას ვერ ვბედავდი,ვიცოდი რომ მომსდევდა,ამას ვგრძნობდი,მისი ხმა მესმოდა,ჩემს სახელს სისინებდა,მის გავლილს გზაზე ფოთლები შრიალებდნენ და თითკოს კივიანო ისე იგრიხებოდნენ,ის ნამდვილად ეშმაკი იყო მე კი შემეცოდა.

უფრო მოვუმატე სირბილს,მთლიანად ოფლში ვცურავდი,თმები მთელს სახეზე მომეწებნენ,კუნთები დამეჭიმა,სუნთქვა გამიხშირდა,ვგრძნობდი რომ მალე დავიღლებოდი,დიდი ძალა არ შმერჩენოდა.

უარესად ჩამობნელდა,თითქმის ღამე იყო,მე კი ისევ ვცდილობდი რომ ცოცხლად დავრჩენილიყავი,არ მინდოდა სიკვდილი,მეშინოდა,ძალიან მეშინოდა,ღმერთს ვევედრებოდი რომ ჩემთვის მხსნელი გამოეგზავნა.

-თავი დამანებე,შემეშვი,რა გინდა ჩემგან-სირბილისას წამოვიძახე-მე შენთვის არაფერი დამიშავებია

თითქოს ამ სიტყვებით ვცდილობდი რომ გზიდან ჩამომეშორებინა,უკან მივიხედე,ჩემგან სულ რაღაც ათი მეტრი აშორებდა,საშინლმა ჟრუანტელმა დამიარა,მერე ვიგრძენი როგორ გადამიტრიალდა ფეხი,წავიბორძიკე და ხევში ჩავგორდი.

ფხრეწის ხმა გავიგონე და ფეხში რაღაც შემერჭო,სადღც უსასრულობაში მივგორავდი,გვებს,რბილ ბალახებს,ტორებს ვედებოდი,ვერაფერი მაჩერებდა,ბოლოს ხეს მივარტყი თავი და იმან გამაჩერა.

გონება არ დამიკარგავს,ვიგრძენი როგორ წამომივიდა თავიდან თბილი,ბლანტი სითხე,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და თვალები გავახელე.

თითქმის ვერაფერს ვხედავდი,უცებ ვიგრძენი როგორ ჩამავლეს ცივი ხელები

-გამიშვი,გამიშვი,სამარა,მიშველეთ,-კივილი დავიწყე,პანიკაში ჩავვარდი,ვრგძნობდი სიკვდილის მოახლოებას

-გაჩერდი,გაჩერდი-უცებ მომესმა ვიღაცის ნაცნობი ხმა რომელიც ცდილობდა გამოვეფხიზლებინე და ფეხზე წამოვეყნებინე

ნახევრად დახუჭული თვალები ძლივს გავახილე და ბუნდოვნად მოვკარი თვალი მეთიუს

-შე..შე..შენ??-გაოგნებულმა წამოვიძახე

-ნუ ლაპარაკობ-მირჩია და ფეხზე წამომაყენა

კვნესა აღმომხდა.ფეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი

-ძალიან გაქვს გახეული,ნაკერი დასჭირდება-ივარაუდა მან და წელზე მაგრად მომხვია ხელი რომ უფრო კომფორტულად მეგრძნო თავი

როგორც იქნა წამოვწიე თავი,მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა და მან თავი დამანება დავინახე,ხევის თავზე იდგა და მიყურებდა,ხელები კი ჩემსკენ გამოეწია

-ღმერთო!-მაშინვე შევკივლე

მეთიუ სწრაფად მიბრუნდა იქეთკენ და ადგილზე გაიყინა,მიხვდა რომ ვერ გავასწრებდით

დავინახე სამარას გახრწნილი,აშმორებული ხელები როგორ ლამობდნენ ჩემს ცოცხალ სხეულს დაუფლებოდა,მას მე ვუნდოდი მე კი ჯერ არ ვაპირებდი სიკვდილს

რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა,უფრო სწორედ წამის მეასედში დაფარა და გაშეშდა.

მზერა მეთიუზე გადაიტანა და ვიგრძენი როგორ მოიმჩვარა და ძირს დაეცა,საყრდენ გამოცლილი ხეს დავეჯახე როგორღაც თავი შევიკავე რომ უკან ხრამში არ გადავვარდნილიყავი.

-გაანებე,სამარა,მეთიუს შეეშვი-რაც ძალი და ღონე შემრჩენოდა მოვიკრიბე და გაჭრვებით წამოვდექი,მისკენ მივდიოდი,თუ მე ჩამიგდებდა ხელში მეთუ გადარჩებოდა

-ნუ აწამებ-ამოვიხავლე,რაღც ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობდი

-სამარას მივუახლოვდი,თვალები დავხუჭე და ცალი ხელი ერთ ხელში ჩავავლე.

ისეთი ლორწოვანი და ცივი ჰქონდა რომ ჟრუანტელმა დამიარა,მან ისეთი ძალით ჩამავლო ხელები თითქოს სადაცაა შემჭამსო.

თვალებს არ ვახელდი,ვგრძნობდი მის აშმორებულ სუნს,არ მინდოდა მენახა თუ როგორ მომკლავდა,მისი თმები უკვე ჩემს სახეს ეხებოდნენ

-მე შენ არ მომიკლავხარ სამარა-რაღაც ჩავიბურტყუნე გადარჩენის უკანასკენლი იმედის მომლოდინემ.უკანასკნელ ხავს ვეჭიდებოდი.

მან ხელები მიშვა,ნელ-ნელა მომცილდა და უკან დაიხია,მხოლოდ მაშნ გავბედე რომ თვალები გამეხილა.

ის აღარსად იყო,გაქრა,თავი დამანება,წავიდა,ჩემმა სიტყვებმა გაჭრა,გადარვჩი.

სიხარულით სავსე ამ ამბავმა იმხელა ემოცია მომგვარა რომ გულში ვეღარ ვიტევდი,მთელი სახე გამინათდა.

ამასობაში მეთიუც წამოდგა და ისევ მას დავეტყდენი

-კარგად ხარ?-ვკითხე

-ამას მე არ უნდა მეკითხებოდე,ერთიანად სისხლში ხარ მოსვრილი-ჩაიცინა-ისე რა უთხარი ეგეთი რომ მოგშორდა?

-ვუთხარი რომ მე არ მომიკლავს

-მხოლოდ ეგ?-გაკვირვებულმა გამომხედა

-ჰო-თავი დავუქნიე და გაჭირვებით ამოვედით ხევიდან

-იცი გასასვლელი?-ვკითხე როცა ტყეში შევედით

-ამ ადგილს ხუთი თითივით ვიცნობ

მემგონი არც მოვუტყუებივარ,რამდენიმე წუთში უკვე ჩემი სახლიც გამოცნდა,შუქები არსად ენთო,ესეიგი სახლშ ჯერ კდიევ არ დაბრუნებულან,ამ ფაქტმა დამამშვიდა და იმედი მომცა რომ ჭრილობებს ვერ შეამჩნევდნენ.

სახლისკენ წავედი მაგრამ მეთიუმ თავისი მანქანისკენ წამათრია

-ჰეი,ჰეი,საით მიგყავარ?

-ჩემთან სახლში

-რატომ?-დავეჭვდი

-მაგ ჭრილობებს ეგრე ადვილად ვერ უშველი,ფეხი სერიოზულად გაქვს დაზიანებული,თან დღეს სახლშ მარტო ღამით ვერ დაგტოვებ,ის ახლა წავიდა მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება და რომ ეს დღეს მოხდეს არაფერი გიშველის,და კიდევ შენმა ძმამ რომ ეს ჭრილობები ნახოს ყველაფრის ახსნას მოგთხოვს,და არამგონია რომ შენ ეს გინდოდეს.

მოპრუწული ტუჩებით გავხედე,მართალი იყო,არ მაწყობდა ვინმეს რამე გაეგო ჩემი დღევანდელი გასეირნების შესახებ.

-მოიცა,სანამ წავალთ დენიელს უნდა დავურეკო,გავაფრთხილებ რომ მეგობართან ვრჩები,თორემ ძებნას დამიწყებენ.

მეთიუს ტელეფონი ავიღე და დენიელის ნომერი ავკრიფე

-გისმენთ-მიპასუხა

-დენიელ მე ვარ რონი-სწრაფად ვუთხარი

-რონი?რამე მოხდა?

-არა არაფერი-უდარდელად ვუთხარი-უბრალოდ მინდოდა გამეფრთხილებინე რომ დღეს მეგობართან ვრჩები,ზოისთან,მარტო შემეშინდა და დავურეკე

-თუ გინდა წამოვალ

-არა,იყოს არ არის საჭირო,უკვე მივდივართ მასთან,უბრალოდ გაგაფრთხილე რომ არ შეგეშინდეს,ხვალ სკოლაში გნახავ

-ხვალ სკოლაში არ ვიქნები

-რატომ?დედას სჭირს რამე?

-არა,არა დამშვიდდი,ერთი დღით მივდივარ ედინბურგში

-აჰ,კარგი,მაშინ საავადმყოფოშ მოვალ და იქ გნახავ,მამასაც უთხარი რომ არ შეეშინდეს

-კარგი ვეტყვი-შემპირდა და ყურმილი გავუთიშე

-წავედით?-მკითხა მეთიუმ

-ჰო-თავი დავუქნიე და გზას გავუდექით.

ნელ-ნელა დავმშვიდდი და თავში ათასი კითხვა ამომიტივტივდა,მოვტვინე რომ არც კი ვიცოდი იმ დროს მეთიუ ტყეში რას აკეთბდა და ფრხილად გადავხედე,მშვიდად მართავდა საჭეს,არა მკვლელს არ გავდა

-იმ დროს,იმ ტყეშ რა გინდოდა?

-შენ გამოგყევი

-რატომ?

-შენთან მოვედი,ვიცოდი რომ მარტო იქნებოდი,ისიც ვიცოდი რომ დღეს სამარა გამოჩნდებოდა,ვერ დავუშვებდი რომ მომკვდარიყავი,დავინახე როგორ შედი ტყეშ და უკან გამოგყევი,მერე თვალთა ხედვიდან დამეკარგე და ამიტომ დიდი ანი გეძებდი,მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ რამენაირად მანამდე მეპოვნე სანამ ის მოგკლავდა.

გაოცებულმა გავხედე,ესეიგი მან უკვე კარგა ხანია იცის სამარას შესახებ.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 991 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-05-28 Spam
da ratom xart egeti darwmunebulebi rom is gogoa da samara? metius ra undoda iq? ratom icoda is tye xuti titivit? dafiqrdit aba.....