მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 16 » JUST RUN
10:30 PM
JUST RUN

კაფეტერიაში ვიჯექი რამდენიმე კლასელთან ერთად რომელიც ცოტა ხნის წინ გამაცნო რეიგანმა,ყველანი გუშინდელ ტრაგედიაზე ლაპარაკობდა,თურმე იმ გოგონებიდან ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი ყოფილა მე კი არც ვიცნობდი მათ,ძალიან მაინტერესებდა როდის სახოცა ის გოგონები,მანამდე სანამ ჩემს მოკვლას შეეცდებოდა თუ მას შემდეგ რაც გამომეკიდა?იქნებ ის გოგონები მე გავწირე სასიკვდილოთ?მე რომ მოვეკლალი ახლა ისინი შეიძლებოდა ცოცხლები ყოფილიყვნენ და ახლა ამ კაფეტერიაში ჩემს მაგივრად მსხდარიყვნენ.

კიდევ უამრავმა ფიქრმა გმაიელვა თავში,უმეტეს შემთხვევაში ჩემს თავს ვადანაშაულებდი მაგრამ რისთვის?იმისთივს რომ გავიქეცი და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვიბრძოლე?მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებდი და ეს სხვა ადამიანს გადაარჩენდა?იქნებ უკეთესიც ყოფილიო რომ მაშინ არ გადავრჩენილიყავი,სხვისი სიცოცხლისთვის მაინც.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო რომ კაფეტერიაში შეკრებილთაგან,და არა მარტო მათ,არავინ გამოკლებით რამდენიმე ადამიანისა არავინ იცოდა რომ იმ დღეს მეც ვნახე ის მანიაკი და სასწაულებრივად გადავურჩი,ეს ხმები რომ ქალაქში გავარდნილიყო დარწმუნებული ვიყავი არ მომასვენებდნენ.

ფანჯარაში ვიყურებოდი,წვიმდა,ჩამუქებულ მინას მსხვილი წვიმის წვეთები ეხლებოდა ღრუბლები კი საავდროდ შეკრებილიყვნენ,ძალიან შავად და სახიფათოთ იმზირებოდნენ,თითქოსდა კიდევ ერთ გასაიდუმლოებულ მკვლელობას გვიქადდაო.

კოლა მოვსვი და ბავშვებს გავხედე

-აქ ხშირად წვიმს ხოლმე?-ჩუმად ვკითხე რეიგანს

-გააჩნია სეზონს,ახლა წვიმების სეზონია,მალე თოვა დაიწყება და დაზამთრდება

-რა საშინელებაა,ამიტომაცაა ეს ქალაქი პირქუში ყოველთვის-უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე

-მხოლოდ ეგ რომ იყოს მიზეზი მაშინ არაფერი გვიჭირს-სევდიანად ჩაიალაპარაკა რეიგანმა

-ჰო მართლა,იმ გოგოების დაკვრძალვა როდის არის?

-ხვალ,იმედია წამოხვალთ შენ და დენიელი

-კი აუცილებლად,იცი ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ბრალია მათი სიკვდილი-როგორც იქნა გამოვუტყდი ჩემს ეჭვებში

-კი მაგრამ ასე რატომ გგონია?-შუბლი შეკრა რეიგანმა

-ალბათ იმ მანიაკმა მე რომ ვერ დამიჭირა შური იმ გოგოებზე იძია,მაშინ როცა მე და დენიელი სახლისკენ მივდიოდით რას წარმოვიდგენდით რომ ტყეში ვიღაცას აწამებდნენ,ღმერთო საერთოდ არ მომსვლია აზრათ,იქნებ მე რომ მომკვდარიყავი...

-მოიცა,იმის თქა გინდა რომ იმ მკვლელს ხელებში უნდა ჩავარდნოდი?არ მითხრა არ მიხარია რომ გადავრჩიო,რონი არც კი იცი რა სისულელეებს როშავ,მეორედ არ გაიმეორო-სიტყვა შემაჭყვტინა გაბრაზებულმა

-მაგრამ...

-ხომ გითხარი გაჩუმდი-მეთქი?-მკაცრად გამომხედა

-კარგი ხმას არ ამოვიღებ-დავპირდი და ისევ გავჩუმდი

დღის ბოლოს მანქანისაკნე მიმავალი ოდნავ დავსველდი რადგანაც ახლა ისევ აღარ ვწიმდა თუმცა ჯერ კიდევ არ გადაუდარებია.

ამჯერად საჭესთან მე ვჯდებოდი,დენიელი მგზავრის სავარძელს ბუზღუნით მიუჯდა და ადგილი მე დამითმო.

ტყეში შევედით,ის ადგილი გამახსენდა სადაც ნისლი ჩამოწვა და ირგვივ მიმოვიხედე,არანაირი თეთრმოსასხამიანი პიროვნება არ შემიმჩნევია რომელიც ხის უკან ამოფარებული გვითვალთვალებდა.

სახლის ეზოში მშვიდობით შევიყვანე მანქანა და ძრავა გამოვრთე.

-დე,მოვედით-შევედი კარებში თუ არა დავიძახე

სიუზენიც გამოვიდა როგორც ყოველთვის სამზარეულოდან.

-ააჰ,თქვენ ხართ?-ოდნავ ანევრიულებული ხმით გვკითხა

-ვინმე სხვას ელოდი?-ხუმრობით კითხა დენიელმა

-არა, ძვირფასო რა თქა უნდა-შეეცადა გაეღიმა

-რა მოგივიდა?-შუბლშეჭმუხნილმა ვკითხე

-არაფერი,რა იყო?-იუარა მაგრამ ტყუილის თქმა არ ეხერხებოდა

-რაღაც სახეზე არ მომწონხარ,რა მოხდა?

-არაფერი რონი,ხომ გითხარი უკვე-გაბრაზება შეეტყო

-დედა-მკაცრად გავხედე

-ჰო კარგი,უმნიშვნელოა,უბრალოდ წეღან კიბეებზე რომ ჩამოვდიოდი კარების დაკეტვის ხმა მომესმა რამდენიმეჯერ და ვიფიქრე ვინმე ხომ არ შემოსულა სახლშითქო მაგრამ ქვევით რომ ჩამოვედი არავინ იყო,ამიტომ ვიკითხე თქვენ თუ იყავით,ალბათ ქარმა გააღო კარები-ამიხსნა სიუზენმა თუმცა მანაც კარგად იცოდა რომ გარეთ ქარი არ იყო

შეშინებულმა გადავხედე დენიელს,ის თითქოს არაფერს იმჩნევდა მაგრამ ეტყობოდა რომ ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც მე:ჩვენი სახლი რაღაც დიდ საიდუმლოს ინახავდა ისევე როგროს მილტონი და მოსვენება არ გვეღირსებოდა მანამ სანამ ეს ყველაფერი ბოლომდე არ გაირკვევოდა,თითქოს ეს აზრები ერთ წუთში მოვიკრიბე და გადაწყვეტილებაც იქვე მივაყოლეო.ყველაფერი უნდა გამერკვია,ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.

საღამო ხანს,ვახშმის დროს როცა სამივენი მაგიდის ირგვლივ ვისხედით ეზოში მანქანა გაჩერდა,კარი გაიღო და ოთაში მამაჩემი შემოვიდა,ვიფიქრე ასე ადრე რატომ მოვიდა რამე ხომ არ მოხდათქო მაგრამ სახეზე სრული სიმშვიდე აღბეჭვდოდა და იღიმებოდა კიდეც.

-იმედია დროზე მოგისწარით-სათვალეები მოიხსნა და მაგიდას მოუჯდა

-ეხლახანს დავიწყეთ ვახშმობა,თეფშს მოგიტან-გაიხარა დედაჩმმა და სუფრიდან წამოდგა

ცოტა უჩვეულოდ მეჩვენა მამაჩემის უეცარი გამოცხადება,პრინციპში ამაში არაფერი იყო უჩვეულო უბრალოდ არ ვიყავი მიჩვეულ როცა მთელი ოჯახი შეკრებილები ვიყავით,არაფერ შუაშია მაგრამ პათეთიკურად მიმაჩნდა,სინამდვილეში ძალიან შეკრული ოჯახი გვქონდა მაგრამ მე ვიყავი ის გადარეული რომელიც ასეთ რაღაცეებს ვერ იტანდა,არც ახლა ამომიღია ხმა უმჯობესად ვპასიურობდი რომელიც სიმართლე გითხათ არავის არ შეუმჩნევია,ხანდახან ფირები მაწუხებდა ნაშვილები ხომ არ ვიყავი...

ვახშმის შემდეგ დავალებები მოვამზადე და წყლის გადასავლებად სააბაზანოში შევედი.

ცხელი წყალი მოვუშვი,კარგა ხანი გაშეშებული ვიდექი და წყლის წვეთები ხმაურით მეცემოდნენ,პარალიზებული კიდურები მალე ამიმუშავდნენ,უფრო სწორედ მას შემდეგ რაც ცხელი წყალი ცივმა შეცვალა და შემამცივნა.სასწარაფოდ გამოვრთე წყალი,პიჟამოები გადავიცვი და ჩემს ოთახში გავედი.

ძალიან დაღლილს,ემოციებისგან დატვირთულს და დაძაბულს მალევე ჩამეძინა.

ძილ ბურანში ვიყავი რაღაც უცნაურმა ხმებმა რომ გამომღვიძეს,თავი წამოვწიე და ფანჯარაში გავიხედე,ბნელოდა,მთვარის შუქი ოთახში შემოდიოდა და კარადას ეცემოდა,საათს დავხედე,დილით ოთხი საათი იქნებოდა.

ღრჭიალის ხმა მომესმა,აშკარად ფიცრის ხმა იყო,ზევით ავიხედე,ხმაური სხვენიდან მოდიოდა,ფიცარმა კიდევ ერთხელ გაიჭრაჭუნა და მტვრის ნაფხვენები სახეზე დამეცა,სწრაფად ჩამოვიფერთხე და გავისუსე,გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა,სადაცაა კივილს დავიწყებდი,ვინ იყო ჩვენს სახლში?რა ხდებოდა?პანიკაში ჩავარდნას ცოტა მიკლდა

კიდევ ერთხელ დაიჭრაჭუნა ფიცარმა და ხმაური შეწყდა,გავისუსე,სუნთქვასაც კი ვერ ვბედავდი,ვიფიქრე წამოვდგები-თქო მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა,თითქოს ერთ ადგილს მივეჯაჭვე.

ფეხის ნაბიჯები გაგრძელდა,ამჯერად დერეფნიდან მოდიოდა ხმაური,ვიღაც კიბეებზე ჩადიოდა,მაგრამ ჯერ შედგა,მისი სუნთქვაც კი მესმოდა რომელიც შემი ოთახის კარის პირდაპირ იყო,ჩუმად ამოვისუნთქე,საბანი გადავიძვრე და დაველოდე როდის ჩავიდოდა კიბეებზე,როცა ბეხის ნაბიჯების ხმა ისევ განახლდა საწოლიდან წამოვდექი,თან ვცდილობდი არ მეხმაურა,ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ყველაფერს უფრო საშიშს ხდიდა,ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ხეებს შორის ვიღაც მითვალთვალებდა.

ძალიან ჩუმად მივედი კარებთან და სახელურს დავადე ხელი,ვფიქრობდი გავსულიყავი გარეთ თუ არა,ერთი წუთი ვიფიქრე არ გავალთქო მაგრამ შემდეგ ჩემი გადაწყვეტილება გამახენდა რომ ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვაკრვევდი,მთელი შერჩენილი ძალები ჩამოვწიე,კარი ჭრაჭუნით გამოიღო და ჩაბნელებულ დერეფანში გავედი...

ვიგრძენი ვიღაცის ცხელი სუნთქვა რომელიც უკნიდან მიახლოვდებოდა,შემოვტრიალდი და კივილი აღმომხდა...

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 777 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2012-05-18 Spam
ra adilas gawyviteeee... vaime ra magari iyoo:*** dzaan dzaan momewonaa:** yochag umnagresi iyoo<333333 gtxov rac sheidzleba male gaagrdzelee:***