მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 12 » JUST RUN
9:49 PM
JUST RUN

Memories will be covered by the fog

მზე თითქოს ძალიან სწრაფად ჩაესვენა უშველებელი მთების ქვეშ და მაღალმა ხეებმა პირქუშად დაგვიწყეს ყურებაო,დიდი სამგზავრო ჯიპი დაუბრკოლებლად მიიკვლევდა გზას ხშირ ტევრებს შორის,დედაჩემი საქარე მინაში იხედებოდა და უდარდელად ათვალიერებდა არემარეს,მამაჩემმა ფარები ჩართო რადგან ნაადრევი ნისლი ჩამოწვა და ისე გზის გაკვლევა შეუძლებელი გახდებოდა,ჩემს ძმას გავხედე,დენიელს ყურში ყურსასმენებ გაჩხერილს ჩასძინებოდა,უნებურად გამეღიმა და მუსიკები ჩუმად გამოვურთე,მემგონი ერთადერთი ვიყავი ამ ოჯახში რომელსაც ამ ქალაქში გადმოსვლა არ ახარებდა,მილტონი ჩრდილოეთ შოტლანდიაში მდებარე ძალიან პატარა,მთებში ჩაკარგული სანაოსნო ქალაქი იყო,მე თუ მკითხავდით ძალიანაც უცნაური,არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემში ცუდ განცდებს იწვევდა.

რამდენიმე მილის გავლის შემდეგ ქალაქის პირველი შენობებიც გამოჩნდა,ნაცრისფერ ნისლში გახვეული შავი ფერის სახლები მტრულად მიმზერდნენ,ზოგი მადგანი ჩამონგრევის პირას იმყოფებოდა,რამდენიმეგან ბჟუტავდა მხოლოდ სინათლე,ქალაქის შუაგული უფრო ნორმალურად გამოიყურებოდა,კინო თეატრი,ბიბლიოთეკა და რამდენიმე მაღაზია ჩაეწკრივებინათ,ერთ მილში ნავსადგომი იყო რომელთანაც ახლოს ხის კანჯოები,ნავები და ერთი,ყველაზე მდიდრული იახდა ჩაემწკრივებინათ,გამიკვირდა ასეთ უბადრუკ ადგილზე ვის უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა რომ რამე ღირებული ეყიდა,ან თუ ფული ჰქონდათ  გონიერი ადამიანი ამ ადგილს გაშორდებოდა.

დასახლებულ პუნქტებს გავცდით და ტყის პირს გავუყევით

ძალიან მაინტერესებდა სად მივდიოდით მაგრამ ხმა არ ამომიღია,ტყეში შევედით,ირგვლივ ჩამობნელდა,ფარები არემარეს ანათებდნენ,წვრილი ბილიკი კი მცენარეებს დაეფარათ.

გვერდითა ფანჯარაში გავიხედე,ფანჯრებს ნისლი ეკრა და ვერაფერი გავარჩიე.

ამასობაში დენიელმაც გამოიღვიძა და დაბნეულმა მიმოიხედა,დენი ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი მაგრამ უკვე მამაჩემად თვლიდა თავს,თუმცა ამის მიუხედავად ძლიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა,უნდა ითქვას რომ ვაშინგტონში ცხოვრებისას მის ჩრდილს ვიყავი ამოფარებული,სკოლაში პოპულარული ბიჭი სინამდვილეში სულაც არ იყო ისეთი თავხედი როგორიც ბევრს ეგონა,ჩემი ძმის რეალურ სახეს მხოლოდ მე ვიცნობდი.

-ვეღარ მივედით?-ჩაილაპარაკა ნამძინარევი ხმით

-სულ ცოტაც და,აი გამოჩნდა სახლი-წამოიძახა მამაჩემმა

თვალები დავძაბე და მართლაც,ნისლიდან მალე გავარჩიე ნაცრიფერი შენობა,დიდი იყო მაგრამ ეტყობოდა დიდი ხანია შიგ არავის ეცხოვრა,ზედ სახურავზე დიდი მამალის რკინის გამოსახულება დაედგათ რომელიც ჰორიზონტის მხარეებს აჩვენებდა მაგრამ ქარი ქროდა და როცა აქეთ-იქით ატრიალებდა საშინლად ღრჭიალებდა,ყურებზე ხელი ავიფარე და უკმაყოფილოდ მოვიბუზე

-ეს რა ღამურების ბუდეა?-ჩაიბურტყუნა დენიმ

-სულაც არა,გუშინ დავრეკეთ და მოსულები იყვნენ ქიმწმენდიდან,ამიტომაც სახლი დალაგებული იქნება-გამოეპასუხა სიუზენი,დედაჩემი

მამაჩემმა ძრავა ჩააქრო და მანქანაც გაჩერდა,კარები გადმოვაღე და პირველმა გადმოვედი ძირს,ქარმა დაუბერა და ეზოში მიყრილი ფოთლები ააფრიალა,შემოდგომის ელფერი ყველაფერს გადაკრავდა

მანქანიდან ჩვენ ჩვენი ბარგი დაგმოვიღეთ და სახლისკენ გავემართეთ.

პარმაღზე შევდექი და დავუცადე როდის მოარგებდა მაიკლი(მამაჩემი)კარს გასარებს,ტყეს მოვავლე თვალი,ყველაფერი ისეთი პირქუში ჩანდა,თითქოს ამ ტყეში სიცოცხლის ნასახიც კი არ შეინიშნებოდაო.

როგორც იქნა მისაღებში შევედით და ჩანთები ძირს დავაწყვე,დედაჩემმა სინათლე აანთო.

მეგონა რაღაც საშინელება დამხვდებოდა მაგრამ პირიქით,ყველაფერი სისუფთავისგან ბრწყინავდა,დიდი მისაღები ოთახი მთლიანად შუა საუკუნეების სტილში იყო მოწყობილი,დიდი თეთრი ბუხრით,წაბლის ხის კედლებზე უზარმაზარი ნახატებით,მუქი მწვანე ფარდებით და მოჩუქურთმებული სავარძლებით,სახლში ერთდროულად შიშის და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებდა.სამზარეულო არც ისე პატარა იყო და დანარჩენ ოთახებზე ნათელიც,აქ არაფერი უცნაური არ შემინიშნავ,სამზარეულოში კარი იყო რომელიც სახლის უკანა ეზოში გადიოდა.კარტან არ მივსულვარ ისე გამოვედი იქედან.

მეორე სართულზე ამავალი კიბე მთლიანად მუხის იყო,ნელა ავუყევი,რატომღაც მეგონა რომ რომელიმე საფეხური ჭრაჭუნს დაიწყებდა მაგრამ ასე არ მომხდარა,მეორე სართულზეც შუქები ენთო,განიერი კორიდორი მთლიანად ხალიჩით იყო დაფარული და ბოლოში დიდი ფანჯარა გამოეჭრატ,მეორე სართულზე სამი საძინებელი ოთახი იყო,მამას და დედას მოპირდაპირე მხარეს,ჩემი და დენიელის კი გვერდიგვერდ.

ჩემი ოთახის კარი შევაღე,შუქი ავანთე და მოვათვალიერე,გული შემიღონდა,საშინლად იყო მორთული,განჯარაზე ძალიან მუქი ფერის ფარდა იყო ჩამოფარებული,სასწრაფოდ გადავწიე,მაშინვე გამოჩნდა ღამის შუქზე განათებული ეზო,დიდი საწოლი კედელთან იდგა,მუხის შავი ფერის კარადაც ასევე გვერდით მაგრამ მის მოპირდაპირე მხარეს,საწერი მაგიდა ფანჯარასთან,ისეთივე შუა საუკუნეების სტილში დამზადებული სავარძელი კარებთან მიედგათ,საწოლის თავზე უშველებელი ნახატი ეკიდა,რაღაც უცნაური გამოსახულებებით,ვერ გავარჩიე რა იყო.

ჩემს ოთახს კიდევ პატარა სააბანაზო ჰქონდა,ეს უფრო თანამედროვეთ იყო მოწყობილი.

როგორც კი დავბინავდი მაშინვე ჩავედი პირველ სართულზე,დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა,იმედია რაიმე გემრიელს მოამზადებდა თორემ დიდი ხანი იყო არაფერი მეჭამა.

დივანზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე,მაშინვე გვერდით მომიჯდა დენიელიც ლეპტოპით ხელში,გავიფიქრე ახალ სკოლაში არავის ვეტყვი ნათესავები თომ ვართ-თქო,ზუსტად ვიცოდი ახალ გარემოს უცებ შეეწყობოდა მე კი კომუნიკაბელურობით არ გამვირჩეოდი,საერთოდ მამაჩემის სამსახური რომ არა არსად გადაბარგება არ მოგვიწევდა,თუმცა უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ მაცდური სამსახური შესთავაზეს,ამაზე უარი თქმა არაფრით არ შეიძლებოდა.

-ბავშვებო მოდით,ვახშამი მზადაა-სამზარეულოდან გამოგვძახა სიუზენმა

ჩვენც სწრაფად წამოვდექით და მაგიდას მივუსხედით.

მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამომიღია,უდარდელად შევექცეოდი ქათმის ფილებს,რამდენიმე წუთში წამოვდექი,ყველას გამოვემშვიდობე და ჩემს ოთახში ავედი.

მალევე კიდევ გაისმა ნაბიჯების კმა კიბეებზე,როგორც მივხვდი დენიელი იქნებოდა,ალბათ ისიც დასაწოლად მიდიოდა მის ოთახში,პიჟამოები გადავიცვი და საბანში გავეხვიე.

შუაღამე ახალი მილეული იქნებოდა,სახლში წუთის წინ ჩააქრეს სინათლეები და თავიანთ ოთახებში შევიდნენ,უცნაურია,დენიელის ხმაც გავიგონე,არადა მეგონა რომ უკვე კარგა ხანია ეძინა.

გვერდი ვიცვალე და თვალები დავხუჭე,ხვალ ახალ სკოლაში გადავდიოდით,რომელშიც იმის ნახევარი არც კი სწავლობდა რამდენიც ვაშინგტონის ყველაზე ჩვეულებრივი სკოლის დამამთავრებელ კლასებში.

ალბათ ძილ ბურანში ვიყავი,ან შეიძლება უკვე სიზმარსაც კი ვხედავდი კარების გაღების ხმა რომ გავიგე,მემგონი სამზარეულოდან მოდიოდა,ორჯერ დაიჭრაჭუნა და შემდეგ ხმა ისევ მიწყდა.

თვალები გავახილე მაგრამ ვერანაირი ხმაური რომ ვეღარ გავიგონე ისევ ძილი გავაგრძელე.

დილით იმის მიუხედავად რომ გვიან დავწექი მაინც ალიონზე გამომეღვიძა,ნისლი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გაფანტული,სუსხიანი დილა იდგა,სწრაფად ამოვიცვი ჯინსი,სვიტერი გადავიცვი და ქვევით ჩავედი,სიუზენი ჯერ არ ამდგარიყო,სამზარეულოში გავედი,გუშინდელი კარის გაღბის ხმა მომგონდა,ეზოში გასასვლელი კარები შევამოწმე,ღია იყო,ვინ დატოვა შუა ღამეს კარები ჩაუკეტავი?ალბათ ქარი ამოვარდა,გააღო და სწორედ ამის ხმა მომესმა მეც,გავიიფქრე და კარები საიმედოთ გადავკეტე.

სახლი უნდობობის შეგრძნებას იწვევდა.

მაცივარი გამოვაღე,გუშინდელი ნაყიდი პროდუქტებით გამოტენილი იყო,რძე და ბურღლი გამოვიღე,ღრმა თეფშზე ერთმანეთს დავაყარე და საუზმობა დავიწყე.

ის,ის იყო თეფში ნიჟარაში უნდა ჩამედო გასარეცხად რომ კიეებზე მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე,სამზარეულოში დენიელი შემოვიდა

-დილა მშვიდობისა დაიკო-მომესალმა და ლოყაზე მაკოცა

-მემგონი სიუზენს და მაიკლს ჩვენ მოვასწარით ადგომა-სკამის სახელურს დავეყრდენი

-ჰო,ნამდვილად-ჩაიცინა-გუშინ კარების გაღების ხმა გაიგონე?-მკითხა

ესეიგი მარტო მე არ ვიყავი ერთადერთი

-კი,გუშინ უკანა კარები ჩაუკეტავი დაგრჩენიათ და ალბათ ქარმა ააღო ალბათ

-არა,გამორიცხულია-თავი გიაქნია-ჩემი ხელით ჩავკეტე,ზუსტად მახსოვს

-ჰო მაგრამ კარები რია იყო-ვიუარე-ეტყობა კარგად არ გახსოვს

-ხომ გეუბნები ჩემი ხელით ჩავკეტე,რას უნდა გაეღო?-თავისთვის ჩაილაპარაკა და საუზმეს თავი გაანება.

ნახევარ საათში სკოლისაკენ დავიზარით,დენის მანქანა უკვე ჩამოსული იყო ამერიკიდან და ამიტომაც გადავრჩით მაიკლის წაყვანას,დენიელი რუკით მიიკვლევდა გზას,ამ ტყიდან გზის გაკვლევა მაინც და მაინც ადვილი საქმე არ იყო

-რაღა მაინც და მაინც ამ ადგილზე იყიდეს სახლი,სხვა ვერაფერი მოძებნეს?-ჩაიდუდღნა უკმაყოფილოდ დენიელმა

-ეგ სახლი არ მომწონს-ჩემთვის ვთქვი

-არც მე-დამეთანხმა

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 873 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-05-14 Spam
momewona dzaan<3:**