მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » Joseph Morgan/ჯოზეფ მორგანი
4:32 PM
Joseph Morgan/ჯოზეფ მორგანი


           Joseph Morgan/ჯოზეფ მორგანი



დოსიე:

დაიბადა -1981 წლის 16 მაისი
ადგილი -ინგლისი , ლონდონი
შემოქმედების ადგილი -2002-დან დღემდე



ჯოსეფ მორგანი, ინგლისელი მსახიობი დაიბადა 1981 წლის 16 მაისს.ცნობილია სერიალებიდან Hex - ტროის როლით და ვამპირის დღიურებიდან კლაუსის როლით.


მსახიობი დაიბადა ქალაქ ლონდონში, ინგლისში და 11 წლამდე ცხოვრობდა მორისტონში. ის სწავლობდა Morriston Comprehensive School-ში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო სამსახიობო ხელოვნების შესწავლა Gorseinon College-ში.



2003 წელს ჯოსეფმა ითამაშა ფილმში Master and Commander: The Far Side of the World რასელ ქროუსთან ერთად. მორგანს ასევე წილად ხვდა პატივი ეთამაშა ფილმ Alexander-ში ისეთი მსახიობების გვერდით როგორებიც არიან : კოლინ ფარელი , ანნჯელინა ჯოლი და ენტონი ჰოპკინსი, სადაც ის ასრულებს ფელოტასის როლს. 2003 წელს ჯოსეფმა მიიღო ტომას კალპეპერის როლი ისტორიულ ფილმში Henry VIII. იმავე წელს ჯოსეფმა ითამაშა მატიასის როლი დრამატულ ფილმში Eroica. სერიალ Нех-ში ჯოსეფის პერსონაჟი ტროი არის სიმპატიური სტუდენტი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს კოლეჯის გოგონებში და ამის გამო არის ბიჭების შურის ობიექტი. მისი გმირი სწორედ ამ მაჩოს ნიღბით ცდილობს დამალოს თავისი სიმორცხვე და დაუცველობა. Hex-ზე და Alexander-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ მსახიობმა მიიღო კალუმის როლი სერიალში William and Mary, სადაც ითამაშა სამ ეპიზოდში. 2006 წელს იგი შეუერთდა ტელეპროექტ Kenneth Williams: Fantabulosa. მისი შემდეგი ნამუშევარი იყო ВВС2-ის არხზე მინი სერიალი The Line of Beauty. 2007 წლს ჯოსეფმა ითამაშა ფილმ Mister Lonely-ში ლეგენდარული ჯეიმს დინის როლი. იმავე წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო სერიალ Doc Martin-ის კასტინგზე, სადაც მიიღო მაიკ მებლეის როლი. 2008 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს კრიმინალურ ფილმზე The Grind, სადაც ერთ ერთ მთავარ როლს ზოი ტაპერი თამაშობდა. ამჟამად მსახიობი თამაშობს the cw-ის გახმაურებულ სერიალში ვამპირის დღიურებში, ორიგინალი ვამპირის კლაუსის როლს
.


მორგანი ხვდებოდა სერიალ Revenge-ის მსახიობს ემილი ვანქემპს 2011 წლის ოქტომბრამდე. ემილიმ განაცხადა რომ მათი დაშორება მტკივნეულად აისახა მათ ურთიერთობაზე. ჯოსეფი აქტიურად უჭერს მხარს საქველმოქმედო ორგანიზაციას Positive Women.

Icons <3:
კლეროლაინის:





 

 


ჯოზეფის:


 

 

 

 






კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 1026 | დაამატა: DeeMzzZz_LoVAToOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-05-13 Spam
Amas Rom Vusmen Aket Cxeba xolme <3 biggrin