მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 20 » Johhny Depp
11:08 PM
Johhny Depp
მოკლე ბიოგრაფია 

ჯონი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში (მამა ინჟინერი, ხოლო დედა ოფიციანტი). როცა ჯონის შეუსრულდა 7 წელი,მისი ოჯახი გადავიდა ფლორიდაში, სადაც მის მამას შესთავაზეს ახალი სამსახური. ხშირმა გადასვლებმა ქალაიდან ქალაქში და აგრეთვე ბაბუის სიკვდილმა ჯონის ფსიქიკაზე საგრძნობლად იმოქმედა და ის სკოლაში დადიოდა სრულიად უინტერესოდ.12 წლიდან დაიწყო სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დალევა. სიტუაცია გაართულა მშობლების დაშორებამ: 15 წლის დეპმა დაიწყო ნარკოტიკების მიღება და მაშინვე გააგდეს სკოლიდან. 

საბედნიეროდ ჯონიმ მალევე იპოვა ახალი გასართობი - მუსიკა: ჯონის დედამ უყიდა იაფფასიანი ელექტრო გიტარა, ჯონიმ თვითონვე ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა და დაიწყო მოღვაწეობა მოყვარულების ჯგუფში. ახალგაზრდა როკერებმა კონცერტებიდან დაიწყეს თავისი ჰონორარების შეგროვება, ჯონის სერიოზულადაც ფიქრობდა რომ გაეგრძელებინა ტავისი მუსიკალური კარიერა. მაგრამ ჯგუფის საქმეები არცთუისე კარგად მიდიოდა, ბიჭებს უხდებოდათ ფულის შეგროვება სხვადასხვა ქალაქევბში და ბოლოს შეწყვიტეს თავიანთი მოღვაწეობა, ისე რომ ბოლოს მაინც ვერ მიაღწიეს პოპულარობას. 

იმავე წელს ჯონი დაქორწინდა ვინმე ლორი ელისონზე რომელმაც გააცნო ნიკოლას კეიჯი. ჯონის გარეგნობა, მისი გამოხედვა და მანერებმა დიდი გავლენა მოახდინა ნიკოლასზე და მან ჯონი გააცნო თავის აგენტს. შედეგად მომავალმა მსახიობმა მიიღო თავისი პირველი როლი უეს კრავენის ფილმში "A Nightmare On Elm Street". ტავისი პირველი ჰონორარი დეპმა დახარჯა სამსახიობო გაკვეთილებში, რის შემდეგაც მან შეძლო მიეღო მონაწილეობა ოსკაროსან ფილმში "Platoon" (რეჟ. ოლივერ სტოუნი) 

ახალგაზრდა მსახიობი თავისუფალ დროს უკრავდა როკ ჯგუფში სახელად "Rock City Angels". ფილმ "Platoon"-ის გადაღების შემდეგ დეპს მალევე შესტავაზეს დეტექტივის როლი სერიალში "21 Jump Street". მაგრამ მსახიობმა ცივი უარი განაცხადა ტელესერიალში გადაღებაზე. ამ როლზე აყვანილი იქნა სხვა მსახიობი, მაგრამ ეს მსახიობი არ მოეწონათ სტუდიის ხელმძღვანელებს და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ სთხოვეს ჯონის რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. ამჯერად ჯონის აგენტებმა შეძლეს მისი დათანხმება რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. სერიალი გახდა ჰიტი, და დეპი - მაყურებლის სიმპატია. 1990-ს გამოვიდა ორი ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით: "Edward Scissorhands" (ტიმ ბარტონი) და "Cry Baby". 

ჯონის კინოკარიერა უფრო და უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა - როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ, შემდეგ მოყვა კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი ტიმ ბარტონთან, ფილმი - "Ed Wood", რომელშიც მსახიობა მარტინ ლანდაუმ აიღო ოსკარი. 

1995 წეკლს გამოსული ფილმი "Don Juan de Marco" სადაც დეპმა შეასრული ბრწყინვალე დუეტი მარლონ ბრანდოსთან ერთად, არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით როცა "Dead Man" აღიარებული იქნა მე-20 საუკუნის ერთერთ საუკეთესო შედევრად, სწორედ ამის შემდეგ აღიარეს ჯონი ერთადერთ საუკეთესო მსახიობად. 

1998 ის დაშორდა თავის ცოლს კეიტ მოსს, რომელტანაც 4 წელი ცხოვრობდა, ჯონიმ მალევე გაიცნო ერთერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ფრანგი მომრერალი/მსახიობი ვანესა პარადი, და დაბყრობილი იქნა მის მიერ ერთხელ და სამუდამოდ. შეყვარებულები გადავიდნენ ფლორიდაში რათა დაეწყოთ იქ ახალი ცხოვრება, მალე მათ გაუჩნდათ შვილი - ლილი პოუზ მელოდი დეპი. 

90 წლების დასასრულში ჯონიმ იტამაშა მრავალფეროვანი როლები სხვადასხვა ფილმებში: მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი ტიმ ბარტო
ნთან ერთად. 


საინტერესო ფაქტები 

მისი ნამდვილი სახელი: John Christopher Depp (ჯონ ქრისტოფერ დეპი) 


ძირითადი საქმიანობა: პროდიუსერი, მუსიკოსი, მსახიობი 

დაბადების ადგილი: Owensboro, Kentucky, U.S. 

დაბადების თარიღი: 9 ივნისი, 1963 

აქტივობა: 1984 წლიდან დღემდე 

ასაკი: 47 

პარტნიორები: 

Sherilyn Fenn (1985–88) 
Winona Ryder (1989–93) 
Kate Moss (1994–98) 
Vanessa Paradis (1998–დღემდე) 

ჯონი დეპს სულ აქვს 13 ტატუ სხეულზე 

ის ფლობს ბაჰამის კუნძულებიდან ერთ-ერთს 

ჯონი უკრავს გიტარაზე 

ის ებრძოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს 

ის არის Deadsy-ს და The Rolling Stones ფანი 

ასევე გახლავთ ერთ-ერთი ცნობილი რესტორანის თანამფლობელი 

ის ნომინირებულ იქნა შემდეგ დაჯილდოებებზე: Academy Awards, Golden Globe and Critic's Choice Awards. 

მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია მერლინ მენსონი.. ასევე ტიმ ბერტონი 

დეპი რამდენჯერმე დააკავეს 

მას უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული, აქედან ყველაზე ბევრი 
ცნობილ ფილმს "კარიბისზღვის მეკობრეებს" ეკუთვნის


ფილმოგრაფია 

Sin city 3 (2012) 
The Lone Ranger (2011) 
The Man Who Killed Don Quixote (2010) 
Alice in Wonderland (2010) 
The Rum Diary (2010) 
Shantaram (2009) 
The Imaginarium of Doctor Parnassus (2009) 
Public Enemies (2009) 
gonzo:the life and work of Dr.Hunter.S thompson (2008) 
sweeney todd: the demon barber of elm street (2007) 
Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest (2006) 
Corpse Bride (2005) 
Charlie and the Chocolate Factory (2005) 
The Libertine (2004) 
Finding neverlandl (2004) 
Ils se marièrent et eurent beaucoup d'enfants (2004) 
Secret Window(2004) 
Once Upon A Time In Mexico(2003) 
Pirates Of The Caribbean(2003) 
Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl (2003) 
From Hell(2001) 
Blow (2001) 
Chocolat (2000) 
Before Night Falls (2000) 
The Man Who Cried (2000) 
Sleepy Hollow(1999) 
Astronauts Wife(1999) 
Ninth Gate(1999) 
Fear and Loathing in Las Vegas (1998) 
The Brave (1997) 
Donnie Brasco(1997) 
Nick of Time (1995) 
Dead Man(1995) 
Don Juan DeMarco (1995) 
Ed Wood(1994) 
What's Eating Gilbert Grape (1993) 
Benny & Joon (1993) 
Arizona Dream(1993) 
Freddy's Dead: The Final Nightmare (1991) 
Edward Scissorhands(1990) 
Cry-Baby (1990) 
"21 Jump Street" (1987) 
Platoon (1986) 
Slow Burn (1986) 
Private Resort (1985) 
Nightmare On Elm Street(1984) 



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 740 | დაამატა: -Maryam♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-06-21 Spam
kai siaxleaa <33