მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 9 » ივნისის კინო-გიდი (2012)
1:49 PM
ივნისის კინო-გიდი (2012)
ივნისი პრემიერების მხრივ არ იქნება მაინც და მაინც დატვირთული, მეტიც ექსპერტები ვარაუდობენ რომ წლევანდელი ივნისი ყველაზე დაბალშემოსავლიანი იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე, რადგან თითქმის არცერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმის პრემიერა არ იგეგმება. თუმცა დიდ ეკრანებზე რამდენიმე საინტერესო სურათის ხილვას მაინც შევძლებთ. ♥ ♥




Tengo ganas de ti / მე შენ მინდიხარ – 22 ივნისი 

 
 

TENGO GANAS DE TI-ფერნანდო გონსალეს მოლინას ესპანური ფილმი,რომანტიული დრამის ”TRES METROS SOBRE EL CIELO"-ს გაგრძელება,რომელიც გადაღებულია ფედერიკო მოჩიას რომანის( TRES METROS SOBRE EL CIELO)მიხედვით.

 

როგორც ფილმის ორიგინალური, იტალიური ვერსიიდან ვიცით, სიუჟეტი ვითარდება ჰაჩის (სტეპი - იტ.) ახალ სიყვარულთან დაკავშირებით, რომელსაც არც ეგონა, რომ ეს გრძნობა პირველ სიყვარულზე (ბაბი) ძლიერი აღმოჩნდებოდა.

 

აჩე(MARIO CASAS),რომელმაც 2 წელი გაატარა ლონდონში,გადაწყვეტს მადრიდში დაბრუნებას.მას ეშინია ბაბისთან(MARIA VALVERDE) შეხვედრა,რომელზეც ფიქრმა მთელი ამ ხნის განმავლობაში სიმშვიდე არ მისცა.ჩამოსვლისას აჩე ხვდება თუ რამდენად შეიცვალა ყველაფერი,და ეხლა მას უწევს პირადი ცხოვრების თავიდან აწყობა,ახალი მეგობრებისა და სამუშაოს ძებნა.ბოლოს ის გაიცნობს ჯინს(CLARA LAGO)-მხიარულ,ენერგიულ გოგონას.

 

რომელიც ძალიან გავს აჩეს.მას ჰგონია რომ ახლა შეუძლია თავიდან შეიყვაროს,მაგრამ ბაბისთნ შეხვედრა მასში უამარავ კითხვას ბადებს.


Brave / მამაცი – 22 ივნისი

  
  
  

პიქსარის ახალი ნამუშევარი განსაკუთრებული იქნება, რადგან მამაცი პირველი ანიმაციური ფილმია, სადაც მთავარი პერსონაჟი სუსტი სქესის წარმომადგენელია. გარდა ამისა მულტფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ბრენდა ჩეპმენი არის ადამიანი რომელმაც თავის დროზე შექმნა მეფე ლომი. ასე რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი ამ კინომოვლენისადმი სავსებით გასაგებია.

   

მშვილდოსნობაში დახელოვნებული პრინცესა მერიდი არის შოტლანდიის მეფის ფერგიუსისა და დედოფალ ელინორის ქალიშვილია. მას უწევს აირჩიოს თავისი ცხოვრების გზა. ერთხელაც იგი უარს ამბობს, რომ გაჰყვეს ძველ ტრადიციებს და ომს უცხადებს შოტლანდიის კლანებს და მათ მმართველებს. მერიდის არაფრთხილი მოქცევისთვის სამეფოს ქაოსისკენ შეტრიალება ემუქრება, მაშინ იგი მიემართება ექსცენტრიულ მეომართან. მაგრამ დახმარების მაგივრად მერიდის ემუქრება საშიში წყევლა და ახალგაზრდა პრინცესას მოუწევს დაეყრდნოს მხოლოდ თავის სიმამაცეს, რათა მან გადალახოს ძლიერი ჯადოქრობა და დაამარცხოს ყველაზე საშიში ცხოველი, რომელიც ცხოვრობს მთის მდელოებზე.



Seeking a Friend for the End of the World – სამყაროს აღსასრულისთვის მეგობრის ძიება22 ივნისი



არ არსებობს თვე, რომ კარგი რომანტიკული კომედიის გარეშე ჩაიაროს. მაგალითად გასულ თვეს ვიხილეთ ცნობილი ბესთსელერი მიხედვით გადაღებული ფილმი რას უნდა ელოდო, როცა ბავშვს ელოდები სადაც უამრავი ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად იმისა,

  
  

 რომ ივნისი პრემიერებით ნაკლებად არის დატვირთული ის მაინც არ ჩაივლის ამ ჟანრის წარმომადგენლის გარეშე. 22 ივნის შედგება პრემიერა ფილმისა სამყაროს აღსასრულისთვის მეგობრის ძიება.

 

მოქმედება ვითარდება იმ მომენტში, როდესაც კაცობრიობა გააცნობიერებს, რომ მალე სამყასოს აღსასლური იქნება, დედამიწისკენ მოდის უზარმაზარი ასტეროიდი, რომელიც ყველაფერ ცოცხალს მოსპობს. მთავარ გმირს (სთივ ქარელის (Steve Carell)) უეცრად ცოლი მიატოვებს, ხოლო მისი სკოლის შეყვარებულისგან მიიღებს წერილს, რომელშიც ის ატყობინებს, რომ სურს მასთან ერთად ყოფნა. ის წავა მის მეზობელთან (კირა ნაითლის(Keira Knightley))ერთად. გზაში სრულიად შემთხვევით მათ შორის გაჩნდება გრძნობა…



 Ted / ტედი  29 ივნისი 



მთავარი გმირი ბავშვობაში ოცნებობდა, რომ მის სათამაშო დათვს ტედის შეძლებოდა ლაპარაკი, ერთხელაც მისი ოცნება ახდა და ის ალაპარაკდა. ბიჭი და დათვი გახდნენ საუკეთესო მეგობრები. მაგრამ გადიოდა დრო, ბიჭი იზრდებოდა, 



ხოლო დათვს ხასიათი უფუჭდებოდა, ის გადაიქცა პრობლემად. მას გართობის და ხალისის გარდა არაფერი უნდა, თან ის ეჭვიანობს მისი მეგობრის შეყვარებულზე და ცდილობს ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყოს…



იმედია მოგეწონათ ნიუსი ♥


კატეგორია: ♥ თრეილერი | ნანახია: 1343 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-07-03 Spam
tiengo ganas de tis velodebi moutmenlad or kviraze metia premiera iyo da exa erti suli maqvs saqartveloshi, rodis shevdzlebt naxvas