მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 19 » interesting facts
9:57 PM
interesting facts
Iinteresting Facts  




1.წითელი გიგანტის, ვარსკვლავ ბეტელგეიზეს, დიამეტრი დედამიწის ორბიტაზე დიდია. 
2.მზის ენერგიის 19% ატმოსფეროში იკარგება, 47% - დედამიწაზე ეცემა, ხოლო 34% - კოსმოსში ბრუნდება. 
3.მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა 7,5 წუთს არ აღემატება, ხოლო მთვარის - 104 წუთს. 
4.დედამიწა თავისი ღერძის გარშემო უკუღმა რომ ბრუნავდეს, წელიწადში 2 დღით ნაკლები იქნებოდა. 
5.პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჰიპარქმა შეადგინა ძვ.წ. 150 წელს. 
6.მზის სისტემის მასის 99% მზეზეა კონცენტრირებული. 
7.ჩვენს გალაქტიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება. 
8.მარსის ვულკანის, ნიკს ოლიმპიკის, სიმაღლე 20კმ-ზე მეტია. 
9.როცა ჩვენ ყველაზე შორს მდებარე ვარსკვლავს ვუყურებთ, 4 მილიარდი წლის წინანდელ გამოსახულებას ვხედავთ. მისი სინათლე, რომელიც დაახლოებით 300 000 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, ჩვენამდე მრავალი წლის შემდეგ აღწევს. 
10.10 წუთში კოსმოსურ ხომალდს შეუძლია ფოტო გადაუღოს 1მლნ.კვ.კმ. დედამიწის ზედაპირს. მაშინ, როცა ასეთ ფართობს თვითმფრინავიდან 4 წლის განმავლობაში იღებენ, ხოლო გეოგრაფებსა და გეოლოგებს ამისთვის არანაკლებ 80 წელი დასჭირდებოდათ. 
11.ერთადერთი ცოლ-ქმარი, რომლებიც კოსმოსში გაფრინდნენ, ამერიკელი ასტრონავტები ჯენ დევისი და მარკ ლი არიან. ისინი 1992 წლის სექტემბერში გაფრინდნენ. 
12.ავტომობილს, რომელიც საშუალოდ 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, დაახლოებით 48 მლნ. წელი დასჭირდება უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად(მზის ჩაუთვლელად). 
13.კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბბლის, მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, უძველესი გალაქტიკების ასაკი 12 მლრდ. წელია. 
14.ბოლო 500 წლის განმავლობაში დედამიწის მასა 1 მლრდ. ტონით გაიზარდა. 
15.Crux ყველაზე პატარა თანავარსკვლავედია ცაზე, თუმცა მასში ყველაზე დიდია კაშკაშა ვარსკვლავების კონცენტრაცია. 
16.დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის ჩაუთვლელად) მანძილი 4,24 სინათლის წელიწადია. 
17.მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა პლუტონია, ყველაზე დიდი - იუპიტერი. 
18.მზის სისტემის ყველა პლანეტა შეიძლება მოთავსდეს იუპიტერში. 
19.დედამიწის ცენტრში წნევა 3 მილიონჯერ მეტია ატმოსფერულ წნევაზე. 
20.პირველად კოსმოსში გასვლის ხანგრძლიობა 12 წამი იყო. 
21.დედამიწის მიერ ერთ წელში დახარჯულ ენერგიაზე მეტს მზე ერთ წუთში გამოიმუშავებს. 
22.პლუტონზე ერთი წელი დედამიწის 247,7 წელს უდრის. 
23.იური გაგარინის ფრენა 1 საათი და 48 წუთი გაგრძელდა. 
24.მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ყინულის ფენის მაქსიმალური სისქე 2,5 კმ-ია. 
25.ასტეროიდები № 4147,4148, 4149 და 4150 The Beatles-ის წევრების სახელებს ატარებენ. 
26.ჩაის კოვზის იმ ნივთიერებით გავსების შემთხვევაში, რომლისგანაც ნეიტრონის ვარსკვლავები შედგება, მისი მასა 110 მლნ. ტონა იქნება. 
27.მთვარის ყველაზე დიდი კრატერის ფართობი, რომელიც დედამიწიდან ჩანს, 26000 კვ. მილია. 
28.პირველი ზანგი კოსმონავტი გუიონ ბლუფო უმცროსი იყო.ის "ჩელინჯერის" გუნდთან ერთად გაფრინდა კოსმოსში 1983 წელს. 
29.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელი მითოლოგიური ღმერთის სახელს არ ატარებს. 
30.მთვარის პირველი რუკები ტომას ჰარიოტმა დაამზადა 1609 წელს. 
31.კეროლინ შუმახერმა 32 კომეტა და 800 ასტეროიდზე მეტი იპოვა. 
32.მთვარის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 117 გრადუს ცელსიუსია. 
33.მთვარის ყველაზე დაბალი ტემპერატურა -164 გრადუს ცელსიუსია. 
34.მარსის ატმოსფეროს 95% ნახშირმჟავის გაზისგან შედგება. 
35.პირველი ობსერვატორია სამხრეთ კორეაში ააშენეს. 
36.მთვარის ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე 11 500 მეტრია. 
37.ყველაზე ცხელი პლანეტა ვენერაა. 
38.მარსზე მთების სიმაღლეები 20-25 კმ-ს აღწევს. 
39.პლანეტა ურანი დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს. 
40.12 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან, კაპელა ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. 
41.მთვარეზე ტემპერატურა ღამით -150 გრადუს ცელსიუსს აღწევს. 
42.დედამიწისკენ ყოველდღე 200 000 მეტეორიტი მოდის და ატმოსფეროში იწვება. 
43.მზის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად 8,5 წუთი სჭირდება. 
44.ობობის ქსელის მასა, რომელიც დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის ჩაუთვლელად) გაიჭიმება, 500 000 ტონა იქნება. 
45.დედამიწაზე ყოვედღე დაახლოებით 27 ტონა კოსმოსური მტვერი იყრება. ერთ წელში კი - 10 000 ტონა. 
46.მზის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც საფოსტო მარკის ტოლია, ისევე ანათებს, როგორც 1 500 000 სანთელი. 
47.ასტრონომები ვარაუდობენ, რომ სამყაროში ყოველ ერთ ატომზე 400 კუბური დმ. სივრცე მოდის. 
48.ნეიტრონის ვარსკვლავების მაგნიტური ველი ყველაზე მძლავრია სამყაროში და დედამიწის მაგნიტურ ველს მილიონობით და მილიარდობით აღემატება. 
49.ჰანიმედი იუპიტერის ყველაზე დიდი თანამგზავრია. ის პლანეტა მერკურიზე დიდია და მისი დიამეტრი 5269 კმ-ია. 
50.მერკურიზე დღე ორჯერ უფრო ხანგრძლივია ერთ წელზე. ის თავისი ღერძის გარშემო ძალიან ნელა მოძრაობს, მზის გარშემო შემობრუნებისთვის კი დედამიწის 88 დღე სჭირდება. 
51.ხელოვნური თანამგზავრებიდან მხოლოდ ერთი განადგურდა მეტეორიტის დაჯახების შედეგად(სააგენტო "Olympus"-ის თანამგზავრი, 1993 წელი). 
52.მთვარის დიამეტრი 3476 კმ-ია. 
53.ვენერაზე დღე წელიწადზე დიდხანს გრძელდება. 
54.დედამიწის მასა დაახლოებით 600 ტრილიონი ტონაა. 
55.მთვარე დედამიწაზე 80-ჯერ მსუბუქია. 


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 611 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-05-19 Spam
მაგარია ♥