მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » Immortal Love 2
9:24 PM
Immortal Love 2
*თხრობას აგრძელებს ჰარი 
ნატალი...მისი ბავშვური,წმიდა თვალები,მისი თავბრუდამხვევი ღიმილი , დახვეწილი მიხრა-მოხრა , მისი სახის ნათების მზესაც კი შეშურდება , მისი თბილი და მწველი მზერა , თითქოს შენს ამოცნობას დაჟინებით ცდილობსო , მაგრამ , მეორე მხრივ გთხოვს გული არ მატკინო , არ მომატყუოო.მისი გრძელი-ერთ სიგრძეზე ჩამოშლილი თმა სუნთქვას , რომ გიკრავს , მისი ნაზი კანი - როგორც , მაისის თეთრი წვიმა ... ერთი სიტყვით იდეალური . ჩემს წინ იდეალური გოგო ზის . მხოლოდ ახლა მივზვდი , რომ უკვე ნახევარი საათია ვუყურებ მის სახეს და არ მბეზრდება, ის კი მორჩილად ხრის თვალებს იატაკისკენ , თითქოს ამოხედვის ეშინიაო .. ეს უკვე ზედმეტი იყო .. რა გჭირს ჰაროლდ ! შემოვძახე ჩემს თავს და ჩავახველე. 
-მადლობ ნატალი : ) 
მხოლოდ ეს იყო ის , რისი თქმაც მოვახერხე ამდენი ხნის დუმილის შემდეგ. მან წარბები ოდნავ აქაჩა , თითქოს იფიქრა : სულ ეს იყოო? 
-არაფრის ჰარი . 
-ავიდეთ ? 
-ავიდეთ 
*თხრობას აგრძელებს ნატალი 
-ავედით 
ვუთხარი და თავაზიანობის ნიშნად გავუღიმე . რა უცნაური ბიჭია .. უკვე ლამის მამას პალატასთან მივედით , გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია . ოთახში ღიმილით შევედი , მაგრამ სახეზევე შემაშრა , მას ისევ ეძინა. სავარძელზე ექიმი იყო მოკალათებული , რომელმას ჰარის თვალების დახუჭვით ანიშნა : ჩემთან მოდიო .მე მამას საწოლზე ჩამოვჯექი და შუბლზე ვაკოცე . თან მათ საუბარს ვუსმენდი. 
-შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა ? 
-მე ვეტყვი . 
რა უნდა ეთქვათ ? ან ვისთვის ? 
-ნატალი , ახლა უნდა გასინჯონ , მარტო დავტოვოთ . 
მამას სახეზე ჩემი ხელი შემოვატარე , კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე და ოთახი დავტოვეთ . 
-ნატალი , რაღაც უნდა გითხრა , მამაშენს ეხება . 
-რა ხდება ? 
გავჩერდი . ჰარი ჩემს პირდაპირ დავაყენე , ხელებს მკლავებში ვუჭერდი . 
-ნატალი...მამაშენი.... 
-ჰარიი ნუ მაწამებ ! მითხარი ! 
-მამაშენი კომაშია . 
*თხრობას განაგრძობს ავტორი 
ძლივს წარმოსთქვა ჰარიმ ეს ორი სიტყვა , ორი სიტყვა , რომელმაც ნატალის ცხოვრება დაანგრია , მაგრამ , არც ჰარისთვის ყოფილა ეს მარტივი , ყელში უზარმაზარი ბურთი ქონდა გაჩხერილი , თვალები დახუჭა რამდენიმე წამით , გაახილა და მისი ულამაზესი თვალებიდან , რომლებსაც ყველას მოხიბვლა შეუძლია , ბლანტი სითხე გადმოიღვარა. 
ნატალი... რაც შეეხება ნატალი.. მისი გრძნობების აღწერა ძალიან რთულია და ალბათ ის ვერც აღწერს,ვისაც არ გამოუცდია.ნატალის ცხოვრება შავმა ფერებმა მოიცვა..მას შიში დაეუფლა.დიახ ! შიში..ის სრულიად მარტო იყო დედამიწის ზურგზე..სრულიად მარტო..პატარა დაუცველი გოგონა..ჯერ დედა , ახლა კი-მამა.ნატალი იქვე მსუბუქად ჩაიკეცა,თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა..მისი პატარა გული ამდენ ტანჯვას ვერ გაუძლებდა . ჰარიმ ნელი ნაბიჯებით მისკენ მიიწია , მის გვერდზე დაჯდა და ჩურჩულით უთხრა : 
-მესმის შენი 
-გესმიიის ? 
გაეცინა ნატალის ირონიულად 
-გესმის არაა ? არა ! ამას შენ ვერ გაიგებ ! 
უკვე ღრიალებდა.ჩანთას , რომელიც კუთხეში იგდო , ხელი დაავლო და გაიქცა. 
-ნატალი მოიცადე ! 
გაეკიდა ჰარი 
-ხელი გამიშვი ! 
-ნატალი , მამაშენი კომიდან მალე გამოვა . გთხოვ , მისი ხათრით დამპირდი , რომ სისულელეს არ ჩაიდენ. 
ნატალი ჰარისკენ შეტრიალდა . თავიდან-ფეხებამდე მხოლოდ თვალებით , თავის გაუნძრევლად შეათვალიერა , თითქოს მის წინ ურჩხული იდგა . ბურთი , რომელიც ლაპარაკში ხელს უშლიდა გადაყლაპა და თავი გააქნია . 
მიდიოდა..მაგრამ,არ იცოდა სად..დაიღალა..ფეხებში ძალა გამოეცალა , თითქოს ფეხები ეკვეთებაო . ძლივს სუნთქავდა , სკამზე ჩამოჯდა..ბავშვობის უამრავი , ტკბილი მოგონება ამოუტივტივდა..გაახსენდა როგორ თამაშობდნენ ხოლმე სანაპიროზე კენჭებით ..უცებ სახე გაუნათდა.. 
-სანაპირო ! 
წამოიძახა და წამოხტა თითქოს „დაიტენაო „ . აი , უკვე გამოჩნდა ტალღები..მზეც ჩადიოდა და იქაურობა ულამაზესი სანახავი იყო .. თითქოს ცას ცეცხლი წაეკიდაო . ნატალი წყალთან ახლოს მივიდა და წამოწვა , სახე ჯერ კიდევ მწველ მზეს შუშვირა , თვალები დახუჭა და მუდარით წარმოსთქვა : 
-ღმერთო..გთხოვ..მარტო ნუ დამტოვებ..მეც წამიყვანე ..მეშინია ! 

ბავშვებო დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის. <33 ამ თავს თან არ ახლავს სურათები , რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ .. ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ და დააკომენტაროოთ . ეს ყველაფერი ძალიან მჭირდება <33

დაამოწმა და გაალამაზა: katie♥ 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 643 | დაამატა: ninexa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-06-09 Spam
პატარა, მაგრამ საინტერსო თავი იყო, არ ველოდი, ყოჩაღ <3