მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » Immortal Love
6:24 PM
Immortal Love
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ , ალბათ უკვე თავი მოგაბეზრათ ჰარიმ , მაგრამ გპირდებით ეს სრულიად განსხვავებული იქნება . წინასწარ დიდი მადლობა თოთოეული კომენტარისთვის . 

შინაარსი : მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნატალი , მამამისის დახმარებით აღმოჩნდება კლუბში სადაც მხოლოდ ცნობილი ადამიანები იკრიბებიან . მამამისი არის პაპარაცი და ჩუმად შეაპარებს (კლუბი არის მამამისის საუკეთესო მეგობრის). ჰარი კლუბში არის გოგოსთან ერთად და არ უნდა , რომ დააფიქსიროს პაპარაცებმა . ამ პაპარაცთან მოუვა კონფლიქტი რაც ძალიან დიდ ჩხუბში გადაიზრდება .ამ სცენას შეესწრება ნატალი და გააშველებს , ხოლო მამამისი კომაში ჩავარდება .(ეს ყველაფერი არის დაახლოებით პირველ სამ თავში შემდეგ ეს >>) . ჰარის სხვა გზა არ აქვს და ცდილობს ნატალის თავი შეაყვაროს თუ არადა ნატალი უჩივლებს. ეს ყველაფერი კარგად გამოუვა და ნატალიც მასზე ყურებამდეა (:დ) შეყვარებული . მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მამაისი კომიდან გამოვა და დააპირებს უჩივლოს ჰარის.ეს ხომ ძალიან კარგი სკანდალი იქნება პრესისთვის.მამამისი ამას გააკეთებს და უჩივლებს . ნატალი მთელი ამ დროის განმავლობაში აბარებს იურიდიულ ფაკულტეტზე და და ეს საქმე ძალიან კარგადაც გამოსდის . ნატალი დგება რთული არჩევნის წინაშე ან უნდა იყოს მამას ადვოკატი ან ჰარის. 

პირველი თავი : 
თვრამეტი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მე დავიბადე პირველად . დიახ პირველად , მე მეორედაც დავიბადე . მეორედ სულ რაღაც ორი წლის წინ დავიბადე , როდესაც 16 წლის ვიყავი და ასე თუ ისე გადავიტანე დედას სიკვდილი . ჩემი შავ-ბნელი ცხოვრების მორევიდან , სადაც 3 წელი ვიყავი მამამ ძლივს ამომიყვანა და ცხოვრების ნათელი ფერები დამანახა . განმაწყო ამ ცხოვრებისადმი ოპტიმისტურად და არა მხოლოდ ეს . ის ჯადოქარია , ალბათ მაგიურ ძალებს ფლობს . მისი წყალობით დღეს მე უკვე აღარ ვარ ის ნატალი , რომელიც დღედაღამ ტიროდა , ხელებს ისერავდა , ჩაკეტილი იყო ოთახში , მთვარეს უყურებდა და ფიქრობდა , რომ დედამისს ესაუბრებოდა . ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მამას , იმისთვის რომ გადამარჩინა და სამუდამოდ არ ჩამტოვა იქ სადაც ბნელი სულები დაძრწოდნენ და არ მააძლევდნენ საშუალებას ცხოვრებით დავმტკბარიყავი. მინდა დედაზეც გითხრათ რაღაც. 13 წლის ვიყავი . ბნელოდა . მე ბილიკს მივუყვებოდი სადაც სადღაც შორს ნათელი წერტილი მოჩანდა . წინ მივიწეოდი და ტირილის ხმა თანდათან უფრო იმატებდა . ოთახამდე მივაღწიე და დავინახე დედა რომელიც მამას მკლავებში იყო მოქცეული , ის ისეთი თეთრი იყო , უგონოდ იწვა . მამამ მანიშნა მივსულიყავი . მე დედასთან მივედი . ჩავეხუტე და როგორც მჩვევია ხოლმე თავი მკერდზე დავადე . მისი გული არ ცემდა , მის გულს მუშაობა შეეწყვიტა . თავი წამოვწიე და მამას ავხედე , მან თვალები დახუჭა და ამით მანიშნა , რომ მართალი ვიყავი . სახლი ჩემმა შემზარავმა კივილმა და ტირილმა მოიცვა . მე ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვეს , შეეხნენ ჩემთვის ყველაზე წმინდას , ყველაზე სპეტაკ არსებას . ხიდივით გამომიყენეს და გადამიარეს . გული გამალებით მიცემდა , ცოტაც და გულის პერანგს გახევდა და ამოვარდებოდა . დღეს დედა აღარ მყავს , მაგრამ ვცდილობ შევეგუო ამ ცხოვრებას . დღეს საღამოს მამას კლუბში მივყავარ , სადაც მხოლოდ ცნობილი ადამიანები იკრიბებიან . ალბათ გაგიკვირდებათ კი მაგრამ მამაშენს იქ რა უნდაო ? მამაჩემი პაპარაცია , მამაჩემის მეგობარი კლუბის მეპატრონეა და ორივესთვის სარფიანი წინადედებაა იქ შეპარვა . ცოტას ჩემს მეგობრებზეც გეტყვით . მეგობრებზე არა მეგობარზე . ქეითი რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა , რამდენი ვეხვეწე მამას წავიყვანოთთქო მაგრამ არაო(( . უკვე 10 საათი გამხდარა . მე და მამა კლუბში 12-სთვის უნდა ვიყოთ . ნელ-ნელა მომზადება უნდა დავიწყო . 
11:45 
-ნატალი მზად ხარ ? არ უნდა დავაგვიანოთ . უუჰ რა ფოტოებს გადავიღეეებ . 
-მამა მამა . ვინც შენ არ გიიცნოოობს . 
სახეზე ღიმილი მითამაშებდა.ნელ-ნელა კიბეებს უკან ვიტოვებდი.მოკლე შავი კაბა მეცვა , მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობდი . კლუბამდე მამას მანქანით მივედით , უამრავი ხალხი ირეოდა . საშვის გარეშე არავის უშვებდდნენ . ამ სანახხაობით აღტაცებული ვიყავი კლუბის წინ თავს უამრავი ცნობილი ადამიანი იყრიდა , ერთმანეთში საუბრობდნენ , მათი ბედნიერი ღიმილი საყვარელ ადამიანებთან ერთად შთამბეჭდავი იყო. მამამ ჯეიკს დაურეკა რათა უსაშვოდ შევეშვით . ჯეიკმაც ეს საქმე უდავოდ მოაგვარა . კლუბში შევედით . მამა თვალი ჩამიკრა და ნაგლურად გამიღიმა . 
-უნდა დაგტოვო პატარავ . ჩემი საქმეები მაქვს . იმედია არ მოიწყენ 
-მიდი მამა აბა შენ იცი . არა რა მომაწყენს . 
სიმართლე გითხრათ არავის ყურადღება არ მიმიქცევა . ყველა თავისი საქმით იყო გართული . კლუბის ცენტრისკენ ნელი ნაბიჯებით მივიწევდი , იქ სადაც მარავალი ხალხი ირეოდა და კაციშვილმა არ იცოდა ვინ-ვისთან ცეკვავდა . რაც უფრო წინ მივიწევდი მით უფრო აღტაცებული ვიყავი ამ სანახაობით , ხალხი , რომელსაც ფული არაფერში ენანებათ ფულს ჰაერში ისვრიდნენ და ამით ერთობოდნენ. განათების წითელმა , ლურჯმა , მწვანე ფერებმა სახე ამიჭრელა . კუთხეში თვალი ჰარი სტაილსს მოვკარი ვიღაც ქალთან ერთად , სავარაუდოდ დედამისი უნდა ყოფილიყო . ისევ მომაწვა მძიმე ფიქრები , გულზე ლოდად დამაწვა და შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი ჩემს გონებაში .უცებ ის ქალი მოშორდა ჰარის და მისი ადგილი ახალგაზრდა გოგონამ ჩაანაცვლა. სიმართლე გითხრათ ცოტა მოვიწყინე , ვერვ ვერავისთან მივიდოდი სურათის გადასაღებად , უცნობ სახეს დამინახავდნენ და „ჩამიშვებდნენ „ , ეს კი ჯეიკს უსიამოვნებებს შეუქმნიდა . 

*ნატალის მამა დევიდი 

აჰამ ესეც დაფიქსირებულია , აბა კიდევ რამე საინტერესოს თუ მოვავლებ თვალს . ნეტა ჩემი ნატალი რასშვება ? ჰ.ჰა.ჰარრი ? ღმეერთო ეს რა კოზირი დამეცა , ამას ნამდვილად არ მოველოდი , ძალიან ვწუხვარ მაგრამ დღეს მომიწევს , რომ მილიონობით გოგონას გული დავამსხვრიო , მათი პრინცი ამ ლამაზ ქერა გოგონასთან ერთად ძალიან ბედნიერი ჩანს . წავალ ფოტოებს გადავუღებ . ვერავინ ვერ შემამჩნია და ალბათ ისიც ვერ შემამჩნევს . ჰარისთან ნელ-ნელა უფრო ახლოს ვიწეოდი . აპარატი ჩუმად ამოვაცურე და ფოტოს გადაღება დავაპირე როდესაც ჰარის განრსიხებულმა თვალებმა შემომანათა... 
-კამერა გაწიე... 
ჩაილაპარაკა ზიზღით , თვალებს ნელ-ნელა ხუჭავდა და აღებდ ა, თითქოსდა ნერვებს ძლივს თოკავსო . 
-ჰარი დაწყნარდი , გთხოვ . 
უთხრა ქერა გოგომ , თუმცა ამ სიტყვებში თხოვნა სულაც არ იგრძნობოდა , მას ჰარი არ უყვარდა , ჰარის ფული უყვარდა . 
-ცალკე გავიდეთ. 
ფეხზე წამოდგა განრისხებული ჰარი , მხარზე ხელი გამკრა და ბილიკს იკვლევდა მყუდრო ადგილში გასასვლელად . ბოლოს ერთ კარებს მიადგა კარი ფეხით , ზიზღით გააღო . ახლა უკვე მარტო დავრჩით . 
-ამ კლუბში ვინ შემოგიშვა .. (ჰარი) 
-შემოვიპარე . (დევიდი) 
-შემოიპარა , შემოიპარა და ცნობილ სახეებს გართობასაც აღარ გვაცლის . 
ჩაილაპარაკა ირონიულად , ზიზღნარევი ღიმილით ჰარიმ . სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ მარჯვენა ხელი მთელი ინერციით ჩემი სახისკენ წამოიღო , მე აპარატი ხელიდან გამივარდა , აპარატი , რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო , ამას ნამდვილად ვერ შევარჩენდი .. მეც არ დავაყოვნე და დავარტყი . ჩვენი კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა . 

*ნატალი 
დავდივარ და მამას ვერსად ვპოულობ .. თითქოს და აორთქლდაო , გული ცუდს მიგრძნობს . გადავწყვიტე , რომ ჯეკთან წავსულიყავი . ბოლოს ერთ კარებს მივადექი და შევედი , შავი კოლიდორი თითქოს და იდუმალებით იყო მოცული , მე მივდიოდა და ქარი სახეზე მეცემოდა , მეფერებოდა და ეს ძალიან მსიამოვნებდა . სიარულს განვაგრძობდი , ძალიან ვიწრო ბილიკი იყო და მეც ჩემი ორივე გაშლილი ხელით ვეხებოდი თეთრ კედლებს , გზას მთვარის შუქი მიკვალავდა და მეც მას ვენდობოდი .. ვფიქრობდი , რომ მთვარე კი არა დედა იყო .. მაგრამ უცებ სახეზე შემოვირტყი ხელი , ეს სიგიჟე იყო , ყველაფერს დედას რატომ ვუკავშირებდი ? უცებ ისევ მომაწვა მძიმე დარდი და იქვე კედელთან ჩავიკეცე . ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა თვალებიდან , ეცემოდა ხელის გულებს , შემდეგ მთელ ხელს მოივლიდა და საბოლოოდ ტანსაცმელს მისველებდა . უცებ , არვიცი რატომ მაგრამ გულზე რაღაცამ გამკრა , და მაგრძნობინა რომ ჩემი წასვლის დრო იყო .. ავდექი , ტანსაცმელი გავისწორე და გზა განვაგრძე ჩვეული რითმით და სტილით . ბოლოს , როდესაც უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი ამხელა მანძილის გავლით თეთრ შუქს მოვკარი თვალი , ნაბიჯებს ავუჩქარე , არა კი არ ავუჩქარე მგონი მივრბოდი . ოთახამდეც მივაღწიე , მაგრამ ნეტა არ მიმეღწია , დავინახე , რომ მამაჩემი ძირს ეგდო და მას დაახლოებით 5 კაცი ურტყამდა . დაახლოებით 10 წამით ვიყავი ერთ ადგილას გაშეშებული და ყველა მე მიყურებდა , როდესაც აზრზე მოვედი მამასთან მივირბინე , ჩავიკეცე მისი თავი კალთაში ჩავიდდე და გულზე თავი დავადე , ის ფეთქავდა . ჩამეღიმა , მართალია უგონოდ იყო , მაგრამ გული ფეთქავდა . მას , რომ რამე დამართოდა ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი , აქ წამოყვანა ხომ მე ვთხოვე . მამას თავი ფრთხილად გადავდე მიწაზე . მე წამოვდექი და მართლაც რომ გაცეცხლებული მივვარდი ერთ ტატუებიან დიდ კაცთან , ვურტყამდი და არ ვჩერდებოდი . -ნაძირალააა..ნაძირალაა.რაუქენი მამაჩემს ? ამის მეტს ვერაფერს ვამბობდი. მაგრამ ამას მთელი ზიზღით ვამბობდი . უცებ ამ კაცმა ზურგით მიმატრიალა , მუცელზე ორივე ხელი მჭიდროდ შემომხვია , მე კი ხელების და ფეხების ქნევას განვაგრძობდი . -მიდიი ნაძირალა , მიდი მეც გამისწორდი , მიდიიი ეს ხომ შენთვის სულ ერთია ქალი იქნება თუ კაცი , მთავარია შენიი განებივრებული ჰარი დაიცვაა , მიდიიი მიდიი მეც დამარტყი , მიდიი აიხდინე ოცნება , მოდი ჰარი შენც , ეს ხომ შენ გსიამოვნებს ? უცებ გავჩერდი , გავჩერდი და ცრემლები წამსკდა , ჩემი თავი ხელში ვერ ავიყვანე , ისევ გამოვაჩინე ჩემი სუსტი მხარე . -გამიშვი ხელი . ვუთხარი ჩუმად . მაგრამ ის მაინც არ მიშვებდა . -გამიშვიითქოოო ! უკვე ვღრიალებდი და თავი ხელში ვერ ამყავდა . . 
-გაუშვით . თქვა ჰარიმ და დაცვის ხელი მაშინვე გაქრა ჩემი სხეულიდამ . 
-რას უყურეეებთ /? დარეკეთ სასწრაფოშიიიიი . ვუბრძანებდი , მაგრამ ამ ხმაში მცირეოდენი ხვეწნაც იგრძნობოდა . 
უცებ ფანჯრიდან წითელმა შუქმა შემოანათა , ალბათ სასწრაფო მოვიდა .. ოთახში უკანა კარიდან , მალევე შემოვიდნენ , ჰარის მენეჯერი კი ექიმს ელაპარაკებოდა , და მალევე ფულიც ჩაუცურა ჯიბეში , ალბათ ეს დასადუმებელი საშუალება იყო .. 
-არავის გამოყოლა არ შეიძლება .. ხვალ მოდით .. თქვა ექიმმა. 
არც შევწინააღმდეგებივარ , აზრი არ ქონდა . ჩანთას დავავლე ხელი და გასასვლელისკენ დავიძარი . მივრბოდი ნიუ-იორკის განათებულ ქუჩებში , და წვიმა მისველებდა სახეს , წვიმა რომელსაც ჩემი ცრემლებიც ერწყმოდა , ვგრძნობდი , რომ შეიძლებოდა მამაც დამეკარგა . დაღლა ვიგრძენი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი , ფეხები მაღლა ავწიე (სკამზე დავდე ) , ხელები შემოვახვიე და თავი ჩავრგე , თითქოს და პატარა ჩიტი შეფრინდა ბუდეში და თავს იცავსო . 
-შეიძლებბა ჩამოვჯდე ? 
თავი არც კი ამიწევია ისე ვუპასუხე 
-კი 
-შემომხედე იქნებ და მანიაკი ვარ და გკლავ ? 
-არ მაინტერესებს . ჩემი გული დიდი ხანია მოკვდა მხოლოდ სხეული მუშაობს და თუგინდა ბარემ ესეც მიაყოლე . 
-რას გულისხმობ ? 
-დიდი ისტორიაა. 
-მოგისმენ , 
-მაგრამ მე არმინდა რომ მომისმინო. 
-რატომ გიჟი ხარ და მარტო ლაპარაკობ საკუთარ თავთან ? რატომ არ გინდა რომ ვინმემ მოგისმინოს ? 
-ვერ გაიგებ . 
-რატომ ? 
-მე ხომ გიჟი ვარ 
-მაგრამ ზოგჯერ გიჟები იმაზე დიდ სიმართლეს ამობობენ ვიდრე ნორმალურები . 
-იციი ? მე მიხარია . 
-რა გიხარია ? 
-ის რომ გიჟი ვარ . 
-რატომ ? 
-იმიტომ , რომ სინდისი სუფთა მაქვს . ზოგიერთისგან განსხვავებით. 
-გეთანხმები . მეც მინდა ვიყო გიჟი . არმინდა ვიყო ის ადამიანი ვინც ვარ . მინდა ვიყო თავისუფალი , არმინდა ყველგან დაცვა დამყვებოდეს და ჩემს მაგივრად უხდიდნენ სამაგიეროს სხვას , არ მინდა ჩემს პრობლემებს მენეჯერი აგვარებდეს .. 

მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ დავფიქრდი , რომ ეს ხმა მეცნობოდა .. თავი ავწიე , მაგრამ ის უკვე იქ აღარ იყო .. 

ფეხშიშველი მივუყვებოდი ლონდონის განათებულ ქუჩებს , ცოტა აცივდა , ქარმა დაუბერა , ამაკანკალა და მკლავები დამესუსხა, ორივე ხელი მჭიდროდ შემოვიჭირე მკლავებზე და გავასავსავე . მალე სახლამდეც მივედი .არ მეძინებოდა , მაგრამ სხვა გზა არ მქონდა , არ მინდოდა მამას ასეთ მდგომარეობაში ვენახე . მთელი ღამე არ მასვენებდა იმ დიალოგზე ფიქრი , ჩემშ ცხოვრებაში პირველად ვიყავი ჩემს თავში ისე დარწმუნებული როგორც დღეს , კი , ის ნამდვილად ჰრი იყო . ნუთუ მართლა არუნდა ასეთი ცხოვრება ? მაგრამ მაგათ რას გაუგებ . თუ არ უნდა რატომ ცხოვრობს ასე ? ნეტა გულწრფელი იყო ? არ ვიცოდი რატომ , მაგრამ მინდოდა , რომ გულწრფელი ყოფილიყო.დილით მაღვიძარამ გამაღვიძა , ხელი დავკარი მაგრამ , როგორც ყოველთვის ავაცილე . საწოლზე წამოვჯექი , გამოფხიზლებას ვცდილობდი , სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად , ცოტა გამომაფხიზლა . ვხვდებოდი , რომ დიდი ხნის მანძილზე ვნებივრობდი სააბაზანოში , მაგრამ ვერ ვთმობდი , საბოლოოდ გავაღე კაბინის კარები , ცივმა ჰაერმა დამიბერა რაც არ მესიამოვნა , არასდროს არ მსიამოვნებდა . თმები შევიშრე , ჩამოვისწორე , მაკიაჟი გავიკეთე , ჯინსები , კედები და უბრალო მაგრამ ძალიან ლამაზი კაშკაშა მწვანე ფერის მაისურიი ჩავიცვი . ტელეფონს და საფულეს დავავლე ხელი და გარეთ გავედი . ტაქსით წასვლას ფეხით გასეირნება ვამჯობინე , საავადმყოფომდე მალე მივედი, მიმღებში მყოფ გოგონას თავაზიანად მივმართე : 
-უკაცრავად , ხომ ვერ მეტყვით პაციენტი დევიდ პარკერი რომელ პალატაშია ? 
-№103 , მესამე სართულზე . 
მითხრა მცირე პაუზის შემდეგ . 
-მადლობა . 
თავაზიანობის ნიშნად გავუღიმე და სწრაფი ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს . 
-100,101,102 დაა აი 103-ც. 
დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე პალატის კარი , მამას უყვარდა დიდი ხნით ძილი და ვიფიქრე არ გავაღვიძოთქო . მის პალატაში , კუთხეში , დიდ სავარძელზე მეფესავით მოკალათებული ჰარი დავინახე . 
-გამარჯობა . 
ცივად გავუღიმე ჰარის , მამასთან კი მივედი და ჩავეხუტე . 
-მა როგორ ხარ ? 
ვთქვი მაგრამ სიტყვა პირზე შემაშრა . ეძინა . 
-ნატალი ხო ? 
მკითხა ისე , რომ ფანჯარაში იხედებოდა . 
-კი ნატალი . 
არ მინდოდა შემეხედა მაგრამ თვალი მისკენ გავაპარე და მისი თვალები ჩემსას შეეჩეხა. 
-შეიძლება ვილაპარაკოთ ? (ჰარი) 
-ვილაპარა.... 
-ვიცი ვიცი . არ გინდა ჩემთან საუბარი მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია , მამაშენს ეხება . 
მითხრა და თან ორივე ხელი აწია დამნაშავესავით. 
-კარგი გავიდეთ. 
კაფეში ისე ჩავედით არცერთ ხმა არ ამოგვიღია . ჰარი ჩემი სკამისკენ მოიწია გამოსაწევად , მაგრამ ხელი მივადე და შევაკავე . 
-მეთვითონ . თქვენ არ შეწუხდეთ ჰარი . 
ვუთხარი და ნაგლირად გავუღიმე , ისე რომ ეს ღიმილი ორ წამში მოშორდა ჩემს სახეს . ამას თვითონაც მიხვდა და ჩაეღიმე . დამცინის ? ისღა მაკლია ამან დამცინოს ? 
-რას დალევ ? 
მკითხა თავაზიანად. 
-იმას რასაც შენ. 
არც მე დავაყოვნე პასუხი . 
-მარტინს დალევ ? დარწმუნებული ხარ ? 
მკითხა და თან ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია . 
-რატომაც არა ? 
წარბები მაღლა ავქაჩე . 
-კარგი მაშინ ორი მარტინი , 
უთხრა ჰარიმ ოფიციანტს , რომლმაც თვალებით შეჭამა . ალბათ , როგორ უნდოდა ჰარისთან ერთად ღამის გატარება . ამაზე კი უკვე მე მეცინებოდა და ძლივს ვიკავებდი სიცილს. 
-მოეწონე 
ვუთხარი გაბედულად 
-ვიცი . მე ყველა გოგოს მოვწონვარ . 
-როგორი თავდაჯერებული ხარ . მე არა . 
ვუთხარი და მასთან ახლოს მივიწიე , ისე რომ მუცლით მაგიდას ვეყრდნობიდი , თვალებში ვუყურებდი და ამ სიტყვების შემდეგ ტუჩები ენით დავისველე. 
-შენც მოგწონვარ , უბრალოდ არ იმჩნევ . 
-საერთოდ იმაზე ამტკიცებენ რამეს რაზეც ოცნებობენ . 
ისევ გავხედე დამატყვევებელი თვალებით. ეს მარტო ჰარის კი არ ეხერხებოდა. 
-პფფფფფფ.. ჰაჰაჰ . შენი აზრით მე შენზე ვოცნებობ ? 
-და შენი აზრით მე შენზე ? 
-კი 
-არც კი იოცნებო კრეტინო. 
-კარგი გვეყოს და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.მაგრამ მარტინს დაველოდები , ასე უფრო გამბედავად გეტყვი .. 
მისმა სიტყვებმა შემაშინა .. რა უნდა ეთქვა ? თან გაბედულად ? 
2 წუთის განმავლობაში დადუმებულები ვიყავით . მიმტანმა როგორც იქნა მოაღწია ჩვენამდე . 
ჰარიმ უცებ „გადაკრა" და დაიწყო 
-იცი .? ძალიან მიჭირს ამის თქმა . ვიცი რომ გძულვარ და ამის მერე ალბათ კიდევ უფრო შემიძულებ , მაგრამ აიცოდე რომ არ ვარ ისეთი როგორიც შენ გგონივარ .. ის ყველაფერი რაც მოხდა არ იყო ჩემი ბრალი . ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი ყოველ წუთს , ყოველ წამს გარშემო ფანები მახვევია , არ შემიძლია გავერთო ისე , რომ ვინმემ არ დამაფიქსიროს , ძლივს გაიხსნა ისეთი დაწესებულება სადაც არავინ მაკონტროლებდა და იქაც გამოჩნდა ისეთი ვიღაც ვინც არ მაცადა გართობა .. უბრალოდ გთხოვ გაიგე ჩემი .. მეც მინდა თავისუფლად ცხოვრება , ძალიან მიყვარს ჩემი ფანები , მაგრამ მინდა შენსავით თავისუფალი ვიყო თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში .. ეს ასეც იყო ..სანამ მამაშენი არ გამოჩნდა იმ კლუბში .. იცი ? უკვე ნერვებმა მიმტყუნა , როდესაც დავინახე , რომ მამაშენი ფოტოებს მიღებდა .. რათთქმაუნდა მრცხვენია შენი და მრცხვენია ჩემი თავის იმისთვის რომ ეს გავაკეთე და ადამიანი სასიკვდილოდ გავიმეტე , მაგრამ იმედი მაქვს რომ გამიგებ ...მე უბრალოდ გართობა მინდოდა , ეს კი მამაშენმა არ მაცალა. 
ამოვიოხრე და უბრალოდ სამი სიტყვა ვუთხარი .. 
-გუშინ შენი იყავი ? 
- სად ? 
-იცი სადაც.. 
-აჰ პარკში ..? კი მე ვიყავი .. არ ვიცი ეს რატტომ გავაკეთე... 
მითხრა და თავი გააქნია . ის ისეთი გულწრფელი იყო არ შემეძლო , რომ არ მეპატიებია. 
თან როდესაც ცივი გონებით ავწონე ეს ყველაფერი , მივხვდი , რომ ჰარი არაფერ შუაში არ იყო .. ის მართლაია ,, მას მამაჩემმა გართობა არ აცალა.. 
-იცი ჰარი ? ბევრი ვიფიქრე და მივხვდი , რომ შენ არაფერ შუაში არ ხარ .. შენ გართობა გინდოდა და არ გაცალეს .. მართალია ცუდად გადაუხადე სამაგიერო მაგრამ ...გპატიობ... 
მგონი ასე თბილად პირველად მივმართე მას..

დაამოწმა და გაალამაზა: Katie♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 759 | დაამატა: ninexa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-06-02 Spam
gaagrdzele)