მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 10 » იდუმალი და საშიში ისტორიები
0:25 AM
იდუმალი და საშიში ისტორიები
ბევრი ჩვენგანი ზოგჯერ ხდება მოწმე რაღაც პარანორმალური მოვლენებისა ეს იქნება მოჩვენებები, სულები ან რაიმე სხვა მოვლენა, პარანორმალური მოვლენების მოწმე გამხდარა ბევრი ცნობილი ადამიანიც, მოდი ვნახოთ რას ამბობენ ისინი 

Nicolas Cage 

მე მაშინ ვცხოვრობდი ჩემს ბიძასთან Francis-სთან და ღამით სხვენში ვიძინებდი, ერთ ღამესაც მე არ მეძინა და დავინახე ოთახის კარი გაიღო კარს მიღმა რაღაც შავ სილუეტს ვხედავდი ეს გავდა ქალს ის იდგა გრძელი გაშლილი თმით, ვიფიქრე რომ ბიცოლა იყო და მოვიდა ჩემთან რათა ეთქვა ძილინებისა ნიკოლას, შევხედე და ვუთხარი ¨ძილინებისა¨ მაგრამ პასუხი არ გამცა, შემდეგ გადმოინაცვლა ჩემს საწოლთან და როდესაც ჩემს ცხვირწინ იდგა საშინლად შემეშინდა ვიყვირე ძლიერად და ბალიში ვესროლე, სროლის შემდეგ ის გაქრა, მე არ ვიცი ეს ნამდვილად მოჩვენება იყო თუ სხვა რამე მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ მე იმ ღამეს რაღაც ვნახე 

Jean Claude Van Damme 

ის ყვება მოჩვენებაზე რომელიც დაინახა მისი აბაზანის სარკეში: 

უცებ ვიგრძენი რაღაც ძალიან ცივი ჩემს უკან, მოვტრიალდი და დავინახე და ამ დროს მივხვდი რო მე მქონდა ხილვა ან რაღაც ამდაგვარი, ის იყო ლურჯი და თეთრი ქონდა კვამლისებური სხეული, ამ ყველაფრის შემდეგ მე ვფიქრობ რო რაღაც პარანორმალურთან მქონდა ურთიერთობა. 

Neve Campbell 

მსახიობი Neve Campbell ამბობს რომ მის სახლში რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს იყვნენ სულები: 

6 წლით ადრე სანამ სახლს ვიყიდიდი ამ სახლში მოხდა მკვლელობა, ერთ დღეს როდესაც სახლში მეგობრებთან ერთად წვეულებას ვაწყობდით მე სამზარეულოში გავედი და ჩემი მეგობრები ზემოთა ოთახში დარჩნენ, როდესაც დავბრუნდი ისინი ხმას ვერ იღებდნენ, როდესაც ვკითხე თუ რამოხდა მითხრეს რომ სხვა ოთახში რომელიც იმ ოთახის მოპირდაპირე მხარესაა სადაც ჩვენ ვიყავით შევიდა ორი ქალი, როდესაც ოთახში შევედი იქ არავინ იყო, მე ვფიქრობ რომ ესენი ის გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ ვინც 6 წლის წინ ამ სახლში ცხოვრობდნენ 

Sting 

ის აღიარებს რომ ბავშვობიდან იზიდავდა ალკოჰოლური სასმელები მაგრამ ის რაც ნახა არანაირად არ იყო ჰალუცინაცია 

როდესაც გადავედი ახალ სახლში მეუბნებოდნენ რომ ამ სახლში რაღაც უცნაური ხდებოდა რომ აქ იკარგებოდა რაღაც ნივთები და ა.შ. მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი სანამ ერთ ღამეს როდესაც ჩემი გოგონა დაიბადა, მის ოთახში სადაც ეწყო სათამაშოები, თოჯინები და სხვადასხვა ნივთები უცებ ყველაფერმა დაიწყო მოძრაობა, უცებ ძალიან შემეშინა და ვიფიქრე რომელიმე ფანჯარა ხომ არ იყო ღია და ქარი უბერავდა მაგრამ ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო. 

Ethan Hawke & Uma Thurman 

1998 წელს ჰოლივუდში ისინი ერთად ცხოვრობდნენ მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტეს სხვა სახლში გადასვლა და ამბობენ რომ წყვილმა სახლი მოჩვენებების გამო დატოვეს, თავად მსახიობები ამ თემაზე არ საუბრობენ მაგრამ ადგილობრივები ამბობენ რომ იმ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ. 

Keanu Reeves 

მატრიცას ვარსკვლავს Keanu Reeves-ს პარანორმალურ მოვლენასთან შეხება ადრეულ ასაკში ჰქონია, ამ მოვლენის მოწმე მისი და და ძიძაც გახლავთ 

მაშინ ვცხოვრობდი ნიუ ჯერსში როდესაც ვნახე მოჩვენება, მახსოვს რომ ქონდა ტანი და ფეხები, ის შემოვიდა ოთახში მანამდე სანამ გაქრებოდა, ეცვა თეთრი კოსტიუმი და უცქერდა ჩემს ძიძას რომელიც გაოგნებული უყურებდა ამ ყველაფერს როგორც მე, ამის შემდეგ ვეღარ ვიძინებდი და ეხლაც ვხედავ ხოლმე კოშმარულ სიზმრებში იმ ფიგურას რომელიც ვნახე მაშინ. 

The Beatles 

ისინი ამბობდნენ რომ ჯონ ლელონის გარდაცვალების შემდეგ მისი სული მათთან ერთად იყო, ბევრჯერ სტუდიაში ჩაწერების დროს და სხვადასხვა ადგილებში მათ ესმოდათ რაღაც უცნაური ხმაური, ისინი ფიქრობენ რომ ეს ჯონის სული იყო. 

••••••••••• 
☠ ბოროტი თოჯინა 
დედას ერთი ძველი მახინჯი სათამაშო ჰქონდა სახლში. იმის , მიუხედავად , რომ მას არ მაკარებდა მე კარადაზე შემოდებულ თოჯინას ხშირად ვუყურებდი. სათამაშოს თვალები თითქოს გაჯადოებდა. დედამ ერთხელ შემამჩნია ასე გაშტერებული , რომ ვუყურებდი თოჯინას და ის ჩემს დეიდაშვილს აჩუქა. დღემდე ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა. 
დეიდაშვილი 7 წლის გოგონა იყო. უყვარდა სათამაშოები და დედის საჩუქარმა ის ძალზე გაახარა. ერთ დღეს დეიდა სახლში ადრე დაბრუნებულა და უნახავს გოგონა როგორ ელაპარაკებოდა თოჯინას საკმაოდ საშიშ თემებზე. ჩემი დეიდაშვილი მას ეკითხებოდა ❝როცა დაწვებიან შემიძლია მე დანა ავიღო?❞. შეშინებულ დეიდაჩემს ბავშვისთვის სასწრაფოდ გამოურთმევია თოჯინა და ბიძამისთვის მისი ჩამარხვა უთხოვია. პატარა დეიდაშვილი ისტერიკებში ჩავარდნილა... გოგონა ზედიზედ სამი კვირა მშობლების ოთახში შედიოდა ,მათ უყურებდა , ხმამაღლა გაიცინებდა და გადიოდა. მეორე დილით მას არაფერი ახსოვდა. 

დეიდაჩემმა თქვა , რომ გოგონა თოჯინას კიდევ რაღაცას ეუბნებოდა ოღონდ არა ინგლისურად... 

☠ საშიში ოთახი 
1. მამაჩემს ხვდებოდა ქალს , რომელსაც ანა ერქვა. ანა ნიუ-იორკის გარეუბანში, კერძო სახლში ცხოვრობდა. სახლში სარდაფი დალუქული ჰქონდა, რადგან ძალიან მტვრიანი და ბნელი ადგილი იყო. ანას ცხოველები უყვარდა. ჰყავდა კატა და ძაღლი. ერთ დღეს კატამ მაინც მოახერხა და სარდაფში ჩაძვრა, მაგრამ იქედან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ცხოველი შიმშილით ,რომ არ მომკვდარიყო ანამ საჭმლის ულუფა კიბესთან დაუდო. ყოველდღე საჭმელის თასი ერთი საფეხურით ქვემოთ ხვდებოდა ქალს , თუმცა კატის ხმა არ ისმოდა. ბოლოს თასი საერთოდ გაქრა. ანამ ჩათვალა ,რომ კატა მოკვდა. 

რამოდენიმე თვის შემდეგ მამამ და ანამ სარდაფში სამრეცხაოს გაკეთება გადაწყვიტეს. როდესაც ოთახი გახსნეს ნახე , რომ საჭმის თასი ისევე შევსებული იყო , როგორც ადრე. ბევრი ეძებეს კატა, თუმცა ვერც გასასვლელი და ვერც ცხოველი იპოვეს. 

2. ძაღლი-ბარკი მამას ოთახში იძინებდა ხოლმე. ერთხელაც ჩასძინებია მამაჩემს და ტელევიზორი ჩართული დარჩენია. ანა იმ ღამით გვიან დაბრუნებულა და დაუნახავს , როგორ უცნაურად მისჩერებოდა ბარკი ეკრანს. ტელევიზორში შავ თეთრ ძველ საკმაოდ საშიშ სურათებს აჩვენებდნენ (თავისქალებს, მოჩვენებებს...) ანას სასწრაფოდ მამა გაუღვიძებია. ძაღლს დაუძახეს , მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. მერე მამამ ფოტოები გადაუღო ბარკს. იმის მიუხედავად ,რომ შუქი ანთებული იყო სურათები მთლიანად შავი იყო. 

3. ერთხელ მამაჩემი ფეხბურთს უყურებდა და სენდვიჩს მიირთმევდა. უცებ მან იგრძნო , რომ ვიღაც ეხებოდა. უცნაურია... ანა სახლში არ იყო. როცა უკან გაიხედა წამსვე თითქოს სარდაფში ჩარბენის ხმა გაიგონა. 


☠ მიკი 
ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 
7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა. 
ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. 
ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული. 
ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან. 
მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული. 


☠ 13 საფეხური 
- დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად. 

- ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი. 

- ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე. 

- სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც. 

- რომელი ქალაქი? 

- მალტბაი, ჩვენს მეზობლად. 

- აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა. 

- როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს. 

ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში. 

დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ. 

თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა. 

იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ. 

ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა? 

ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც. 

- არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას. 

- მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით. 

- ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით. 

* * * 

- დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა. 

მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს. 

- ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას. 

- აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს. 

მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს. 

კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა. 

აკლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული, რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა. 

- ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა. 

- ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია. 

ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც. 

- აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა. 

ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი. 

უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა. 

გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა. 

მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე, მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. 

მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა… 

ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა. 

მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა. 

(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში, რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს) 


☠ „სამ ყუთში აწყვია ბანანი…" 
ერთ-ერთ სკოლაში რემონტისთვის ფულს აგროვებდნენ. ერთმა ბიჭმა არ მიიტანა ფული, რადგან, დედამისის აზრით, ისინი არ იყვნენ ვალდებულნი. მასწავლებელი ბიჭზე ძალიან გაბრაზდა. 

გავიდა დრო. მათემატიკის საკონტროლო იყო. მასწავლებელმა ყველას მისცა ტესტი, თუმცა ამ ბიჭის ტესტი განსხვავებული, უცნაური იყო: „სამ ყუთში აწყვია ბანანი. ერთად ისინი 40კგ-ს იწონის. პირველ ორ ყუთში – 22კგ, ხოლო მესამეში რაღაც მოკვდა. ამოცანა გვეკითხება: რატომ იყო მაიმუნი ასეთი ძუნწი?" ბიჭი დაფიქრდა და უპასუხა: „18კგ", რაშიც ორიანი მიიღო. 
სახლში მან დედას მოუყვა ამ ამოცანის შესახებ. დედამისი განაწყენდა. იგი მიხვდა, რომ მასწავლებელი მის შვილს დასცინოდა, რადგან რემონტის ფული არ მიიტანა. 
ბიჭი სახლში ზის, მეცადინეობს, თუმცა გონებიდან ვერ იგდებს იმ უცნაურ ამოცანას: „სამ ყუთში აწყვია ბანანი…" ის დასაძინებლად დაწვა. მთელი ღამე ბანანის სამი ყუთი ესიზმრებოდა. ერთში 11კგ იყო, მეორეშიც, ხოლო მესამეში – 18კგ და მკვდარი მაიმუნი. 
გავიდა რამდენიმე დღე. ბიჭს ისევ ის კოშმარი ესიზმრებოდა. ერთხელაც, მას ისევ დაესიზმრა მაიმუნი, ოღონდ, ცოცხალი. მან მასწავლებლის ხმით უთხრა: „გთხოვ, მაჭამე!" ბიჭმა ყუთიდან ბანანი ამოიღო და მისცა მაიმუნს. ამ დროს საშინელი ტკივილისგან გამოეღვიძა. ხელებზე დაიხედა. თითები აღარ ჰქონდა.. ის საავადმყოფოში წაიყვანეს. 
სხვა ბავშვები სკოლაში მივიდნენ და დაინახეს მასწავლებელი, რომელიც იღიმებოდა, პირი კი სისხლიანი ჰქონდა 
-------------------------------------------------------------------------------------- 
დააკომენტარეთ და კიდე დავდებ :)
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 984 | დაამატა: ✞Ultraviolet✞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2013-12-10 Spam
dZaan magaria siamovnebit vkitxulobdii tan sainteresoo.. gaagrdzeele aucileblad