მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 25 » I Lose Love...!!!
2:16 PM
I Lose Love...!!!

I Lose Love...!!!

Chapter 9

+რაღაც

#თავი 9

"თეთრი" მხოლოდ ეს ფერი იყო ჩემს გონებაში,თუმცა რატომ მიკვირს? ჩემს გარშემო ყველაფერს თეთრი ფერი აქვს,საწოლს,ტუმბოს,კედლებს და ჩემს კაბასაც კი,თუმცა ამას კაბას ვერ დავარქმევ უფრო ხალათია. 
ექიმებსაც კი თეთრი აცვიათ ყველაფერი და საჭმელიც რა თქმა უნდა თეთრი შემოაქვთ. დიახ!არ მოგეჩვენათ მე გამოსასწორებელ ცენტრში ვარ თუმცა ისიც არ ვიცი რატომ.არაფერი არ მახსოვს მწვანე თვალების გარდა,რომელიც თავ
ხედურად მიყურებს,ისიც არ მახსოვს რა ჰქვია ამ მწვანე თვალების პატრონს,გოგოა თუ ბიჭი? და კიდევ ჩემი სახელი.
არ ვიცი რამდენი ხანია რაც აქ ვარ,მაგრამ ახლავე ვკითხავ ექიმს რომელმაც საჭმელი და რამდენიმე წამალი შემომიტანა
-უკაცრავად მის-თავაზიანად მივმართე 
-გისმენთ-შეჩერდა 
-რამდენი ხანია რაც აქ ვარ?-ვკითხე შეპარვით 
-უკვე 7 თვეა-მიპასუხა აუღელვებულად 
-კარგით გმადლობთ-თავი დავუქნიე და ისიც ოთახიდან გავიდა
ღმერთოოო 7 თვე!! მთელი 7 თვეა აქ ვზივარ,ამ თეთრ ოთახში რომელსაც ელექტრონი,რომელიც ყოველთვის ანათებს და ვერ გამირკვევია დღეა თუ ღამე.არც ერთი მნახველი ამ 7 თვის განმავლობაში,არც სატელეფონო ზარი,არც წერილი.ნუთუ სულ უპატრონო ვარ? ნუთუ არავინ არ მყავს რომ მომხედოს? ჩემდაუნებურად ცრემლი ჩამომიგორდა თვალებიდან და იქვე კედელთან ჩავიკეცე. ლოგინთან მივედი და შევწექი,თავს ძალას ვატანდი,რომ გამეხსენებინა მყავდა თუ არა ვინმე,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ჩემს გონებაში მხოლოდ ორი ზურმიხტისფერი თვალები ოყო ჩაბეჭდილი და მას ვერც ერთი ფსიქიატრი ვერ წაშლიდა. ცოტა ხანში სინათლე გამოირთო და მეც თვალები დავხუჭე. მალევე ჩამეძინა. 

4 თვის შემდეგ 

კიდევ ოთხი თვე გავიდა ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ადრე,თავს ისევ ვატანდი ძალას რომ როგორმე რამე გამეხსენებინა,მაგრამ ისევ არაფერი გამომდიოდა.
ერთ დღეს კი ჩემთან ექიმი შემოვიდა და მითხრა რომ სრულიად განვიკურნე და შემეძლო სახლში დაბრუნება,მაგრამ მე ვუთხარი,რომ არაფერი არ მახსოვს,მან კი რაღაც ფურცელი მომაწოდა და მითხრა ტაქსში რომ ჩავჯდებოდი ეს მიმეცა,ტაქსის ფულიც მომცა და ღიმილით გამშორდა. 
ტანზე გამომაცვლევინეს და ოთახიდან გამიყვანეს. ეზოში გასვლისთანავე მზემ თვალი მომჭრა და თვალები ძირს დავხარე. 
11 თვის განმავლობაში მზე არ მინახავს.ღმერთო რა ლამაზი ყოფილა გარეთ ცხოვრება. 
-ამ ხნის განმავლობაში გარეთ რატომ არ გამოგყავდით?-ვკითხე ჩემს გვერდით მდგარ ექიმს
-ასე გვქონდა ნაბრძანები-მხრები აიჩეჩა და ტაქსში ჩამსვა.
მეც ყველაფერი ისე გავაკეთე,როგორც ექიმმა მითხრა და მალევე დიდ სახლთან გამიჩერა. 
ჩემი პატარა ჩანთა გამოვიტანე და სახლის ჭიშკართან დავდექი. დაცვამ უპრობლემოდ გამიშვა რამაც ძალიან გამაკვირვა. კარზე ზარი დავრეკე და შიგნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა.სანამ გამიღებდნენ მანამდე ჩემს ფეხსაცმლებს ვუყურებდი,როგორც კი კარი გაიღო ნელ-ნელა ავწიე თავი რამაც ხელი შეუწყო იმას,რომ ჩემს წინ მდგარი ადამიანი ამეთვალიერებინა.ვერ გავიაზრე ვერაფერი ისე ჩამეხუტა ის ბიჭი.ზრდილობისთვის მეც მოვხვიე ხელი.მალლევე გამიშვა და გაკვირვებული მივაშტერდი თვალებში,თითქოს რაღაც მეცნობოდა მის მწვანე თვალებში,მაგრამ ყველაფერი ბუნდოვნად,თითქოს ჩემს გონებაში ნისლი ჩამოწოლილიყო რომელიც საშუალებას არ მაძლევდა ყველაფერი გამეცნობიერებინა. 
-გამარჯობა,მე ემილი ვარ-ხელი გავუწოდე იმ ბიჭს და ოდნავ გავუღიმე. გაკვირვებულმა ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი ჩემს გამოწვდილ ხელს.ხელი ჩამოვწიე და უხერხულად შევიშმუშნე.
ის გვერდით გაიწია და ხელით მიმითითა შევსულიყავი,მეც შევედი.ჩანთა გამომართვა და თვითონ ჩამოიკიდა მხარზე.ოდნავ გავუღიმე და სახლში შევედი.
-მე ...მე ნოა ვარ-უკნიდან ხმა მომესმა და მეც მივტრიალდი.ის ბიჭი მელაპარაკებოდა.გავუღიმე 
-ჩვენ ერთმანეთის რა ვართ? 
-ამმ...მეგობრები ვართ მითხრა ნოამ.
-და ერთად ვცხოვრობთ?მარტო მე და შენ?-გამიკვირდა. 
-ჰო-თავი დახარა და კეფა მოიქექა. 
-ჩვეულებრივი მეგობრები თუ..?-ვერ დავამთავრე 
-არა,არა-გაეცინა-ჩვეულებრივი-ლოყებზე ღრმულები გაუჩნდა. 
-აჰჰ-მეც გამეცინა-გასაგებია. 
-ოთახში აგიყვანო თუ ცოტა ხნით აქ იქნები?-თავაზიანად მკითხა.
-თუ არ გეზარება მაჩვენე სადაა-ოდნავ გავუღიმე 
-არა,არა.არ მეზარება.გამომყევი-ხელი ჩამჭიდა და ზემოთ ამიყვანა. 
ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა,ჩანთა მოიხსნა და იქვე ლოგინზე დადო. 
-ამმ...ნოა-დავუძახე სანამ ოთახიდან გავიდოდა.
დაბნეული შემოტრიალდა ჩემსკენ,მაგრამ მალევე გამიღიმა.
-გისმენ
-დედა-მამა მყავს?ან ძმა,ან და,ან შეყვარებული,ან ვინმე მყავს?-უცებ მივაყარე კითხვები ცოტა ხნით შეჩერდა და მერე მიპასუხა. 
-არა-თავი გაიქნია. 
თავი დავუქნიე და ლოგინზა მოწყვეტით დავჯექი. ის კი ოთახიდან გავიდა.

Harry's Book. 

ამდენი ხნის მერე ის გამოჩნდა,მაგრამ ვერ მიცნო. ძალიანაც კარგი. თავს მოვაჩენებ ვითომ მისი არც თუ ისე კარგი მეგობარი ვარ,მაგრამ რატომ მოვაჩვენო? მე 


ხომ მისი მეგობარი არასდროს არ ვყოფილვარ,მე ის მხოლოდ ერთი ღამისთვის მჭირდებოდა და მივიღე კიდეც,კარგა ხნის წინათ.მეტი არაფერში არ მჭირდება.ჯობია მეორე ჰარი გაიცნოს ნოას სახელით,ვიდრე ძველი ჰარი გაიხსენოს.
ისევ ჩემს ძველ ცხოვრებას გავაგრძელებ. ოთახში ავედი,ტანზე გავიხადე და საწოლში შევწექი.

 დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის :(( ვე მოვახერხე დაჯდომა კომპთან.
იმედი მაქვს მოგეწონათ ♥
ახლა რა ხდება.ბავშვებო მე ხვალ ალბათ მივდივარ სოფელში,აფხაზეთში,და თუ წავედი ვერ მოვახერხებ დადებას,ამგარმ თუ არ წავედი ჩვეულებრივად გავაგრძელებ.თუ წავედი სადღაც ახალ წლამდე ჩამოვალ და თუ მოგინდებათ მერე გავაგრძელებ დადებას,თუ მოგინდებათ რა თქმა უნდა.
სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.
მიყვარხართ <3 დააკომენტარეთ <3
Love U All...!!! Kiss U All...!!!
ნანახია: 797 | დაამატა: Irinka✘ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2013-12-26 Spam
Kargii iyoo momewonaa, gaagrdzelee <3