მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 29 » I Left My Heart In London...♔
7:56 PM
I Left My Heart In London...♔
 
მანძილი, სიშორე, ერთმანეთის გარეშე გატარებული საათები, წუთები და წამები...ეს ყველაფერი უფერულდება სიყვარულის წინაშე, თუნ შენ მართლა გიყვარს, ეს ყველაფერი ვერ შეგაშინებს და მიუხედავად ძლიერი მონატრებისა მაინც გაგაძლიერებს, რადგან სიყვარული არასდროს გვასუსტებს, პირიქით ის გვაძლიერებს, სიცოცხლისკენ გვიბიძგებს, ახალი დღის დადგომას გავახარებს, რადგან იცი რომ შენ ერთ დღეს მაინც შეხვდები იმ ადამიანს რომელსაც გულთან ერთად სულიც აჩუქე...სიყვარული ხომ საჩუქარია და არა სატანჯველი...9 საათი იქნებოდა ნინას, რომ გაეღვიძა, ცოტახნით ლოგინში იწრიალა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ძილის შებრუნება, რაღაც არ ასვენებდა, არ აძლევდა ერთ ადგილზე გაჩერების საშვალებას, თითქოს რაღაც ახალი და კარგი უახლოვდებოდა მას..წამოდგა, აბაზანას მიაშურა მოწესრიგდა, გამზადებული ტანსაცმელი : მაისური და შორტი ჩაიცვა, თმა უბრალოდ უკან შეიკრა და სავარძელში ჩაესვენა..ფეხები მოკუნტა თავი მუხლებს დაადო და ფიქრებში გადაეშვა, უამრავი აზრი უტრიალებდა თავში , ცდილობდა საბას გახსენებას, მისი სახის წარმოდგენას მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ისე გაერთო ფიქრებში, რომ ვერ კი შეამჩნია როგორ მოვიდა 10 საათი და მათი წასვლის დრო...ფიქრებიდან ხმაურმა გამოყვანა, რომელიც პირველი სართულიდან მოდიოდა
-დადიანი დაგახრჩობ თუ ისევ ლოგინში ხარ - სახლის მყუდროება მარიამის ყვირილმა გაარღვია, მძიმე გაბრაზებული ნაბიჯებით ამოდიოდა კიბეებზე, ნინას გაეცინა მის ასეთ საქციელზე და სანამ ოთახის კარს "შემოანგრევდა" თვითონვე გააღო და მეგობარს მიესალმა

-რა გაყვირებს მარიამ ? წაედით ? - ღიმილით შეხედა
-მე მეგონა ისევ გეძინა და შენს მოსაკლავად მოვდიოდი - სიცილით უთხრა მეგობარმა და უკან გაყვა კიბეებზე ჩამავალს
-საბაც აქაა და არ შეაშინო
- ენა გამოუყო 
-რატომ უნდა შევაშინო ? - გაოცება ვერ დამალა ნინამ
-აუ ნინა, რა გჭირს ვიხუმრე - გაუღიმა
ნინამ სახლის ყველა კარები და ფანჯარა ჩაკეტა, შეამოწმა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა და უკანა კარიდან ეზოში გავიდა, სადაც მეგობრები ელოდებოდნენ, უკანა კარიც ჩაკეტა, გასაღები ჩანთაში ჩააგდო და მეგობრებისკენ მიტრიალდა, მისალმებას აპირებდა, როდესაც შავ დამატყვევებელ თვალებს შეეჩეხა, ასეთი მიმზიდველი და ამავე დროს ამოუცნობი თვალები ჯერ არსად ენახა, მთლიანად მის მზერაში ჩაიძირა...

ნინას წინ, იდგა ახალგაზრდა საკმაოდ სიმპატიური საბა..მაღალი, შავგრემანი, გაბურძგნული თმით, რომელზეც კეპკა ეფარა, მიმზიდველი შავი თვალებით და დიდი ტუჩები, რომელიც საბოოლოო შტრიხი იყო მის მიმზიდველ გარეგნობაში
-ჰეი ნინა, როგორ მომენატრე - ნიკა მივიდა და ისე მოეხვია მეგობას თითქოს საუკუნეა არ უნახავს
-აუ დაიწყეს ამათმა - საბას გადახედა მარიამმა, რომელსაც საერთოდ არ მოუსმენია მარიამის კომენტარი, ის გოცებული უყურებდა ბავშვობის სიყვარულს, რომელი უკვე აღარ გავდა იმ თავნება ბავშვს, ის ახლა ახალგაზრდა ლამაზ გოგონად გადაქცეულიყო...ნიკა როგორც იქნა მოშორდა ნინას და საბასკენ გადაინაცვლა, რომელიც ზურგით იდგა მათკენ და მანქანაში რუგზაკს დებდა
-საბა იმედია გახსოვს ნინა - ხელი მიარტყა მხარზე, საბა ნახევრად შემოტრიალდა ნინასკენ, გაუღიმა და მიესალმა

-როგორ არ მახსოვს, მაგრამ ცოტა შეცვლილი მეჩვენება
-გამარჯობა, შენც არ გავხარ ძველ საბას
- გაუღიმა
ნინა მანქანისკენ წავიდა და სარგულში ჩაალაგა მისი
არგი...
-რადგან ყველანი ადგილზე ვართ - საბა ნიკას მოუახლოვდა ხელი დაგახვია მხარზე და განაგრძო - დროა გავუდგეთ დამღლელ გზას

-ლუკა არ მოდის ? - მანქაის კარი გამოაღო ნინამ
-არა ცოტა მერე ჩამოვა
- უპასუხა ნიკამ და საჭეს მიუჯდა
ბავშვები მალემოთავდნენ და ბათუმისკენ მიმავალ გზას დაადდგნენ, გზაში ბევრი იცინეს, ბაშობის ამბები გაიხსენეს...რა ჯობია იმ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნას, რომლებიც ღრმა ბავშობიდან გიცნობენ და რომელთანაც უამრავი მოგონება გაკავშირებს...უკვე მოსაღამოვებული იყო დაქირავებულ სახლში, რომ მივიდნენ...ნიკამ 2 სართულიანი მყუდრო ბინა დაიქირავა სანაპიროსთან ახლოს, სახლში შესვლისთანავე აღმოჩნდებოდი მისაღებ ოთახში, რომლიდანაც პირდაპირ გადიოდი სამზარეულოში, მეორე სართულზე კი ორი დიდი საძინებელი და ერთი აბაზანა იყო...დღეს აღარავის ქონდა სანაპიროზე გადასვლის თავი, ამიტომ სახლში დარჩენა და დასვენება გადაწყვიტეს, გოგოები ერთ ოთახში მოთავსდნენ, ბარგი ამოალაგეს, ოთახი მოაწესრიგეს, წყალი გადაივლეს და დაღლილები ოთახში შეიკეტნენ...მარიამი საწოლზე დაწვა, ნინაც გვერდით მიუწვა, თავი მუცელზე დაადო და გაინაბა...მარიამმა მეგობრის თმით დაიწყო თამაში იცოდა

-ნინა აღიარე , რომ საბა საკმაოდ გასიმპატიურებულია
-და ნაკლებას სიმპატიური რ
ს იყო ? - სიცილით კითხა მეგობარს
-მგონი ვიღაცას ძველმა გრძნობამ შეახსენა თავი
- მხიარული ხმით უთხრა მეგობარს
-არა რა შენი საშველი არ იქნება
-კარგი რა ნი, ხო იცი მე შენთვის კარგი მინდა, იმას რა აჯობებს შენ და საბა ერთად რომ იყოთ, თან მოგეხმარება იმ ვირის (ბენი იგულისხმა) დავიწყებაში...ვერ ხედავ იმან უკვე დაივიწყა, გააგრძელა ცხოვრება შენს გარეშე...მართალია არაფერს იმჩნევ და თავს ისე გვაჩვენბ ვითომ არ გადარდებს ბენი, მაგრამ მე ვერ მომატყუებ

-კარგი მარი გეყოს ლექცია - სიტყვა გააწყვეტინა მეგობარს, ფეხზე წამოდგა, ჟაკეტი გამოიღო კარადიდადნ და კარისკენ წავიდა - სანაპიროზე გავისეირნებ
-აუ ბოდიში ნი, არ მინდოდა შენი წყენინება
-არ მიწყენინებია სულელო
- მივიდა შუბლზე აკოცა და სახლიდან გაიდა...გარეთ გრილოა, ჟაკეტი მოიცვა და ქვიან სანაპირს გუყვა, მართალი ციოდა მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, ფეხზე გაიხადა და ზღვასთან უფრო ახლოს მივიდა...მზე ნელა ჩაიდოდა, თავის სხივებს ბოლოჯერ ფენდა დედამიწას და თითქოს ჩქარობდა, უნდოდა მალე ჩახუტებოდა ზღვას...ნინას გეღიმა ამ სანახაობის შემხედვარე, თავი დახარ და მის ფეხებთან წარმოქნის პატარა ქაფის ბუშტებ დააუწყო ცქერა
-სიყვარული თუ გაქრება - ხმამაღლა წარმოთქვა და მაღლა ცას ახედა
-მზე იტირებს და ჩაქრება - ბოხმა ხმამ, რომელმაც ზურგს უკან გაიჟღერა დააბოლოვა მის დაწყებული წინადადება

ესეც ახალი თავი..აბა შეაფასეთ, ველოდები კომენტარებს და კრიტიკას ♥ ხომ გახსოვთ 15 კომენტარი ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 882 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-12-07 Spam
magaria dzan axla wavikitxe es motxroba da dzalian momewona