მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » I Left My Heart In London...♔
6:26 PM
I Left My Heart In London...♔


გაკვეთილები მალე დაგვიმთავრდა ექვსივე გარეთ გამოვედით და სკოლის შესასვლელთან პარკინგზე გავჩერდით..ბიჭები რათქმაუნდა მოტოციკლეტებით იყვნენ
-საღამოს სადმე გავისეირნოთ არ გინდათ? (ჰარი)

-დღეს შეჯიბრია დაგავიწყდა ? (ბენი)
-რა შეჯიბრი ? (თვალები გამიბრწყინდა)
-რბოლა, იმ დღეს რომ წაგიყვანე იქ (ჰარი)
-წამოვალ რა (მე)

-რა პრობლემაა (თბილად გამიღიმა)
-იქ შენნაირების ადგილი არაა (ბენი)
-ჩემნაირების როგორი ? (მე)
-შენნაირი სექსუალურების (არ ჩამომრჩა)

კიდევ კაი ნიკა გასული იყო თორე გადმოიღებდა ბაიკიდან
-იდიოტო (ხელში წიგნი მეჭირა და მხარზე მივარტყი)
-Hello Guys (როგორც იქნა მაიკი მოვიდა ემას აკოცა და გვერძე მიუდგა)

-სად ხარ ამდენხან ? (წავებუზღუნე)
-უკაცრავად თქვენო უდიდებულესობავ (მაიკი)

ნიკაც დაბრუდნა ბიჭებს დავემშვიდობეთ და სახლში წავედით..მივედით თუ არა ჩემს ოთახში გავიქეცი..საღამოსთვის ტანსაცმელი გავამზადე..მე შენ გაჩვენებ სეირს ბენ..!!!
-შეილება ? (ემამ მომიკაკუნა კარზე)

-კი რათქმაუნდა (გავუღიმე)
-მეცადინეობას ვიწყებთ და არ შემოგვიერთდები ? (ემა)
-რათქმაუნდა (ჩანთანს დავავლე ხელი)
-ნინა შეილება რაღაც გკითხო ? (ემა)
-კი (მე)

-მაიკი მოგწონს ? არა არ გეგონოს ჩხუბს ვაპირებდე უბრალოდ იმ დღეს ისეთ დროს შემოგისწარით (ვეღარ დაამთავდა )
-ემა სანერვიულო არაფერი გაქვს...დამიჯერე მაიკს ძალიან უყვარხარ (მე)
-იმედია (ემა)

ორივე პირველ სართულზე ჩავედით..მაიკი სამზარეულოში იყო და ჭამდა ჩვენ კი მეცადინეობა დავიწყეთ... რომეო და ჯულიეტას 8 თავი გვქონდა გასარჩევი და მათემატიკა დასაწერი
-აუ მათემატიკით დავიწყოთ (წამოვიყვირე)
-კარგი ხო (მარიამი)

მათემატიკაში ალგებრული ნაწილი გვქონდა ლოგაარითმები+ფესვიანი გამოსახულებები
-რა იყო უმაღლეს მათემატიკას ასწავლიან აქ (წავიწუწუნე)
-კიი (ემა)

მატემატიკის წერას ერთ საათში მოვრჩით და ისევ რომეოს და ჯულიეტას დავუბრუნდით..მომკალით და ვერ ვიტან სასიყვარულო ნაწარმოებებს...ნერვები მეშლება ტრაგიკულ სიყვარულზე და ზოგადად მწყრალად ვარ სიყვარულთან..ჯერ-ჯერობით სიტყვა მიყვარხარ არცერთი ბიჭისთვის არ მითქვამს..როგორც მარიამი იძახის იმ ერთადერთისთვის ვინახავ მაგ სიტყვას..აი ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ სიტყვა "მიყვარხარ" იმ ადამიანს უნდა უთხრა ვის მიმართაც საოცარი გრძნობა გექნება..როცა მისი დანახვისა დრო გაჩერდება..სისხლი გაგითბება..გული აგიჩქარდება მუცელში პეპლები დაიწყებენ ფრენას..როცა ამ ყველაფერს გრძნობ მაშინ გიყვარს თავიდან ბოლომდე...სულიდან ხორცამდე..სწორედ ამ დროს უნდა თქვა მიყვარს...ისე ეს სიტყვა გაუფასურდება და თავის ხიბლს დაკარგავს...როგორც იქნა გავარჩიეთ ეს რომეო და ჯულიეტა და სწალა-განათლებით სამუშაოსაც მოვრჩით...
-წავალ ბაიკს გავამზადებ (წამოვხვტი)

-ანუ მიდიხარ (მარიამი)
-რათქმაუნდა (მე)
-რა ბაიკი ? სად მიდიხარ ? (ემა)
-მარიამი მოგიყვება (თბილად გავუღიმე)
-მოგეხმარო ? (ნიკა)

-არა ისე დავათვალიერებ დიდი-დიდი ზეთი ქონდეს გამოსაცვლელი მაგას მეც გამოვუცვლი (მე)
-კაი როგორც გინდა...წამო გოგოებო ჩვენ აუზთან გავიდეთ (ნიკა)

მე მაღლა ავედი გამოვიცვალე...დახეული შორტი და უბრალო მაისური ჩავიცვი..ისეთი თუ დაისვრებოდა გადაგდება რომ არ დამნანებოდა...მართალი აღმოვჩნდი..ზეთი მართლაც გამოსაცვლელი იყო..გამოვუცვალე..მატორიც შევუმოწმე..მატორის წმენდისას ცოტა აარაა ძალიან დავისვარე სულ მაზუთიანი ვიყავი..სახეზეც კი მაზუთი მესვა

-რას შვრები ნინა (თავზე მაიკი დამადგა)
-ბაიკს ვაწესრიგებ (ავხედე)
-ვაუ რა სუფთა ხარ (მაიკი)

-ნუ დამცინი (ხელი მივარტყი მხარზე)
აღარაფერი მიპასუხა..მეც შევტრიალდი და ჩემი საქმე განვაგრძე..
-You Are So Sexy (ვითომ ჩუმათ ჩაიბურტყუნა)

მომიახლოვდა უეცრად მომატრიალა და მაკოცა...

მის ასეთ საქციელს ნამდვილად არ ველოდი...ვერ მოგატყუებთ მისი კოცნა მესიამოვნა..თბილი ტუჩები ქონდა...ისეთი თბილი რომ მთელი სხეული გამითბა...მეც ავყევი...ხელები მომხვია და თავისკენ მიმიზიდა..რაც შეიძლება ახლოს...უეცრად თავში ემა ამომიტივტიდავდა მაიკს ხელი ვკარი და მოვიშორე...ის დამნაშავე ბავშვივით იდგა და მე შემომყურებდა
-ეს არ უნდა გექნა ..შენ შეყვარებული გყავს..რომელსაც ძალიან უყვარხარ (მე)
-აღარ ვიცი ნინა...მე ემაც მიყვარს და მგონი უკვე შენც (მაიკი)
-არა მაიკ რასაც შენ ჩემს მიმართ გრძნობ ეს მხოლოდ ლტოლვა..!! ეს სიყვარული არა..!! ამ გრძნობას მოწონებასაც ვერ დაარქმევ..!! ასევე ვარ მე შენს მიმართ..!! ეს აღარ უნდა განმეორდეს...ემა ამას არ იმსახურებს (მივაყარე და ავტოფარეხიდან გამოვედი)

აუზისკენ წავედი და პირველივე შეზლონგზე ჩამოვჯექი...ტიჩუბზე ნელა გადავისვი ხელი..ისევ ცხელი მქონდა...ეს შეცდომა იყო გავიფიქრე..შეცდომა რომელიც აღარ განმეორდება..ჩემს თავს ვეჩხუბებოდი გონებაში და ისე ვიყავი ჩხუბით გართული ვერც კი ვიგრძენი ნიკა როგორ მომიახლოვდა..ხელში ამიტაცა და მთელი სიჩქარით აუზში გადაეშვა ჩემთან ერთად...არ მინდოდა ემასთან რამე შემემჩნია ამიტომ ავყევიბავშვებს და მათთან ერთად გავერთე აუზში...საღამო იყო როცა წუწაობას მოვრჩი..ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა..რათქმაუნდა ბავშვებიც მომყვებოდნენ..! გავემზადე და ბაიკზე მოვკალათდი..!

იმედი მაქვს მოგეწონათ ♥
ახლა არ ჩაქოლოთ ჩემი მაიკი ♥
ველოდებო კომენტარებს ♥


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 936 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-04-10 Spam
awww ^^ dzalian dzaliaan magaraiaa ^^ <3