მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 6 » I Left My Heart In London...♔
8:51 PM
I Left My Heart In London...♔


თვალი ჩავუკარი და ჩემს ოთახში დავბრუნდი... ამ 5 დღემ მალე გაირბინა..სკოლის წინა დღეს მარიამი ერთ ამბავში იყო..მთელი სახლი აიკლო..უნდოდა სკოლის პირველ დღეს ყველას გული დაეპყრო..მე და ნიკა უკომენტაროდ ვტოვებდით მარიამის ეიფორიას..იმდენი ქნა რომ თავის თავზე ითავა ჩვენი ჩაცმულობა პირველი დღისთვის და როგორც თვითონ იძახდა სამმაგი თავსატეხი გაიჩინა..მაიკმა როგორც იქნა მოაბა თავი და ნორმალური ბაიკი მიყიდა..სახლში ჯდომა და მარიამის ფაციფუცის ყურება მომბეზრდა, ავდექი გამოვიცვალე და ბაიკით გასეირნება გადავწყვიტე..გასაღებს დავავლე ხელი და გარეთ გავვარდი..ჩაფხუტი არ დამიფარებია...ლონდონის ქუჩებს გავუყევი..

გეზი ცენტრალური ქუჩისკენ ავიღე..მთელი სიჩქარით მივქროდი და არავინ, არაფერი მანაღვლებდა..ვგრძნობდი რომ ლონდონი ის ქალაქი იყო სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობდი..მე ხომ ყოველთვის ამას ვეძებდი....მე თავისუფლებაში იმას არ ვგულისხმობ მშობლები რომ ყველაფრის უფლებას გაძლევენ, ყველგან გიშვებენ და ა.შ.. ჩემთვის თავისუფლება სულ სხვა მცნება..მე თავისუფალი ვიყავი ახლა..ამ წამს..თავისუფარი ხორციელად, სულიერად და მორალურად..აი ესაა თავისუფლება..ნელ-ნელა ქალაქ გავცდი და არეუბნისკენ გავუხვიე..მაღაზიასთან შევჩერდი წყლის საყიდლად..სუპერმარკეტში შევედი და დახლებს შორის ავიწყე ბოდიალი შოკოლადიც მინდოდა..თავჩუღუნული დავდიოდი და ვიღაცას როგორც ყოველთვის მწარედ შევასკდი
-უკაცრავად (თავი ავწიე და ხელში ჰარი შემრჩა)
-ნინა (გაფართოებული თვალებით შემომხედა) მგონი ჩემი ბედი ხარ (გაიცინა და გადამკოცნა)
-ალბათ (გავუღიმე)

-აქ როგორ მოხვდი ? (ჰარი)
-ვსეირნობდი და წყალი მომინდა (მე)
-მერე წყალს შოკოლადების განყოფილებაში ეძებ ? (ჰარი)

არაფერი ვუპასუხე გავუღიმე..მოკლედ ორივემ ვიყიდეთ რაც გვინდოდა და გარეთ გამოვედით
-წამო წაგიყვან..იმედია ბაიკების არ გეშინია (ბაიკზე მოკალათდა და გამომხედა)

-არა იყოს მე ჩემი მყავს (გავუღიმე და ჩემსაზე მივუთითე)
-ვაუ, კარგად ატარებ ? (ჰარი)
-ჩემპიონი ვარ (მე)
-შენ შეჯიბრებიც გეყვარება (მაცდურად გამომხედა)

-კი (თვალები გამიბრწყინდა)
-მაშინ გამომყევი, შეჯიბრზე მივდივარ ჩემი მეგობარი მონაწილეობს (ჰარი)
-დიდი სიამოვნებით (ბაიკზე მოვკალათდი)

დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ მე და ჰარიმ, ვცდილობდი გზა კარგად დამემახსოვრებინა დარწმუნებული ვიყავი დავბრუნდებოდი...ბნელი ქუჩისკენ შევუხვიეთ..15 წთ ვიარეთ სიბნელეში მერე კი განათებულ ქუჩაზე გავუხვიეთ სადაც უამრავი მონაწილე ირეოდა..ზოგი რა ილეთს აკეთებდა ზოგი რას..მისვლის თანავე მივიპყარი ყურადღება, თუმცა ახლოს მოსვლას ვერავინ ბედავდა..ეს ალბათ იმიტომ რო ჰარისთან ერთად ვიყავი...ხიდთან ახლოს დავაყენეთ ბაიკები და იქვე გავჩერდით..ჰარიმ სიტვაციაში გამარკვია და ყველაფერი ამიხსნა..წესები მარტივი და ადვილი იყო..მაგრამ დღეს ნამდვილად არ მინდოდა შეჯიბრში მონაწილეობა..დავინახე ჩვენსკენ მომავალი მაღალი ბიჭი..ჰარიმ ხელი დაუქნია და დაუძახა
-აქეთ ბენ

ამ სახელის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა, ახლა ნამდვილად არ მინდოდა მასთან შეხვედრა, ავწრიალდი ვეღარ ვისვენებდი, თითქმის უკვე ახლოს იყო, მის სახეს კარგად ვხედავდი და ეს ის ბენი იყო... "ჩემი" ბენი.. ახლა ყველაზე მეტად გაქრობა მინდოდა..აორთქლება..ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა..მომენტალურად ავიღე ბენს ზურგი ვაქციე და ცოტა მოშორებით დავდექი...
-ხო ნიკა (მე)
-სად ხარ ნინა ? (ნიკამ ჩამყვირა)
-მალე მოვალ, ქალაქში ვსეირნობ (მე)

-დროზე მოდი თორე წრიალებს მაიკი, ნერვიულობს შენზე (ნიკა)

ცოტა არ იყოს და ნიკას სიტყვები მესიამოვნა, მაიკი ჩემზე ნერვიულობდა...
-ხო ხო მოვდივარ უკვე (მე)
მართალია ნიკას გავუთიშე მაგრამ უკან არ დავბრუნებულვარ..ბენთან შეხვედრა არ მინდოდა..ვითომ ისევ ტელეფონზე ვლაპარაკობდი..სინამდვილეში კი მეგობრების დიალოგდ ვუსმენდი
-ეს ვინაა ? (ბენი)
-ეს ის ანგელოზია მაშინ რომ შემეჯახა (ჰარი)
-მერე გამაცანი (ბენი)
-ტელეფონზე ლაპარაკობს (ჰარი)
-მონაწილეთა საყურადღებოდ ყველანი მოემზადეთ (არბიტრი)

ამ სიტყვების გაგონებაზე რღმად ამოვისუნთქე..ისე ღრმად რომ რამის გული ამოვაყოლე..კარგად გავიგი ბაიკის დაძვრის ხმა..5 წთ კიდევ ზურგშექცეული ვიდექი, მერე მივტრიალდი და ჰარის მივუახლოვდი
-ბოდიში უნდა წავიდე (მე)
-ასე მალე რატომ ? (ჰარი)
-ხვალ პირველად მივდივარ სკოლაში და ხომ იცი გოგოების ამბავი (გავუღიმე)

-აა ხო (ჩაიცინა) ისე რომელ სკოლაში უნდა იარო ? (ჰარი)
- Westminster ში (მე)
-ჰეი, ნამდვილად ბედი მწყალობს მეც მანდ ვსწავლობ ..ხვალ შევხვდებით (ჰარი)
-იმედია (გავუღიმე და იქაურობას გავშორდი)

სახლში დაახლოებით საათ ნახევარში დავბრუნდი, ბაიკი ავტოფარეხში შევაყენე და სახლში შეუმჩნევლად შევედი..ახლა არავის თავი არ მქონდა..ჩემს ოთახში შევიპარე..შუქი ავანთე და მოულოდნელობისგან შევხტი... ჩემს საწოლზე მაიკს საყვარლად ეძინა..ნელა მივუახლოვდი და გავაღვიძე
-მაიკ გაიღვიძე
ნელა წამოწია თავი, თვალები მოიფშვნიტა და ჯერ თბილად მერე კი მამის მკვლელი თვალებით შემოხედა
-სად ხარ ? ვისთან იყავი ? არ უნდა გეთქვა რო მიდიოდი ? (მომაყარა)
-Hey..Keep Calm (მე)

-მიპასუხე (მაიკი)
-ბაიკით გავისეირნე..ჰარი შემხვდა..დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა ? (გაბრაზებულმა გავხედე)

ვერ ვიტან კონტროლს...უბრალოდ საშინლად ვღიზიანდები როცა ვინმეს უნდა ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდეს
-არა..! ვინაა ჰარი ? (გამომცდელად შემომხედა)

-ჩემი მეგობარი (მოკლედ მოვუჭერე)

მაიკი წამოდგა ჩემკენ წამოვიდა..მე ნელა უკან დავიხიე და კედელს მივეყრდები..ისიც უფრო ახლოს მომიახლოვდა..ორივე ხელით კედელს დეყრდნო.მე შუაში მომიქცია..გული ამიჩქარდა..სუნთქვა გამიხშირდა..ჟრუანტელმა დამიარა..სისხლი გამითბა..მაიკი უფრო ახლოს მოიწია, შუბლი შუბლზე დამადო..ისე ახლოს იყო...ცოტაღა აკლდა და მაკოცებდა...საშინლად მინდოა მისი ტუჩები ჩემსას შეხებოდა ის კი უბრალოს არაფერს აკეთებდა...ვგრძნობდი რომ გული მასაც ჩქარა უცებდა..ისევე ჩქარა სუნთქავდა როგორც მე და თითქმის..თითქმის უნდა ეკოცნა რომ ოთახის კარი გაიღო და ემა შემოვიდა
-მაიკ (კარებშივე გაჩერდა)
მაიკიც მაშინვე მომშორდა..უკან დაიხია ერთი ამათვალიერა, ემას ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდა.

იმედი მაქვს მოგეწონათ ♥
ბოდიში დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის ♥
მიყვარხართ და კომენტარებს ველოდები ♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 854 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-04-10 Spam
dzalian dzalian magari iyo <3