მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 15 » I Hate You...Love You...[Season3Part8/9]
10:28 PM
I Hate You...Love You...[Season3Part8/9]

Hate You...Love You...[Season3Part8]

მეორე დღეს ჯასტინი ერთხელ ვნახე, ახლობლებს მოვინახულებ და მალე მოვალო,მაგრამ რომ აღარ დაბრუნდა მარტომ გადავწყვიტე გასეირნებდა და იქაურობის დათვარიელება.

ცოტა მეშინოდა ვინმე არ შემხვედროდა…ან მაგალითად ხომ შეიძლება ქეთლინი?!მე კი მისი ნახვა საშინლად არ მინდოდა!

საკამაოდ შორს ვიყავი სახლიდან…ალბად ხვდებით,რომ პაპარაცები კუდში დამყვებოდნენ და კითხვეს მაყრიდნენ.

პასუხი არც ერთ კითხვაზე არ გამიცია.მომღიმარე სახით ვეგებებოდი ყველას.

ცოტა მომშივდა და პირველივე შემხვედრ კაფეში შევედი.

ყველა მე მომაშტერდა…უეცრად ჩამოვარდა სიჩუმე ჩამოვარდა, რამდენიმე წამში კი ხალხი ისევ ახმაურდა მეც თავისუფალი მაგიდა მოვძებნე და შეკვეთაც მივეცი.

-ჩემს გარეშე რატომ სეირნობთ ქლბატონო?-უკნიდან მომესმა ჯასტინის ხმა და ლოყაზე მაკოცა.

-სხვათაშორის მე დიდხანს გელოდე!-გაბრაზებულმა შევხედე.

გაიცინა და ჩემს წინ დაჯდა.

-ისე ჯასტინ აქ რა უნდა ვაკეთოთ?-ინტერესიტ შევხედე.

-შენ რა გინდა?-გამიღიმა.

-არ ვიცი…-მხრები ავიჩეჩე.

-თუ გინდა ლოს-ანჯელესში დავბრუნდეთ!

-არა არ მინდა!-გამეცინა.

ვერ გეტყვით რა ხდებოდა კაფეში იმის შემდეგ რაც ჯასტინი გამოჩნდა. ყველა ჩვენ დაგვესია და ავტოგრაფებს გვართმევდნენ,ფოტოებს იღებდნენ და კითხვებს გვაყრიდნენ! ალბად თითოეულმა გვკიტხა მე და ჯასტინი ისევ ერთად ვიყავით თუ არა! (:D) 

ჯასტინი ბოლოს ამ კითხვაზე ან სიცილს იწყებდა ან ისეთ სახეს იღებდა ჯობდა იქიდან გამქრალიყავი(:D)

სახლში საღამოს დავბრუნდით…

სიმართლე გითხრათ ერთმანეთს ყურადღებას სულაც არ ვაქცევდით,ის თავისთვის იყო მე კი ჩემთვის.

მაგრამ მე პირადად კარგად ვერთობოდი!(:D)

მომწონდა აქ ყოფნა.

ანა ერთ ამბავში იყო სასწრფოდ ჩამოდიო,ყველაფერზე თანახმა იყო,ოღონდ ჯასტინს მოვშორებოდი!(:D)

ძალიან მიკვირდა ლოგანისგან არაფერი რომ არ ისმოდა,მაგრამ ეს დიდად არ მაინტერესებდა.

-გინდა გამოვიცნო ვისზე ფიქრობ?

ჯასტინი ჩემს ოთახში შემოვიდა და გვერდით მომიჯდა.

-კარგი…მიდი!

-ლოგანზე…-ყალბად გაიღიმა.

-სულაც არა!

-კი!

-არა!მართლა გეუბნები!-გამეცინა.

-ჩემთვის ეს უკეთესი იქნება!-გამიღიმა.

-სიმართლე გითხრა ცოტა მეშინია…

-რისი?!

-როცა დავბრუნდები…ლოგანს რომ ვნახავ რა მოხდება…

-რა უნდა მოხდეს?!

-არ ვიცი…მაგრამ მისი ნახვა საშინლად არ მინდა!

-მერე ნუ ნახავ!-ჩაიცინა.

-ვიცი რომ მისი ნახვა მომიწევს!

-ვითომ რატომ?

პასუხი ვერ გავეცი და თავი დავხარე.

-ყველაფერი კარგად იქნება!-ჩამეხუტა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა-არ დაგავიწყდეს რომ ზეგ დილით მივფრინავთ!

-კარგი…ხვალ ერთი პატრა ბავშვი უნდა მოვინახულო,შემდეგ ყველაფერ მოვამზადებ!-გავუღიმე.

-კარგი…გინდა რამეს ვუყუროთ?

-კარგი ოღონდ კომედიას!

თავი დამიქნია და ფილმის ასარჩევად თავის ოთახში გავიდა.

მანამდე მე სასუსნავები მოვამზადე და ისიც მალე დაბრუნდა.

ჯასტინის არ ვიცი,მაგრამ ფილმი ახალი დაწყებული იყო, რომ მე უკვე მეძინა(:D).

დილით როცა გამომეღვიძა ყველაფერი საწოლში ეყარა,მათ შორის ჯასტინიც ჩემს საწოლზე :ეგდო"(:D)

უკმაყოფილოდ შევავლე თვალი ამ ყველაფერს და წამოვჯექი.

ტანსაცმელი მოვამზადე და გამოსაცვლელად სხვა ოთახში გავედი.

როცა ჩემს ოთახში დავბრუნდი,ჯასტინი ახალი გაღვიძებული დამხვდა თვალებს ძლივს ახელდა.

-უკვე მიდიხარ?

-აჰა…მალე დავბრუნდები.

-კარგი მე არსად არ მივდივარ!

-კარგი…

ოთახიდან გასვლა დავაპირე,მაგრამ ჯასტინის სახეს რომ მოვკარი თვალი გამეცინა ისეთი საყვარელი იყო.

მასთან მივედი და მოვეხვიე და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე.

-ეს რისთვის?-გაიცინა და თვითონაც მომხვია ხელები.

-ყველაფრისთვის!

-მაინც?

-შენთვითონ გადაწყვიტე!-ვუთხარი და ოტხიდან გამოვედი.

პატრა გოგონა მოვინახულე,რომელმაც გულის ოპერაცია გაიკეთა.

საკმაოდ დიდხანს დავრჩი მასთან,მაგრამ ოთხი საათისთვის უკვე სახლში ვიყავი.

ჯასტინი თავის ბარგს ალაგებდა,მეც ჩავალაგე ჩემი ბარგი და ლოს-ანჯელესში დასაბრუნებლად უკვე მზად ვიყავი.

დილით მეც და ჯასტინიც სკუტერის ზარმა გაგვაღვიძა.

სანამ არ აგვაყენა მანამდე არ მოისვენა!

მანქანაში ჩავსხედით,ცოტა მეშინოდა ჯასტინს საშინლად დაყავდა რადგან ძალიან ეძინებოდა და ყველაფერზე შეხსენება სჭირდებოდა,მაგრამ მე საწესთან არაფრით არ დამსვა.

თვითმფრინავში ორივეს გვეძინა, როცა ჩავედით კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.

მე ანა დამხვდა,ერთი საათი მეხუტებოდა და თან მეჩხუბებოდა ჯასტინთან აღარ დაგინახოო.

მითხრა,რომ ლოგანი ჩამოსულა და ჩემთან სალაპარაკო ქონდა!

იმ დღეს როცა ანა სახლიდან გასული იყო,მაინცდამაინც მაშინ მოვიდა ლოგანი.

კარი ძალიან ნელა გავუღე და არც კი შემომიპატიჟებია.

-არ შემომიშვებ?

-თუ რამე გაქვს სათქმელი შეგიძლია აქვე მითხრა!

-ლიზა მე შენტან დაშორება არ მინდა!

-მაგრამ შვენს შორის არაფერი გამოვა!

-რატომ?! მართალია იმ გოგოს მიმართ პატარა სიმპატიები მქონდა,მაგრამ მე შენ მიყვარხარ!-თმა გადამიწია-ხოლო ეს ჯასტინი არ ვიცი რას ნიშნავდა…

-არაფერს არ ნიშნავდა! მემსა და ჯასტინს შორის მეგობრობის მეტი არაფერი ხდება!თუ არა უფრო ნაკლები…

-მაშინ ხელს რამე გვიშლის?!

-მე მალე დავბრუნდები საქართველოში…

-თუ საჭირო იქნება ყოველ კვირას ჩამოვალ!

-არ მინდა…

-არ გინდა?!

-არ მინდა,რომ ჩემს გამო შენს კარიერას ხელი შეუშალო!

-ჩვენი ერთად ყოფნა ხელს არაფერს შეუშლის!მოდი ჩემთან!-გამიღიმა და ხელები ოდნავ გაშალა.

ცოტახანი ვფიქრობდი,შემდეგ ვეღარ მოვითმინე და მთელი ძალით ჩავეხუტე!

ანა ძალიან გახარებული იყო ჩემი და ლოგანის შერიგებით.

იმ დღეს ძალიან ბევრი შევიკრიბეთ ლოგანთან და ერთ ამბავში ვიყავით.

სახლის კედლები ზანზარებდა(:D)

მეორე დღეს ისევ გამოვჩნდით მე და ლოგანი კამერების თვალში და აჟიოტაჟი ატყდა.

აღარ მქონდა იმის ნერვები,რომ ხალხის აზრი მომესმინა და ამიტომაც საერთოდ აღარ ვკითხულობდი მათ აზრს და არც ვუსმენდი მათ…მაგრამ ეტყობოდათ,რომ ჩემი და ლოგანის შერიგებით დიდად ბედნიერები არ იყვნენ…!!!

იმ დღის შემდეგ ჯასტინი აღარ მინახავს,არც მიმიწერია…

აქედან ორ კვირაში მე და ანა საქართველოში დავბრუნდით.

ღმერთმა იცის რამდენი ხანი ვეღარ ვნახავდი ლოგანს! ამიტომაც მე უკვე მზად ვიყავი იმისათვის,რომ ლოგანი სხვას შეიყვარებდა და აგრეთვე მეც!

მუშაობა მეზარებოდა და რა მენაღვლებოდა,დედაჩემის კომპანია იყო და როცა მომინდებოდა დავიწყებდი მუშაობას(:D)

სამოდეო კარიერა პირველა დგილზე წმამოვწიე და მთლიანად მასზე ვიყავი გადართული.

ბიბი კი ჩემი სათამაშო იყო(:D) ყველგან დამყავდა და მემოგნი მე უფრო ვაქცევდი  ყურადღებას ვიდრე ქეითი!

რამდონიმე დღის წინ ბიბი ერთი წლის გახდა…პატრა ბავშვივით მიხაროდა(:D)

ჩემთვის ეს ბავშვი ყველაფერი იყო! ქეითს კი არასდროს ეშინოდა მისი სახლში დატოვების რადგან იცოდა,რომ მე ყოველთვის მოვუვლიდი ბიბის.

ანა ნახევრად ჩემთან ცხოვრობდა(:D) ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით, ლოს-ანჯელესში ერთად ცხოვრებამ უფრო დაგვაახლოვა(:D)

დიზაინერობა უფროდაუფრო მიტაცებდა,მაგრამ კომპანიაშუ დაბრუნება არ მინდოდა,რადგან იქ გარკვეული ჩარჩოები იყო,უნდა შეგექმნა ის რასაც გეტყოდნენ და შენი ფანტაზია დიდად არ გამოიხატებოდა,ამიტომაც ჩმეთვის ვხატავდი.

დედა და მამა სამოგზაუროდ იყვნენ წასულები ევროპაში, ასე რომ სურლიად ტავისუფალი ვიყავი!

ქეითი და მისი მეუღლე საბა (:D) დღეს სახლში არ დაბრუნდებოდნენ,ამიტომაც ბიბი ჩემტან იყო.

ცხრა საათისთვის დაიძინა ბიბიმ და შემთხვევით მეც ჩამეძინა.

ხმაურმა მალევე გამომაღვიძა,ცოტა შემეშინდა რადგან დანამდვილებით ვიცოდი,რომ სახლში არავინ იყო!

ნელა წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავედი, გაშეშებული ვიდექი ვერ ვიჯერებდი,რომ ის მართლა ჩემს წინ იდგა!

გახარებული ვიყავი,მაგრამ რატომღაც ოდნავ არ მესიამოვნა,მაგრამ არ ვიცი რატომ! მე ხომ მისი ნახვა ასე ძალიან მინდოდა?!

ლოგანანი ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია.

-აქ რა გინდა?

-ხომ დაგპირდი ჩამოვალ-მეთქი?!-გამიღიმა.

-არ მჯერა!

-შენ გეგონა გატყუებდი?!-გაიცინა.

არაფერი მიპასუხია,ხმას ვერ ვიღებდი!მიხაროდა ძალიან მიხაროდა,მაგრამ ამავდროულად მწყინდა!წყენის მიზეზი კი არსად ჩანდა,ჩემს თავზე ვბრაზდებოდი!

მე და ლოგანი მთელი ღამე ვლაპარაკობდით.სამწუხაროდ მხოლოდ ხუთი დღით იყო ჩამოსული,ამგრამ რაც მტავარია ჩამოვიდა!

ქეითი გახარებული იყო,როგორც იქნა მეღირსა მისი გაცნობაო,ანა კი თქვენც იცით რომ მასაც გაუხარდებოდა.

ლოგანს ბავშვები ძალიან უყვარს და ბიბის მუდმივად ეთამაშებოდა და ეფერებოდა, ბიბისაც მოწონდა ლოგანი(:D).

ჩემს საყავრელ ადგილებზე დამყავდა,საქართველოს მე ნამდვილად ვერ დავათვარიელებინებდი რადგან მეთვითონაც ბევრი არაფერი ვიცოდი(:D)

ხუთი დღე მალე გავიდა…ლოგანმა მთხოვა,რომ მეც გავყოლოდი ლოს-ანჯელესში,მაგრამ მე უარზე ვიყავი.

ბოლოს მაინც დამითანმა, ჩემოდანი ზოზინით ჩავალაგე.

თვითმფრინავში როგორც ყოველთვის მეძინა…რადგანაც ლოგანის მშობლები სახლში იყვნენ მე და ლოგანმა გადავწყვიტეთ,რომ მარტოები ვყოფილიყავით და ჩემს სახლში გადავედით.

ანას ყოველდღე ველაპარაკებოდი,ლაპარაკს რომ დავიწყებდით დამთავრება გვავიწყდებოდა.(:D)

როგორც შევატყვე ლოგანში ბევრი რამ შეიცვალა,აღარ იყო ისეთი ხალიასიანი როგორც ადრე.

თითქოს ჩაიკეტა,არ ვიცი ამას რა დავარქვა…მარალია მისგან სითბოს ვგრძნობი,მაგრამ უნდა ერთად ვყოფილიყავით და ხმა არ უნდა ამოგვეღო ეს უნდოდა მას…მეც კი ამის წინააღმდეგი ვიყავი!

ამის გამო ვიჩხუბეთ და ლოგანი თავის სახლში დაბრუნდა…

საქართველოში დაბრუნება არ მინდოდა,ცოტახნით მარტო ყოფნა ვამჯობინე. 

მინდოდა გამერკვია რა მინდოდა და პატრა ბავშვივით ყოველ წუთას გადაწყვეტილებები არ უნდა შემეცვალა!

უნდა მესწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება!

დღეს მოულოდნელად მიმიწვიეს კინოში მთავარ როლზე და მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი!

სამი თვის გნმავლობაში მთლიანად ამ ფილმზე ვიყავი გადართული და მთლიანად ვიხარჯებდი!

ფილმის პრემიერაზე უამრავი ხალხი იყო…მემგონი მოეწონათ რადგან მეორე დღეს ყველა ამ ფიმზე ლაპარაკობდა,

და კრიტიკოსებისგანაც კარგი შეფასება მიიღო.

ქეითი და ბიბიც ჩამოვიდნენ რამოდნიმე კვირით.

ძალიან მიხაროდა! ბიბის ისე ვათვარიელებინდები ლოს-ანჯელესს თითქოს ეს ადგილები მტელი ცოხვრება დაამახსოვრდებოდა,მაგრამ როცა ველაპარაკებოდი ის თავისთვის თამაშობდა.

დღესაც მე და ბიბი სასეირნოთ ვიყავით წასულები,გზაზე პატრა პარკი შეგვხვდა და შიგნით შევედით.

ცოტახანი ბიბის დავსდევდი(:D)შემდეგ კი ისიც დაიღალა თამაშით და სკამზე ჩამოვჯექით.

Hate You...Love You...[Season3Part9]


თვალს ვადევნებდი იქ მყოფ ხალხს…ძირითადად პატრა ბავშვები იყვნენ.

ცოტა აგრილდა,ბიბის სულ ძალით ჩავაცვი ჟაკეტი,მაგრამ მაინც გაიხადა.

ბოლოს ვუთხარი აღარ გელაპარაკები-მეთქი,სკამიდან წამოვდექი და ოდნავ მოვშორდი.

ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ასრულებს ხოლმე ჩემს თხოვნას,რომ შევურიგდე მაგრამ ახლა ყურადღებაც არ მოუქცევია.

მართლა გავიბუტე(:D)გვერდითა სკამზე ჩამოვჯექი,ბიბი თავისთვის თამაშში იყო გართული.

-ჯექსონ!-უეცრად მოვკარი თვალი ჯექსონს და ჯასტინის.ჯექსონი მირბოდა,ჯასტინი კი მას ეძახდა და თან უკან მისდევდა.

ჯასტინის სახეს რომ დავაკვირდი სიცილი მიტყდა.

დაიჭირა და აწვალებდა,ჯექსონიც სიცილით კვდებოდა,ჯასტინსაც ეცინებოდა ჯექსონზე…თან აწვალებდა თან ეცინებოდა(:D).

-ლიზა!-დამიძახა ბიბიმ,უხმოდ გავხედე ჟაკეტ ჩაცმული დამხვდა და თან საყავრლად მიღიმოდა.

-მოდი ჩემთან!-ხელში ავიყვანე და ლოყაზე ვაკოცე.

ბიბიც მომეხვია და თავი მხარზე დამადო,მივხვდი რომ ეძინებოდა სახლში წასვლა არ მინდოდა,ამიტომაც ქეითს დავურეკე(:D)

-არ გინდა შენი შვილი სახლში წაიყვანო?ეძინება…

-რა ზარმაცი ხარ ლიზა! კარგი მითხარი სად ხართ და მოვდიავრ!

სანამ ქეითი მოვიდა ბიბიმ დაძინებაც მოასწრო.

მე სანაპიროზე ჩავედი. მოღრუბლული იყო და წვიმას აპირებდა.

ქვიშაში დავჯექი და მისითვე დავიწყე თამაში.

ერთ თვეში ახალი წელი დგებოდა…ცოტა მეტში…სად ჯობდა შევხვედროდი?

-სად ხვდები ახალ წელს?

მისი ხმის გაგონებაზე ჩამეცინა,უეცრად თვალ წინ დამიდგა როგორ მისდევდა ჯექსონს.

გაღიმებულმა გავხედე და წამოვდექი.

-არ ჩამეხუტები?

მაშინვე მივედი და მოვეხვიე,ისეთი თბილი იყო!

დიდი ხანია ასეთი სითბო შინაგანადაც არ მიგრძვნია!

-შენ საბოლოოდ გადაწყვიტე სხივის აზრების კითხვით დაკავებულიყავი?-სიცილით ვკითხე.

-მე მხოლოდ შენი აზრების კითხვა შემიძლია…-ჩაიცინა.

-შენს სად უნდა შეხვდე?

-არ ვიცი…გაგიკვირდება და ოჯახთანერთად  არ მინდა!

-ჯექსონი სად არის?!-შეშინებულმა ვკითხე.

-პარკში დავტოვე…-დებილივით მიღიმოდა.

-პარკში დატოვე მარტო?!

-ხო…მერე რა?ის უკვე დიდია და თავის თავს თვითონ მიხედავს!

-გაგიჟდი ხო?!-ძალიან შემეშინდა.

-კარგი ხო ვხუმრობ! კენიმ წაიყვანა!-გაიცინა.

-შენგან სულ არ გამიკვირდებოდა!-გაბრაზებულმა ვუთხარი.

-რატომ?

-იდიოტი ხარ და იმიტომ!

ჯასტინ აგეცინა და გვერდით გაიხედა თითქოს თვალი ამარიდა.

-შენთვის ჯერ ისევ იდოტი ვარ?

-ხო ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით!

-გასაგები…ლოგანს ისევ დაშორდი?

-ახლა გაიგე?!აღარც მახოვს!-გამეცინა.

მან გამიღიმა და დაფიქრდა.

-გინდა სადმე კლუბში წავიდეთ?

-აქვე იცი სადმე?

-არა…მაგრამ მანქანით ვარ!

-მაშინ კარგი…-გავუღიმე.

ჯასტინმა ხელი ჩამჭიდა და მემგონი ზედმეტად მიჭერდა(:D)

პაპარაცებს არც ახლა გამოვრჩენივართ.

შენობაში ძლივს შევედით,ხალხით იყო გატენილი იქაურობა და გარეთაც ერთი ამბავი იყო!

თავიდან ბართან ვიჯექით,შემდეგ ცეკვის ხაისათზე მოვედი ჯასტინმა მე ჯერ არ მინდაო…მე კი აღარც მახსოვს რამენ ბიჭთან ვიცეკვე(:D)

ბოლოს დავიღალე და მეც გვერდით მივუჯექი.

ჯასტინი ჩემზე ფხიზელი იყო,მე კი საკამაოდ მთვრალი ვიყავი.

-აუ ბიბერ რა მოწყენილიხარ! წამოდი რა!

-შენ გირჩევნია აღარ დალიო! ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ,მაგრამ შენ მერე ვინ მოგხედავს არ ვიცი!-სიცილით მითხრა.

-აუ თუ ასე აპირებ ყოფნას ჯობია წავიდეთ!

-კარგი წავიდეთ!-ხელი მომკიდია და გასასვლელისკენ წამიყვანა.

-მოიცადე ვიხუმრე!

ჯასტინი რაღაცეებს მელაპარაკებოდა,მაგრამ მე არ მესმოდა.

-აქ ამისთვსი მომიყვანე?!-ღვედი შევიკარი.

-მაპატიე,მაგრამ ხასიათზე არ ვარ…

-კარგი…წამიყვანე მაშინ სახლში!

-სახლში?!

-ხო…რა იყო?!

-ძალიან მთვრალი ხარ!

-და მერე ქეითი მეჩხუბება?!

-არა ასეთს სახლში ვერ მიგიყვან!

-ბიბერ!-გამეცინა.

-სხვაგან წაგიყვან სადმე…-გაიცინა.

-ჯასტინ არ მეცინება!

-აჰა…

-სერიოზულად გეუბნები!

-კარგი წაგიყვან სახლში!

მთელი გზა გათიშული ვიჯექი…ნახევრად მეინა.

-მოვედით!-ხელი მხარზე დამადო.

მანქანიდან გადმოვედი,ჯასტინიც გადმოვიდა.

-აქ რა გვინდა?!-აღელვებულმა ვიკითხე.

-შენ მითხარი სახლში მიმიყვანეო და მეც მოგიყვანე!-გამიღიმა.

ეს სალხი ალბად გახსოვთ…ჯასტინის სახლი იყო და არის,მაგრამ ახლა აქ აღარ ცხოვრობს.

-კარგი რა ჯასტინ!

-იცი როგორ მეინება!-დაამთქნარა,კიბეზე სწრაფად აირბინა და სახლში შევიდა.

სულ ბუზღუნით შევედი სახლში.

ვერ გეტვით როგორ მესიამოვნა შიგნით შესვლა,თითქოს ყოველი აქ გატარებული წამი თვალწინ დამიდგა.

საშინლად მომინდა ყველაფრის უკან დაბრუნება,მაგრამ ფიქრებიდან ჯასტინმა გამომიყვანა.

-შენი ოთახი ხომ გახსოვს სადაც არის?-გამიღიმა.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,ჯასტინი მეორე სართულზე ავიდა და მეც მალე ვაყევი,ჩემი "ყოფილი" ოთახი ზუსტად ისევ ისეთი იყო.

ცრემლები ვერ შევიკავე…ყველაფერი ზუსტად ისევ ისე იყო!ყველაფერი სიევ ისე იდო!ჩემი და ჯასტინის ფოტოები…საშინლად ვტიროდი,მაგრამ ჩუმად არ მინდოდა ჯასტინს გაეგო! სიმთვრალემ გადამიარა ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ გამოვფხიზლდი.

შუა ღამე იყო,რომ გამომეღვიძა…ვერაფერით ვერ დავიძინე!

არ ვიცი რატომ ან რისი,მაგრამ შიში მიპყრობდა!

ნელა წამოვდექი და ოთახიდან გამოვედი.

ჯასტინის ოთახის კარი შევაღე.

-ჯასტინ...


არ ვიცი რა ვიბოდიალე,მაგრამ თუ გამოცდაში ჩავიჭერი თქვენი ბრალი იქნება!!!(:P)
ვხუმრობ რათამუნდა <3
კომენტარები დაწერეთ:*)

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 807 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2012-05-18 Spam
23. liki   ( bell[??????]

male dade raaa <3