მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 13 » I Hate You...Love You...[Season3Part6]
11:08 PM
I Hate You...Love You...[Season3Part6]

))- მიხარია ))რომ კიდევ გახსოვარ და

 ჩემს დანახვაზე გეღიმება,ვიცი რომ გულში კიდევ ამბობ ,,ჩემი პატარა,,...!!<3

Уменьшить


I Hate You...Love You...[Season3Part6]

(თქვენით თხოვნით კიდევ ერთ თავს ვდებ დღეს:*)


კარგად ვერთობოდი სანამ წყნარი მუსიკა არ ჩაირთო და მემოგნი ჩემს გარდა ყველამ იპოვნა პარტნიორი!

თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი…!!!

მაგიდას მივუჯექი და წვენი მოვსვი.

ვიცოდი,რომ კამერებსაც არ გამორჩებოდათ ჩემი მარტო ყოფნა,მაგრამ ეს დიდად არ მანაღვლებდა!

ერთი…ორი…სამი!

-შეიძლება ვიცეკვოთ?-ალბად მიხვდით ვინც იყო.პასუხის გაცემა ვერც მოვასწარი,რომ ხელი მომკიდა და წამომაყენა.

საშინლად დაძაბული ვიყავი,თიტქოს პირველად ვცეკვავდი მითუმეტეს ჯასტინთან.

ჯასტინმა ჩაიცინა და უფრო მომიახლოვდა,ამაზე მე უფრო ავღევლდი.

ჯასტინი თვალებში მიყურებდა…მე კი თვალს ვარიდებდი.

ირონიული გამოხედვით მიყურებდა რითიც საშინლად მაღიზიანებდა!

ძლიერად ჩავისუნთქე და მხარზე თავი დავადე,ჯასტინმა კიდევ უფრო მიმიხუტა და ხელები ძლიერად მომხვია.

ცოტაც და ტირილს დავიწყებდი! ოღონდ არ მკითხოთ რატომ!

ტანში მაჟრიალებდა,მუცელში საშინელი გრძნობა მეუფლებოდა და ჩემი გულის ცემა თანდათანობით უფრო და უფრო ჩქარდებოდა.

ჯასტინი ამ ყველაფერს გრძნობდა და თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა…

უეცრად მოვკარი თვალი მაიკს და გაბის…მუხლებში ძალა გამომეცალა და რომ არა ჯასტინი ნამდვილად წავიქცეოდი.

ჯასტინმა დაბნეული სახით შემომედა, ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მაიკის და გაბის დანახვაზე ყველაფერს მიხვდა.

-მაპატიე ჯასტინ…უნდა წავიდე არ შემიძლია!-ხმაში ცრემლი შემერია.

-მეც წამოვალ!-უეცრად მითხრა.

თავი გავაქნიე და თავიდან ნელი შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა.

გარეთ უკანა გამოსასვლელიდან გამოვედი და ისეთ ადგილას მივედი სადაც არანაირი პაპარაცი არ იყო.

ყველაზე მეტად გული მაიკის და გაბის დანახვამ მატკინა.

ცხელი ცრემლები წამომივიდა…თავს არ ვაძლევდი ტირილის უფლებას,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

მობილურზე ლოგანის ზარი შემოვიდა,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუპასუხებდი ხმის ამოღება და ყველაფერს მიხვდებოდა.

-არ უპასუხებ?-ისე მოულოდნელი იყო მისი ხმის გგონება,რომ შევცბი.

-არ შემიძლია…-მისკენ შევბრუნდი.

-გინდა მე ვუპასუხებ…

-გაგიჟდი?!-გაბაზებულმა შევხედე.

-კარგი ხო ვხუმრობ…

-ჯასტინ გამაგებინე რა გინდა?! ხან ყველაფერს აკეთებ იმისთვის,რომ გული მატკინო ხან კი არ ვიცი…ისეთი თბილი ხარ…

-ვცდილობ,რომ მკაცრი ვიყო…მინდა გაიგო რას ნიშნავს როცა გულს გატკენენ და მინდა რომ შენი შეცდომები გამოასწორო,მაგრამ არ გამომდის…

-მინდა გითხრა რომ ძალიან კარგად გამოგდის და გულის ტკივილი რას ნიშნავს ამას შენ ვერასდროს მასწავლი რადგან მე ეს უკვე ვიცი!

-რატომ მეჩხუბები?-ჩაიცინა.

-არ გეჩხუბები…-თავი დავხარე.

-არ გინდა სადმე წავიდეთ?

-მე და შენ?!ახლა?!არა!

ჯასტინი გაჩუმდა და ერთ ადგილს დააშტერდა.

ლოგანის ზარი კიევ ერთხელ შემოვიდა ახლა უკვე დაწყნარებული ვიყავი მაგრამ ვერ ვპასუხობდი.

-უპასუხე…

-არ მინდა…-ცრემლები მომადგა.

-შეიძლება გკითხო ლოგანი მართლა გიყავრს?

-ძალინ მიყვარს!

-მაშინ ნუ აწვალებ კარგი?!უპასუხე!-გაიცინა.

-არ შემიძლია!

-შენ თუ არ უპასუხებ მე ვუპასუხებ!-გამომცდელად შემომხედა.

-თავი დამანებე!-ისევ მომიარა(:D)

-ნუ ჩხუბობ!-ხელი გამკრა და გაიცინა.

-სულაც არ ვჩხუბობ!-მეც შემერია ღიმილი.

-ძალიან ცუდი გოგო ხარ!-ეცინებოდა.

-რა გაცინებს?!

-ისევ ისეთი ხარ…-გამიღიმა.

-მერე ეს სასაცილოა?

-არა ეს გასახარებელია…

-რა არის აქ გასახარებელი ან სასაცილო?

-გასახარებელი ის არის,რომ ისევ ისეთი ხარ და ვიცი ვინც ხარ! შემიძლია გენდო და შენც შეგიძლია ჩემი ნდობა!

-მე ასე არ ვთვლი…რა მოგივლის თავში არ ვიცი! როგორ ის ინტერვიუ!

-მე აგიხსენი ეს რატომ გავაკეთე!

-იქნებ კიდევ გააკეთო?!

-არამგონია…

-მაგრამ დანამდვილებით არ იცი!

ჯასტინმა ჩაიცინა და თმა გადაიწია.

-ეს ვითომ რას ნიშნავდა?!-გამეცინა

-თავს გაწონებ!-მანაც გაიცინა და წამოდგა.

-ლოგანმა რომ იცოდეს,რომ ახლა შენთანერთად ვარ…

-რა?

-ვერ გდამოგცემ იმას თუ როგორ ვატკენ გულს!

დუმილი ჩამოვარდა.

-გინდა ვიცეკვოთ?-მომღიმარე სახით შემომხედა.

-აქ?

-რატომაც არა?!

-კარგი…ოღონდ უნდა დამპირდე,რომ ეს იქნება ბოლო ჩვენი შეხვედრა! ამის მერე ჩვენ აღარ შევხვდებით ერთმანეთს აღარ დავიწყებთ ერთმანეთზე ინტერვიუების მიცემას…-შემაწყვეტინა.

-კარგი!კარგი!-გაიცინა.

ამ ჯერად მთლიანად მას მივენდე…არანაირი დაძაბულობა.

თავი მახრზე დავადე და ძლიერად მოვეხვიე,მანაც ძლიერად მომხვია ხელები.

თვალებში ჩამხედა…საკმაოდ დიდხანს ვიყაიტთ ასე…

შემდეგ ჩემსკენ წამოიწია…ცოტაც და დავნებდებოდი,მაგრამ უეცრად მკერდზე ხელი მივადე და გავაჩერე.

-შეგიძლია სახლში წამიყვანო?-მშვიდად ვკიტხე.

ხანმოკლე დუმილის შემდეგ თავი დამიქნია და მანქანისკენ წავედით.

ვგრძნობდი,რომ ჯასტინი ჩემთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო…მიუხედავად იმისა რომ ჯასტინტან არ ვაპირებდი არც დაბრუნებას და არც მეგობრობას,მაგრამ ის რომ მას გულს ვტკენდი საშინლად არ მინდოდა.

სახლამდე მიმაცილა,უხმოდ დავემშვიდობე…საკამოდ დიდხანს იდგა მისი მანქანა ჩემი სახლის წინ შემდეგ კი ძალიან ნელა დაძრა მანქანა და წავიდა.

მე კი მისაღებში დივანზე ჩაძინებულ ლოგანს გვეძე მივუწექი,ძლიერად მოვეხვიე და მალე მეც ჩამეძინა...


კომენტარები დაწერეთ:*)

Уменьшить

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 985 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-05-14 Spam
umagereisaa malee gaagrdzelee<3<3