მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » I Hate You...Love You...[Season3Part12]
5:53 PM
I Hate You...Love You...[Season3Part12]
მაპატიეთ,რომ დავაგვიანე:| დრო არ მქონდა((

Уменьшить
Hate You...Love You...[Season3Part12]

დანარჩენებისაგან განსხვავებით ის პირდაპირ ჩემთან მოვიდა.

მე გაკვირვებული თვალებით ვუყურებდი…საწოლის გვერდით დაჯდა და ხელზე ძლიერად მომიჭირა.

-ყველაფერი კარგად იქნება!-თბილად მითხრა.

მე ხელი გამოვწიე,არ მესიამოვნა მისი შეხება.

-შენ…ჩემი ძმა ხარ?-გავუღიმე.პირველი ვინც ვიფიქრე,რომ ის ბიჭი იქნებოდა ჩემი ძმა და ასევე დავუსვი კითხვაც იო თუ არა ჩეი ძმა.

დაბნეული სახით გახედა დანარჩენებს და ჩაეცინა.

-ლიზა შენი ძმა მე ვარ!-ასევე მომიახლოვდა უცნობი ბიჭი.

-მაპატიე…მაგრამ არ მახსოვხარ! საერთოდ არც ერთი!

ყველა დაბნეული თვალებით მიყურებდა.

ექიმმა ყველას ყველაფერი აუხსნა,მე კი ყველა გამაცნო. ჩემი და,დის შვილი…დედა,მამა…ნიკა ჩემი ძმა…ხო ის ბიჭი ჯასტინი,ჩემი მეგობარი და კიდევ ანა რომელიც ვიცანი და გვარკვიე რომ ჩემი მეგობარი ყოფილა.

ერთი კვირა საავადმყოფოში ვიყავი და ყველას მომღიმარე სახით ვეგებებოდი,თითქოს ყვეალს ვიცნობდი და ყველა მიყვარდა…მაგრამ მათ მიმართ არაფერს არ ვრძნობდი,გარდა იმისა რომ ყველამ თავი მომაბეზრა!

ნატამ(დედაჩემმა)ტანსაცმელი მომიმზდა და ინვალიდის ეტლში გადამიყვანეს.

სიარული შემძლო,მაგრამ ფეხი თაბაშირში მქონდა და ძლიან მიჭირდა.

-მზად ხარ?

-მზად ვარ…-უხასიათოდ ვუპასუხე.

-ყველაფერი კარგად იქნება!მალე ყველაფერი გაგახსენდება!-გამიღიმა.

-აღარ მინდა ამის მოსმენა!-უხეშად ვუპასუხე.

სახლამდე როგორ მივაღწიეთ არ მახსოვს,ყველა მე მიყურებდა და ყველა მე მამშვიდებდა!

-ეს ჩემი სახლია?

-ხო აქ მე და შენ არც ისე დიდი ხანია რაც გამოვედით…-მითხრა ქეითმა.

-ჩემი ოთახი სად არის?

-ზევით…მამა დაგეხმარება-გამიღიმა და ბიბი ხელში აიყვანა.

ჩემს ოტახში შესვლისად ყველა მე შემომყვა,მინდოდა მეყვირა და ჩემი ოთახიდან ყველა გამეყარა,მაგრამ წყნარად ვიყავი.

ბოლოს ყველა აჯსტინმა გაიყვანა და ოტახის კარი ჩაკეტა.

-მემგონი დასვენება გჭირდება!-გვერდით მომიჯდა.

-ნამდვილად მჭირდება!-უკმაყოფილოდ ვუთხარი.

-მართლა არავინ გახსოვს ანას…ოთოს და ლოგანის გარდა?!

-არა…

-შენთან ლაპარაკი ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე…ალბად იმის გარდა თუ ვინ ვართ ჩვენ გაინტერესებს შენი ხოვრება არა?

-მართალი ხარ!

-არამგონია ჩემზე მეტი ვინმემ იცოდეს…

-მაშინ მომიყევი!

ჯასტინმა ერთი საათზე მეტი ილაპარაკა და ჩემს შესახებ ყველაფერი მომიყვა.

მეც ისე ვუსმენდი,თითქოს საინტერესო ისტორიას მიყვებოდა რომელიც უეცრად წყდებოდა.

-wow! რა მაგარია!-აღტაცებულმა წამოვიყვირე.

-რა არის მაგარი?-გაეცინა.

-ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონია!

-ამას ადრე ვერ იტყოდი…-ჩაიცინა-არ მჯერა,რომ არ გახსოვარ!

-არც მე…იქიდან გამომდინარე რაც შენ მიამბე…ალბად უნდა გამხსენებოდი,რადგანაც ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან…

გამიღიმა და თავი დამიქნია.

-მაგრამ ლოგანი რატომ გახსოვს?! ოთო გასაგებია…მაგრამ ანა და ლოგანი ცოტა მიკვირს…

-ლოგანი ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო ეს შენი მონაყოლიდან გავიგე…ანაც რომ ჩემი მეგობარი იყო ესეც მითხრეს და ოთოც შენი მონაყოლიდან გავიგე…მე მხოლოდ მათი გარეგნობა და სახელები მახსოვდა…ახლაც საერთოდ არავინ არ მახოვს!

ჯასტინი კიდევ ცოტახანი იყო ჩემთან…შემდეგ დაურეკეს და წავიდა…ცოტა უცნაურია და ვერ ვიჯერებ,რომ მე ყველასათვის ცნობილი მსახიობი და მოდელი ვარ…ჩემი ყოფილი შეყვარებული ახლა კი მეგობარი  მომღერალია რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ყავს…კიდევ უამრავი რამ!რაც ჯასტინმა მომიყვა…ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია,მაგრამ ძალიან საინტერესო!

ორ კვირაში თაბაშირი მომხსნეს და შემდეგ უკვე შემეძლო სიარული,სახლში დიდხას არ ვჩერდებოდი! 

პაპარაცები დამსდევდნენ,მაგრამ მე ხომ ახლა ვარსკვლავი აღარ ვიყავი?! ჩემთვის სულ ერთი იყო მათი არსებობა და ყურადღებას საერთოდაც არ ვაქცევდი. მიუხედავად ყველაფრისა ხალხი მაინც მთხოვდა ავტოგრაფებს და მათთან ერთად ფოტოს გადაღებას…ამაზე უარს არ ვამბობდი.

ერთადერთი ადამიანი რომელტანაც თავს შედარებით კარგად ვგრძნობდი ჯასტინი იყო,რადგანაც ის არასდროს მისმევდა უაზრო კითხვებს და იმაზე რაც მე არ მაინტერესებდა არ მელაპარაკებოდა!

დღეს ერთ სახლში უნდა წაგიყვანოო…ამ სახლზეც მომიყვა და მითხრა,რომ მისთვის სურპრიზად ამ სახლს ასე ვთქვათ "ვანახლებდი".

უკვე ყველაფერი ყელში მქონდა ამოსული!

უკვე ყველა მაღიზიანებდა! 

დღესაც მომივიდა უთანხმოება დედაჩემმთან და სახლიდან გამოვედი.

უკმაყოფილო სახით დავდიოდი და თან გულში ყველას და ყველაფერს ვლანძღავდი.

მართალია დედაჩემია,მაგრამ მე ის და საერთოდ არავინ არ მიყვარს! არავის არ ვიცნობ…ეს ჩემი დანაშაული არ არის!

მაგრამ ყველას გონია,რომ ამაში მე ავრ დამნაშავე!მე კი არ მესმის რატომ…

თუ ისინი თვლიან,რომ მე დრო მჭირდება ყველაფრის გასახსენებლად რატომ არ ფიქრობენ იმას რომ მე მათ ასე უბრალოდ ვერ შევიყვარებ და მათი გახსენებაც საჭიროა!

-მეგონა სახლში აღარ დაბრუნდებოდი!-უკმაყოფილო სახით ფამომხედა დედაჩემმა.

მისთვის ხმა არ გამიცია,ბიბი ჩემსკენ წამოვიდა მეც ხელში ავიყვანე.

-ლიზა…ნუ ექცევი!-ჩუმად მითხრა ქეითმა.

-ძალიან გთხოვ აუხსენი,რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც ადრე!

ასე რამდენ ხანს გრძელებოდა ვერ გეტყვით…სახლში მხოლოდ დასაძინებლად ვბრუნდებოდი.

-გამარჯობა ლიზა!-ბოხი ხმა მომესმა უკნიდან, უკმაყოფილო სახით მივბრუნდი უკან.

მაღალი გამხდარი კაცი ჩემს გვერძე ჩამოჯდა და პარკს თვალი შეავლო.

-ჯოსი!-ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.

-ლიზა…-ხელი ჩამოვართვი-მაგრამ თქვენ იცით ჩემი სახელი.

-რათქმაუნდა…შენც მიცნობ!

-იცით…მე…

-ვიცი! სწორედ იმიტომ ვარ აქ,რომ ყველაფერი გააგხსენო!

-თქვენ?

-ჩემზე არასდროს მოუყოლიათ შენთვის?ჯოსი სახელი არ გახსენდება?

უეცრად გამახსენდა ჯასტინის მონათხრობი და მივხვდი ვინ იყო ჯოსი.

-გაგახსენდი?-ჩაიცინა.

-აჰა…

-ეცადე ყველაფერი ზუსტად ისე წარმოიდგინო როგორც იყო!

-ანუ?!

-ყველაფერი ისე როგორც იმ დღეს იყო!

-მე არაფერი არ მახსოვს!

-ორის ოცი წუთი…

-ვერ ვხვდები?!

-ეს დრო…ამ დროს შენ მანქანამ დაგარტყა!

-არა ჩემი აზრით ორი ოცდაორი წუთი იყო!

-არ მეგონა ხუმრობისთვის თუ გეცალა…-გამიღიმა.

-მაშინ თქვენ საიდან იცით რომ ეს დრო იყო?!

-ქუჩაში კამერები არასდროს გინახავს?!

-ორი თვის განმავობაში შენ წარმოიდგინე და ბევრგან ვნახე!

-მაშინ სულელური კიტხვები თავში არ უნდა მოგდიოდეს!

-იქიდან გამომდინარე თუ ვინ ხარ შენ,სრულიად შესაძლებელია,რომ მითვალთვალებდი!

-ნუ ჩხუბობ!

-არ ვჩუხობობ!

-ასე არაფერი გამოვა!-გაიცინა.

-კიდევ რა?! ისიც ხომ არ იცი რა მეცვა?!

-ლურჯი ზედა და ღია ჯინსის შორტები! ფეხზე Bikerboots-ესბი…თმა აწეული გქონდა!-შევაწყვეიტნე.

-მეტის გაგრძელება საჭირო არ არის!

-მე კი ვთვლი,რომ არის!

-აფთიაქში რა გინდოდა?

-არ მახსოვს! ნუ თუ ვერ ხვდებით,რომ მე საერთოდ არაფერი არ მახსოვს?!

-მესმის,მაგრამ იქნებ სხვამ იცოდა ამის მიზეზი და შენც აგიხსნეს?

-არა…არავინ არ იცის რა მინდოდა აფთიაქში!

-მაგალითად ბეჭედი…

-ბეჭედი?!აფთიაქში ბეჭედი?!

-ჯასტინი…შენ…ბეჭედი!

-მაშინებთ!

-არა…არა…ის რაც შენ გგონია არა!-ჩაიცინა.

-მაშინ რა?!

-ჯასტინს შენთვის არ უთქვამს,რომ ბეჭედი იპოვნე?

-არა…

-კარგად გაიხსენე!

-არაფერი არ მახსოვს!-ლამის ვუყვირე.

-უბრალოდ ყველაფერი რასაც ალა ვამბობ წარმოიდგინე!

-ის სახლი სადაც ჯასტინმა მიგიყვანა…ამ სახლის სარდაფში არ ყოფილხარ?

-არა!

-სარდაფში იყავი და ჯასტინს ელაპარაკებოდი! საუბრის დროს თან იქაურობას ალაგებდი! ერთ-ერთ ყუთში იპოვნე პატრა კოლოფი სადაც იდო ბეჭედი!

ჯასტინს როცა დაუსვი კიტხვა თუ ვისი იყო ეს ბეჭედი…-მთელი დღე ათასჯერ მაინც მომიყვა რახ მოხდა იმ დღეს,მე ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც ჯოსი მეუბნებოდა,მაგრამ არაფერი გამოდიოდა.

საერთოდ ვერაფერი ვერ გავიხსენე და თანდათან ვპიქრობდი,რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო.

-შეიძლება შემოვიდე?-უკვე დაძინებას ვაპირებდი,როცა ჩემს ოთახში ჯასტინი შემოვიდა.

-უკვე შემოსული ხარ…-გავუღიმე.

-დედასთან პრობლემები გაქვს?

-ყველასთან პრობლემები მაქვს!

-ცდები! ბიბისთან არანაირი პრობლემა არ გაქვს!-გაიცინა.

-მართალია…-მეც გამეცინა.

-ჯამრთელობა?

-ყველაფერი კარგადაა…

-მიხარია! საკმაოდ დიდი ხანია არ მინახიხარ…

-აჰა…

-ახალს წელს აქ შეხვდი?

-სხვა სად?-გავიცინე-შენ?

-მე…მეც ოჯახთან ერთად ვიყავი!-გამიღიმა.

-ჯასტინ ახლა არ ვიცი რატომ,მაგრამ ყვეალზე მეტად შენ გენდობი…შეგიძლია დამპირდე,რომ არავის ეტყვი იმას რასაც ახლა გეტყვი?დიდი არაფერია,უბრალოდ არ მინდა სხვამ გაიგოს!

-გისმენ!-

-დღეს ჯოსი ვნახე…

-ჯოსი?!იცანი?!

-არა…მაგრამ გამახსენდა შენ მონაყოლიდან და დამპირდა,რომ დამეხმარებოდა…მთელი დღე ცდილობდა ჩემთვის ყველაფერი გაეხსენებინა,მაგრამ უშედეგოდ!როგორ ფიქრობ სანდო ადამიანია?

-არ ვიცი…მოდი ნუღარ ნახავ კარგი?არ ვიცით ვინ არის ჯოსი და არ გინდა კარგი?

-მაგრამ თუ ადრე დამეხმარა?

-არ ვიცი ლზია…თან არამგონია ასეთი ადვილი იყოს შენთვის ყველაფრის გახსენება!

-კარგი…

-მაშინ მეც წავალ!-ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

მიუხედავად იმისა,რომ ჯასტინს დავპირდი ჯოსის აღარ ვნახავ-მეთქი…მაინც მომიწია მისი ნახვა.

ჯასტინი თითქმის ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან,მაგრამ მალევე მიდიოდა.

მე კი ჯოსი თანდათან მახსენებდა ვინ ვიყავი…


Yeah I Made Mistakes But...Life Doesn't Come With Instructions!

Уменьшить

კომენატრები დაწერეთ:*)
მიყვარხართ<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1115 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2012-05-24 Spam
22.    ( MissMiller♡[??????]

momewonaaa... male dade momdevno