მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » I F U N ∞ N e W s
12:12 PM
I F U N ∞ N e W s
N  N e W s 
რატომ გააუქმა Rihanna-მ ტურნე?!
როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?!
Kesha Harry Styles-ის შებმას ცდილობს?!

რატომ გააუქმა Rihanna-მ ტურნე?!
ჯერ იყო და Lady Gaga-მ შეწყვიტა შოუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ახლა კი Rihanna-მ გააუქმა ჰიუსტონში დაგეგმილი კონცერტი თანაც გაურკვეველი ვადით. 
გავრცელდა ჭორები იმის შესახებაც, რომ რირის შოუ თავისი ავადმყოფობის მიზეზით არ ჩაუშლია. თუმცა ეს ეჭვები მალევე გაქარწყლდა. 16 აპრილს პაპარაცებმა პოპ დივა ბევერლი ჰილსის სამედიცინო პუნქტში სტუმრობისას დააფიქსირეს. 
ჩვენ ისღა დაგვრჩენია Rihanna-ს მალე გამოჯანმრთელება, მის ჰიუსტონელ ფანებს კი კერპის ცეცხლოვანი შოუთი ტკბობის საშუალება ვუსურვოთ.

 
 
როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?!

Kristen Stewart-ის თაყვანისმცემლებო მოემზადეთ - "Snow White and the Huntsman" გადასაღებ მოედანს უბრუნდება. ალბათ ხვდებით, რომ საუბარია გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფილმის მეორე ნაწილზე.

Universal Pictures-მა უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "Snow White and the Huntsman 2" 2015 წელს გამოვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ Kristen Stewart-ი და Chris Hemsworth-ი ისევ იქნებიან ფილმში. თუმცა ”Thor”-ის ვარსკვლავს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ფილმის მეორე ნაწილისთვის სცენარს David Koepp-ი შექმნის. სწორედ მას ეკუთვნის ისეთი გახმაურებული ფილმის სცენარები, როგორებიცაა ”Spider-Man” 2002 წელს და ”Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull” 2008-ში.

შეგახსენებთ, რომ Kristen Stewart-სა და ” Snow White and the Huntsman”-ის პირველი ნაწილის რეჟისორ Rupert Sanders-ს შორის გაჩაღებული სასიყვარულო ურთიერთობების შემდეგ, რის გამოც ”Twilight Saga”-ს ვარსკვლავური წყვილის რომანი დასრულდა, უცნობი გახდა თუ ვინ შეასრულებდა ფიფქიას როლს.

თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, Sanders-მა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე. შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება "Snow White and the Huntsman 2"-ის რეჟისორი.

Kesha Harry Styles-ის შებმას ცდილობს?!
როგორც ჩანს Taylor Swift-ს სამის ნაცვლად მხოლოდ ორ ექს ბოიფრენდს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ქანთრი შემსრულებლის ბიჭების სიას Harry Styles-ი გამოაკლდა. ამ ყველაფერში "დამნაშავე” კი არც მეტი არც ნაკლები Kesha გახლავთ.

შემსრულებელი ბრიტანულ Now magazine-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ძალიან მოსწონს One Direction-ის წევრები განსაკუთრებით, კი Harry. ”ის ძალიან საყვარელია და ახალგაზრდა Mick Jagger-ს წააგავს” - განაცხადა შემსრულებელმა.

Kesha ასევე ამტკიცებს რომ  MTV Movie Awards-ზე ის და Styles-ი შეტყობინებებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. შემსრულებელი არ გამორიცხავს მომავალში Harry-სთან  შესაძლო ინტიმურ ურთიერთობას.

აი თავად ვარსკვლავთბიჭუნა რა აზრისაა ამ ყველაფერზე არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ Taylor Swift-ის შემდეგ  Kesha-სთან შესაძლო ურთიერთობა სხვა არაფერზე მეტყველებს თუ არა Harry Styles-ის რბილად რომ ვთქვად არც თუ ისე კარგ გემოვნებაზე..


M i s s 
 
a r t i n a
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 741 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-04-29 Spam
vaime keshac dedac! xD <3 kai newsia)