მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » I am The Fan Of My Favorite Star. ♡
2:25 AM
I am The Fan Of My Favorite Star. ♡
მოკლე ინფორმაცია
ნამდვილი სახელი : დესტინი ჰოუპ საირუსი
დაიბადა :  ნოემბერი 23, 1992 (ასაკი 19), ნეშვილი, ტენესი
საქმიანობა : მომღერალი,მსახიობი,ავტორი,დიზაინერი,კომპოზიტორი,მოცეკვავე,მეწარმე
ინსტრუმენტები : ვოკალი,გიტარა,ფორტეპიანო
ლეიბლ(ებ)ი : Hollywood Records,Fascination (დიდი ბრიტანეთი),Avex (იაპონია)
ვებ-გვერდი : MileyCyrus.Com
მაილის ხელმოწერა : 
MileyCyrus signature.svg

სრული ბიოგრაფია 
მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) — პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა.
ცხოვრების ადრეული წლები
მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე.
თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",სამსახიობო კარიერით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.
კარიერა
მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სერიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბოარდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბოარდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000.ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.
2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბოარდ 200-ში პირველ ადგილზე,აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში.2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბოარდში,ასევე ბილბოარდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.


აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".

მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ.წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა.

2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა".იგი წარმოადგენს ნიკოლას სპარკსის რომანის ეკრანიზაციას.წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს არის მწერლის ერთადერთი წიგნი,რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაწერა,რომ მასზე ფილმი გადაეღოთ.


2012 წლის 4 მაისს გამოვიდა ფილმი LOL: Laughing Out Loud,რომელიც არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმის LOL (Laughing Out Loud).მაილი მთავარ როლშია,ასევე მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.


2012 წლის იანვარში მაილიმ გამოუშვა ახალი ვიდეო რგოლი ბობ დილანის სიმღერაზე "You're Gonna Make Me Lonesome When You Go", მისმა შესრულებამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა :„თუ არსებობს რამე ,რაც მაილი საირუსის, როგორც მომღერლის ზრდაზე მეტყველბს, ეს არის ბობ დილანის სიმღერის ქოვერის შესრულება და რაც მთავარი კარგი შესრულება."

მედია
ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს,შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი, ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი.2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა,ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.

Billboard Magazine/ჟურნალმა ბილბოარდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად.


2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.

2011 წელს კი მაილიმ დაიკავა პირველი ადგილი "ჰოლივუდის ათ ყველაზე მდიდარ თინეიჯერებში",120 მილიონით.


2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.მაილიმ ამ სიაში მე–8 ადგილი დაიკვა.
პირადი ცხოვრება
2006 -2007 წლებში ხვდებოდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,პირველი დაშორების შემდეგ მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ 2007 წელს საბოლოოდ დაასრულეს ურთიერთობა.

2008-2009 წლებში ხვდებოდა მოდელ ჯასტინ გასტონს ,მაილიმ მათი 9 თვიანი ურთიერთობა დაამთავრა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმ უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან, (ამავე ფილმის მსახიობთან).ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს,თუმცა დღესდღეობით ისევ ერთად არიან.

2012 წლის 6 ივნისს საირუსმა განაცხადა,რომ ის და ლიამი დაინიშნენ. ლიამ ჰემსვორტმა მაილის ცოლობა 31 მაისს შესთავაზა და მომავალ მეუღლეს 3.5- კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა ნიშნობის აღსანიშნავად.

 
ფილმოგრაფია

ფილმები
2003 - დიდი თევზი რუთი 
2007 - მაგარი მიუზიკლი 2 გოგონა აუზზე 
2008 - Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert 3D საკონცერტო ფილმი 
2008 - ვოლტი პენი 
2009 - ჰანა მონტანა: ფილმი - მაილი სტიუარტი /ჰანა მონტანა მთავარი როლი


2010 - უკანასკნელი სიმღერა - ვერონიკა "რონი" მილერი მთავარი როლი
 


2010 - სექსი დიდ ქალაქში 2 - ასახიერებს თავის თავს 
2011 - ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს - ასახიერებს თავის თავს
 

2012 - LOL: Laughing Out Loud - ლოლა - მთავარი როლი
2012 - So Undercover - მოლი - მთავარი როლი

ტელევიზია
2001–2003 - Doc - კაილი 
2006–2011 - ჰანა მონტანა - მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა - მთავარი როლი
2006-2008 - Disney Channel Games - ასახიერებს თავის თავს/ჰანა მონტანა - კონკურსანტი,სპეციალური შემსრულებელი
2006 - The Suite Life of Zack & Cody - მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა 
2006–2008 - Disney 365 - ასახიერებს თავის თავს 
2007 - The Replacements - ცნობილი ვარსკვლავი (ხმა) 
2007–2008 - იმპერატორის ახალი სკოლა - იატა (ხმა) 
2008 - E! True Hollywood Story - ასახიერებს თავის თავს - დოკუმენტური გადაცემა
2009 - The Suite Life on Deck - მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა 
2011 - Saturday Night Live - ასახიერებს თავის თავს 


2011 - i.am FIRST: Science is Rock and Roll - ასახიერებს თავის თავს

სტუდიური ალბომები
Meet Miley Cyrus (2007)
Breakout (2008)
Can't Be Tamed (2010)

EP დისკები
The Time of Our Lives (2009)
 
Live ალბომები
Best of Both Worlds Concert

საუნდტრეკები
Hannah Montana (2006)
Hannah Montana 2 (2007)
Hannah Montana: The Movie (2009)
Hannah Montana 3 (2009)
Hannah Montana Forever (2010)

ტურები
Best of Both Worlds Tour (2007–08)
Wonder World Tour (2009)

Gypsy Heart Tour (2011)


ფაქტები
1)მისი ფავორიტი ნოველაა Lurlene McDaniel-ის "Don't Die, My Love".
2)მისი ფავორიტი სიმღერა Billy Ray Cyrus-ის მიერ შერულებული არის "Achy Brealy Heart".
3)მაილიმ დაწერა 100მდე სიმღერა და რამოდენიმე მის შოუში "Hannah Montana"(2006) არის გამოყენებული.
4)ძალიან უყვარს ჩინური საჭმელები.
5)მას ჰყავს 5 ძაღლი.
6)მაილი 2 ზაფხულის განმავლობაში მწვანეთა გუნდში იყო Disney Chanel Games-ში.
7)მან კასტინგი Hannah Montana-სთვის გაიარა,როდესაც 11 წლის იყო. მან თავიდან Lilly Truscott-ის როლი მოსინჯა.
8) 2008 წლის იანვარში,ოფიციალურად შეიცვალა თავისი სახელი Destiny Hope Cyrus-იდან Miley Ray Cyrus-ზე."Ray" მისი ბაბუისთვისაა,Ronald Ray Cyrus,რომელთანაც მაილი ძალიან ახლოს იყო და "Miley" მიიღო მისი ბავშვობის ნიკისგან "Smiley".
9)მისი ძალიან ახლო მეგობრები არიან დემი ლოვატო,ჯენ ტალარიკო,დენიკა ბოდროსიანი.
10)მისი ფავორიტი მსახიობები არიან ანჯელინა ჯოლი,ჯოდი ფოსტერი და ჯენიფერ ანისტონი.
11)უყვარს ცხენზე ჯირითი.
12)მერილ სტრიპს აღმერთებს.
13)მას ტახიკარდია აქვს პატარაობიდან.
14)მას ურთიერთობა ჰქონდა  Tyler Posey, Adam G. Sevani, Dylan Sprouse, Nick Jonas, Thomas Sturges, Lucas Till და Justin Gaston-თან.
15)დანიშნულია Liam Hemsworth-ზე.
16)მისი ერთერთი აიდოლია ბრიტნი სპირსი.
17)მას აქვს დაახლოებით 15 ტატუ.
18)მაილის ეშინია ობობების.
19)მაილი საირუსის ოცნების მამაკაცი კურტ კობეინია, ჯგუფი ნირვანას გარდაცვლილი სოლისტი.
20)მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "Miles To Go” გაიყიდა ორ მილიონიანი ტირაჟით, მოიპოვა ბესტსელერის ტიტული და დასახელდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ლიტერატურა 2010წელს.
21)ფლობს საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციას და ყოვეწლიურად ურიცხავს ბავშთა საავოდმყოფოებს სოლიდურ თანხას.
22)თავისი ტურით რამოდენიმე რეკორდი დაამყარა. ლონდონის ყველა წარმატებულ საკონცერტო დარბაზში დღემდე ყველაზე მეტი მაყურებელი მაილი კონცერტის დროსაა დაფიქსირებული, ასევე ლონდონში მეორე რეკორდი დაამყარა როცა მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
23) ფილმ "LOL”-ის გადაღებებზე მაილი და დემი მური იმდენად დამეგობრდნენ რომ მაილი მას ხუმრობით უძახის "დედა #2”.
24) მაილი საირუსი შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე ჩარტირებადი ახალგაზრდა ვარსკვლავი.
25) "რომ შემეძლოს მყავდეს რომელიმე ცხოველი,ეს ცხოველი აუცილებლად იქნებოდა ლეფინი.მე ძალიან მინდა ♥ ერთხელ მე და დედაჩემი წავედით საცურაოდ დელფინებთან და მე მას ვკითხე "რა უნდა გავაკეთო რომ დელფინი გვყავდეს?" მან კი მითხრა "შენ ვერ გეყოლება დელფინი..რას იზავ,აუზში ჩასვავ?"
26) მაილი ყოველდღე იღვიძებს დილის ხუთ საათზე კითხულობს ბიბლიას და შემდეგ ისევ იძინებს. მაილი ამას ეძახის "მის საკუთარ დროს" 
27) მაილიმ თავისი სიმღერა I Miss You დაუწერა ბაბუას რომელიც გარდაეცვალა.
28)  მაილი ცაციაა, მაგრამ იგი ხშირად ცდილობს გამოიყენოს მარჯვენა ხელი
29) მაილის აქვს ალერგია დარიჩინზე.
30)ბუნებრივად მაილის აქვს ხვეული ყავისფერი თმა.

სურათები და ანიმაციები

ახლა კი გეტყვით თუ საიდან გავიგე მაილის შესახებ და რატომ მიყვარს მე ის :)
პირველად რომელიღაცა საიტზე წავიკითთხე სერიალი "ჰანა მონტანა"-ს შესახებ..
დავიწყე ამ სერიალის ყურება და ძალიან მომეწონა მთავარი გმირი.. 
ამიტომ დავგუგლე მის შესახებ და სურათები და მისი სიმღერები ვნახე.
ძალიან მომეწონა და მერე სულ ვუჭერდი მხარს მაილის. სადღაც 3 თუ 4 წელია,რაც
სმაილერი ვარ.. პატარა რომ ვიყავი მის რვეულებს და საშლელებს ვყიდულობდი ;დდ
რატომ მიყვარს მაილი?
იმიტომ მიყვარს,რომ მას აქვს არაჩვეულებრივი ხმა(ჩემი აზრით ყველაზე კარგი),
ასევე აქვს ძალიან კარგი სამსახიობო ნიჭი და მის ფილმებზე ვგიჟდები!
ქველმოქმედებით არის დაკავებული და ძალიან მოსიყვარულეა და გულახდილი!
იმ ფაქტმა ძალიან გამახარა რომ მაილი და ლიამი ქორწინდებიან<3

იმედი მაქვს მოგეწონათ! მართლა ბევრი ვიშრომე.
დააკომენტარეთ<33

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 978 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-06-23 Spam
Dzalian Momewona )))
3-4 weli martlacc dzalian didi droa :d :*warmatebebi kargi tema iyo :)))
getanxmebi martla dzalian moosiyvarule da gulaxdilia :*