მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 33

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1545

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1054

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 12 » House ♥f Anubis/ანუბისის სახლი
11:38 AM
House ♥f Anubis/ანუბისის სახლი
House f Anubis
სერიალის სეზონების მოკლე შინაარსი
დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ სრულიადში

ანუბისის სახლი (ინგლ. House of Anubis) — ახალგაზრდული, ამერიკული თინეიჯერული სერიალია, რომელმაც ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი გადაღებულია გერმანიაში გადაღებული, ამავე სახელწოდების მქონე სერიალის ისტორიის მიხედვით. სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე Nickelodeon 2011 წლის 1 იანვარს, იმის გამო, რომ სერიალმა პოპულარობა მიიღო, იმავე წლის აპრილში ტელეკომპანიამ მეორე სეზონიც დაამტკიცა და მოითხოვა, რომ ამ სეზონში ყოფილიყო უფრო მეტი დრამა და მისტიკა. ასეც მოხდა. მისი მეორე სეზონმა არხზე სტარტი 2012 წლის 9 იანვარს აიღო. იგი ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული იყო, რამაც განაპირობა სერიალის მესამე სეზონის გადაღებაც, რომელიც ამჟამად გადის ნიქელოდეონზე. სერიალში მოვლენები ვითარდება ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პანსიონში, სადაც ყველა მასწავლებელსა თუ მოსწავლეს აქვს რაღაც საიდუმლო.

მესამე სეზონი განსხვავებული იმითაა, რომ მას გამოეთიშა სერიალის მთავარი გმირი ნინა მარტინი. მისი როლის შემსრულებელმა ნატალია რამოსმა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და სერიალიდან გასვლა არჩია. ალბათ ამან იმოქმედა სერიალის რეიტინგზეც, რადგან როგორც ცნობილია მესამე სეზონის რეიტინგმა დაიკლო, მიუხედავად იმისა, რომ მასში კიდევ უფრო მეტი მისტიკა და იდუმალებაა. 


სეზონი I

ეს სეზონი დაყრდნობილია ახალგაზრდა გოგონას ჯოი მერსერის (კლარიზა კლეიტონი) გაუჩინარებაზე. პირველივე სერიაში იგი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდება და მის ადგილს ახალი მოსწავლე ნინა მარტინი (ნატალია რამოსი) იკავებს. ჯოის საუკეთესო მეგობარს პატრისია უილიამსონს (ჯეიდ რემსი) სურს გაარკვიოს რა დაემართა ჯოის. მას ჰგონია, რომ მეგობრის გაუჩინარებაში ახალი მოსწავლის ხელი ურევია, ამიტომ ნინას ცხოვრებას აუტანელს ხდის, რათა როგორმე სიმართლე გაარკვიოს. გამოძიებისას პატრისია არაერთ საიდუმლოს შეეჩეხება. ის გაარკვევს, რომ ჯოი სკოლის მასწავლებლებს ჰყავთ მოტაცებული. 

  
  

ამის გარდა ვითარდება სხვა სიუჟეტური ხაზებიც. ნინას მოხუცი ქალი სარა ფრობიშერ სმაიტი შეხვდება, რომელიც მას მედალიონს აძლევს და ეუბნება, რომ ანუბისის სახლში განძია დამალული და მხოლოდ მას შეუძლია მისი პოვნა და დაცვა. ნინა და სახლის სხვა 4 მოსახლე ფაბიან რატერი (ბრედ კევენაგი), ემბერ მილინგტონი (ანა მალვოი ტენი), პატრისია და ალფი ლუისი (ალექს სოიერი) სეზონის მანძილზე ეძებენ ამ განძს და ფინალში არკვევენ, რომ განძი ტუტანჰამონის სამარხიდან მოპარული უკვდავების თასია. ამ თასს ეძებენ სკოლის მასწავლებლებიც რათა საკუთარი კლანის დანიშნულება აღასრულონ და უკვდავება მოიპოვონ.... სერიალში ბევრი სხვა სიუჟეტური ხაზიც ვითარდება. ჩნდება მთავარი ბოროტმოქმედი რუფუს ზინო, რომელსაც ელექსირის ხელში ჩაგდება სურს. ფინალურ სერიაში ირკვევა, რომ სინამდვილეში რჩეული არა ჯოი, არამედ ნინა ყოფილა. ის ახერხებს თასის აწყობას, თუმცა რუფუს ზინო მაინც მოახერხებს იქიდან ელექსირის დალევას. მას ჰგონია, რომ უკვდავება მოიპოვა და გარბის, თუმცა აღმოჩნდება რომ სინამდვილეში მას ელექსირი არ დაულევია და მოტყუვდა. სეზონი სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით მთავრდება. 

სეზონი II

ახალი სეზონი და ახალი თავგადასავალი. მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში ბრუნდებიან, სადაც უკევ ახალი იდუმალების სურნელი ტრიალებს. დაბრუნებიდან მეორე დღეს, ახლად გამომცხვარი რჩეული ნინა შემთხვევით ძველ ეგვიპტელ მოჩვენებას - სენკხარას (ინგლ. Senkhara) გაანთავისუფლებს. მოჩვენება მას მადლობას უხდის ამისთვის, შემდეგ კი მას და სიბუნას დანარჩენ 4 წევრს „ანუბისის ნიშანს" ადებს (ეს სასიკვდილო ნიშანია) და ეუბნება, რომ თუ ისინი მას „ანუბისის ნიღაბს" არ მიუტანენ, მაშინ სათითაოდ ამოხოცავს მათ. მაშინ იწყება ამ ნიღბის ძიება. მის ძიებაში ბავშვები არაერთ საიდუმლოს ახდიან ფარდას. ისინი არკვევენ, რომ ანუბისის სახლის ქვემოთ საიდუმლო გვირაბებია დამალული. მათ უწევთ 7 სასიკვდილო დავალების გავლა, რათა საწადელ პრიზამდე მიაღწიონ. 
დავალება 1 - დამაბრმავებელი სინათლის სხივი, დავალება 2 - ხრამის გადავლა, დავალება 3 -მიწისქვეშა ბერკეტი, დავალება 4 - საწამლავიანი ქსელები, დავალება 5 - ქიმიკატები, დავალება 6 - ჰათორის სიმღერა, დავალება 7 - სენეტის თამაში. 

პირველი დავალების შესრულებისას ემბერი ერთი დღე ღამით დაბრმავდება (მოგვიანებით ვიქტორიც და პატრისიაც), მეორე დავალების შესრულებისას პატრისია კინაღამ სასიკვდილო ქანქარებს შეეწირება, მესამე დავალების შესრულებისას ალფი მიწისქვეშა გვირაბში ჩაიკეტება, შემდეგ ნინა შედის ბერკეტის გადასაწევად, მეოთხე დავალების შესრულებისას ალფი ორ ქსელს ლურჯს და ყვითელს შეეხება და ძლივს გადარჩება, რათა წითელს - ანუ სასიკვდილოს არ შეეხოს. მეხუთე დავალებას თავად ვიქტორი ამოხსნის და სიბუნას ერთი ნაბიჯით გაასწრებს, მეექვსე დავალების შესრულებისას ვიქტორი და სიბუნას კლუბი ერთი დღით დაყრუვდება, მეშვიდე და საბოლოო დავალების შესრულებისას კი ნინა, ალფი, პატრისია და ემბერი იატაკქვეშეთში ვარდებიან, სანამ თამაში არ დასრულდება. 
ბოლოს და ბოლოს როცა სიბუნა ნიღაბს იპოვის, სენკხარა რჩეულს ანუ ნინას აიძულებს ის გაიკეთოს, რათა მოჩვენება მასში ჩასახლდეს და საიქიოში ღმერთივით იბატონოს. ის-ისაა სენკხარას სურვილი ასრულდება, რომ მას ახალი მეორე რჩეული ოსარიანი გადაარჩენს. ოსარიანის ისტორია ცალკე თემაა. იგი ახალი მოსწავლე - ედი აღმოჩნდება, რომელიც სეზონის დასაწყისში მივიდა ანუბისის სახლში. მეორე სეზონი ძალიან საინტერესოდ წარიმართება და იგი პირველზე ბევრად უკეთესია. ამიტომაც მოხდა, რომ მას პირველზე ბევრად დიდი რეიტინგი ჰქონდა. 
 

სეზონი III "გაღვიძება"

სერიალის მესამე სეზონი განსხვავებული იმით არის, რომ სერიალს ორი მთავარი გმირი გამოეთიშა: ნინა და ემბერი. სცენარისტებმა ეს იმით ახსნეს, რომ ნინას (პარაგონის - რჩეული 1) და ედის (ოსარიანი - რჩეული 2) ერთად ყოფნა დიდ საფრთხეს გამოიწვევს და ამიტომ ნინა ამერიკაში უნდა დარჩეს, ინგლისში კი ედი დაბრუნდება. მესამე სეზონიც ახალი სემესტრითა და ახალი ინტრიგებით იწყება. ვიქტორი და მისი „საიდუმლო საზოგაოდება" ბრუნდება. ისინი რობერტ ფრობიშერ სმაიტის გაღვიძებას აპირებენ, რაც დედამიწაზე ბოროტების გამოღვიძების ტოლფასია. სიბუნას კლუბი ახალი წევრებისგან შედგება: ედი, ფაბიანი, ალფი, პატრისია და კიდევ ერთი ახალი მოსწავლე, რომელიც სერიალს ამ სეზონში შეემატა კეიტი. აღმოჩნდება, რომ იგი რობერტ ფრობიშერ სმაიტის შთამომავალია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მის გაღვიძებაში. საბოლოო ჯამში რობერტს უწმინდურები აღვიძებენ, რაც დიდ შედეგებს გამოიწვევს. გენიოსი ეგვიპტოლოგი სამყაროს ბოროტი გულით უბრუნდება. ის ემსახურება ძველ ეგვიპტელ ღვთაებას - სულების მჭამელ ამატს. იგი მისთვის ხუთი ცოდვილის სულს აგროვებს - ვიქტორი (სიხარბის ცოდვილი), პატრისია (ეჭვიანობის ცოდვილი), მისტერ სვიტი (შურის ცოდვილი), ფაბიანი (სიამაყის ცოდვილი) და ალფი (მრისხანების ცოდვილი). ამის შემდეგ ამატი ცოცხალთა სამყაროში შემოდის, თუმცა მისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ 5 სული, ამიტომ რობერტს უბრძანებს მას კიდევ უფრო მეტი სული შეუგროვოს.... 


"რას სასინჯი ქვა"
„რას სასინჯ ქვაში" ანუბისის სახლის რეზიდენტები უკვე სკოლას ამთავრებენ. ეს მათი ბოლო სასწავლო წელია და გამოსაშვები საღამოც არ აყოვნებს, თუმცა მათი განწყობა მას მერე შეიცვლება, როცა „ანუბისში" ახალი - პირველკურსელი მოსწავლეები მიდიან. მუზეუმში ექსკურსიისას კი სიბუნას იდუმალი ქვა - „რას სასინჯი ქვა" ჩაუვარდება ხელში. სიბუნა სერიალის ისტორიაში ყველაზე დიდ თავგადასავალში ეხვევა, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ „ანუბისის სახლს". მათ უნდა გაშიფრონ ის იდუმალი ქვა რომელიც მზის ქალღმერთს - რას ეკუთვნოდა. ქვის სიძლიერე არაერთ პრობლემას ქმნის და დიდ არეულობას იწვევს. სიბუნა უძლურია ქვის ძალის წინააღმდეგ და მაშინ ირკვევა რომ არსებობს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მსოფლიო ქვის ძალაუფლებისგან იხსნას... 



 

ყურადღება ქვემოთ მოყვანილია სპოილერები რა შეიძლება მოხდეს ფილმში, თუ არ გინდათ წინასწარ იცოდეთ, მაშინ არ წაიკითხოთ!!! 

1) ედი მოკვდება, რადგან სამყაროს გადარჩენის ერთადერთი შანსი ღმერთი რასგან არის სიკვდილი (მსხვერპლშეწირვა) 
2) მარა სიბუნას უერთდება. 
3) მარა და ფაბიანი ერთად იქნებიან. 
4) ვიქტორი ანუბისის სახლს სამუდამოდ დატოვებს იმისთვის, რომ "რას სასინჯი ქვა" დაიცვას. 
5) სიბუნას მარა გადაარჩენს. ის შემთხვევით იგებს რა ხდებოდა მთელი ეს დრო მის გვერდით და ბრაზდება რომ არ იცოდა არაფერი... 
6) სოფია, დექსტერი და მარა სიბუნაში შედიან, თუმცა შემდეგ ირკვევა, რომ სოფია მოღალატე და ბოროტია. 
7) ვიქტორი ანუბისის სახლში ნემსს უკანასკნელად დააგდებს და სამუდამოდ მიდის... 
 

daamowma-miss♥martina
კატეგორია: ♥ სერიალები | ნანახია: 373 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-06-17 Spam
Vaime yvelaze magari seriali dzaan magaria erti suli amq rodis gamova ras sasinji qvaa smile



2013-06-12 Spam
rogor miyvaaaaaaars ))))))



2013-06-12 Spam
sainteresoa
vukureb



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2017-05-29
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz