მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » Hey Everyone!!
6:08 PM
Hey Everyone!!
ჰააააი!!! მე ახალი ვარ სულ რამოდენიმე წუთის წინ დავრეგისტრირდი და მინდა ჩემი ბიოგრაფია, ფაქტები და მოსაზრება სელებრეითების შესახებ გაგაცნოთ!! <3

მე ვარ ანა. ვცხოვრობ თბილისში და დავდივაარ კერძო სკოლა ,,ახალ სკოლაში". მეზიზღება ადამიანები ვინც იტყუებიან. მეგობრების შერჩევისას ჩემი მთავარი პრიორიტეტი კი ერთგულება გახლავთ. ჩემთან ურთიერთობა ცოტათი რთულიცაა, რადგან დიდად ემოვიების გამოხატვა არ მიყვარს და ჩუმი ვარ.მყავს 3 საუკეთესო მეგობარი ლიზა, ანა და ნიკი თუმცა მათთან იმდენად არ ვკონტაკტობ რამდენადაც ბიჭებთან. ჩემი აზრით გოგო უფრო ადვილად გაგთქვამს ხოლო ბიჭი შენი საიდუმლოს ერთგული ყოველთვის იქნება 

დიდად არ მიყვარს სწავლა თუმცა ძალიან კარგი ნიშნები მყავს და სკოლაზე ვაბოდეეეეეეებ :))) ერთი სული მაქვს ხოლმმე როდის წავალ და მეგობრებს როდის ვნახავ. შეიძლება ეხლა სულელად ჩამთვალოთ, მაგრამ რა ვქნა მიყვააარს :)მაგრამ არც მთლად ეგრეთწოდებული ,,შკოლნიკი" ვარ.

ძალიან მიყვარს გართობა და ,,გულაობა". ყველაფერს დავთმობ ამისთვის. ჩემს მეგობრებთან გართობას არასდროს არ ვაკლდები. გინება დიდად არ მიყვარს ანუ სწერვობისთვის არ ვიგინებიი, მაგრამ როცა საჭირო გახდება შემიძლია ყველას წინაშე ისე შევიგინო რო... პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვარ სწერვა!! და ეს მომწონს ზუსტად საკუთარ თავში.

ბიჭებისთვის ძალიან ძნელად მისაწვდომი, ვარ და ეს ძალიანაც მომწონს. ყოველთვის ვცდილობ ჩემი ზედმეტი ყურადღება არ იგრძნონ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, კალათბურთი,ვკატაობ სკეიტბორდზე და მოკლედ ბიჭური გოგო ვარ.

ყველაზე ძაიან მსახიობებში მომწონს 2 ადამიანი. ლინკსი ლოჰანი და Kaya Scodelario. აი არ ვიცი ამ ორ ადამიანზე როგორ ვაბოდებ!! ორივე გახსნილია არაფრის არ რცხვენიათ და მოდას კი არ მისდევენ, მოდას თვითონვე ქმნიან.ვთვლი, რომ ძალიან ნიჭIერები არიან.ასევე ეს 2 ადამიანი ძალიან მგავს))

სიმღერა ჩემი ცხოვრებაა. მას ყოველთვისგამოვყავარ მდგომარეობიდან და ყოველთვის ვწყნარდები. ჩემი საყვარელი ჯგუფი Maroon 5-ია. ძალიან ვაფასებ მათ და დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას.

საყვარელი მომღერალი არ მყავს. უბრალოდ სიმღერას გააჩნია. თუ სიმღერა მომწონს მას ვუსმენ და საერთოდ არ მადარდებს ვინ მღერის. ჩემი აზრით ყველა მომღერალს თავში უვარდება პოპულარობა და მერე ან ნარკოტიკს მიადგება ხოლმე ან სიგარეტს თუმცა მე არ ვამბობ,რომ ვინც ეწევა ის ცუდია. პირიქით ქართველებში ეგ არ მომწოვს. მთელი საქართველო ეწევა და მათი კუმირი თუ მოწევს ესეიგი ის ცუდია და ტეხავენ ერთ ამბავს )

ფაქტები ჩემზე:
1)საყვარელი ტკბილეული ნუტელა

2) ჩემი ყველაზე კარგი თვისება ერთგულება

3)არასდროს არ მყვარებია ბიჭი(სიყვარულით)

4)ვარ ძალიან პირდაპირი

5)მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არ მიყვარს მაქვს ძალიან მწარე ენა

6)ვთვლი, რომ ჯასტინ ბიბერი ყველაე სიმპათიური თინეიჯერი სელებრეითია

7) არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების

8) საყვარელი სერიალია TVD

9)ადრე ვაფანატებდი მაილიზე.

10)საყვარელი ფილმია Twilight

11)ძალიან დიდპატივს ვცემ დემის შემოქმედებას


იმედი მაქვს მოგეწონათ)) გთხოვთ დამიმეგობრდით და დამეხმარეთ ნიუსერი გავხდე:)) მერწმუნეთ ძალიან კარგი იდეები მაქვს კონკურსებისთვის)) შემოგთავაზებთ ხოლმე ძალიან საინტერესო ნიუსებს და ასევე მინდა, რომ პირველი კომენტარის ავტორმა დაწეროს ვისი სურათები და გიფები საიტის ზომაზე და ისეც დავუდო :))



BY:QAnn

-NiniKunna
კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 1082 | დაამატა: Q♥Ann | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-01-11 Spam
6-ს გარდა გეთანხმები ბოლომდე, მომწონს შენნაირები თან ძალიან :დ
ხო და ერთი განსხვავება "სწავლა მიყვარს"-მაგრამ შკოლნიკი არც მე ვარ :დ- ისე ამმ ნიუსის კითხვისას მეგონა ჩემს თავზე ვკითხულობდი :დ
სულ დამავიწყდა :დ კეთილი იყოს შენი ფეხი აიფანზე :დ