მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
4:54 PM
Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
მაიკი მოვიშორე და სახლში ელვის სისწრაფით ავირბინე..!!
-რა გჩირს ნინა ? (დედა)
-არაფერი დე, უბრალოდ ძალიან დავიღალე , ავალ დავიძინებ (მე)
ჩემს ოთახში ავირბინე, წყალი გადავივლე და დავწექი, ნერვებს მიშლიდა მაიკი, ვერ ვიტანდი მის საქციელებს, თუმცა რას გავაწყობდი მისი ატანა მომიწევდა..! თავში ავარდნილი იდიოტი, გავიფიქრე და ძილის მორევში გადავეშვი, დილით 8 საათზე გამეღვიძა, დედა არ გამიღვიძებია, ავდექი მოვწესრიგდი, სპორტულად ჩავიცვი და სასახლეში წავედი.




ესასვლელშ ჯორჯი შემეჩეხა 

 -რა ადრე მოსულხარ (ჯორჯი) 

-დღეს ბევრი საქმე მაქ (მე)
-რა საქმე ? (ჯორჯი)
-ედვარდს პაემანი უნდა მოვუწყო (მე)
-არ გინდა დაგეხმარო ? (ჯორჯი)
-თუ არ შეგაწუხებ (მე)
-არა რას შემაწუხებ, მაინც უსაქმოდ უნდა ვიჯდე (ჯორჯი)
-კარგი შენი ნებაა (მე)
მე და ჯორჯი მთელი დღე ხან ერთ რესტორანში დავრბოდით ხან მეორეში, ყველაფერი არაჩვეულებრივად მოვაწყვეთ, რამდენადაც ვიცოდი დღეს ედვარდ ხელი უნდა ეთხოვა თავი შეყვარებულისთვის და შევეცადე ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, პრესაც მოვიშორე ჯორჯის ”გენიალური” აზრის დახმარებით. პრესას არასწორი ინფორმაცია მივაწოდეთ და ვუთხარით რომ დღეს სამივე ძმა კლუბში აპირებდა გართობას, მათაც დაიჯერეს, ასე რომ ედვარდ შეეძლო თავისუფლად ყოფილიყო პაემანზე, ამ წინ და უკან ბოდიალში მე და ჯორჯმა ერთმანეთი კარგად გავიცანით, თითქმის ერთი ჭკუის ვიყავით.
ერთი თვის შემდეგ
ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, მხოლოდ მაიკი მიშლიდა ნერვებს, ყოველ ღამე მიწევდა მასთან ერთად კლუბში სიარული, რომ ახალ შარში არ გახვეულიყო, ედვარდი დანიშნული იყო და სიხარულისგან დაფრინავდა, ელისაბედიც ბედნიერი იყო, როგორც იქნა ყოველდღე აღრ იბეჩდებოდა ახალი სკანდალები მაიკზე, მე და ჯორჯი უფრო და უფრო დავახლოვდით, აი მაიკი კი უფრო გაცივდა ჩემს მიმართ, სუ ვჩხუბობდით, ვკამათობდით უაზრო რაღაცეებზე და ასე შემდეგ..! თუ თავისუფალი დრო მქონდა ან ჯორჯთან ერთად ვიყავი ან ელისაბედთან ერთად, ელისაბედმა ყველაფერი მასწავლა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი მაღალ საზოგადოებაში, როგორ ჩამეცვა, ასე ვთქვათ მოდის ტენდეციებშიც გამარკვია, ბაღის მოვლაშიც ვეხმარებოდი, ეს საქმიანობა განსაკუთრებით მომწონდა. დღესაც ნახევარი დღე ელისაბედთან ერთად გავატარე, თავისი სიყვარულის ისტორია მომიყვა, ისეთი საყვარელი იყო.


-ნინა შენ რას მეტყვი ? დავიჯერო შენნაირ გოგოს თაყვანისცემლები არ ყავს ? (ელისაბედი)
-თაყვანისცემლები კი მყავს მაგრამ, ერთხელ მიყვარდა და ისიც უფალმა თავისთან წაიყვანა (მე)
-დამიჯერე, ღმერთი კიდევ გამოგიგზავნის ადამიანს რომელიც შეგიყვარდება (ელისაბედი)
-იმედია (მე)
-ნინა რამე ოცნება გაქვს ? (ელისაბედი)
-დიახ მინდა ამერიკაში გავაგრძელო სწავლა, მაგრამ ეჩვი მეპარება ეს ოცნება ამიხდეს (მე)
-ნინა, ერთი რამ დაიმახსოვრე ყველაფერი რაც კი ეხლა დედამიწაზე არსებობს, ოდესღაც იყო ოცნება (ელისაბედი)
აღარეფი მიპასუხია, უბრალოდ გავუღიმე . ჩვენი სიმყუდროვე ჯერემიმ დაარღვია
-ბოდიშს გიხდით, მაგრამ ნინა ჯორჯმა გთხოვა მნახოსო, მისაღებში გელოდება (ჯერემი)
-წადი, არ ალოდინო (ელისაბედი)
ბოდიში მოვიხადე და მისაღები ოთახისკენ წავედი


-მოგწონთ არა ? (ჯერემი)
-კი არაჩვეულებრივი გოგონა ნინა, წინ დიდი მომავალი აქვს, ნეტა ჩემმა რომელიმე შვილიშვილმა თვალები გაახილოს და სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი ნინა რომელიმეს მეუღლე რომ გახდეს (ელისაბედი)
-ვეჩვობ, რომ ორივემ გაახილა თვალები (ჯერემი)



-ჯერემიმ მითხრა რომ მეძახდი (მე)
-წამო ბაღში გავიდეთ (ჯორჯი)
-წამო (მე)
მე და ჯორჯი შადრევანთან გავედით
-რამე მოხდა ? რატო დამიბარე ? (მე)
-არაფერი, უბრალოდ მომენატრე ორი დღეა ნორმალურად არ გვილაპარაკია (ჯორჯი)
-გვილაპარაკია თუ გვიგიჟია ? პასუხ აღარ დაველოდე და წყალი შევასხი
-ოხ ნინა ნინა ამას არ შეგარჩენ (ჯორჯი)
-ჯერ დამიჩირე და მერე დამემუქრე მივაძახე და მთელი სისწრაფით გავიქეცი, ჯორჯიც ამყვა ცანცარში და გამომეკიდა, სირბილის დროს თვალი მოვკარი მაიკს , ბაღში სკამზე იჯდა, მე და ჯორჯს გვაკვირდებოდა.



თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, არ მეცალა ჯორჯი დამეწია, ხელში ამიყვანა, მე კიდე ვფართხალებდი, წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ორივე ბალახზე დავეცით, ჯორჯი ზემოდან მოექცა და მაკვირდებოდა, მალევე გამოფხიზლდა
-ეხლა ვერღარსად გამექცევი და ღუტუნი დამიწყო
-არა არა გეხვეწები, ჯორჯ არა გთხოვ, გამიშვი გეხვეწები (მე)
-შენ გამომიწვიე ნინა (სიცილით მიპასუხა)
-კარგი ხო გთხოვ მეყოფა (მე)
ჯორჯი გაჩერდა თუმცა ისევ იგივე მდგომარეობაში ვიყავით, ისევ გაშტერებულმა დამიწყო ყურება
-თავს ვერ ვიკავებ ნინა (ჯორჯი)
-რას გულისხმობ ? (გავირვებულმა შევხედე)
ჯორჯი დაიხარა და ნაზად შეეხე ჩემს ბაგეებს, არ შევწინააღმდეგებივარ.



თუმცა მალევე მოვიშორე, ჯორჯი წამოდგა და მეც წამომაყენა
-ბოდიში ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვეღარ დავმალავ ჩემს გრძნობებს, მომწონხარ ნინა და მინდა ჩემთან იყო (ჯორჯი)
-არ ვიცი რა გითხრა, რაღაცას მეც ვგრძნობ მაგრამ დაფიქრება მჩირდება (მე)
-გასაგებია (ჯორჯი)


მე და ჯორჯმა კიდევ ბევრი ვიგიჟეთ და ვილაპარაკეთ, თუმცა იმ კოცნაზე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია,უკვე გვიანი იყო და სახლში წასვლა დავაპირე, დღეს ნამდვილად არ მქონდა თავი მაიკს წავყოლოდი დისკოტეკაზე, ტაქსი გამოვიძახე და სახლის გზას დავადექი, დედა ორი კვირით ბებიასთან იყო და სახლში მარტო მიმიწევდა ყოფნა, სახლის კარებს მივუახლოვდი და საკეტი გატეხილი დამხვდა, საშინლად შემეშინდა, ყველაფერი ჩაბნელებური იყო, კარები ფრთხილდად შევაღე.



შუქი ავანთე და ოთახი მოვათვალიერე, მისაღებში არავინ იყო, უფრო შეშინდა, ყველა ოთახი დავიარე არავინ იყო, ბოლოს ჩემი ოთახის კარი შევაღე, იქ კი...

Daamowma:PrettyGirl-ma<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1303 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 281 2 3 »
2012-09-01 Spam
male gaagrdzele gtxov