მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » Harry Potter
7:53 PM
Harry Potter
გამარჯობა, მე ახალი ვარ smile მე მქვია ნინი და ამ საიტზე ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ninibelieber-მა დამარეგისტრირა smile მე ძალიან მომწონს ეს საიტი და მინდა, რომ ამ საიტზე ჩემი პირველი სიახლე,ჩემს ყველაზე საყვარელ წიგნზე, ჰარი პოტერზე იყოს :)))
მე მინდა მოგიყვეთ ჰარი პოტერის შექმნის შესახებ :))
მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი და ალბათ ბევრ სიახლეს დავდებ მის შესახებ :))

[c]ძალიან ბევრია მაგრამ საინტერესო!! :)) იმედია შრომას დამიფასებთ და აუცილებლათ წაიკითხავთ და დააკომტარებთ! :))))

თუ ეს სიახლე მოგეწონებათ, მე შემიძლია ჰარი პოტერის მსახიობების ბიოგრაფიები დავდო :))


ჯოან როულინგზე ამ დრომდე მრავალფეროვან და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. სინამდვილეში "ლიტერატურის კონკიას" ისტორია გაცილებით უბრალოა და საოცრად ჰგავს საშობაო ამბავს, რომელიც სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. 

შემთხვევითი არ არის, რომ ჰარი პოტერი არა დრაკონს, ან მფრინავ გველს გადაჰყავს ჯადოსნურ სამყაროში, არამედ მატარებელს. ეს სატრანსპორტო საშუალება როულინგის ცხოვრებაში სიმბოლური იყო. 

სწორედ მატარებელში გაიცნეს ერთმანეთი მომავალი მწერლის მშობლებმა - პიტერ როულინგმა და ენ ვოლანტმა მალე იქორწინეს. პატარა სამრეწველო ქალაქ იეიში, მოკრძალებულ სახლში დასახლდნენ, 1965 წლის 31 ივლისს კი ჯოანიც დაიბადა, 2 წლის შემდეგ კი დიანაც. 

ჯოანი ძალიან წყნარი ბავშვი ყოფილა, სწავლობდა ცუდად და ინტერესის გარეშე. 

”ნამდვილი "წიგნის ჭია” ვიყავი: პატარა და გამხდარი, სქელლინზიანი სათვალე მეკეთა, საკუთარ ოცნებებში ვცხოვრბოდი და ჩემს მიერ გამოგონილ ამბებს ბოლო არ უჩანდა", - იხსენებს ერთგან მწერალი. ვითარება ოდნავ გამოკეთდა უფროს კლასებში, როცა აღმოჩნდა, რომ ჯოანის მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა ხარისხშიც გადაიზარდა და ყოფილი "ჩამორჩენილი" გოგონა ჰუმანიტარულ საგნებში თითქმის ყველას სჯობნიდა. ჯოანს ძალიან მოეწონა ”პირველობა" და დამამთავრებელ კლასებში "მოზეპირედ" გადაიქცა, რომელსაც მასწავლებლის ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი და ყოველ გაკვეთილზე ხელს იწევდა. საინტერესოა, რომ უკვე მოგვიანებით წიგნში ამის გამო საკუთარ თავსაც დასცინა: შექმნა ჰარის მეგობარი გოგოს, გერმიონა გრეინჯერის - "ხუთოსნის" და "მოზეპირეს" სახე. 

ჯოანი 15 წლის იყო, როცა დედამისი სკლეროზით დაავადდა. მატარებლის თემა რომ გავაგრძელოთ, სწორედ იქ გაუჩნდა იდეა როულინგს, დაეწერა წიგნი ჰარი პოტერზე. 1983 წლის ზაფხულის ერთ დღეს, როცა 18 წლის იყო, სკოლა დაამთავრა და ოქსფორდში მიღებაზე უარი უთხრეს, შინ იმედგაცრუებული დაბრუნდა. დედის ავადმყოფობისა და საკუთარი წარუმატებლობა ძნელად გადასატანი აღმოჩნდა და ამიტომაც, დაიწყო ობოლ ბიჭზე ისტორიის შექმნა, რომელმაც არ იცის, რომ სინამდვილეში ჯადოქარია... პირველს მეორე იდეა მოჰყვა და ასე დაიწყო "ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის" წერაც... 

ექსეტერის უნივერსიტეტში სახლთან სიახლოვის გამო ჩააბარა - ყოველ პარასკევს შინ ბრუნდებოდა და ავადმყოფ დედას უვლიდა, ამასთან უმცროს დას ეხმარებოდა, რომელსაც საყოფაცხოვრებო საქმეების ტვირთი დააწვა. ჯადოქარ ბიჭზე მხოლოდ გართობის მიზნით არ წერდა - მიუხედავად იმისა, რომ ვერც წარმოედგინა მწერლის კარიერა, ცნობები სხვადასხვა შელოცვის, ჯადოების, ჯადოსნური ჯოხების შესახებ თავს იყრიდა ცალცალკე ფურცლებზე, მათ ერთ ყუთში აგროვებდა და კარადაში, ფეხსაცმლის ქვეშ ინახავდა. 

დედა 1990 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. ჯოანს შინ დაბრუნება უნდოდა, თუმცა მოულოდნელად გაიგო, რომ მამა ბოლო წლებში საკუთარ მდივანს - ჯენეტს ხვდებოდა და მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა. მამის ეს გადაწყვეტილება ღალატად მიიღო. ერთ უსიამოვნებას მეორეც დაერთო: ქურდებმა მისი ბინიდან დედისგან დატოვებული რამდენიმე ნივთი წაიღეს. თუმცა საბედნიეროდ, ფეხსაცმლის ქვეშ მოთავსებული ყუთი შეუმჩნეველი დარჩათ. ძარცვა მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა და რადიკალური ცვლილებების დროც დადგა. 

"გარდიანის" ბოლო გვერდზე წაიკითხა, რომ პორტუგალიაში ინგლისური ენის მასწავლებლები სჭირდებოდათ და საკუთარი მონაცემები გააგზავნა. თავიდან პორტუგალიაში ყველაფერი მოსწონდა: ცხელი ამინდი, მკვეთრი ფერები, სურნელოვანი ყვავილები, გემრიელი ღვინო და თბილი და მეგობრული ხალხი. მეგობრებიც გაიჩინა და რაც მთავარია, ქალაქ პორტუში შეხვდა დიდ სიყავრულს - ხორხე არანტესს. ახოვანი და ტემპერამენტიანი ხორხე ჯოანზე სამ-ნახევარი წლით უმცროსი იყო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 

ვნებიანი და ცოტათი აგრესიული პარტნიორი როულინგს მოსწონდა. დაფეხმძიმების შემდეგ ჯოანი ხორხეს დედასთან გადავიდა საცხოვრებლად - მომავალი დედამთილი კი იყო თბილი და ყურადღებიანი ქალბატონი, თუმცა ინგლისურად არცერთი სიტყვა არ ესმოდა და მომავალმა მწერალმაც მოიწყინა... მოწყენამ ძველი ყუთი გაახსენა და ჯადოქარ ბიჭზე გაკეთებული ჩანაწერები კიდევ ერთხელ გადაიკითხა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ჰარი პოტერზე შვიდ წიგნს დაწერდა. გეგმებში ვაჟის გაჩენა და მისთვის ჰარის დარქმევაც შედიოდა, თუმცა ამ სურვილს ახდენა არ ეწერა. 1992 წლის ზაფხულში აუტანლად ცხელი ამინდი დადგა და ასეთი კლიმატისთვის მიუჩვეველ ჯოანს მუცელი მოეშალა. ხანგრძლივი ავადმყოფობისა და სასოწარკვეთის შემდეგ ხორხემ მას ხელი სთხოვა. საინტერესოა ალბათ ისიც, რომ მომავალი მწერალი საკუთარ ქორწილში შავი კაბითა და მარგალიტის მძივით მივიდა. 

თავად როულინგს არ უყვარს ქორწინებაზე საუბარი, მაგრამ მისი ახლობლები ბევრს ჰყვებოდნენ იმ სკანდალებზე, რომელსაც ხორხე მეუღლეს უწყობდა: საჯაროდ უყვიროდა და ერთი-ორჯერ სცემა კიდეც. ხელახლა დაორსულებულმა ჯოანმა ფეხმძიმობის დროს 11 კილოგრამი დაიკლო. ექიმებს მისი ჯანმრთელობა აღელვებდათ, ამბობდნენ, რომ შეიძლება მშობიარობას გადაჰყოლოდა, თუმცა 1993 წლის 27 ივლისს ჯესიკა მაინც გაჩნდა. სულ რაღაც 4 თვის შემდეგ კი მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, არც ამჯერად დააკლო ხორხემ ცემა მეუღლეს: ჯერ გამოუცხადა, რომ აღარ უყვარდა, შემდეგ კი სახლიდან გააგდო. 

ჯოანი შოტლანდიაში პატარა ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა, თუმცა არა შინ - მამისთვის მეორე ქორწინება ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა. დახმარებისთვის დას და ახლობლებს მიმართა. 

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვილთან ერთად ისეთ ბინაში ვიცხოვრებდი, სადაც გათბობა არ იყო და თაგვები დარბოდნენ", - ასე იხსენებს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს. დიანა დას კი ეხმარებოდა, მაგრამ ფული გამოსაკვებადაც აღარ კმაროდა. 

დიანამ დას ფასდაკლებით ნაყიდი ძველი საბეჭდი მანქანა აჩუქა. ამან ჯოანი ძალიან გაახარა: ჯერ ერთი, საბეჭდი მანქანა აჩუქეს და მეორეც, დიანამ მისი ნიჭი აღიარა (დიანას წაკითხული ჰქონდა მომავალი რომანის ცალკეული ნაწლები). თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ ჯოანი წერას დაბრუნებოდა, თუმცა ამჯერადაც ხორხემ შეუშალა ხელი: ის ედინბურგში ჩავიდა და ყოფილ მეუღლეს მეგობრების მეშვეობით შეუთვალა, რომ ისევ ერთად ცხოვრება, ან ქალიშვილის დაბრუნება სურდა. მომავალი მწერალი პანიკამ მოიცვა. დახმარებისთვის საადვოკატო ბიუროს მიაკითხა. 

1994 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც, აბეზარ და მოძალადე ყოფილ მეუღლეს ეკრძალებოდა ჯოანისთვის თვალთვალი, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარა და ა.შ. ასე რომ, ხორხე მზიან პორტუგალიაში ჯოანისა და ქალიშვილის უნახავად დაბრუნდა. ის კი მოიცილა, მაგრამ თავად ჩავარდა დეპრესიაში, შიში და შფოთვა თავს არ ანებებდნენ: სწორედ ამ დროს მოიგონა აზკაბანის ციხის საშინელი მცველები - დემონტორები. 

1995 წელს ჯოან როულინგმა გადაწყვიტა, წიგნი გამოეცა და ამისთვის გამომცემლობა "ბლუსბერის" მიმართა. "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" სულ 1000-იანი ტირაჟით გამოვიდა, ძირითადად საბავშვო ბიბლიოთეკებს დაეგზავნა, მწერალმა კი სულ რაღაც 1900 დოლარი მიიღო ჰონორარად, ისიც არასრულად, ნაწილ-ნაწილ. მარტოხელა დედის პირველი შენაძენი ჯესიკასთვის განკუთვნილი ფუმფულა დათუნია იყო. გამომცემლებმა გადაწყვიტეს, წიგნის ყდაზე მწერლის ინიციალები შემდეგნაირად დაებეჭდათ "ჯ.კ. როულინგ" - ცნობისმოყვარე პატარებს (გამომცემლების აზრით, წიგნი ძირითადად, ბიჭებისთვის იყო განკუთვნილი) ვერ უნდა გაერკვიათ, ავტორი ქალი იყო თუ კაცი. ამიტომაც ჯოანმა მეორე ინიციალში ბებიის სახელის - კეტლინის პირველი ასო ჩასვა. 

როცა მწერალმა და გამომცემელმა ბარი კანინგემმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, ბარიმ უთხრა ჯოანს: "ჯო, საბავშვო წიგნებით მეტ ფულს ვერ იშოვი". მწერალს უყვარს ამ ეპიზოდის გახსენება. მეოთხე რომანის გამოცემის შემდეგ მიღებულ ჩეკზე კი უკვე ექვსნულიანი ციფრი ეწერა - 1999 წელს როულინგი ოფიციალურად მილიონერი და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მწერალი ქალი გახდა. იმის გახსენებაც უყვარს, თუ როგორ დაბრუნდა შინ პირველი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ... რა თქმა უნდა, მატარებლით იმგზავრა, ეხუტებოდა ჯესიკასთვის ნაყიდ დათუნიას, ფანჯრიდან მწვანე მინდვრებს შეჰყურებდა და სახიდან ღიმილს ვერ იცილებდა. ალბათ, ისეთივე ბედნიერი იყო, როგორც ჰარი, რომელიც ჯადოსნური მატარებლით ახალი ცხოვრების შესახვედრად მიემართებოდა. 

1997 წელს გამომცემელმა ჯოანის წიგნის ეგზემპლიარები აშშ-ში გააგზავნა. სულ რაღაც სამ დღეში მწერალმა "სქოლასტიკის" დირექტორისგან მიიღო შემოთავაზება, გავრცელების უფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მიეღო. თუმცა აშშ-ში წიგნი ასეთი სათაურით უნდა დაბეჭდილიყო: "ჰარი პოტერი და ჯადოსნური ქვა" (გამომცემელი შიშობდა, რომ ამერიკელი ბავშვების უმრავლესობა ვერ გაიგებდა სიტყვა "ფილოსოფიურის" მნიშვნელობას). 

ჯოანი დათანხმდა და მეორე დილას უკვე ცნობილი მწერალი გახდა. ამერიკული გაზეთები აჭრელდა სათაურებით "ღარიბი მარტოხელა დედა ექვსციფრიან თანხას იღებს", "სიღარიბიდან დიდებისკენ" და ა.შ. თუმცა როულინგს გაზეთების კითხვა არც უყვარდა და არც ეცალა ამისთვის. ორ კვირაში "ბლუმსბერიში" სერიის მეორე წიგნი - "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი" მიიტანა. ამჯერად ფული ბრიტანელებმაც გაიმეტეს - არც შემცდარან: გამოცემიდან მეექვსე დღეს ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ბესტსელერების რეიტინგის ლიდერი საბავშვო წიგნი გახდა. 

ჯოანმა ახალი ბინა იყიდა. ჯესიკას დიდი ხნის სურვილების ასრულების დროც დადგა - ნათელ და კომფორტულ სახლში კატა, კურდღელი და ზღვის გოჭიც მიიყვანა. მესამე წიგნის წერის დროს ჯადოქარი ბიჭით ჰოლივუდშიც დაინტერესდნენ. ჯოანს შეეძლო, საავტორო უფლებები სრულად გაეყიდა და უზარმაზარ თანხასაც მიიღებდა, თუმცა ფულის სანაცვლოდ მან სცენარში ჩარევის, მსახიობების და იმ სარეკლამო კომპანიების შერჩევის უფლება დაიტოვა, რომლებიც მომავალში "ჰარი პოტერის" ლოგოტიპს გამოიყენებდნენ. კარიერულ წინსვლას ოჯახურ გარემოში დაბრუნებაც დაერთო თან: მამას შეურიგდა და დედინაცვალსაც კი დაუმეგობრდა. 

მაგრამ პოპულარობის ფონზე მას ყოფილი მეუღლის მიერ საგაზეთო პუბლიკაციებში დაბეჭდილი საჯარო შეურაცხყოფის ატანა უწევდა, არც ყოფილი კლასელები იშურებდნენ "თბილ სიტყვებს" მისთვის. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი კი ის სტატია იყო, სადაც ხორხე ჟურნალისტს ეუბნებოდა, თითქოს "ჰარი პოტერის" წერაში ისიც მონაწილეობდა. ამ სიცრეუმ იმდენად დაწყვიტა გული, რომ წერაც კი ვერ შეძლო - არადა, ჩვევად ჰქონდა: ყოველდღე დაუსვენებლად რამდენიმე საათი ეწერა. განსატვირთად ბარში შევიდა, შემდეგ მაღაზიებში შეიარა და საჩუქარი უყიდა ყველას, ვისაც მეგობრად თვლიდა. თავისთვის კი ბეჭედი შეიძინა, უზარმაზარი კვადრატული ფორმის ძვირფასთვლიანი. თუმცა ამ ბეჭდის გაკეთება ახლა არც ისე უყვარს - რცხვენია მისი დიდი ზომის. ამბობს, ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, ასეთ საჩუქარს საკუთარ თავს არ გავუკეთებდიო. თუმცა ბეჭედი მაინც არ მოუცილებია - მისთვის ის თავისუფლების და ახალი შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცა. 

ჰარი პოტერზე დაწერილი პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ ჯოანმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. ჯილდო თავად დედოფალს უნდა გადაეცა, თუმცა ცერემონიაზე არ მისულა, მიზეზად კი ჯესიკას ავადმყოფობა დაასახელა. სინამდვილეში კი სხვა მშობლებთან ერთად საშობაო წარმოდგენას ესწრებოდა, რომელშიც ქალიშვილი იღებდა მონაწილეობას. მონარქს სიმართლე რომ გაუგია, არც გაკვირვებია თურმე, უთქვამს: მართლაც, შვილის სცენაზე პირველ გამოსვლაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოსო. 

2001 წლის 26 დეკემბერს ჯოანი ცოლად ნეილ მიურეის, ექიმ-ანესთეზიოლოგს გაჰყვა. პრესა მაშინ წერდა, რომ ის საოცრად ჰგავდა გაზრდილ ჰარი პოტერს - უფრო სწორედ, დანიელ რედკლიფს, მსახიობს, რომელიც ჯადოქარ ბიჭს ასახიერებს. 2003 წლის მარტში წყვილს დევიდ გორდონ როულინ მიურეი შეეძინა, 2005 წლის იანვარში კი ქალიშვილი მაკენზი ჯინ როულინგ მიურეი. 

ჯ.კ. როულინგი: "ყველას უნდა, რომ ცხოვრება უფრო მოსახერხებელი იყოს. მაგრამ ბუდას ოთხი ჭეშმარიტებიდან პირველი ამბობს: ცხოვრება წვალებაა. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები იმიტომ, რომ ცხოვრება ვალდებული არ არის, რომ მოსახერხებელი იყოს. ამაში ვპოულობ ჩემთვისაც და სხვებისთვისაც ნუგეშს".

დაამოწმა:-Marie
ყოჩაღ კარგი სიახლე იყო ცოტა შეცდომებით... ასე გააგრძელე)) WELCOME!
კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 696 | დაამატა: Serena)) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2012-06-03 Spam
6. Nini   ( Serena))[??????]

madlobt bavshvebo :** me vgijdebi harry poterze shvidive wignshi zepirad vici vin ras ambobs biggrin shemdegshi msaxiobebis biografiebsac davdebb :**